მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

გიორგი XI

ვახტანგ V-ის ძე, ქართლის მეფე 1676-1688, 1703-1709 წლებში

 

      ვახტანგ V-ის  გარდაცვალების (1676) შემდეგ ირანის შაჰი არჩევანის წინაშე დადგა. მას შემდეგ, რაც არჩილი თვითნებურად გადავიდა ახალციხეში და ოსმალთა დახმარებით იმერეთის დაჭერა სცადა, ირანის ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებდა ვახტანგის მემკვიდრეებს. შაჰმა ქართლისა და კახეთის ტახტი ჯერ ერეკლე ბატონიშვილს შესთავაზა, მაგრამ მან მაჰმადიანობის მიღებაზე უარი განაცხდადა. ამის შემდეგ შაჰმა გიორგი ბატონიშვილი გამოიძახა. აქ მას მაჰმადიანობა მიაღებინეს და ქართლში გამოისტმრეს.

      გიორგი XI მამის, ვახტანგ V-ის მსგავსად, საქართველოს გაერთიანების გზას ადგა, მხოლოდ, განსხვავებით ვახტანგისაგან, ნაკლებ სიფრთხილეს იჩენდა. გიორგი მეფის ირგვლივ შემოკრებილი იყო ქართლის თავადთა ყველაზე პატრიოტული და განათლებული დასი, რომელიც აფართოებდა პოლიტიკური  მომხრეების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. გიორგის ძლიერი მომხრეები ჰყავდა იმერეთის და კახეთის თავადებს შორისაც. ერთი მხრივ, იგი აშკარად ეხმარებოდა თავის ძმას, არჩილს, იმერეთში გასამეფებლად, მეორე მხრივ, კახეთის თავადებს ფიცით ეკვროდა, რათაშეერთდენ და ჰყონ ერთ სამეფოდ”. გიორგი მფარველობდა კათოლკე მისიონერებსაც, მათი დახმარებით  ევროპის სახელმწიფოებთან კავშირის დამყარებას იმედოვნებდა (თამარაშვილის ცნობით, გიორგის ფარულად კათოლიკობაც მიუღია).

      1688 წლისათვის გიორგის მზად ჰქონდა მოქმედების გეგმა. იმერეთში არჩილის გასამეფებლად ნიადაგი უკვე შემზადებული ჰქონდა (ამიტომ რუსეთში ელჩი გაგზავნა არჩილის ჩამოსაყვანად), კახეთში ყიზილბაში ხანის წინააღმდეგ აჯანყება იყო დაგეგმილი, შემდგომი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ქართლელებისა და კახელების ერთობლივი შეჭრა განჯა-ყარაბაღში. ეს გეგმა საბარათიანოს სარდალმა თამაზ ყაფლანიშვილმა (მეფის ბიძამ) შაჰს შეატყობინა.

       შაჰმა სასწრაფო ზომები მიიღო: გიორგის მეფობა ჩამოართვა და ნაზარალი-ხანად მონათლული ერეკლე ბატონიშვილი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოისტუმრა. გიორგი მეფე ამჯერად ბრძოლას მოერიდა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა და თავის მეკავშირე პაპუნა რაჭის ერისთავთან დადგა. ენერგიული და შემტევი ბუნების მეფე აქ უქმად არ ყოფილა, მას გამუდმებული კავშირი ჰქონდა ქართლ-კახეთის თავდებთან და მათთან ერთად მომავალ საბრძოლო გეგმებს აწყობდა, თუმცა მდგომარეობა ბევრად უფრო რთული იყო.

      1691 წელს გიორგი მეფე ქართლში გადმოვიდა, მის მხარეზე კვლავ ბევრი თავადი აღმოჩნდა, მაგრამ ბრძოლა ნაზარალი-ხანის მომხრეებთან მაინც  ხანგრძლივი და მომქანცველი აღმოჩნდა. გიორგი ოთხი წლის მანძილზე იბრძოდა ტახტის დასაბრუნებლად. ამ დროის განმავლობაში იგი ისევე გასცემდა სიგელებს  და ბრძანებებს, როგორც თბილისში მჯდომი ნაზარალი-ხანი. ქართლში  ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა იყო. ქართლის მოსახლეობა მუდმივ შფოთსა და არეულობაში ცხოვრობდა. გლეხობა იყრებოდა კახეთში (უმეტესად ქიზიყში) გარბოდა. ოთხი წლის თავზე, 1695 წელსბრძოლის ბედი ნაზარალი-ხანის მხარეზე გადაიხარა. ირანის ხელისუფლებამ ნაზარალი-ხანის დასახმარებლად განჯის ჯარი გამოგზავნა. გიორგი მეფე რაჭაში უკუდგა. 1696 წელს გიორგი  მეფე, თავის მომხრეებისავე რჩევით, ირანში წავიდა და შაჰ-ჰუსეინს მორჩილება გამოუცხადა

      ირანს ამ დროს ავღანელები უტევდნენ. შაჰმა გიორგისშეუნდო დანაშაულიდა ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. ამის შემდეგ გიორგი მეფე თავის ქართულ საბრძოლო რაზმთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძვის თავისი სამშობლოს მტრის დასაცავად. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცემ მას სახელი და დიდება მოუხვეჭა ირანის კარზე. 1703 წელს შაჰმა მას დაუბრუნა ქართლის ტახტი, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა. იგი ყანდაარის ბეგლარბეგად და ირანის სპასალარად დანიშნეს, ქართლის გამგებლად კი გიორგის თხოვნით, მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნეს.

      გიორგის მეთაურობით ქართველმა მეომრებმა მრავალი დამარცხება აწვნიეს აჯანყებულ ავღანელებს. ბუნებრივია, ავღანელებმა ქართველების მტრობა ჩაიდვეს გულში. მათმა  მეთაურმა  მირ-ვეისმა, ბრძოლით რომ ვერას გახდა ქართველების წინააღმდეგ, ათასგვარ თვალთმაქცობას მიმართა. მან მოახერხა ირანის დიდმოხელეებთან დამეგობრება და მათ თვალში გიორგისადმი უნდობლობის გაღვივება, ამასთანავე მოჩვენებითად გიორგისთან კეთილმოყვრობა  დაამყრა და ნადიმზე მიპატიჟებული ღალატით მოკლა. მასთან ერთად ამოხოცეს გიორგის თანმხლები რაზმელები. ეს ამბავი 1709 წელს მოხდა. შაჰის წინაშე თავის გასამართლებლად მირ-ვეისმა მოკლულ მეფესაჰყარა ხატი და ჯვარი და ფსალმუნი”, რომელთაც მუდამ თან დაატარებდა და შაჰს გაუგზავნა გიორგის ორგულობაში დასარწმუნებლად

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. IV, თბილისი, 1973.

2.     . კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, . II, თბ. 1925.

3.     . ხუბუა, ქართულ-ირანული ურთიერთობანი, ენიმკის მოამბე, 1940, 5-6.

4.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, 1973.

5.     . ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII . 30-90 წლებში, საქართველოს ისტ. ნარკვევები IV, 1973. 347-351.

6.     . ტუხაშვლი, პოლიტიკური ვითარება XVIII .პირველ ოცეულში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 398-413.

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ