მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ანტონ საღირისძე

 XII-XIII საუკუნეთა მიჯნა, ქუთათელი მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის (1184-11210/213) თანამებრძოლი, საღირისძეთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი.

 

 

 

ანტონ საღირისძე თამარ მეფის დროინდელი საქართველოს იმ საუკეთესო  ქართველ მღვდელმთავართა წარმომადგენელია, რომელთათვისაც უცხო იყო ფეოდალური კარჩაკეტილობა, კუთხობრივი და საგავარეულო სეპარატიზმი, აზროვნებდნენ სახელმწიფოებრივად და თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, მორალური პოზიციებით თუ იდეოლოგიით ნერგავდნენ თვითმპყრობელი მეფისა და ეკლესიის ერთობის სახელმწიგოებრივ იდეალს. ანტონ საღირისძეს პირველად ვეცნობით თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალის აღწერისას: “...აწვიეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირისძე მიღებად გვირგვინისა და ცალკერძ კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულყვეს მოხელეთა სვიანთა და დიდებულთ ვარდანის ძეთა, საღირისძეთა და ამანელისძეთა მოღება და დადება ხრმლისა...” (ისტორიანი და აზმანი). ანტონს, როგორც, ქუთაისის კათედრის მწყემსმთავარს, ძველი ტრადიციით ისედაც ეკუთვნოდა მეფისათვის გვირგვინის დარქმა, მაგრამ აქ ყურადღებას იპყრობს ისტოროკოსის მიერ ანტონისადმი გამოხატული   განსაკუთრებული მოწიწება (“ღირსი და მადლშემოსილი). 

            ყუთლუ-არსლანის დასის მოგერიების შემდეგ თამარი იწყებს ხელისულების განმტკიცებისათვის ბრძოლას თანამდებობეზე თავისი მომხრე არისტოკრატიული ოჯახების წევრთა დანიშვნით. პირველად მან ეკლესიის გაწმენდა მოინდომაუღირსი მღვდელმთავრებისაგან და საეკლესიო კრება მოიწვია. კრებას უძღვებოდნენ  იერუსალიმიდან თამარის მოწვევით საგანგებოდ დაბრუნებული ნიკოლოზ გულაბერისძე და ანტონი ქუთათელი ეპისკოპოსი, “მონაზონნი და მღვდელმთავარნი, კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი”. ანტონის შესახებ ნათქვამია, რომ იყოდიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით”. ამ სამღვდელო პირთა განსაკუთრებულ ღირსებებზე წარმოდგენის შესაქმნელად ისტორიკოსი გამოხატავს თამარის დიდ მოწიწებას მათ მიმართ:  “მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა”.

             ამ საპატიო მღვდელნთავრებმა საეკლესიო კრებაზე არ დაასწრეს მაშინდელი ქართლის კათალიკოსი მიქელი, რომლის მიმართ ვერც თავად მემატიანე, ვერც მისიისტორიული პერსონაჟები ვერ მალავენ თავიანთ აღშფოთებას, მაგრამ, ცნობილია, რომ მიქელი მათ ვერ გადააყენეს თანამდებობიდან. “სხუანი ვინმე შეცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს უდებთA მიერ დახსნილნი”.

 

წყარო:

ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება II, . ყაუხჩიშვილის გამოც. გვ. 402. 423. 486.

 

 

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ