მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

იოანე ბატონიშვილი (1768-1830)

გიორგი XII-ის ვაჟი, ქართველი განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე

 

მეთვრამეტე სუკუნის მეორე ნახევარი, ერეკლე II-ის მეფობის ხანა, პოლიტიკური გაერთიანებისადმი მისწრაფებითა და ევროპული ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით ხასიათდება. ერეკლეს მიერ სტამბის განახლება თბილისში, თელავისა და თბილისის სემინარიების გახსნა, ქართული თეატრის დაარსება, სახელმძღვანელო წიგნების თარგმნა რუსული და ევროპული ენებიდან, ახალგაზრდების გაგზავნა რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად და სხვა ღონისძიებები ცვლიდა საზოგადოებრივ ატმოსფეროს, ქმნიდა ნაყოფიერ ნიადაგს ქართული ფილოსოფიური და მეცნიერული აზრის განვითარების, საზოგადოებაში თავისუფალი აზროვნებისა და რაციონალიზმის დანერგვისათვის.

განმანათლებელთა იდეების გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოვლინდა ქართველი ბატონიშვილების, ერეკლეს შვილიშვილებისა და გიორგი XII-ის შვილების: დავით, იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილების შემოქმედაბაში. ისინი, როგორც მოაზროვნეებიჩამოყალიბდნენ საქართველოსა და პეტერბურგში განათლებისა და კულტურის განახლებისა და აღორძინების ეპოქაში.

იოანე ბაგრატიონის უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი მოღვაწეობა მოიცავს როგორც კულტურულ, ისე სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებს. კრწანისის ომის გმირი, გამჭრიახი პოლიტიკოსიენციკლოპედისტი, გონებემახვილი მწერალი და მოაზროვნე უმთავრეს საგნად, “უმჯობესად ყოველთა საუნჯეთასწავლას მიიჩნევს, “რომელიცა სცუალებს გონებასა”. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი მთელი მისი შემოქმედება.

იოანე დასაყრდენი იყო მამისათვის სახელმწიფოს მართვის საქმეშიგიორგი XII თავისი შვილის შესახებ წერდა: “ჩვენის ქვეყნის საქმე ყველა უფალს მინისტრსა და ჩვენს შვილს იოანეზედ იყო წოდებული”. ამ პერიოდში იოანე ბატონიშვილმა მოამზადა ფართო სახელმწიფოებრივი რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მუდმივი ჯარის შექმნას, ადმინისტრაციის გამარტივებას, “განათლების მოხელისთანამდებობის შემოღებას, რომელსაც დაექვემდებარებოდა სკოლები და სტამბები; მას უნდა მოეწესრიგებინა დავრდომილთა დახმარება, უკანონოდ შობილთა აღზრდა. კანონპროექტი მოითხოვდა სისხლის სამართლის კანონების შერბილებას, ბურჟუაზიის მხარდაჭერას, მისთვის სათათბირო ორგანოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლების საქმეს: პირველდაწყებითი განათლება მისაწვდომი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის; უნდა გახსნილიყო უმაღლესი სასწავლებლები თბილისში, თელავსა და გორში, უნდა დაარსებულიყო ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ორკვირეული გაზეთი და სხვ.  

პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდაგარდაიცვალა გიორგი XII, ქართლ-კახეთის სამეფო კი გაუქმდა.

1801 წელს იოანე სხვა ბატონიშვილებთან ერთად პავლე იმპერატორის გაწვევით პეტერბურგს გაემგზავრა. არცერთი ბატონიშვილი უკან აღარ გამოუშიათ, რადგან სამეფო ოჯახის გავლენიანი წევრის სამშობლოში დაბრუნება რუსეთის ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად არასასურველი იყო.

იოანე 29 წლის განმავლობაში ცხოვობდა პეტერბურგში. იგი უაღრესად ნაყოფიერ შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა: სწავლობდა ენებს, ეუფლებოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგს, თარგმნიდა, ადგენდა სახელმძღვანელოებს, კარაბადინებს და ლექსიკონებს.

იოანეს ძირითადი შრომახუმარსწავლაორიგინალური ენციკლოპედიური ხასიათის შრომაა, რომელიც წარმოგვიდგენს იმდროინდელი მეცნიერების მიღწევებს, მასში მრავლადაა ფილოსოფიური და მეცნიერული მსჯელობანი; აქ შესულია ცნობები მათემატიკიდან, ასტრონომიიდან, ზოოლოგიიდან, გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ფსიქოლოგიიდან, მედიცინიდან, ენათმეცნიერებიდან. ნაწარმოებში ასახულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებანი, სოციალური ვითარება, დიდგვაროვანთა გადაგვარება, ბაგრატიონთა დაცემის მძიმე სურათი.

ნაწარმოების ფაბულა მეტად გონებამახვილურია: სამონასტრო ღალისა და შეწირულების ასაკრეფად (“საროჭიკედ”) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადის ქვათახევის ბერი იონა ხელაშვილი გაქართველებულ სომეხ ზურაბ ღამბარაშვილთან ერთად. ისინი აწყდებიან სხვადასხვა ადამიანებს, უცნაურ ამბებს. მოგზაურები საუბრობენ მასპინძლებთან ფილოსოფიურ, მეცნიერულ და პრაქტიკულ საკითხებზე. ნაწარმოების ავტორი სხარტად და საინტერესოდ, მხატვრული თხრობის ფონზე, ცოცხალი იუმორით მოგვითხრობს ისეთ მძიმე საკითხებზეც კი, როგორიცაა ტყვეთა სყიდვა, ქართველ ფეოდალთა მხრიდან გლეხთა შევიწროება, სამღვდელოების ზნედაცემულობა და სხვ. ბატონიშვილი ჩვენი ერისა და სახელმწიფოს დაცემის მიზეზზეც საუბრობს: “ვერა იზრდებიან სწავლითა მეფისძენიცა და თავადნიც... აზიელთ ჩვეულება შემოსულა ამ ქვეყანაში, ისე ვიქცევით ჩვენ და ამისთვის, ვითარცა მათ შორის არის ძმათა ამბოხება და ურჩება, აგრეთვე აქა მოუღიესთ”. ნაწარმოებში ჩადებული კონცეპციით, პოლიტიკური ცხოვრების რეორგანიზაცია რეფორმებისა და განათლების გზით შეიძლებოდა მხოლოდ მომხდარიყო.

იოანე ბაგრატიონს დიდი ლექსიკოგრაფიული მუშაობაც ჩაუტარებია. მან შეადგინა სხვადასხვა დარგის მოკლე და ვრცელი ლექსიკონებიზოოლოგიურ-ბოტანიკური, საბუნებისმეტყველო, სნეულებათა და წამალთა, ენციკლოპედიასხუათა და სხუათა ჰსწავლათა შეკრებილებანი”, აგრეთვე ენციკლოპედიური ლექსიკონი, რუსულ-ქართული ლექსიკონი. მან თავისი ლექსიკოგრაფიული მუშაობა ისევე, როგორც მისმა ძმამ დავით ბაგრატიონმადაიწყო საბას ლექსიკონის შევსებითა და ახლებურად გავრცობით. მეცნიერთა შეფასებით, ეს ლექსიკონები დგას იმდროინდელი მეცნიერების დონეზე და ასახავს ავტორთა ფართო შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

ცნობილია იოანეს ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებებიც –“პატარა ედემით განძებადააღსარება”.

იოანე ბატონიშვილის გატაცებული კოლექციონერი  იყო. წიგნებისა და ხელნაწერების მის მიერ შეგროვებული მდიდარი კოლექცია საფუძვლად დაედო პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ქართულ ფონდს.

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. xelnawerTa erovnuli centris xelnawerebi: Q-720, Q-577, H-2170, H2134, S-5374, S-22; saqarTvelos erovnuli arqivis xelnaweri: #122.

  2. xelnawerTa aRweriloba, H koleqcia, V, Tb. 1949

  3. ioane batoniSvili, xumarswavla, I, II; teqsti gamosacemad moamzades ciala kaxabriSvilma da cotne kikviZem, Tbilisi, 1990,1991

  4. ioane bagrationi, sjuldeba; teqsti gamosacemad moamzada, Sesavali, leqsikoni da saZieblebi daurTo iv. surgulaZem, Tbilisi, 1957.

  5. geronti qiqoZe, rCeuli Txzulebani, III, Tbilisi, 1965

  6. daviT da ioane bagrationebis leqsikografiuli naSromebi, teqsti gamosacemad moamzada, gamokvleva da saZieblebi daurTo lili quTaTelaZem, Tbilisi, 1967

  7. l. quTaTelaZe, ioane bagrationis nusxebis mimoxilva, “saq. mecn. akademiis xelnawerTa institutis moambe” I, 1959

  8. l. quTaTelaZe, ioane bagrationi – mxatvari, Jurnali “sabWoTa xelovneba”, 1959, #11

  9. m. kelenjeriZe, rusul-qarTuli xelnaweri leqsikonebi XVIII-XIXss Tbilisi, 1961

  10. g. miqaZe, ioane bagrationi, XVIIIs.-is qarTuli mwerlobis sakiTxebi, I, Tb. 1965

  11. v. dondua, kalmasoba, rogorc yofacxovrebiTi movlena Zvel saqarTvelosi, Tb. 1949

  12. T. kukava, XIX s.-is pirveli naxevris qartuli sazogadoebrivi da filosofiuri azris istoriidan, Tb. 1958

  13. П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа с 1720 по 1803 год, т.2, 1860

 

 

moamzada Tamar abulaZem