მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ლავრენტი გაბაშვილი

საეკლესიო მოღვაწე, XVII-XVIII სსმიჯნა

 

 

დიპლომატი და საეკლესიო მოღვაწე, არჩილ მეფის თანამოღვაწე. გარდაიცვალა 1720 . 20 მაისს. დაკრძალულია დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში.

ლავრენტი გაბაშვილი 1687 წელს იგი ხელმძღავნელობდა  ქართლის მეფის გიორგი XI-ის (1676-1688) მიერ რუსეთში გაგზავნილ ელჩობას. მას ევალებოდა კატალიკოს ნიკოლოზ IX-ის (1676-1687, 1691-1696) წერილის გადაცემა  რუსეთის პატრიარქ იოაკიმისათვის. ამასთანავე ლავრენტის როგორმე უნდა დაერწმუნებინა პატრიარქი, რომ მხარი დაეჭირა არჩილ და გიორგი მეფეებისათვის მუსლიმური მეზობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლავრენტი გაბაშვილის და რუსეთის პატრიარქის მოლაპარაკება შედგა. რუსეთის სამეფო კარმა თანხმობა განაცხადა ფინანსური დახმარება გაეწია არჩილ მეფისათვის, მაგრამ ჯარის მიცემაზე არ დათანხმდა.

ლავრენტი გაბაშვილი რუსეთის ქართული ახალშენის თვალსაჩინო წევრი ხდება. მას დიდი წვლილი მიუძღვის მოსკოვის დონის მონასტრის მშენებლობის საქმეში. არჩილ მეფესა და არქიმანდრიტ ლავრენტის ჯერ კიდევ 1685 წელს დაუთვალიერებიათ დონის მონასტრის მშენებარე ობიექტი. თავდაპირველად იგი ყოფილა ხის ნაგებობა, არ ჰქონდა სახურავი, მის გვერდით მდებარე ძველი ტაძარი კი მიწაში იყი ჩაფლული (ტატიშვილი, 218). არჩილ მეფისა და ლავრენტის არქიმანდრიტის ძალისხმევით დონის მონასტერს შემოავლეს ქვის სარტყელი, აუშენეს სენაკები და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, გარშემო შემოავლეს გალავანი. ეს სამუსაოები 6 წელიწადს გრძელდებოდა. ლავრენტი გაბაშვილი იყო დონის მონასტრის პირველი წინამძღვარი. მან დიდი ამაგი დასდო დონის მონასტერს _ შეავსო ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნებით მონასტრის ბიბლიოთეკა, ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე.

ლავრენტი არქიმანდრიტი ემსახურებოდა მოსკოვში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების აღზრდის საქმეს. მან შექმნა პირობები, რომ ქართველ მოზარდებს უკეთ შეესწავლათ რუსული სასულიერო მწერლობა, კალიგრაფია, საქმისწარმოება, ღვთისმსახურების წესები, ერთი ქართველი ყმაწვილი აუყვანია თავის კანცელარიაში დონის მონასტრისსულთა მატიანისშესადგენად.

დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველობის სულიერ ცენტრად. ლავრენტი არქიმანდრიტის მეცადინეობით მონასტერში მოეწყო არჩილის საგავარეულო აკლადამაც. 1711 წელს იქ დაკრძალეს ალექსანდრე არჩილის ძე, ნოვოდევიჩის მონასტრიდან გადმოასვენეს დავით და მამუკა ბატონიშვილების ნეშთები. 1713 წელს აქვე დაკრძალეს არჩილი. 1712 წელსპაპალავრენტის მეცადინეობით აშენდა უფლის მირქმის საყდარი. დონის მონასტერზე გაწეული სამსახურის გამო მასდონსკოისუწოდებდნენ.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. garsevaniSvili. al. qarTl-kaxeTis SeerTebis istoriidan, “kvali” 1895w.#17.

  2. yubaneiSvili. s. rusul-qarTuli kulturis urTierTobis istoria XVIIIs-Si, literaturuli Ziabani X 1965w.

  3. maxaTaZe.n. qarTuli kulturuli kera peterburgSi XVIII-XIX Tb. 1967w.

  4. qarTuli wigni. 1941w.

  5. bregaZe d. qarTuli mwerloba ruseTSi, 1958w.

  6. Мари Броссе, Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями, от 1659 г. по 1770 г. Cпб, 1861 г.

  7. Бутков, Материалы для истории Кавказа, Спб, т.1.1869

 

 

moamzada ana baqraZem