მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ერეკლე II (1720-1798)

თეიმურაზ II-ის ძე, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

 

   ერეკლე II-  კახეთის სამეფო ტახტზე ასვლა აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მოუხდა. XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში კავკასიაში სამი დიდი  სახელმწიფოს ინტერესთა შეჯახებამ ჯერ ოსმალთა, შემდეგ ყიზილბაშთა ბატონობის უმძიმესი პერიოდები მოიტანა. მუდმივად ცვალებადი პოლიტიკური სიტუაცია უძნელებდა ქართველ მოღვაწეებს ქვეყნისათვის მომგებიანი, სწორად გათვლილი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ყოველივე ამას ემატებოდა საკუთარი დიპლომატიური არხების არარსებობა, იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის სუსტი ცოდნა, ეკონომიკური სიდუხჭირე. ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება ქვეყნის მომავალს სხვადასხვაგვარად ჭვრეტდა. ამიტომ იყო, რომ სამეფო დინასტიისა და გავლენიან ფეოდალების ერთი ნაწილი რუსეთიდან ელოდა ხსნას, მეორე თურქეთის მოიმედე რჩებოდა, მესამე _ სპარსეთის. ასეთ დროს საქართველოს გაერთიანებასა და ერთმეფობის დამყარებაზე ფიქრი ფუჭ მეოცნებეობას ჰგავდა, მაგრამ XVIII საუკუნის 40-იან წლებში ეს ოცნება რეალობად იქცა

   თეიმურაზ II- ფხიზელი პოლიტიკური ალღო უკარნახებდა ირანის შაჰის გულის მოგებას. მართალია, თავად შაჰი თეიმურაზს არ ენდობოდა და ორჯერ დააპატიმრა კიდეც, მაგრამ ისპაჰანში ორწლიანი საპატიო ტყვეობის დროს ნადირ-შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა თეიმურაზის ერთგულებაში. ამერთგულებასთეიმურაზის მხრიდან განამტკიცებდნენ მძევლები _ 1738 წელს თეიმურაზმა ასული ნადირ-შაჰის ძმისწულს გაატანა ცოლად, ხოლო სრულიად ახალგაზრდა ერეკლე ბატონიშვილი ინდოეთში აახლა შაჰს შორეულ ლაშქრობაში. თავისი ახალგაზრდობის მიუხედავად, ბატონიშვილს ბრძოლის გამოცდილება უკვე ჰქონდა. 15 წლის ასაკში მან პირველად უხელმძღვანელა გლეხების რაზმს მომხდური ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც გასაოცარი სიმამაცე და მოხერხებულობა გამოიჩინა.

  ინდოეთში ლაშქრობამ ერეკლეს შესანიშნავი სამხედრო წრთობა და მდიდარი გამოცდილება შესძინაბატონიშვილი საქართველოში 1739 წელს დაბრუნდა. ამ დროს ქართლში გივი ამილახვრის მეთაურობით ანტიირანული აჯანყებების ცეცხლი ენთო. თეიმურაზი და ერეკლე გივი ამილახვარს დაუპირისპირდნენ, რის დროსაც დაპირისპირების სასწორი ხან ერთი მხარისკენ იხრებოდა, ხან მეორისკენ. საბოლოოდ გამარჯვება ერეკლესა და თეიმურაზს დარჩამადლობის ნიშნად ნადირმა ერეკლეს ოქროს რახტი, შეკაზმული ცხენი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი გამოუგზავნა, 1744 წელს მამა-შვილს ქართლისა და კახეთის სამეფოები უბოძა. მამა-შვილის ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის წყალობით ეს სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანებული იყო.

         1747 წელს თეიმურაზ II-ის ირანში წასვლით ისარგებლა არჩილ ბატონიშვილმა, იმავე აბდულა-ბეგმა, რომელიც ქართლის ბაგრატიონების (იესე მეფის ძე) მემკვიდრე იყო. რასაკვირველია, მას მომხრეები აღმოაჩნდა ქართლის თავადებსა და ირანის ტახტის მაძიებელთა შორის. მათი სამხედრო მხარდაჭერით გათამამებული არჩილ ბატონიშვილი სამშვილიდის ციხეში გამაგრდა  და ერეკლე II- მისწერა: კახეთს არ გედავები, შენ კი ქართლს ნუ შემედავები, ჩემი სამკვიდროაო.

    ერეკლემ თავდაპირველად მშვიდობიანად სცადა საქმის მოგვარება. აბდულა-ბეგს მოციქულად ათანასე თბილელი მიუგზავნა და სარჩოდ საბატონიშვილო მამული შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ საქმე ერეკლეს ხმალმა გადაწყვიტა. დამარცხებულ ბატონიშვილს და მის მომხრეებს ერეკლემ დანაშაული შეუნდო და საუფლისწულო მამულიც მისცა.  

    ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანი ანარქიამ  მოიცვა. ამან ხელ-ფეხი გაუხსნა ირანის ცალკეული სახანოების გამგებლებს, რათა საკუთარი საზღვრები გაეფართოვებინათ სხვა მაჰმადიანური სახანოებისა და ქართული მიწა-წყლის ხარჯზე. ასეთები იყვნენ მაჰმად-ხანი, ალი-ხანი (თბილისის ყოფილი მმართველი), ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანი, განჯის ხანი, შაქ-შირვანის მფლობელი ჰაჯი ჩალაბი, თავრიზის ბატონი აზატ-ხანი და სხვ. 1751-1752 წლებში თეიმურაზი და ერეკლე ამ მოთარეშე ხანებს იგერიებენ, მათგან ორჯერ სერიოზული მარცხიც იწვნიეს, მაგარამ საბოლოოდ თავად გადავიდნენ იერიშზე და საქართველოს საზღვრები სამხრეთისაკენ გასწიეს. ამ სამხედრო კამპანიათა შედეგად ქართლ-კახეთს შემოუერთდა ყაზახისა და შამშადილის პროვინციები, ხარკი დაედო ერევნისა და განჯის ხანებს, ხოლო ყარაბახის ხანი მეფეების ყმადნაფიცი გახდა.

      თეიმურაზისა და ერეკლეს მთავრ საზრუნავს მაინც ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ამ პრობლემის დასაძლევად ქართველებს აუცილებლად მიაჩნდათ ჭარ-ბელაქანისა და კაკ-ენისელის ისევ კახეთის საზღვრებში დაბრუნება.

   ამუბატონო თემებისბელადებმა თავის მთიელ მოძმეებთან ერთად საქართველოს  წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტეს. ლეკთა დიდი ჯარი 1750 წელს ჭარში ჩამოვიდა. მათ აქ ჭარელებიც შეუერთდნენ და საქართველოზე გაემართნენ. ჯარის ერთი ნაწილი კახეთს დაეცა, მეორე _ ყაზახს. ჲერეკლემ ესენიც დაამარცხა. ამ გამარჯვებათა შედეგად საქართველოს სამხედრო ჰეგემონია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უცილობელი შეიქმნა, მაგრამ ლეკიანობა მაინც დაუძლეველ პრობლემად რჩებოდა. 1754-1755 წლებში ხუნძახის ბატონმა ნურსალი-ბეგმა  კახეთის ციხეებზე მიიტანა იერიში. ორივე ლაშქრობა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. 1759 წელს ლეკები კოხტა ბელადის მეთაურობით კვლავ შემოიჭრნენ კახეთში ერეკლემ ეს შემოსევაც მოიგერია. ლეკთა თარეში შესუსტდა, თუმცა არ აღმოფხვრილა.

    1761 წელს ირანის ტახტზე ქერიმ-ხანი ავიდა. ერეკლე II- ირანის ტახტის პრეტედენტი აზატ-ხანი შეიპყრო და  ქერიმ-ხანს გაუგზავნა. ამის სამაგიეროდ ქერიმმა ცნო ქართლ-კახათის ერთ სამეფოდ გაერთიანება, ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოზე და აღიარა საქართველოს მეფის უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

Q  1768 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, რუსეთის მთავრობამ იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოები, იმ მიზნით, ოსმალეთისათვის მეორე ფრონტი გაეხსნა, ომში ჩააბა. ქართველ მეფეთაA დასაყოლიებლად იმპერატორმა ეკატერინემ 12 ათასიანი სამხედრო შენაერთი გამოგზავნა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. თავის მხრივ, ქართველ მეფეებს ამ ომში მონაწილეობისათვის საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ _ მათ სამცხე-საათაბაგოს დაბრუნების იმედი და სამხრეთის საზღვრის დაცვის გაუჩნდათ. 1770 წლის აპრილში ერეკლე 7 ათასი მებრძოლით და ტოტლებენი რუსული ჯარით ახალციხისაკენ დაიძრნენ. ბრძოლის დაწყების წინ, ასპინძასთან, ტოტლებენმა ერეკლე მიატოვა და ქართლში გაბრუნდა. ქართველები ერეკლეს მეთაურობით მარტონი შეებნენ ოსმალებს და ასპინძასთან ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს. ასპინძის ბრძოლა ერეკლეს არაჩვეულებრივი მხედართმთავრული ნიჭის ერთ-ერთი საუკეთესო დადასტურება იყომაგრამ ქართველთა მცირერიცხოვნების გამო ერეკლემ გამარჯვების შედეგით ვერ ისარგებლა. იგი იძულებული იყო უკან გამობრუნებულიყო.    

    1772 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დასასრულსერეკლემ ანტონ კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში გააგზავნა დიპლომატიური მისიით. მათ უნდა წარედგინათ ერეკლე მეფის წერილი საიმპერატორო კარზე, რომელშიც ერეკლე რუსეთის მფარველობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა და ითხოვდა: 4 ათასიან ჯარს, რომელიც ქართულ სარდლობას უნდა დამორჩილებოდა; სამეფო ოჯახის წევრებს შენარჩუნებული ჰქონოდათ ტახტზე ლეგიტიმური უფლებები; ეკლესიის სათავეში დარჩენილიყო კათალიკოსი; რუსეთს სამშობლოში დაებრუნებინა ოსმალთაგან დატყვევებული და ყირიმის აღების დროს გათავისუფლებული ქართველები; ოსმალეთთან დადებულ მომავალ მომავალ საზავო ხელშეკრულებაში რუსეთს მოეთხოვა ახალციხის მხარის საქართველოსათვის დაბრუნება; ამ მოთხოვნებთან ერთად ერეკლე კისრულობდა რუსეთის სასარგებლოდ გადასახდის შემოღებას, სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული სემოსავლის ნახევარს და სხვ. ამ ელჩობას საქართველოსათვის კონკრეტული  შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ელჩობის მიერ ჩამოყალიბებული პუნქტები შემდგომ შევიდა 1783 წლის ტრაქტატში. 1774 წელს ანტონის ელჩობა საქართველოში დაბრუნდა.

    რუსეთთან კავშირმა ერეკლეს ურთიერთობა გაუმწვავა მეზობლებთან. ოსმალეთი ერეკლესგაუწყრადა ლეკთა ბელადები კვლავ წააქეზა ქართლ-კახეთის სარბევად. ამასობაში, როგორც ჩანს, ერეკლესაც გაუტყდა გული რუსეთზე, ამასთან სხვა პერსპექტივაც ისახებოდა: ოსმალთა იმპერია დაშლის პირას იყო მისული. ცალკეული საფაშოები, მათ შორის ახალციხის საფაშო, დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ. ამ მოვლენებთან ჩანს დაკავშირებული 1676 წელს ერეკლესა და ახალციხის ფაშის წარმომადგენელთა საიდუმლო მისია სტამბოლში _ ამჯერად ერეკლეს სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება თავად ოსმალეთის გზით უცდია. ასეთ კომპრომისზე ოსმალეთიც რუსეთის საწინააღმდეგოდ მზად იყო, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ამ მიმართულების პერსპექტიულობა ეჭვს ქვეშ დააყენა. ერეკლეს მთელი ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაერთო, რადგან იქ ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყო. ჩრდილოეთი Aაზერბაიჯანი გაერთიანდა, ამას თან მოჰყვა  რეგიონში ერეკლეს გავლენის შესუსტება, ეს კითავისთავად საქართველოსათვის დიდ საფრთხეს შეიცავდა. 1778-1780 წლებში ერეკლეს არაერთხელ მოუწია ლაშქრობა განჯისა და ერევნის  სახანოების ხელახლა დასამორჩილებლად

   1781-1782 წლებში ერეკლემ ევროპის ხელმწიფეებთან სცადა კავშირის გაბმა. ვენეციის სენატთან და ავსტრიის იმპერატორთან კათოლიკე მისიონერების ხელით გააგზავნა წერილები, რომლებშიც რეგულარული ჯარის გასაწყობად (“ერთი პოლკი”), თანხას ითხოვდა. წერილებს ადრესატებამდე არ მიღწევია.

   80-იანი წლების დასწყისში მეფემ პოლიტიკური არჩევანი ისევ  რუსეთზე შეაჩერა. ერეკლეს სჯეროდა, რომ რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ამიერკავკასიაში ერთმანეთს ეთანხმებოდა, რუსეთის მიერ საქართველოს მფარველობა საიმედო და სანდო იქნებოდა. 1783 წლის 24 ივლისს ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს შორისმეგობრობის პირობას”, ანუ ტრაქტატს მოეწერა ხელი.     ქართლ-კახეთის მხარეს წარმოადგენდნენ ივანე მუხრანბატონი და გარსევან ჭავჭავაძე, რუსეთის მხარეს _ გენერალი პავლე პოტიომკინი.

  1784 წლის  24 იანვარს ერეკლემ ტრაქტატს ხელი მოაწერა.  

1783 წლის 3 ნოემბერს ორი რუსული ბატალიონი თბილისში შემოვიდა. ხოლო 1784 წლის 23 იანვარს ერეკლემ რუსეთის ომპერატორისადმი ერთგულების ფიცი დადო.

   რუსეთთან კავშირმა ერეკლეს და მისი მომხრეების იმედები არ გაამართლა. Qქვეყანას გარეშე მტრები გაუმრავლდა. ახალციხის საფაშო, ჭარ-ბელაქანი და დაღესტანი  ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ფარული თუ აშკარა ბრძოლის პლაცდარმებად გადაიქცნენ. ამ კუთხეებიდან საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილმა თავდასხმებმა უფრო ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი მიიღო. ერეკლეს ზურგი აქციეს ყმადნაფიცმა ქვეყნებმაც _ ფარულად ოსმალეთს უკავშირდებოდნენ და რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგ ერთიან გამოსვლას გეგმავდნრენ. ოსმალეთის კარნახით რუსეთ-საქართველოს საწინააღმდეგოდ დიდი მოძრაობა დაიწყო დაღესტანშიცერეკლემ ასეთ უმძიმეს გარემოცვაშიც  კი მოახერხა არაერთი ბრძოლის მოგება, მაგრამ ქვეყანა აშკარა დაქვეითების გზას დაადგა _ მუდმივი ომები აურაცხელ ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვდა, ეკონომიკა ჩანაგდებოდა.

   1787 წელს რუსეთმა რუსული ბატალიონები საქართველოდან გაიწვია და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაისროლა.

   ფაქტობრივად მოკავშირის გარეშე დარჩენილმა ერეკლემ თავიდან დაიწყო მშვიდობიანი ურთიერთობების აღღდგენა მეზობლებთან _ 1786 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა ახალციხის საფაშოსთან, 1789 წელს კი _ აზერბაიჯანის ყველაზე გავლენიან მფლობელთან ფათალი-ხანთან, რომელიც სულ მალე გარდაიცვალა.

   1791 წელს  აღამაჰმად-ხანმა ხანგრძლივი შინაური ბრძოლების შემდეგ მთელი აზერბაიჯანი, მათ შორის ქართლ-კახეთის მორჩილი განჯის სახანო, დაიმორჩილა, ყველა მეტოქე ჩამოიცილა და ირანის ტახტი დაიკავა. ირის მბრძანებელი ქართლ-კახეთზე ძველი უფლებების აღდგენისათვის ემზადებოდა. საქართველოში თვალყურს ადევნებდნენ ირანის სამზადისს და კვლავ რუსეთს უთვლიდნენ დახმარების თხოვნას. რუსეთიდან დახმარება არ  მოდიოდა.

         1795 წელს 10 სექტემბერს 35 ათასიანი ლაშქრით აღამაჰმად-ხანი თბილისს მოუახლოვდა. ერეკლეს განკარგულებაში მხოლოდ 5 ათასი მებრძოლი იყო. 11 სექტემბერს კრწანისის მინდორზე ერეკლე სასტიკად დამარცხდა. მტერმა  თბილისი ააოხრა.

   ირანის გამარჯვება ოსმალეთისათვისაც კი სასიხარულო აღმოჩნდა, რომელიც ერეკლეს დამარცხებაში რუსეთის პოლიტიკის მარცხს ხედავდამხოლოდ ამ საბედისწერო ბრძოლის შემდეგ იმავე 1795 წლის ბოლოს საქართველოში ორი რუსული ბატალიონი შემოვიდა, ისიც მცირე

 ხნით. მოხუცმა ერეკლემ ერთხელ კიდევ მოიქნია ხმალი და აღადგინა თავისი ბატონობა განჯაზე, მაგრამ ქართლ-კახეთის მდგომარეობა ამით არ გამოსწორებულა. 1797 წელს აღამაჰმად-ხანი მეორედ წამოვიდა საქართველოზე, მაგრამ საწადელს ვერ ეწია, რადგან შეთქმულებმა კარავში მოკლეს.

   თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 3 წელიწადი ერეკლემ თელავში გაატარა. 1798 წელს 11 სექტემბერს გარდაიცვალა მეფე ერეკლე, ხელმწიფე-რეფორმატორი, ბრწყინვალე მხედართმთავრი, უმაგალითო მებრძოლი, თავისი დროის განთქმული პოლიტიკოსი. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

   ერეკლე და საქართველოს გაერთიანების საკითხი. იმერეთსა და ქართლ-კახეთს შორის ჯერ კიდევ 1773 წელს გაფორმდა მეგობრობის ხელშეკრულება. “ვინიცობა არის, რასაც დროს ჩვენს ქვეყანაში მტერი შემოვიდეს, ერთმამერთს მსწრაფლად ჯარით მივეშველნეთ და ყოვლისფრით, რაც კი შეიძლებოდეს, გავისარჯნეთ”, _იუწყებოდა ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი. მართლაც, იმავე წელს ერეკლესა და სოლომონ I-ის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.  1774 წელს ერეკლეს ჩარევით დადიანმა უარი თქვა იმერეთის მეფის წინააღმდეგ ახალციხის ფაშის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე.  1789 წელს იმერეთის მაღალი სამღვდელოება და არისტოკრატიის წარმომადგენლები ერეკლესთან გამოცხადდნენ. მათ აუწყეს მეფეს, რომ იმერეთის მოსახლეობის უმეტესობა, გურიისა და ოდიშის მთავრები მოითხოვდნენ ერთმეფობის აღდგენას. ერეკლემ საკითხი სამეფო დარბაზზე გაიტანა. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვამ დიდი მღელვარება გამოიწვია. უმრავლესობა დარბაზის წევრებისა შეერთების მომხრე იყო. გაერთიანების მომხრეებად გამოდიოდნენ: ჭაბუა ორბელიანი, ანტონ II კათალიკოსი, სოლომონ ლიონიძე, დავით სარდალი (ყაფლანიშვილი), ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი და სხვები. მაგრამ ერეკლემ არ გაიზიარა მათი რჩევა. შესაძლოა, ერეკლეს იმერეთში თავისი შვილიშვილის, დავით არჩილის ძის გამეფებით (სოლომონ II) გაერთიანების პროცესის უფრო უმტკივნეულოდ განვითარებას  შესაძლებლობას ხედავდა. არსებობს მოსაზრება, რომ ერეკლეს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა დარეჯან დედოფალმა, რომელსაც ძლიერ სურდა თავისი შვილიშვილი იმერეთის მეფედ ეხილა. მართალია, ერეკლეს  გადაწყვეტილებას ბევრი მისი თანამედროვე და  მკვლევარი შეცდომად  მიიჩნევსმაგრამ, შესაძლოა, მაშინდელ პოლიტიკურ კონტექსტში ეს ერთაერთი სწორი არჩევანიც კი იყო

   ერეკლეს საშინაო პოლიტიკა. თეიმურაზსა და ერეკლეს მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. განუწყვეტელი ომიანობის შედეგად მოსახლეობა აყრილ-გაქცეული იყო, ბატონყმური მეურნეობა დაქცეული, ეკლესია დაკნინებული, განათლების საქმე მოშლილი. მამა-შვილი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის აღდგენას. მათი ერთობლივი მმართველობის დროს არ დარჩენილა ქართლსა და კახეთში არცერთი ხეობა, ქალაქი თუ სოფელი, ციხე-სიმაგრეებითებით რომ არ გაემაგრებინათ. თავდაცვის გაძლიერებამ გლეხობა მეურნეობას დაუბრუნა. თავიდან შენდებოდა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს მიტოვებული სოფლები, გაჰყავდათ სარწყავი არხები. სოფლებში ხალხის დასაბრუნებლად  თეიმურაზმა და ერეკლემ მიმართეს საგანგებო ღონისძიებას _ ”მყრელობას”.  ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიოდნენ სხვადასხვა ადგილებში და ქართლიდან გაქცეულ გლეხებს უკან აბრუნებდნენ. ახლად დასახლებულებს რამდენიმე წლით საგადასახაო შეღავათებს უწესებდნენ. ამასთან ერეკლე მოითხოვდა  არ დარღვეულიყობატონყმური რიგი”_ მებატონეებს უსამართლო გადასახადებით არ დაემძიმებინათ ყმა-გლეხის მდგომარეობა.

   ერეკლეს დროს მასობრივად ხდებოდა ლეკიანობის შედეგად გატაცებული ტყვეების გამოსყიდვა. ერეკლემ ნება დართო ტყვეობიდან თავდახსნილ ყმებს თვითონ აერჩიათ ბატონი. ასეთი ადამიანების უმეტესობა ნებაყოფლობით სამეფო ან საეკლესიო ყმები ხდებოდა, რაც ობიექტურად აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ვაჭრობის ხელშეწყობისათვის ერეკლემ თბილისში, გორსა და სიღნაღში ერევნის სახანოდან სომხები ჩამოასახლა. მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით 1770 წელს აღადგინა ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ის მიერ მიღებული კანონი _ უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქეთა ქონების მათივე ნათესავებისათვის დატოვების შესახებ. ერეკლეს დროს განვითარდა სამთამადნო წარმოება, გაჩნდა შაქრის, მინის, შალეულის, იარაღის საწარმოები.

   “ერეკლე მეფე ისე არაფრისაკენ არ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ”, _ წერდა საქართველოში ჩამოსული ერთი რუსი მოხელე. ამგარდაქმნასიმდროინდელ ბატონყმურ საქართველოშიუპირველეს ყოვლისა, სათავადოთა სისტემის შესუსტება და ცენტრალური აპარატის გაძლიერება ესაჭიროებოდა. თეიმურაზმა და ერეკლემ ჯერ კიდევ 1743-1744 წლებში გააუქმეს არაგვისა და ქსნის საერისთავოები. ქვეყნის განაპირა პროვინციებს ადგილობრივი გამგებლების ნაცვლად მეფის წარგზავნილი მოხელეები (მოურავი) მართავდნენ.

    ერეკლემ თავადური მმართველობა შეცვლა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატით. შემოიღო მმართველობის დარგობრივი დანაწილება: მკვეთრად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან სამხედრო, საპოლიციო, საგარეო საქმეთა, სასამართლო, საფინანსო, საგანმანათლებლო საქმეთა უწყებები.  (სასწავლო განათლება ცალკეულ უწყებებს ჩააბარა. სამეფო დარბაზი ერეკლეს დროს მუდმივმოქმედ დაწესებულებად გადაიქცა.

   ერეკლეს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებას მუდმივი ჯარი ესაჭიროებოდა. ქართლ-კახეთის სამეფო ევროპული ყაიდის რეგულარულ ჯარს ვერ შეინახავდა, _ ეს ერეკლეს მშვენივრად ესმოდა, ამიტომ შეიმუშავა  მორიგე ჯარის დებულება, რომელიც 1773 წელს დარბაზს დასამტკიცებლად წარუდგინა. მორიგე ჯარის სათავეში მეფემ თავისი ვაჟი, ლევან ბატონიშვილი ჩააყენა

   ერეკლეს ყველა წამოწყებაში გვერდით ედგა მისი უახლოესი თანამზრახველი, ანტონ I კატალიკოსი, რომლსაც მიანდო დაკნინებული ეკლესიის აღორძინება და სასკოლო განათლების საქმე.      ერეკლეს ხელშეწყობით დაარსდა ქართლ-კახეთში სახელმწიფო სკოლები.  1756 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია,  1782 წელს _ თელავის სემინარია.

 

       wyaroebi da samecniero literatura:

1.        papuna orbeliani, ambavni qarTlisani, e. cagareiSvilis gamocema, Tbilisi, 1981.

2.       oman xerxeuliZe, mefoba irakli meorisa, mefis Teimurazisa,

3.      bagrat batoniSvili, axali moTxroba, Tb 1941.

4.       megobrobis dadgenileba erekle II-sa da solomon I-s Soris, qarTuli samarTlis Zeglebi, i. doliZis gamocema, II, Tbilisi, 1965, gv. 433-436

5.       zemo qarTlis mdevrobis ganweseba erekle II-isa 1772 w. qarTuli samarTlis Zeglebi, i. doliZis gamocema, II, Tbilisi, 1965,  gv. 426-428.

6.       morigis laSqrobis ganaCeni 1774 wlisa, qarTuli samarTlis Zeglebi, i. doliZis gamocema, II, Tbilisi, 1965, gv. 436-447.

7.       erTobis traqtati iverielTA mefeTa da mTavarTa 1790 wlisa, qarTuli samarTlis Zeglebi, i. doliZis gamocema, II, Tbilisi, 1965, gv. 501-507.

8.      p. ioseliani, cxovreba giorgi mecametisa, a. gawerelias red. Tbilisi, 1936, gv.15-16.

9.       n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi. II, YTbilisi,  1965.

10.    n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi. VI, YTbilisi,  1973.

11.     iese baraTaSvilis cxovreba-anderZi, Tbilisi, 1950.

12.    v. maWaraZe, aspinZis brZola, YTbilisi,1957

13.  v. maWaraZe, georgievskis traqtati. YTbilisi,1983

14.  a. rogava,  saxalxo ganaTleba erekle II xanis qarTlkaxeTSi da anton I. YTbilisi,1950

15.  g. qiqoZe, erekle meore, Txzulebani, III., YTbilisi, 1965, gv.7-156.

16.  i. cincaZe, 1783 wlis. mfarvelobiTi traqtati, YTbilisi, 1960.

17.  Vfhrjdf J. G. Hjccbz Pfrfdrfpmt b vt;leyfhjlyst jnyjitybz d     XVIII dtrt V., 1966.

18.    g. akofaSvili, m. dumbaZe,ekonomikuri da socialuri cxovebis ganviTareba aRmosaleT saqarTveloSi XVIII s. 40-80-ian wlebSi/ saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv. 518-540.

19.    m. dumbaZe, g. paiWaZe, brZola saqarTvelos gaerTianebisaTvis XVIII s. 40-80-ian wlebSi/ saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv.600-694.

20.   m. samsonaZe, saqarTvelos gaerTianebis problema da sagareo orientacia XVIII saukuneSi, Tbilisi, 1988. 

 

 

moamzada mzia surgulaZem