მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ლევან ბატონიშვილი (1756-1782)

ერეკლე მეორის ძე, მონაწილე ქართული დიპლომატიური მისიისა პეტერბურგში, მორიგე ჯარის ორგანიზატორი.

 

 

      ლევან ბატონიშვილი, უაღრესად ნიჭიერი და ენერგიული ყმაწვილი, თავისი სახელოვანი მამის ღირსეული თანამებრძოლი იყო. თავისი გამორჩეული თვისებების გამო ერეკლემ იგი ძალიან ადრე ჩართო პოლიტიკურ საქმიანობაში.

      ლევან ბატონიშვილის დისწული, თეკლა ბატონიშვილის ძეალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი შემდეგს იგონებს: “...ლევან ბატონიშვილი... მართლა მარჯვენა მხარი მეფის ირაკლისა, თავის მამას სჯობნებია... იმის დროსა მეფე ირაკლიმ კარგად დააწყო საქართველოს საქმე, დიდი ანტონ კათალიკოზი რა რიგად ხელს უმართავდა იმათ, როგორ ეწეოდა იმათ და რა რიგათ წესიერად აწყობდნენ საქართველოს საქმეს _ ეს სამი საკვირველი კაცი!... მეფე ირაკლი ქვეყნის მართვას შეუდგა, ანტონი კათAლიკოსი  ეკლესიების საქმეს და ლევან ბატონიშვილი გარეშე მტერსა სწყლავდა”.

      1772 წელს, ჯერ სრულიად ყმაწვილი ბატონიშვილი ერეკლემ ანტონ კათალიკოსთან ერთად რუსეთში გააგზავნა. ამ დროს ჯერ კიდევ მომდინარეობდა რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი, რომელშიც იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულნიელჩობის მიზანი იყო, დაედასტურებინა ქართლ-კახეთის მეფის სურვილი, შესულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ და რომ რუსეთს მომავალი ზავის დროს  გაეთვალისწინებინა საქართველოს ინტერესებიც გაეთვალისწინებინაერთწლიანი რთული მგზავრობის შემდეგ ელჩები პეტერბურგს ჩავიდნენ და იმპერატორ ეკატერინეს წარუდგინეს მომავალი ხელშეკრულების პუნქტები, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო 1783 წლის ტრაქტატს. უპირველეს ყოვლისა, ერეკლე ითხოვდა  4 ათასიან სამხედრო ნაწილის გამოგზავნას. ამასთან აუწყებდა იმპერატორს, რომ ჯარის გამოგზავნის შემთხვევაში, სარდლობა  ქართველებს უნდა განეხორციელებინათ,  “როგორც აქაურთა საქმეთა მეცნიერთ”. ერეკლე მოითხოვდა აგრეთვე, რომ: რუსეთს ხელშეუხებლად დაეტოვებინა სამეფო ოჯახის ლეგიტიმური უფლებები და საქართველოს ეკლესიის მართვის ძველი წესი; გარდა ამ ზოგადი დებულებებისაერეკლეს წერილში დაყენებული იყო კონკრეტული საკითხები. იგი მოითხოვდა ყირიმიდან გამოხსნილი ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას, სესხის მოცემას სამთამადნო წარმოების ფეხზე დასაყენებლად, რის სამაგიეროდაც სთავაზობდა ნავთის წარმოებიდან მიღებული მოგების ნახევარსერეკლე პირობას დებდა, რომ გაწვევა ქართულ ჯარში რუსული წესით უნდა მოხდებოდა, მაგრამ ქართული ჯარი საქართველოში უნდა დარჩენილიყო. ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების გაფორმებისას რუსეთს უნდა ეზრუნა, რომახალციხის ქვეყანასაქართველოს დაბრუნებოდა; ბოლო პირობის თანახმად, საქართველო მზად იყო ეკისრა რუსეთის სასარგებლო ხარკი _ კომლზე 14 შაური, ყოველწლიურად 12 რჩეული ცხენი და 2 ათასი ვედრო ღვინო.

      ამ ელჩობას სასურველი შედეგები არ მოჰყოლია. რუსეთი მოერიდა ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავებას და ერეკლეს წინადადებები არ მიიღო. 1774 წელს ხელმოცარული ელჩები თბილისში დაბრუნდნენ.

      ქვეყნის განვითარებას მშვიდობა ესაჭიროებოდა. ამის მიღწევა კი ლეკთა გამუდმებული თავდასხმების პირობებში შეუძლებელი იყო. ერეკლე მეფემრაკი რუსეთიდან სამხედრო დახმარების იმედი დაკარგა, გადაწყვიტა ადგილობრივი ძალებით მოეხდინა სამხედრო რეფორმა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდარასაკვირველია, ერეკლე ვერ შექმნიდა ევროპული ტიპის რეგულარულ ჯარს, საამისოდ ქართლ-კახეთის სამეფოში არ არსებობდა მძლავრი ეროვნული ბურჟუაზია, განვითარებული მანუფაქტურული წარმოება და სხვ. ერეკლეს ისიც კარგად ესმოდა, რომ ბატონყმურ ქვეყანაში ფეოდალური ლაშქარი ვერ უზრუნველყოფდა საზღვრების ორგანიზებულ დაცვას. ამიტომ გაუჩნდა მას მორიგე ჯარის შექმნის იდეა, რომლის 1773 წელს ერეკლემ დარბაზს დასამტკიცებლად წარუდგინა მორიგე ლაშქრის დებულება.

      მორიგე ჯარის შესაქმნელად უნდა დადგენილიყო ბრძოლისუნარიანი მამაკაცების ზუსტი რაოდენობა, რისთვისაც ჩატარდა  ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღწერა. დებულების თანახმად, სამხედრო ვალდებულება ყველა წოდებას თანაბრად ეხებოდა. ყოველ სამხედრო-ადმინისტრაციულ უბანს (ასეთი იყო  12 ) დადგენილი რიგითობის მიხედვით სავალდებულო წესით უნდა გამოეყვანა 2 ათასი მოლაშქრე, რომლებიც საკუთარი იარაღით და სურსათით ერთი თვის გამავლობაში იმსახურებდნენ ჯარში. თუ გაწვეულ ყმას არ შეეძლო საკუთარი თავის უზრუნველყოფა, მისი მებატონეს უნდა აეღო თავზე მისი ხარჯისამხედრო ბეგარა არ ეხებოდა ვაჭრებს, გუთნისდედებს, მწყემსებს და ზოგიერთი სხვა პროფესიების წარმომადგენლებს. მათ უნდა თავიანთი ხარჯით გამოეყვანათ შემცვლელიბადალი”. ასეთი ჯარის ამოქმედება უდიდეს ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. ეს საქმე ერეკლემ ლევან ბატონიშვილს ჩააბარა. მართლაც, ბატონიშვილი დიდი მონდომებით ჩაუდგა სათავეში მორიგე ჯარის შექმნას. სულ მოკლე ხანში მორიგე ჯარის წყალობით ქვეყანაში მშვიდობიანობა დამყარდალეკების თარეში ორ წელიწადში შეწყდა. ასეთი შედეგი, რასაკვირველია, ლევან ბატონიშვილის დიდი დამსახურებაც იყო, რომელმაც, მამის მსგავსად, საბრძოლო ბანაკებში გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი დღენი. “ესრეთ იქმნენ შიშნეულნი ლეკნი, რომ ვერღარა სადა იკადრეს გამოსვლა და ესრეთ დამშვიდდა ქვეყანა, რომელ ღართის კარსა შინა და სხვათა სამტეროთა ადგილთა დედაკაცნი ვიდოდეს თვინიერ კაცისა, და აშენდაცა მრავალნი მოოხრებული სოფელნი, ვითარცა კახეთსა შინა, ეგრეცა ქართლსა, სომხითსა შინა და ლორესაცა.” (დავით ბატონიშვილი). ლევან ბატონიშვილი პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში და სახელი გაითქვა არჩვეულებრივი სიმამაცით.     ლევან ბატონიშვილი 1782 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა საიდუმლო გარემოებებში. ერეკლესათვის საყვარელი შვილის სიკვდილი დიდი დარტყმა იყო, ამასთანავე აუნაზღაურებელი დანაკლისი იმ საქმისათვის, რომელსაც იგი უძღვებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი მალე დაიშალა. ანტონ კათალიკოსი თავის ერთ წერილში დიდი მწუხარებით ლაპარაკობს ლევანზე: “...ჰგონებ, რომ ამისთAნა ყმაწვილი ამ ქუეყანაში არ ნახულ იყოს ცხენოსნობასა შინა, არცა სიმხნესა და მამაცობასა, არცა გონიერებასა შინა ...დაღესტანსა შინა ერთმანეთს ეუბნეოდიან: ერეკლე Aღარ დაბერდებაო,ასეთი სხუა ერეკლე გამოჩნდაო, რომ ერეკლეს წინააღმდეგობა აღარავის შეუძლიაო, აქამდის ერთი იყო და ახლა ორი ერეკლე სრისო...”

ლევან ბატონიშვილმა, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მაინც მოახერხა ხალხის ხსოვნაში ღრმა კვალის დატოვება, რომელიც  მასზე გამოთქმულ ხალხურ ლექსში აისახა:

            ხმალი სჭრის ბაგრატოვნისა, ნეფისა ერეკლისაო,

            ნეტავი გამაცნობინა, ლევანს უქებენ შვილსაო.

            სალეკო შამაამტვრია, ზვავმა ვით წვერი ტყისაო;

            წავიდა სარუსეთოდა, საქართველოი ხკვრისაო,

            გამააყოლა ჯარები, ხერხები ათას ფრისაო,

            ლევან ქალაქში ჩამახდა, ჭექა მაიღა ცისაო.

            ლეკთ უფროსები შაშინდა:”ჩვენკე რაით იქს პირსაო,

            მაგან თუ პირი ჩვენკენ ქნა, საქმე ჭირს დაღისტნისაო”.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზისა,

2.     ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, დაღესტნიდან ლეკობის გამოსვლა და სხვა ამბები, თბილისი, 1914.

3.     მორიგის ლაშქრობის განაჩენი 1774 წლისა, ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოცემა, II, თბილისი, 1965, გვ. 436-447.

4.     . ქიქოძე, ერეკლე მეორე, რჩეული თხზულებანი, III, თბილისი, 1965.

5.     . ბერძენიშვილი, მორიგე ჯარი / საქართველოს ისტორიის საკითხები, II, გვ. 221-223.

 

 

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ