მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ლუარსაბ I

ქართლის მეფე 1527-1556 წლებში, დავით X-ის ძე.

 

            დავით X ცოცხალი იყო, როდესაც ქართლის ტახტზე მისი უმცროსი ძმა, გიორგი ავიდა. ბიძამ ფაქტობრივად წაართვა თავის ძმისწულს, ლუარსაბს  კანონიერი უფლება ტახტზე, მაგარამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ლუარსაბმა იქორწინა იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ასულ თამარზე, რითაც ძლიერი მოკავშირე შეიძინა ბაგრატის სახით. ლუარსაბს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლევან კახთა მეფესთანაც. გიორგიმ ტახტი ნებაყოფლობით დათმო და შემონაზვნდა. 1527 წლიდან უკვე ლუარსაბი იხსენიება მეფედ.

            ოსმალეთის სულთანმა სულეიმანმა (1520-1566) 1533 წელს ირანთან ომი წამოიწყო. დასავლეთ საქართველოს ოსმალეთი უტევდა, აღმოსავლეთ საქართველოს - ირანიდასავლეთ-აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფდნენ აგრესორები სამხრეთ საქართვეელოს - სამცხე-საათაბაგოსაც. ამ რეგიონის მთავრების სეპარატისსტული განწყობილებანი და მტერთან თანამშრომლობის სამწუხარო პრაქტიკა საქართველოს სამხრეთ საზღვარს ურღვევდა. ამიტომ ქართლისა და იმერეთის მეფეებისათვის უპირველესი საზრუნავი საქართთველოს სამცხე-საათაბაგოს შემოერთება იყო.

            1535 წელს ბაგრატ III- გაილაშქრა სამცხეში და ჭანეთი და აჭარა შემოიერთა. თითქმის იმავდროულად ლუარსაბმა ჯავახეთი დაიმორჩილა. ქართლ-იმერეთის მეფეების ამ სეთანხმებულ პოლიტიკას წინ აღუდგნენ საათაბაგოს გავლენიანი თავადები _ შალიკაშვილები _ ოთარ შალიკაშვილმა ყვარყვარე III ათაბაგის შვილი სტამბულში ჩაიყვანა და სულთანს დახმარება სთხოვა. 1536 წელს ოსმალები საქართველოში შემიიჭრნენ და დიდი ალაფით გაბრუნდნენ უკან, მაგრამ 1545 წლამდე ამ მხარეში ისევ ქართლ-იმერეთის ხელისუფლება რჩებოდა.

            1538 წლიდან აღმოსავლეთ კავკასიაში ირანი აქტიურდება. შაჰ-თამაზმა (1524-1576) შირვანი დაიპყრო და კახეთს სამხრეთი საზღვარი მოუშალა. ლუარსაბ მეფე კარგად ხედავდა, რომ ქართლის  ირგვლივ მტრულად განწყობილი მაჰმადიანი მეზობლების წრე იკვრებოდა.

            1541 წელს უთენია, როდესაც ლუარსაბ მეფე ოჯახითურთ მცხეთაში იმყოფებოდა გარდაცვლილი მცირეწლოვანი შვილის დასაკრძალავად, შაჰ Aმაზი თბილისს მოადგა. ქალაქის მოურავმა და თბილისის ციხისთავმა უვნებლობის პირობა მიიღეს და ქალაქი  მტერს ჩააბარეს. ყიზილბაშთა რაზმები ქვემო ქართლს შეესივნენ და სასტიკად ააოხრეს. ლუარსაბ მეფე პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას დაადგა _ თავს ესხმოდა ყიზილბაშთა ცალკეულ რაზმებს და  იდენად დიდ ზიანს აყენებდა, რომ აიძულა, უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს იყო შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა საქართველოში. ამის შემდეგ შაჰმა კიდევ სამჯერ ილაშქრა საქართველოში (1547, 1551, 1554).

            1545 წელს სათაბაგოს ოსმალები შემოესივნენ. იმერეთის მეფემ, რომელსაც ამ დროს საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი ეპყრა, ლუარსაბს დახმარება სთხოვა. ლუარსაბი დაუყონებლივ გაეშურა სამცხისაკენ. ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან, უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგი ქაიხოსრო III გაამთავრეს, თუმცა ჯავახეთი ისევ ლუარსაბს რჩებოდა. ადგილობრივ თავადთა ხელშეწყობით ლუარსაბმა მომდევნო წლებში სამცხე-საათაბაგოს კიდევ მეტი ნაწილი დაიკავა. ეს გახდა შაჰ-თამაზის მეორე ლაშქრობის მიზეზი. 1547 წელს შაჰის ჯარმა მოაოხრა ჯავახეთი და აიძულა ლუარსაბი დაეტოვებინა საათაბაგოს ტერიტორია.

            ლუარსაბი მარცხს არ შეგუებია  და ხან ირანის, ხან ოსმალთა წინააღმდეგ განაგრძობდა უთანასწორო ბრძოლას სამხრეთ საქართველოსათვის. მისი თაოსნობით ქართულმა ჯარმა  კვლავ შემოიერთა სამცხე-ჯავახეთი და კოლა-არტაანი. ლუარსაბის გმირულ ბრძოლას კვლავ ათაბაგების ახლომხედველური პოლიტიკა გადაეღობა.  1551 წელს შაქში მყოფ შაჰ-თამაზს ქაიხოსრო ათაბაგმა მოციქული მიუგზავნა და ლუარსაბისაგან დროულიდაცვასთხოვა. შაჰ-თამაზმა შეუსრულა ტხოვნა ერთგული ქვეშევრდომის თხოვნაშეასრულა” _ ყიზილბაშთა ჯარით მოედო  საათAბაგოს და მიწასთან გაასწორა. ირანელი მემატიანის ცნობით, “ვერც ერთმა ურჯულომ ვერ გააღწია ბრძოლის ველიდან...” ცოცხლად გადარჩენილები დაატყვევეს, უზარმაზარი ნადავლი ხელში ჩაიგდეს. ამ დროს გაიძარცვა ვარძია.

            1554 წელს შაჰ-თამაზმა მეოთხედ ილაშქრა ქართლში. დაიკავა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლს შეესია. ატენის ციხის აღების დროს დაატყვევეს ლუარსაბის დედა _ დედოფალი ნესტანდარეჯანი, რომელმაც სამარცხვინო ტყვეობას საწამლავით სიკვდილი არჩია. ამ დროს ლუარსაბი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა.

            1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო ამასიის ზავი, რომელმაც ორ აგრესორს შორის საქართველოს გაყოფა დაადასტურაეს რასაკვირველია, საქართველოს მეფე-მთავრებს ხელს უშლიდა გაეერთიანებინათ თავიანთი ძალები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას.

            ლუარსაბი არ ცნობდა ზავის პირობებს და განაგრძობდა ბრძოლას ირანელთა განსადევნად. მან თანდათანობით დაიბრუნა ქართლის ციხეები და შეავიწროვა თბილისში მდგარი ყიზილბაშები. 1556 წელს სოფელ გარისთან ყიზილბაშებთან მორიგ ბრძოლაში ქართველთა ჯარმა სძლია მოწინააღმდეგეს. გაქცეული ყიზილბაშები შემთხვევით გადააწყდნენ მეფის მცირერიცხოვან რაზმს და გამეტებით მიესივნენ. მოხუცი მეფე ბრძოლაში დაიღუპა. ლუარსაბ მეფე სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

            ქართველი მემატიანეები უმაღლეს შეფასებას აძლევენ ლუარსაბ მეფეს: “...მეფემან ლუარსაბ ჟამსა თვისსა არცა ჰმონა ყაენსა და არცა ხონთქარსა ამისთვის, რომე თუცა დამორჩილებოდა, სხუანი ყოველნი მონობდენ და, თუმცა ესეცა დამორჩილებოდა, ქვეყანა გათათრდებოდა და სახარკოდ შეიქნებოდა; ამისთვის მრავალჯერ ამოსწყვიტა ხუანთქრისა და ყაენის ჯარი მეფემან ლუარსაბ... რაოდენნიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი”, ყოველნივე ხრმლისა მისისაგან არიან...”

            ქართლის მრავალწლიანი უმაგალითო ბრძოლა მხოლოდ მის საკუთარ კუთხურ  ინტერესებს არ ემსახურებოდა. ეს ბრძოლა მთელი საქართველოს დამოუკიდებლობას გულისხმობდა. ლუარსაბი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის დროშად იქცა ირან-ოსმალეთის მოძალადეობის შავბნელ ხანაში (. ბერძენიშვილი).

 

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ქართლის ცხოვრება, II,  . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1959, გვ.286-287, 496-497.

2.         ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1973, გვ. 401-406.

3.         ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, . კაკაბაძის გამოც. საისტორიო მოამბე, II, 1925, გვ. 212-213.

4.         ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული Aრგმანითა და შესავლით გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ, თბილისი, 1966, გვ. 23-24,26. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორის IV, . გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე, .IV, 1973. გვ. 102-113.

5.         . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, 1973, გვ. 151-157.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ