მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი დაყუდებული / გიორგი შეყენებული/ გიორგი შავმთელი (+ 1068.)

XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი, მოძღვარი. საქართველოს ეკლესია ღირს მამას გიორგი ღმერთშემოსილს მოიხსენიებს 3/16 ივლისს

 

გიორგი დაყუდებული მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც იგი ცხოვრობდა წმ. სვიმეონის მონასტრის მახლობლად, ერთ-ერთ გამოქვაბულში (`ნაპრალსა შინა კლდისასა~, როგორც ქართველი მწერალი, გიორგი მცირე მოგვითხრობს. გიორგი მცირის დახასიათებით, გიორგი დაყუდებული იყო `გურიტი უბიწო და ტრედი უმანკო, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქუეყანისა, ყოვლითურთ უცხო და განშორებულიორცთაგან დაორციელთა ზრუნვათა და გონებითა ღმრთის მიცვალებული...~. გიორგი დაყუდებული უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის თავისი ბერული ღვაწლისა დაა დიდი განსწავლულობის გამო. გიორგი დაყუდებულს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის ქართული მწერლობის ისტორიაში. ანტონ I კათალიკოსი გიორგი დაყუდებულს  თავის `წყობილსიტყვაობაში~ ფილოსოფოსად მოიხსენიებდა

ცნობილი ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი და მწერალი, წმ. გიორგი ათონელი შავ მთაზე მისვლისას (1036 .) გიორგი დაყუდებულს დაემოწაფა, რომელმაც ჯერ შავ მთაზე, რომანაწმინდას მონასტერში დაამკვიდრა გიორგი ათონელი, სამი წლის შემდეგ კი (1039 .) სქემით აკურთხა იგი და იერუსალიმში გააგზავნა. იერუსალიმიდან გიორგი ათონელი ისევ თავის სულიერ მოძღვართან დაბრუნდა. გიორგი შეყენებულს კარგად ესმოდა, რომ უბადლო მთარგმნელობითი ნიჭით დაჯილდოებული გიორგი ათონელის სალიტერატურო საქმიანობისათვის საუკეთესო ადგილს ათონის ქართველთა მონასტერი წარმოადგენდა, ამიტომაც დიდი იძულებით დაარწმუნა თავისი სულიერი შვილი და იგი შავი მთიდან ათონის მთაზე გააგზავნა. მოგვიანებით, როდესაც გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, რომ მისი ნიჭიერი მოწაფე მონასტრის შეურაცხი საქმებით იყო დაკავებული, გააგზავნა ათონზე თავისი მოწაფე თეოდორე და დადი საყვედური შეუთვალა გიორგის იმის გამო, რომ იგი თავისი მოძღვრის დავალებას არ ასრულებდა. მიღებული საყვედური საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გიორგი შედგომოდა მოძღვრისაგან დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რისთვისაც მან, გიორგი დაყუდებულისა და ათონელი მამების სურვილის თანახმად, მღვდლობა მიიღო

გიორგი დაყუდებული წარმართავდა თავისი ნიჭიერი მოწაფის შემოქმედებით საქმიანობას _ მისი დავალებით თარგმნა გიორგი ათონელმა რამდენიმე თხზულება (მაგ. ფსალმუნი, სამოციქულო და სხვ.).

გიორგი მცირის თხზულებიდან `გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება~ ჩვენთვის ცნობილია, რომ გიორგი ათონელის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ გიორგი დაყუდებულმა აიძულა გიორგი მცირე, აღეწერა გიორგი ათონელის ცხოვრება _ `გიორგი ათონელის ცხოვრების~ ტექსტს წინ უძღვის წერილი (ეპისტოლე), რომლის ადრესატიცაა გიორგი დაყუდებული. ამ წერილიდან ირკვევა, რომ გიორგი დაყუდებულს ორჯერ მიუწერია წერილი გიორგი მცირისათვის დაჟინებული თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს აღწერა გიორგი ათონელის ცხოვრება. გიორგი დაყუდებულის მაღალი ავტორიტეტი, როგორც გამორჩეული სწავლულისა, უკარნახებდა მის მოწაფეებს და მიმდევრებს, მოესმინათ და გაეთვალისწინებინათ მისი აზრი საკუთარ თხზულებებზე. ამის მოწმობაა გიორგი მცირის წერლი გიორგი დაყუდებულისადმი, რომელშიც  გიორგი მცირე თავისი თხზულების სრულყოფას სთხოვდა ადრესატს: `რომელი იპოოს ნაკლულევანება მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისათა, განემართოს თქუენ მიერ მადლითა სულისა წმიდისათა, რომელი მკვიდრ არს თქუენ თანა..~.

გიორგი დაყუდებულის სალიტერატურო და სამწიგნობრო საქმიანობა ცნობილია ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებიდან. გიორგი დაყუდებული ზრუნავდა როგორც შავი მთის, ასევე სხვა ქართული მონასტრების ბიბლიოთეკების შევსებაზეც. ერთ ათონურ ხელნაწერში, რომელიც თავად გიორგისვე გადაუწერია 1042-144 წლებში, შემონახულია მისი ანდერძი ანდერძიდან ვიგებთ, რომ გიორგი დაყუდებულს საგანგებოდ ამ მონასტრისათვის გადაუწერია  დავით ტბელის მიერ ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი წმ. მართასა და წმ. ბარლაამის `ცხოვრებები~ მას მერე, რაც შეუტყვია, რომ ეს `ცხოვრებები~ ივირონის ბიბლიოთეკას არ გააჩნდა: `,მე, გლახაკსა ბერსა გიორგი დაყუდებულსა, მასმიოდა, ვითა ესე წმიდისა და და დიდებულისა ნეტარისა მართა ცხორება და წმიდისა ბარლაამისი მთაწმიდას არა არსო და ამის ჯერისათვის ვინებე აღწერა ამისი და მაგას წმიდა ეკლესიას შემოწირვა~ (ხელნაწერი AAth. 84)

გარდაიცვალა გიორგი დაყუდებული 1068 წელს.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

1.        anton kaTalikosi, wyobilsityvaoba, str. 721.

2.        kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tb., 1980,

3.       menabde, l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, t. I, nakv. I, Tb., 1962, 112; t. II, Tb., 1980,

4.       giorgi mcire, cxoreba┴ da moqalaqoba┴ wmidisa da netarisa mamisa Cuenisa giorgi mTawmidelisa┴, Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, wigni II, (XI-XV ss.), Tb., 1967,

5.       ioseliani, pl., wyobilsityvaoba anton kaTalikosisa, Sen 131.

6.      Марр, Н., Агиографические материалы по грузинским рукописям Ивера, I, 45-46.

 

 

 moamzada Tina ceraZem