მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ყვარყვარე III, ათაბაგი

სამცხის ათაბაგი 1516_1535 წწ.-ში

 

 

ათაბაგი ყვარყვარე III, ძე ქაიხოსრო ათაბაგისა, ხშირად ნავ-ახალ ყვარყვარედ წოდებული, კოპასძეთა მოსახ¬სენებელთა (Q 968) დახასიათებით `Ãნე, ახოვანი და ქველ¬პირმეტყუელი, აგარიანთა მომსვრელი, გულოვნებით სახელ¬განთქმული, მტერთა შემაძრწუნებელი, ქრისტეს ჭეშმარიტის სჯულის მტკიცედ მპყრობელი~. ამასთან, ათაბაგთა უმრავლე¬სობის მსგავსად `ბეცი პოლიტიკოსი~, ათაბაგობა შაჰ ისმაილის სარდლის დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობით რომ მოიპოვა, შესანარჩუნებლად კი ოსმალებს იწვევდა საქართვე¬ლოს მეფე-მთავრების წინააღმდეგ. გამუდმებით ებრძოდა, ხშირად წარუმატებლად, შალიკაშვილთა სეპარატისტული ფეოდალური სახლის შვილებს `ავკაცობის~ პატიებას ღმერთს შესთხოვდა და ეკლესია-მონასტრებს უხვ შესაწირავს უგზავნიდა.

`სრული Ãელმწიფების მოტრფიალე~ სამცხის ათანაგები და საათაბაგო XV -დან დასავლეთით, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ირან-ოსმალეთის პირისპირ აღმოჩნდა. გამეზობლებულ მტრებს ათაბაგები უხვ საჩუქრებს სძღვნობდნენ, რითაც ინარჩუნებდნენ მშვიდობას. მაგრამ ქვეყანა, რომელშიც 25 მსხვილი ფეოდალური სახლი ერთმანეთს ებრძოდა და მათგან ბევრი თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნებას ვიწრო სეპარატისტული ინტერესების კარნახით ათაბაგს ეომებოდა, ერთმანეთის დასამარცხებლად სწორედ ამ მტრებს იწვევდნენ. ქართული სამეფოები _ ლიხთ-იმერეთი, ქართლი, კახეთი ხშირად ირან-ოსმალეთზე უფრო საშიშ მტრად მიაჩნდათ, რადგან სავარაუდოდ დასახმარებლად მოწვეულები სამცხეს დაეპატრონებოდნენ და თავიანთ სამეფოს შეუერთებდნენ. ამრიგად, ათაბაგის ტახტისათვის ჯაყელ-ციხისჯვარელთა ოჯახის წევრებს შორის წარმოებულმა დინასტიურმა ბრძოლამ დააჩქარა ირან-ოსმალეთის დაპირისპირება სამცხე-საათაბაგოში.

სომხეთთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ეკავა. ეს იყო პლაცდარმი როგორც ოსმალეთისათვის, ისე ირანისათვის. მასზე გადიოდა უმოკლესი გზა ანატოლიიდან კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანისაკენ და პირუკუ _ აღმოსავლეთიდან ევროპისაკენ. იგი წარმოადგენდა გასაღებს ირანელების ხელში ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში შესასვლელად. ასეთ ვითარებაში რამდენად ვიწრო უნდა ყოფილიყო თვალსაწიერი ათაბაგებისა, რომ მოძმეთა დასამარცხებლად რიგ-რიგობით მოეწვიათ ოსმალები და ყიზილბაშები.

ყვარყვარე III სამცხის ათაბაგი გახდა ბიძის _ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ 1515 წელს. 1515 წლის ბოლოსვე აუჯანყდა მას ბიძა (მზეჭაბუკის ძმა) მანუჩარი, რომელმაც დაამარცხა კიდეც, რაც სიხარულით ემცნო სულთანს. ყვარყვარემ დახმარებისათვის მიმართა შაჰ-ისმაილ I-. შაჰის ბრძანებით სარდალი დივ-სულთან რუმლუ არფაჩაის გავლით ახალქალაქს მიადგა და თმოგვის ციხე აიღო. შედეგად სამცხის ათაბაგობა ყვარყვარეს დაუბრუნა. მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა და სულთან სელიმ I- სხვა საქართველოს წარჩინებულებთან ერთად ეგვიპტეში შეხვდა. 1516 წელს დეკემბერში მოწვეულ დივანზე იგი საქართველოს ბეგლარ-ბეგად აღიარეს. სამცხის თავადობა ორ ბანაკად გაიყო, ერთნი ყვარყვარეს უჭერდნენ მხარს, მეორენი კი _ მანუჩარს, მას ოსმალეთი მფარველობდა, ყვარყვარეს კი _ ირანი. 1516_20 წლებში დაპირისპირებული ძალები იმდენად ბალანსირებული ჩანდა, რომ ორხელისუფლებიანობადაც მიიჩნევენ. მოგვიანებით ათაბაგის ტახტის ძებნაში ხელმოცარული მანუჩარი ბერად შემდგარა (თურქ. დოკუმენტი 134). სამცხე ირანის ვასალური ქვეყანა გახდა.

ქართველი მეფე-მთავრები ორიენტაციას ხშირად იცვლიდნენ, ხან ოსმალეთის მოკავშირეობას ეძებდნენ და ხან ირანს ეფიცებოდნენ სიყვარულსა და ერთგულებას. ყვარყვარე III, რომელიც ასე დავალებული იყო შაჰ ისმაილისაგან, 1521 წელს ქართლში ყიზილბაშთა შემოსვლას ისე დაუშინებია, რომ მოციქულს გზავნის ოსმალეთში, ერთგულებას ეფიცება და შენდობას ითხოვს ირანის მოკავშირეობით ჩადენილი დანაშაულისათვის. ამასთან, არც ირანთან წყვეტს კავშირს. იგი ლევან კახთა მეფესა და ქართლის მეფე დავითთან ერთად `მორჩილების ფეხით~ ეახლა შაჰ-ისმაილს ნახჭევანში და `ბაჯო ხარაჯა~ იკისრა.

ირან-ოსმალეთის აქტიური ჩარევით მიმდინარეობს მძაფრი შიდა ფეოდალური ბრძოლა. განსაკუთრებული სიმძაფრითა და მოქნილობით გამოირჩევა შალიკაშვილთა საგვარეულო _ ქურცინა და მისი ვაჟები _ იბაშერი და აზანშერა. ისინი ოსმალეთის მსტოვრები არიან, სულთნის კარს დეტალურ ცნობებს აწვდიან საქართველოსა და ირანის ურთიერთობის შესახებ. სამაგიეროდ სულთანი _ სელიმ I _ წყალობას არ აკლებს. ოსმალთა თანადგომობით დაიკავეს მათ ჯაყელთა კუთვნილი თორთუმის ციხე და ხახულის თემი. ყვარყვარე III- ხელშეუხებლობის ფიციც კი ჩამოართვეს. მაგრამ დრო შეიცვალა, სულეიმან კანუნი ქურცინას ისე აღარ სწყალობდა, როგორც სელიმ I, ყვარყვარემ დრო იხელთა და ფიცი გატეხა. `წაუხუნა ციხენი, სოფელნი და თემნი სრულობითა ხახულისათა~. ათაბაგი ყვარყვარე და მეუღლე მისი ანა შალიკაშვილი სწორედ ამ ფიცის გატეხის შენდობას შესთხოვს ათონის პორტაიტის ღვთისმშობელს თორთუმის მარილის საბაჟოს გამოსაღების შეწირვით.

იმერეთის მეფე ბაგრატ III მანუჩართან დაპირისპირების ჟამს ყვარყვარეს მხარეს იჭერდა, მაგრამ ოსმალეთის მიერ სამცხის სამხრეთ-დასავლეთ მხარის ოკუპირება, ათაბაგობის შესანარჩუნებლად ირანისა თუ ოსმალეთის რიგრიგობით მოპატიჟება გონიერ მეფეს საათაბაგოს სამთავროს მოსპობისა და მისი იმერეთის სამეფოსათვის შესაერთებლად განაწყობდა. 1535 წელს ახალქალაქის ახლოს სოფ. მურჯახეთთან მოხდა `ქრისტიანთა წარÃდენის მიზეზი~, ბრძოლა ბაგრატ III-სა და ყვარყვარე III- შორის. მეფემ გურიელის დახმარებით ხელთ იგდო ათაბაგი, რომელიც იმავე წელს ტყვეობაში გარდაიცვალა. ჯავახეთი ქართლის მეფეს ერგო, სამცხე კი მთელი 10 წელი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო, ვიდრე ისევ ოსმალთა მასშტაბური შემოსევის შედეგად არ დამარცხდნენ ქართველები და ათაბაგობა `ეღირსა~ ათაბაგ ყვარყვარე III და ღვთივგვირგვინოსან ანას შვილს ქაიხოსრო II-.

 

 

 

 wyaroebi da samecniero literatura:

  1. qarTlis cxovreba, beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, t.II, Tbilisi, 1959.

  2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, `qarTlis cxovreba~, t.IV, Tbilisi, 1973.

  3. T. Jordania, qronikebi, t.II, Tbilisi, 1897.

  4. j. odiSeli, mcire qronikebi.

  5. f. gorgijaniZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi, Tbilisi, 1961.

  6. qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.

  7. d. baqraZe, arqeologiuri mogzauroba guriasa da aWaraSi, baTumi, 1987.

  8. hasan rumlus cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliT gamosca vl. fuTuriZem, SeniSvnebi daurTo r. kiknaZem, Tbilisi, 1966.

  9. ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.

  10. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.

  11. el. metreveli, nav-yvaryvares ucnobi dokumenti, mravalTavi IV, Tbilisi, 1975.

  12. c. abulaZe, Turquli wyaroebi XVI s. I meoTxedis samcxe-saaTabagos istoriisaTvis, Tbilisi, 1983.

 

  1. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.IV, Tbilisi, 1948.

  2. n. berZeniSvili, Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (ХІІІХVІ вв), saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.II, Tbilisi, 1965.

  3. n. berZeniSvili, saqarTvelo XVI saukuneSi, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.VI, 1973.

  4. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.

  5. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

  6. Gümüş XVI. Asir Osmanli-Gürcistan. Iliskileri.

  7. H. Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

  8. d. kldiaSvili, qarTuli samonastro sulTa matianeebi sinas mTisa da samxreT saqarTvelos monastrebis xelnawerebSi Sesuli aRap-mosaxseneblebi, Tbilisi, 2005.

 

 

 

 

moamzada cisana abulaZem