მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ნიკოლოზ I გულაბერისძე, კათალიკოსი XII .

მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოსი

  

 

ნიკოლოზ კათალიკოზის ვინაობისა და სამწერლობი მოღვაწობის შესახებ მცირე რამ არის ცნობილი. უმთავრესი ცნობები საკუთარი თავის შესახებ ნიკოლოზს ჩაურთავს თავის თხზულებაში `საკითხავი სუეტისა ცხოველისაÁ~. გარდა ამისა, ნიკოლოზი მოხსენიებულია ბასილი ეზოსმოძღვრის სახელით ცნობილ ისტორიულ ქრონიკაში `ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი~, ასევე ათონის ივერთა მონასტრისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.

ამ წყაროთა თანახმად, ნიკოლოზი იყო კახელი, ძმისწული სვიმეონ კათოლიკოსისა (1142-1146), თავადაც იყო საქართველოს კათოლიკოსი გიორგი III-ის დროს, 1150-1178 წლებში. როგორც ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნიდან ჩანს, ნიკოლოზი იყო სვიმეონ ჭყონდიდელის აღზრდილი.

1178 წელს ნიკოლოზი კათოლიკოსობიდან გადადგა (`სიმდაბლისა ძლით იჯმნა კათოლიკოზობიდან~ როგორც მოგვითხრობს თამარის ისტორკოსი). ამის შემდეგ ნიკოლოზს განუზრახავს იერუსალიმს გამგზავრება და  წმინდა ადგილების მოხილვა, მაგრამ ამ დროს ათონის ქართველთა მონასტერში გადამწვარა კელინნი. ნიკოლოზმა შეცვალა იერუსალიმში წასვლის თავდაპირველი განზრახვა, მიაშურა ათონს და თან ჩაიტანა თამარ დედოფლის ევლოგია მონასტრის დასახმარებლად. თავის მხრივ ნიკოლოზმაც მონასტერს უხვი შესაწირავი შესწირა.

ათონზე მოღვაწეობის წლებში (სავარაუდოდ 1179-1183) ნიკოლოზი აქტიური მონაწილეა მონასტრის დიდი სააღმშენებლო-სამეურნეო და კულტურული საქმიანობისა, რომელსაც წარმართავდა წინამძღვარი პავლე. ნიკოლოზი აქტიურად ჩაერთო ივირონის განახლებისა და აღდგენის საქმეში. (როგორც მისთვის განწესებული აღაპი გვამცნობს, ნიკოლოზმა აღადგინა მთავარანგელოზთა ეკლესია მოხატვით, გამოჭიქვით, დაჭრელებით, გალავნის ერთ-ერთი კუთხე კოშკად (`ბურღოდ~) `აღამაღლა~). გარდა ამისა, ნიკოლოზი შეუდგა ზრუნვას მონასტრის წიგნსაცავზე, მის გამდიდრებაზე ახალი ხელნაწერებით.

ათონიდან ნიკოლოზი იერუსალმის ჯვრის მონასტერში მიემგზავრება, როგორც ჩანს, არა უგვიანეს 1183 წლისა. იერუსალიმში, სადაც ძლიერი ქართული კოლონია არსებობდა, იგი ასეთსავე აქტიურ სააღმშენებლო და სამეურნეო საქმიანობას ეწევა და აქტიურად იბრძვის ჯვრის მონასტრისათვის წართმეული მიწების დასაბრუნებლად. ნიკოლოზისათვის განწესებული ჯვრის მონასტრის აღაპი გვატყობინებს, რომ ნიკოლოზს გამოუსყიდია ჯვრის მონასტრის კუთვნილი ვენახი, რომელიც ლათინებს ჰქონდათ მიტაცებული და სხვაც მრავალიც შეუძენია მონასტრისათვის.

1184 წელს ნიკოლოზი ტოვებს იერუსალიმს და თამარის მოწვევით საქართველოში ბრუნდება. 1184-1185 წლებში იგი ანტონ საღირისძე ქუთათელთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელიც თამარმა მოიწვია და რომელსაც საეკლესიო რეფორმა უნდა განეხორციელებინა. როგორც თამარის მემატიანე წერს, კრების მიზანი იყო სამეფოს განწმენდა `მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილ~ ბოროტ თესლთაგან. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ კრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მიქაელ მირიანისძის კათოლიკოსობიდან გადაყენება. კრებამ მიქელის გადაყენებისათვის კანონიერი საფუძველი ვერ გამოძებნა და თამარს არ მისცა გადაყენების დასტური, თუმცა ზოგიერთი ეპისკოპოსი შეიცვალა და მათ ნაცვლად დასხმულნი იყვნენ `საღმრთონი კაცნი~ და, რაც მთავარია, `სხუანი საეკლესიო წესნი განმართნეს~.

ნიკოლოზ გულაბერისძე გარდაიცვალა 1190 წლის ახლო ხანებში.

ნიკოლოზ გულაბერისძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემონახულია `საკითხავი სუეტისა ცხოველისაÁ, კუართისა საუფლოÁსა და კათოლიკე ეკლესიისაÁ~, რომელშიც აღწერილია საუფლო კვართის და წმ. ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთქმედება; ბოლოს დართული აქვს სვეტიცხოვლის დღესასწაულის განგება  (. . წესი ღვთისმსახურებისა და საცისკრო კანონი).

ნიკოლოზ გულაბერისძის, ისევე როგორც არსენ ბულმაისიმისძის საგალობლებში, მკაფიოდ იხატება იმდროინდელი ქართული საზოგადოების ჲეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი იდეოლოგია ქართველი ერის საზეპურო ერად გამოცხადება. ამ იდეის დამკვიდრებას ემსახურება უფლის კვართის საქართველოში დავანების მოტივი, ღვთისმშობლის წილხვდომილობა, ქართული ეკლესიის სამოციქულოდ აღიარება ქართველ მეფეთა ჩამომავლობისათვის იდეოლოგიური ფუნქციის მიკუთვნება ამ ნიშნებით XII-XIII საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია განასხვავდება წინა საუკუნეების  ჰიმნოგრაფიისაგან.

ტრადიციის თანახმად, ნიკოლოზ გულაბერისძე აგრეთვე ითვლება მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ქართული თარგმანების ავტორად, თუმცა არსებული მონაცემების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ ეს იდენტიფიკაცია საკმარის საფუძველს მოკლებულია.

 

 

 წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.  ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, . 2, თბლისი, 1965, (გვ. 117-119);

2.  ბერძენიშვილი, ., ათონის ქართველთა მონასტრის მამასახლისთა ზეობისა და აღაპთა დათარიღების ცდა (გამოუქვეყნებელი ნაშრომი), გვ. 289; 295; 304;

3.  კარბელაშვილი, . ნიკოლოზ პირველი ქართლის კათალიკოზ-პატრიარქის მიერ შედგენილი `საკითხავი სუÀტისა ცხოველისაÁ, კვართისა საუფლოÁსა და კათოლიკე ეკლესიისა~ 1908, გვ. I-IV;

4.  კეკელიძე ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, . I, თბილისი 1980; 318-322;

5.  კეკელიძე ., უცხო ავტორები ქართულ მწერლობაში, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიდან, . V, თბილისი, 1957, გვ. 96;

6.  ლომინაძე ბაბილინა ნიკოლოზ I გულაბერისძე, საქარვთელოს კათოლიკოს-პატრიარქი. ქსე თბილისი . VII.  1984, გვ. 433. 

7.  მეტრეველი ელ., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბილისი, 1998, გვ. 129-130, 100-106;

8.  მეტრეველი, ელ., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბილისი, 1962, გვ. 56-57, 91,  152-153; ტაბ. I, გვ. 40; 

9.  ჟორდანია, ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, . I, ტფ. 1892, გვ. 269-271;

10. `საკითხავი სუÀტისა ცხოველისაÁ, კვართისა საუფლოÁსა და კათოლიკე ეკლესიისა~, საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ. 69-117;

11. ჭიჭინაძე, ., ქართული მწერლობა XII საუკუნეში, თბილისი, 1887, გვ. 26-27;

12. ხოფერია, ., ჩანტლაძე, ., მაქსიმე აღმსარებლის გელათური კრებული და მისი ბერძნული წყარო (ერთი ეპიზოდი ქართული და ბერძნული სამწიგნობრო კერების ურთიერთობის ისტორიიდან), მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, XXI, თბილისი, 2005, გვ. 63-79;

13. ხოფერია, ., მაქსიმე აღმსარებლისპიროსთან სიტყვისგების ძველი ქართული თარგმანები, სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1998 (ხელნაბეჭდი), გვ. 23-24;

14. ჯავახიშვილი, ივ., ქართველი ერის ისტორია, წიგნ. 2. თბილისი, 1965 (=ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, . II, თბილისი, 1983, გვ. 370-372);

15. ჯავახიშვილი, ივ., ნიკოლაოზ კათალიკოსი, თხზულებანი თორმეტ ტომად, . VIII, თბილისი, 1977, გვ. 396-409;

16. ნესტან სულავა, პოლიტიკური იდეოლოგია და XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, სამეცნიერო კონფერენცია _ “ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი”, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, 2000 წლის 11-17 ოქტომბერი, “მემატიანე”, თბილისი, 2000.

 

 

მოამზადა ლელა ხოფერიამ