მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გრიგოლ დადიანი, ოდიშის მთავარი 1788-1804 .

 

       სამეგრელოს მთავრის  კაცია დადიანის შვილმა გრიგოლ დადიანმა 1788 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა  სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ დავით II- გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა  მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-, ხოლო მეორენი _ გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი და სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II- დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან  ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდაერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.

       ამ ჯარის დახმარებით სოლომონმა და გრიგოლ დადიანმა მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში დაამრცხეს იმერეთის მეფე დავითი, რომელმაც ახალციხის ფაშას შეაფარა თავი. იმერეთის ტახტი კი სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძემ დაიკავა. გრიგოლ დადიანმაც დაიბრუნა ოდიშის ტახტი.

       მიუხედავად დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა.

       ლეჩხუმის სამოურავო ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა სარდალ-მოურავი, რომლებიც უმთავრესად გელოვანთა საგვარეულოდან იყვნენ.

       დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა მანუჩარი დაუპირისპირა, რომელსაც 1792 წელს გამთავრებაში დაეხმარაგრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ  ერეკლე II-, რადგან გრიგოლის მეუღლე ნინო ბაგრატიონი ერეკლეს შვილიშვილი იყოერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. Aამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა, ბოლოს 1799 წელს გრიგოლმა  თავისი ბიძის გიორგი დადიანისა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის ქაიხოსრო გელოვანის დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი ნოღას ციხეში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანსკნელმა დადინობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა _ სალიპარტელიანო. სოლომონისა და დადიანის ამ ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის  მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა

       ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.

       იმერეთის მეფემ 1802 წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა ტარიელი გაამთავრა. ®გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის აფხაზ მთავარს ქელაიშ-ბეგ შერვაშიძეს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და  გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას  და სამთავროსდამოუკიდებლობისგადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია კონსტანტინოპოლში ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟIნებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.

       რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება  სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას ალექსანდრე ნეველის ორდენი გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ იმპერატორის დავალებით პავლე ციციანოვი მოქმედებას შეუდგა: 1803 ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის 2 ოქტომბერს დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოფიციალურადდაუთმოოდიში რუსეთს.

       ხელშეკრულების თანახმად, დადიანი რუსეთისმიერ საქართველოში დანიშნულ მთავარსარდლის მორჩილი ხდებოდა; დადიანს რჩებოდა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება; რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში რუსული სამხედრო შენაერთი უნდა ჩამდგარიყო, რომლის დაბინავებასა და მომარაგებაზე დადიანს უნდა ეზრუნა; ასეთ პირობებში უნარჩუნდებოდა გრიგოლ დადიანსმთავრობა”, რითაც მთავარი დიდად კმაყოფილი დარჩენილა, რადგან მისი აზრით, მთავარიმტრის”, სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. უკვე 1804 წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი ყულევის ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძლა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება კავკასიაში ბატონობისათვის, რაშიცლომის წვლილიგრიგოლ დადიანს ეკუთვნოდაიმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო.

       იმერეთის მეფისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სოლომონი მიხვდა, რომ სამეგრელოს დაკარგვით იმერეთის დაკარგვის საფრთხე ახლოვდებოდა

       1804 წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. იგი მოწამლეს მისმა მოწინააღმდეგე თავადებმა. მისი მემკვირდე 12 წლის ლევანი ამ დროისთვის შერვაშიძის მძევლობაში იმყოფებოდა. ციციანოვის ჩარევის შემდეგ ლევანი ოდიშს დააბრუნეს და რუსეთის დახმარებით იმავე 1804 წელს გაამთავრეს.

 

 

 

           wyaroebi da samecniero literatura:

1.       dadiani n. qarTvelT cxovreba, S. burjanaZis gamoc., Tb. 1962w.

2.       daviT batoniSvili, axali istoria, bargat batoniSvili, axali moTxroba, T. lomouris gamocema. Tb. 1941.

3.       акты ტ1. საბ #760 (danarTi)

4.       акты II. საბ #968

5.       акты II. საბ #342

6.       акты II. საბ #919

7.       акты II. საბ #461-462

8.       Акты кавказскои археологичевскои комиссииб Т.I  и Т.  II

9.       T. Jordania, qronikebi III Tb. 1967.

10.   dumbaZe, m., dasavleT saqarTvelo XIX s. pirveli nax-Si. Tb 1957.

11.    abesalom tuRuSi, samegrelos samTavros istoria, zugdidi, 1999.

12.   m. rexviaSvili, imereTis samefo (1462-1810, Tb. 1989.

13.    nona Jvelia, odiSis samTavros Sida qarTuli da sagareo urTiertobis istoridan, quT., 1995.

14.   s. makalaTia, samegrelos istoria da eTnografia, Tb., 2006.

 

 

 

 

moamzada ana baqraZem