მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

პავლე ციციანოვი (1754 _1806)

ქართული წარმომავლობის რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე.

 

 

 

    ბუნებრივი ნიჭითა და უნარით უხვად დაჯილდოებული, საკმაო განათლებით აღჭურვილი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი დაიბადა 1754 წლის 8 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში. იგი იყო შვილიშვილი პაატა ციციშვილისა, რომელიც ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში გაემგზავრა. მამა, დიმიტრი ციციშვილი, მშობლიური კულტურის გამდიდრება-გაძლიერებაზე ფიქრობდა და თავის თარგმნილ მათემატიკურ სახელმძღვანელოებს საქართველოში გზავნიდა. თავად პავლე ციციანოვი უკვე უკვე გარუსებული ქართველია, რომელიც ცარიზმის ერთგული მსახური  და მისი პოლიტიკის აქტიური გამტარებელი გახდა.

   პავლე ციციანოვს 1785 წლიდან  პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა მიღებული. ხოლო 1786 წლიდან სანკტ-პეტერბურგის გრენადერთა პოლკის მეთაური იყო. 1787-1791 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, 1794 წელს _ პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში, 1796 წელს _ სპარსეთის ლაშქრობაში, არმიის სარდლის გენერალ-პორუჩიკის ზუბოვის თანაშემწედ. ციციანოვს სიმამაცისა და ნიჭიერების გამო მაღალ შეფასებას აძლევდნენ სუვოროვი და იმპერატორი ეკატერინე II.

    ციციანოვი უკვე გადამდგარი იყო სამსახურიდან, როდესაც 1802 წელს იგი  საქართველოს მთავარმართებლად და ასტრახანის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეოდალური ზედაფენა დიდი იმედებს ამყარებდა ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელზე (“ჩვენებური თავადიშვილი”). რუსეთის ხელისუფლებისათვისაც რუსეთის სამსახურში დიდი ხანს ნამყოფი ქართული წარმომავლობის მოხელის კანდიდატურა სავსებით მისაღები იყო. ციციანოვი  გიორგი XII-ის მეუღლის, მარიამ დედოფლის ნათესავიც იყო, მაგრამ გარუსებული  ციციანოვისათვის ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.    “მრისხანე თავადი”, როგორც ციციანოვს კავკასიის ხალხები ეძეხდნენ, ახალგაზრდა იმპერატორის, ალექსანდრე I-ის დიდი ნდობით სარგებლობდა.

     რუსეთის მთავრობა და ციციანოვი ქართლ-კახეთის საშინაო განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრთა მოქმედებას და ადგილზე რუსული მმართველობის მოუწესრიგებლობას. ამიტომ დაავალა ალექსანდრე I-მა  საქართველოს მთავარმართებლობას  სამეფო სახლის წარმომადგენლების გასახლება. ციციანოვი შეუდგა ბატონიშვილების დაყოლიებას რუსეთში გადასახლებაზე, მაგარამ ბატონიშვილებს სამშობლოს დატოვება არ სურდათ. ციციანოვმა ძალას მიმართა და 1803-1805 წლების განმავლობაში საქართველოს სამეფო სახლის წევრები, თითქმის მთლიანად, რუსეთს გადაასახლა. ისინი პეტერბურგს დამკვიდრდნენ, სადაც რუსეთის მთავრობამ მათ პენსია დაუნიშნა.

   1803 წელს ციციანოვმა დაიმორჩილა ჭარ-ბელაქანი (დროებით), 1804 წელს _ განჯის სახანო, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით მოხდა 1804 წელს მთიულეთის აჯანყების ჩახშობაც.

  1803 წელს გრიგოლ დადიანთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმას, რომ ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა. სოლომონ II-სთან დადებული ელაზნაურის შეთანხმებით 1804 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა იმერეთის სამეფოც. რუსეთ-ირანის ომის (1804-1813..) დროს 1804-1805 წლებში ციციანოვის ხელმძღვანელობით რუსეთის ჯარმა მოიგერია ირანის ტახტის მემკვიდრის აბაზ-მირზას შემოტევა. 1805 წელს რუსეთის იმპერიას შემოუერთა შაქის, ყარაბაღის და შირვანის სახანოები.

   “მრისხანე თავადი”, მათალია, უმთავრესად ძალადობა-დაშინების გზით მოქმედებდა, მაგრამ ხშირად დიპლომატიური მანევრითაც აღწევდა მიზანს. მან მკაცრად შეაფასა რუსეთიდან გამოგზავნილი უღირს მოხელეთა საქმიანობა საქართველოში და იმპერატორს მათი გაწვევა ურჩია. ამასთანავე ქართული სამეფოს ყოფილი მოხელე-თავადებიც მოიმადლიერა: მისი წარდგინებით მათ დაენიშნათ პერსონალური პენსიები და მიენიჭათ წოდებები. დროებით უკვე გაუქმებული მოურავის ინსტიტუტიც  აღადგინა, რითაც შემოირიგა მრავალი განზე გამდგარი ქართველი თავადი. ქართული საზოგადოების რუსულ მმართველობსთან  დაახლოების მიზნით, ციციანოვის დროს დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა.

   ციციანოვი ზრუნავდა საქართველოში რუსული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვაზე. იგი სწერდა რუსეთის განათლების მინისტრს, რომ რუსული სამართალწარმოება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობამ რუსული ენა არ იცის, აუტანელ მდგომარეობას იწვევსო. ამ მდგომარეობას გამოასწორებისათვის მოითხოვდა სკოლის გახსნას, სადაც მოსწავლეები რუსულ ენას შეისწავლიანო. ციციანოვი მოითხოვდა სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურას და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების გამოგზავნას. საინტერესოა ისიც, რომ ციციანოვის პროექტში  რუსულთან ერთად სავალდებულოდ იყო მიჩნეული ქართულის შესწავლაც. ითხოვდა, რომ წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის დაფინანსებით რუსეთის უნივერსიტეტებში  გაეგაზავნათ სწავლის გასაგრძელებლად. მართლაც, ციციანოვის ინიციატივით, 1803 წელს საქართველოში გაიხსნა კეთილშობილთა პანსიონატი.

   ციციანოვის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში საგზაო და საფოსტო კომუნიკაციების მშენებლობა, აფთიაქის გახსნა (1804),  აღამახმად-ხანის დროს განადგურებული თბილისის სტამბის აღდგენა, მის დროს შემოიღეს საქართველოში პროკურორის თანამდებობა, რათა განხორციელებულიყო კონტროლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე.       

   მიუხედავად იმისა, რომ ციციანოვის საქართველოში ყოფნას მრავალი სასრგებლო წამოწყება მოჰყვა, იგი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლი.   

   ციციანოვი სალიტერატურო საქმიანობითაც იყო დაკავებული. მას, სრულიად ახალგაზრდას, ფრანგულიდან უთარგმნიაN.hrfht bkb rjrtnrf d pf,ke;ltybb”, რომელიც იდგმებოდა რუსეთის სხვადასხვა სცენაზე. 1767 წელს თავის ძმასთან - ეგორ ციციანოვთან ერთად უთარგმნია: “Эrjyjvbz ;bpyb xtkjdtxtcrjq bkb cjrhjotybt bylbqcrjuj yhfdjextybz”. პუშკინის სახლში მიკვლეულ იქნა ციციანოვის უცნობი ორიგინალური თხზულება<tctlf nht[ hjccbqcrb[ cjklfn d wfhcndt vthnds[”. ამ თხზულების სახით მან სასტიკი სატირა მიუძღვნა გენერალ პოტიომკინს. მას შეუთხზავს ლექსებიც (ხეც, S -1446), რომელთაგანმრავალნი  გონებანი და გრძნობანნი აღძრულნი იყვნენო”.

   პავლე ციციანოვი 1806 წლის 8 თებერვალს მზაკვრულად მოკლეს ბაქოს ციხის მისადგომებთან ჰუსეინყული-ხანთან მოლაპარაკების დროს.

იგი დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში.

 

 

     wyaroebi da samecnieroLliteratura:

     xec, S-1446

  1. Rfdrfp  1860 №27

  2. Rfdrfp  1846№48

  3. WUBFK Rfyw VDL gj egh Uhepbtq, 1803  jg 471  F. l.#33

  4. F R F R  II cicianovis 1803w. 24 Tebervlis moxseneba.

  5. Gjrjhtyysq rfdrfp, CG<.,1904

  6. FRNS cj,hfyyst rfdrfpcrj. Fh[tjuhfabxtcrj. Rjvvbct. Том II 1868 #1-#108

  1. maxaTaZe n., qarTuli kulturis kera peterburgSi XVIII-XIXs. Tb.1967.

  2. ruxaZe tr., qarTul-rusuli literaturuli urTierTobis istoria.

  3. miqaZe g., filologiuri Ziebani., saqrTvelos sssr mecn. akademiis sazog, mecnierebis. saz. moambe. 1963w.#3

  4. dumbaZe  m., aRm. kaxeTis (saingilos) istoriidan, Tb 1953.

  5. anTelava i., publikacia.,  t5 “saistorio moambe”

  6. froneli al., “mTiuleTi 1804 w”.

  7. gafrindaSvili j. Tbilisis pirveli klasikuri gimnazia, 1802-2002. Tbilisi, 2002.

  8. m. dumbaZe, qarTl-kaxetis samefos gauqmeba da ruseTTan SeerTeba/saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv.802-836.

  1. Pe,jd  H « ;bpytjgbcfybt ry G L Wbwbfyjdf» V 1823

  2. Nthrjd D.,  G. L. Wbwbfyjd.

 

moamzada ana baqraZem