მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ანტონ I, კათალიკოსი

ქართლის კათალიკოსი (1744-1755, 1764-1788)  

 

ანტონ I, ერისკაცობაში თეიმურაზი, იყო ვაჟი ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმის, იესე მეფისა და ნაზარალი-ხანის (ერეკლე I) ასულ დედოფალ ელენესი. დაიბადა 1720 წელს. პირველდაწყებითი განათლება, არსებული წესის თანახმად, უნდა მიეღო ოჯახში, სასულიერო პირთა ხელმძღვანელობით. თხუთმეტი წლის ასაკში თეიმურაზი დანიშნეს გივი ამილახორის ასულზე, მაგრამ ეს ქორწინება არ შედგა. ნადირ-შაჰის დაჟინებით ამილახორმა საკუთარი ასული ირანში გააგზავნა. ეს ფაქტი იყო სიმბოლური გამოხატულება იმჟამინდელი საქართველოს უმწეო  მდგომარეობისა, რომელიც ტრაგიკულად აისახა ახალგაზრდა თეიმურაზის პირად ბედზე. ამ შემთხვევამ თეიმურაზს უბიძგა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯის უდაბნოში. აქედან იგი დასავლეთ საქართველოში გადადის _ გელათში განაგრძობს ბერულ ცხოვრებას.

1738 წელს თეიმურაზი და მისი დედა ელენე, იმჟამად შემონაზვნებული ელისაბედის სახელით, რუსეთში მიემგზავრებიან. ელენეს თავისი შვილი ქართლის ტახტზე სურდა ეხილა და ამიტომ რუსეთის იმპერატორის მაღალ მფარველობას ეძიებდა. მაგრამ ელენე ასტრახანს იქით აღარ გაუშვეს და ჩერქეზეთში მიაბრუნეს. აქ დედა-შვილი მეტად შეუფერებელ და სახიფათო გარემოში აღმოჩნდა. სანამ ელენე რუსეთიდან ახალ განკარგულებას მიიღებდა, თეიმურაზი იმერეთში გააპარა. აქ ისევ გელათს მიაშურა და პოლიტიკურ კარიერას ბერული ცხოვრების გზა არჩია. “მისი სული ანთებული ისწრაფოდა ღვთისკენ  და ეძიებდა ბერულ საყუდელს: სწყუროდა და ისწრაფოდა აზრით ამაღლებულიყო  ღვთის სამფლობელომდე” (ტიმოთე გაბაშვილი).

სერიოზულმა განათლებამ და განასაკუთრებულმა ნიჭიერებამ ანტონს ფართო გზა გაუხსნა საეკლესიო იერარქიაში აღმასვლისათვის. 1739 წელს იგი გელათის იღუმენი გახდა, 1740 წელს აფხაზეთის კათალიკოსმა გრიგოლმა ქუთაისის მიტროპოლიტობა უბოძა (ტიმოთე ქუთათელის ნაცვლად, რომელიც იმ დროს რუსეთში ელჩად იყო გაგზავნილი). ორი წლის შემდეგ იმერეთში მორიგი არეულობა დაიწყო და ანტონის მფარველი მეფე ალექსანდრე თურქების შემწეობით მისმა ძმამ გიორგიმ განდევნა. ანტონი იძულებული გახდა ქუთაისი მიეტოვებინა და თელავში ჩასულიყო თეიმურაზ II-ის კარზე, რომლის მეუღლე, დედოფალი თამარი ანტონის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ახალგაზრდა ანტონის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ სიკვდილის წინ კათალიკოსმა დომენტი IV- იგი თავის მემკვიდრედ დაასახელა. ანტონმა თავმდაბლურად არ მიიღო ეს მაღალი პატივი. 1742 წელს იმერეთის ტახტი ალექსანდრე მეფმ დაიბრუნა, რის გამოც ანტონი კვლავ ქუთაისში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ანტონი საბოლოოდ ტოვებს იმერეთს და დავიტ გარეჯის იოანე ნათლიმცემლის სავანეში მკვიდრდება.

1744 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება _ ნადირ-შაჰმა ქართლისა და კახეთის ტახტი მამა-შვილს თეიმურაზს და ერეკლეს დაუმტკიცა. 1744 წლის 11 აგვისტოს კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე ვინმე ტარიელ თამაზაშვილმა მოკლა. კათალიკოსობა კვლავ ანტონს შესთავაზეს. ამჯერად მან უარი აღარ თქვა ამ მაღალ პატივზე და 24 წლის ასაკში  ქართლის ეკლესიის უმაღლესი იერარქი გახდა. ამ დროიდან ანტონის წინაშე საეკლესიო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფართო ასპარეზი იშლება.

ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად გაეგრძელებინა ის დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI- წამოიწყო. ამ დროისათვის ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობაგამოვლილი ქართული ეკლესია გაუგონარ გასაჭირში იყო ჩავარდნილი. გაძარცული და გაღატაკებული მონასტრები იხურებოდა, მრავალი ეპარქია გაუქმდადაიკეტა სამონასტრო სკოლები. სამრევლო ეკლესიებში ხშირად უსწავლელი, წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლები მსახურობდნენ. მრევლში მძლავრობდა ადათობრივი სამართალი, რომლის წინაშე უძლური იყო ქრისტიანული კანონმდებლობა და მორალი. თავად სასულიერო პირები არღვევდნენ საეკლესიო დისციპლინარულ წესებსყოველივე ამას ემატებოდა მაჰმადიანური შემოტევა, სომხური და კათოლიკური პროპაგანდა, რაც არსებულ პირობებში შიდა პოლიტიკურ რყევებს უწყობდა ხელს.

მატერიალურად გაჩანაგებული, მორალურად დაქვეითებული და ფეოდალური სეპარატიზმით შერყეული ქართული ეკლესია ახალ ენერგიას საჭიროებდა. ანტონის მრავალმხრივი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს უწყობდა ქართლ-კახეთის ფაქტობრივად ერთიანი მმართველობა თეიმურაზ-ერეკლეს ხელში. თეიმურაზ-ერეკლესა და კათალიკოს ანტონის შეთანხმებული მოქმედებების შედეგად სწრაფად იწყო აღორძინება სახელმწიფოებრივნმა ცხოვრებამ

ანტონი მოღვაწეობას იწყებს ფართო სამოქმედო პროგრამით, რომლის შესრულება უდიდესი ენერგიის და მტკიცე ნებელობის მქონე პიროვნებას  შეეძლო მხოლოდ.

ანტონისათვის ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვა  განუყოფლად იყო დაკავშირებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამოცანებთან. 1744 წლის 1 ოქტომბერს, თითქმის საუკუნენახევრიანი წყვეტილის შემდეგ ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად პატივი ჩაეტარებინა სვეტიცხოვლის ტაძარში თეიმურაზ II- კურთხევის ცერემონიალი. ეს იყო მოვლენა, რომელსაც იმ მღელვარე დროს მრავალნატანჯი ქართული საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეეგება და კვლავ დიდი იმედები დაამყარა ღვთით კურთხეულ მეფეზე.

ამ მოვლენის შემდეგ ანტონ კატალიკოსი და მისი მეთაუროიბით ეკლესია ქართული სახელმწიფოებრივობის მტკიცე ბურჯად იქცა. ქართული ეკლესიის ცენტრალიზაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1748 წელს ანტონის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ კვლავ დაადასტურა ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსთა ორგანიზაციული ერთობა, საგანგებო დადგენილებები გამოიტანა ღვთისმსახურების და საეკლესიო წესდების მოწესრიგების, უმეცარი სამღვდელო პირების უკურთხევლობის, სამონასტრო დისციპლინის, ეკლესიათა შენების წესისა და სხვ. შესახებანტონის სახით თეიმურაზ-ერეკლეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მხარში საქართველოს ეკლესია ედგა. მეფეთა გამარჯვებების აღსანიშნავად ანტონი საეკლესიო ცერემონიებს მართავდა, რითაც აღამაღლებდა ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. საჭიროების მიხედვით ანტონ კათალიკოსი მატერიალურ დახმარებასაც უწევდა ხელისუფლებას საეკლესიო შემოსავლებიდან. იგი  მტკიცედ დადგა სამეფო ხელისუფლების გვერდით მაშინაც, როცა თეიმურაზისა და ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებები (ჯერ აბდულა-ბეგის, შემდეგ პაატა ბატონიშვილის) მოეწყო.

კათალიკოსი საეკლესიო ცხოვრების აღორძინებასთან დაკავშირებულ ყველა განკარგულებას ერეკლე მეფესთან ერთად გამოსცემდა. მათი სახელით გაცემული დოკუმენტები საუკეთესო ნიმუშია დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა შეთანხმებული მოქმედებისა. ანტონმა და ერეკლემ კვლავ გააცოცხლეს ეკლესიისა და საერო ხელისუფლების თანამშრომლობის ის მოდელი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო პერიოდებში სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღორძინებას გარანტიას ქმნიდა.

ანტონმა დიდი ორგანიზაციული მუშაობა ჩაატარა დაფანტული საეკლესიო ყმა-მამულის შესაგროვებლად, დანგრეული ტაძრების აღსადგენად, ეკლესიის მსახურთა ცოდნის დონის  და დისციპლინის ასამაღლებლად. შექმნა საქართველოსათვის ახალი ტიპის საეკლესიო სასამართლო _ დიკასტერია. აღადგინა სამონასტრო სკოლების მუშაობა, განაახლა სტამბა. “ანტონი ბატონიშვილმა, პატრიარქმა კეთილმა და სარწმუნოებისა და ქისტეს სჯულისა განმანათლებელმა, იგულისმოდგინა, ფრიად შემწე ექმნა მეფე ერეკლე და გამოიღეს სტამბა და აღავსეს წიგნითა ქართლი” (პაპუნა ორბელიანი).  ანტონის ენერგიული საქმიანობის შედეგად სწრაფად გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, გაიზარდა მისი ზეგავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, 1755 წელს ეს საქმიანობა კარგა ხნით შეჩერდა, როცა ანტონი კათოლიკობაზე მიქცევის ბრალდებით სამშობლოდან განიდევნა.

XVII საუკუნიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება კათოლიკე მისიონერების ზეგავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მათი საშუალებით აღწევდა საქართველოში ახალი ევროპის ცოდნა, სასკოლო განათლება, მეცნიერული იდეები და მომავლის ხედვა. განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ საქართველოში კათოლიკე ხელმწიფეებისაგან პოლიტიკურ დახმარებაზე. XVII-XVIII საუკუნეებში ბევრი ქართველი საეკლესიო თუ საერო მოღვაწე მიიქცა კათოლიკობაზე.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ქართლის ელესიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ბანაკი ანტონ კათალიკოსისა და ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, რომელთა უკან ორი განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკური დაჯგუფება იდგაანტონი ევროპეიზმის გზას ადგა და ამის დასტურად ფარულად კათოლიკური მრწამსი აღიარა. ზაქარია გაბაშვილი, მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველი, რეალურად პროირანული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასაყრდენად იქცა, რომელთაც არ ესმოდათ სახელმწიფოს მომავლისათვის სიახლეების დანერგვის მნიშვნელობა.

ანტონ კათალიკოსს კი განზრახული ჰქონდა ახალი ევროპული ტიპის სკოლების გახსნა, სადაც ქართველი ახალგაზრდობა მოწინავე ცოდნას მიიღებდა. ეს საქმე კი დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებოდა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ახალი სასწავლო წიგნების მოძიება, თარგმნა და სახელმძღვანელოების შედგენა, რაშიც იმდროინდელ ვითარებაში ანტონს მხოლოდ კათოლიკე და სომეხი სამღვდელოების დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ ამ ნიადაგზე დაუახლოვდა მათ ანტონ კათალიკოსი. 1750 წლიდან მან გააცხოველა კავშირი მისიონერებთან. 1753 წელს ანტონმა ფარულად  კათოლიკობა მიიღო, რითაც მართლმადიდებელი სამღვდელოების და თეიმურაზ მეფის რისხვა დაიმსახურა.

1755 წელს სამღვდელოებამ კათალიკოსი ამხილა. ამავე წელს თეიმურაზ მეფემ მცხეთაში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ანტონი გადააყენა. 1756 წლის 4 აპრილს ჩატარდა მომდევნო საეკლესიო კრებაამ კრებაზე ანტონმა აღიარა ცთომილება და მხურვალედ მოინანია. ამ კრებაზე ანტონმა ითხოვა მღდელმსახურების უფლების დაბრუნების და რუსეთში წასვლის ნებართვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. ამ ამბების შემდეგ საქართველოში დაიწყო კათოლიკეების დევნა _ მათ ეკლესიები ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს, ხოლო ანტონ კათალიკოსი რუსეთში გაასახლეს. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა თეიმურაზ II, რომელსაც, შესაძLოა, მართლაც აღიზიანებდა ანტონის დამოუკიდებელი პოლიტიკა ევროპელებთან ურთიერთობაში, აამასთან ეჭვობდა, რომ ანტონს, როგორც ქართლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, განზრახული ჰქონდა თავისი ძმის, ალექსანდრეს ტახტზე აყვანა.

1756 წელს სასულიერო და საერო პირთა მცირე ამალით ანტონი დარიალის ხეობისა და ყიზლარის გავლით ასტრახანში ჩავიდა. აქ დაელოდა იგი იმპერატორის ნებართვას ჩასულიყო პეტერბურგში. რუსეთის დედაქალაქში ანტონს წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და მართლმადიდებლობისადმი ერთგულების დადასტურება მოუწია. 1757 წელს 8 აგვისტოს  სინოდმა მას ჩააბარა ვლადიმირისა და იეროპოლის კათედრა. რუსულ ენაში დამხმარედ მიუჩინეს ქართველი მღვდელი გიორგი დავიდოვი.

ვლადიმირის ეპარქიას ანტონი 1757-1762 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს პერიოდი მან უაღრესად ნაყოფიერად _ რუსული და ლათინური ენების გასაღრმავებლად და მეცნიერებების შესასწავლად გამოიყენა.

აქ იგი გაეცნო თანადროულ ევროპულ საღვთისმეტყველო, ისტორიულ და საბუნებისმეტყველო ლიტერატურას. გაამდიდრა ქართული მწერლობა ახალი თარგმანებით. მის განსკუთრებულ ინტერესს იწვევდა სახელმძღვანელოები, რომელთა სწავლება აუცილებლად მიაჩნდა ქართველი ახალგაზრდობის თვალსაწიერის გასაფართოებლად. ანტონის მიერ ერეკლესადმი რუსეთიდან გამოგზავნილი წერილებიდან  გამოსჭვივის  უმაღლესი პასუხისმგებლობა საეკლესიო პირისა საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, რომელსაც იგი ახალ ცოდნას დაუფლებულ, მოაზროვნე ახალ თაობას უკავშირებდა.

რუსეთში ყოფნის დროს ანტონს არ შეუწყვეტია ერეკლესთან მიმოწერა. ერეკლე მეფეც სისტემატურად უგზავნიდა მას წერილებს. 1762 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა. ერეკლე ანტონს იხმობს. ანტონი სინოდის თანხმობით განთავისუფლდა ვლადიმირის ეპარქიიდან და იღებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას. 1764 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა.

დაბრუნებისთანავე ანტონი კვლავ დიდი მონდომებით შეუდგა შეწყვეტილი საქმის გაგრძელებას. უპირველეს ყოვლისა, მან გასწია უდიდესი ორგანიზაციული სამუშაო _ აღადგინა ეკლესიის დარღვეული ადმინისტრაცია და დაფანტული ქონება, მკაცრი კონტროლი დააწესა შიდა საეკლესიო დიციპლინაზე, განაახლა სტამბა, გახსნა საეპარქიო სკოლები და ორი სასულიერო სემინარია თბილისსა და თელავში, ჩამოაყალიბა ახალი საეკლესიო სასამართლო _ დიკასტირია.

ანტონ კათალიკოსი იყო მეფე ერეკლეს უახლოესი თანამზრახველი და უშუალოდ მონაწილეობდა ერეკლეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელებაში. 1771 წლის ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს  ერეკლემ ანტონ კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში გააგზავნა დიპლომატიური მისიით. ელჩებს ერეკლე მეფის წერილი მიჰქონდათ, რომელშიც ერეკლე მეფე, რუსეთ-თურქეთის მიმდინარე  ომის ფონზე, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა და ამავე დროს აყალიბებდა უმთავრეს პირობებს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შეყვანის შემთხვევაში. ამ ელჩობას საქართველოსათვის კონკრეტული  შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ელჩობის მიერ მიწოდებული მასალა მომავალში საფუძვლად დაედო 1783 წლის ტრაქტატს. 1774 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა.

თბილისის (1755 .) და თელავის (1782 .) სასულიერო სემინარიები სახელმწიფო ტიპის სასწავლებლები იყო, რომლებიც სამეფო ხაზინიდან ფინანსდებოდა.   სწავლება აგებული იყო მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის პროგრამით. აქ ისწავლებოდა: გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება. სწალების პროცესში ფართოდ დაინერგა სქოლასტიკური მეთოდი. ანტონს შემუშავებული ჰქონდა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტიც (თბილისში, გორსა და თელავში).

სემინარიებისათვის ანტონმა თავად შეადგინა ახალი სასწავლო პროგრამები და ორიგინალური თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოები: “ქართული გრამატიკა” (1764 .), რომლის შედგენისას ანტონმა განსაცვიფრებელი  ენათმეცნიერული ალღო გამოავლინა, ჩამოაყალიბა ნორმირებული სალიტერატურო ენის მკაცრად განსაზღვრული გრამატიკული და ორთოგრაფიული წესები; მხითარ სებასტიელისრიტორიკა”, გადამუშავებული ქართული მასალით. (1761),   “კატეგორია-სიმეტნე”, შედგენილიახალთა ფილოსოფოსთა განსაზღურებათაგანარისტოტელეს მოძღვრების საფუძველზე; “საქრისტიანო მოძღვრება ანუ კატეხიზმო”; კურციუსის ალექსანდრე მაკედონელის ისტორიასაკუთარი  შენიშვნებით (1762); ბაუმაისტერის  “განსაზღურება ფილოსოფიისადაფიზიკაანტონის წინასიტყვაობითA და კომენტარებით; ლოღიკა; ორიგინალური ფილოსოფიური ტრაქტატისპეკალი”. ამ წიგნებზე აღიზარდა საქართველოში რამდენიმე განათლებული თაობა.

გარდა სახელმძღვანელოებისა, ანტონმა შექმნა ახალი საეკლესიო ლიტერატურა _ თითქმის არ დარჩენილა  საეკლესიო მწერლობის ჟანრი, რომელიც არ გამდიდრებულიყო ანტონის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებებით. ანტონმა გააღვივა საზოგადოებაში მისწრაფება მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნისადმი, აღზარდა განათლებულ ეკლესიის მსახურთა ძლიერი გუნდი, რომელიც მზად იყო ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურის ასათვისებლად.

ანტონმა შეადგინა ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილი კრებული, სახელწოდებითმარტირიკა”. კრებულში თავმოყრილ თხზულებათა Aნაწილი წარმოადგენს ცნობილი ისტორიული პირებისადმი მიძღვნილი ძველი თხზულებების ანტონისეულ რედაქციას, ხოლო ნაწილი თხზულებებისა პირველად ანტონმა შექმნა.

ღვთისმეტყველებაოთხ ნაწილად (1779 .). ისტორიული თხზულება ქართველ მეფეთა ჩაამომავლობა”, დაწერილი ყიზლარის კომენდატის დაკვეთით (1756-1760 წლებში). გალექსა იოანე სინელისკლემაქსი”, “შიო მღვიმელის ქება”, სომხურიდან თარგმნაეფესოს კრების ისტორია”, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ქადაგებები და წერილები, Gგანმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლე _ “რომაელთა მიმართ”. ფილოსოფიური თხზულებასპეკალი” . 

წყობილსიტყვაობაანტონმა რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შექმნა. ეს არის ძველი ქართული  მწერლობის საეტაპო ძეგლიმდიდარი შინაარსით, ორიგინალური კომპოზიციით, გამორჩეული ლიტერატურული და ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ცნობების სიუხვით. დაწერილია იამბიკური ლექსით. მასში შესულია: საღვთისმეტყველო ტრაქტატები, საგალობლები, ქართველი მეფეებისადმი და მწერლებისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსები, ქება-ენკომიები და ეპიტაფიები. “წყობილსიტყვაობაშიასახულია XVIII . ქართულ ინტელექტუალურ წრეებში არსებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ცოდნა, ლიტერატურათმცოდნეობის და წყაროთმცოდნეობის მეცნიერული დონე და  ესთეთიკური აზროვნება.

ანტონ კათალიკოსი ქართველი ერისათვის აშკარა საფრთხეს ხედავდა  სომხური (მონოფიზიტური) აღმსარებლობის ფართოდ გავრცელებაში ზოგიერთ ქართულ რეგიონშიამ საშიშროების თავიდან აცილების ერთ-ერთ ქმედით გზად მას ქართულ საზოგადოებაში საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური განათლების დონის ამაღლება მიაჩნდა. ამ მიზნით სექმნა მან  სამნაწილიანი შრომა მზამეტყველება , რომელშიც იგი განიხილავს მონოფიზიტობის წარმოშობის ისტორიას, მონოფიზიტობის წინააღმდეგ მსოფლიო კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს, მონოფიზიტური მოძღვრების დოქტრინალურ საკითხებს ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური პოზიციებიდან. ნაშრომში გამოსჭვივის ავტორის ფართო საღვთისმეტყველო განათლება, დიდი ერუდიცია და ძლიერი პოლემისტის უნარი.

ანტონმა დანერგა საქართველოში .. “სამი სტილისთეორია, რომლის გავლენა XIX საუკუნის პირველი ნახევრამდე იგრძნობოდა ქართულ მწერლობაში.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. Zveli qarTuli agiografiuli Zeglebi, VI, teqsti gamosca da gamokvleva daurTo m. qavTariam Tbilisi, 1980.

  2. anton bagrationi, wyobilsityvaoba, gamosacemad moamzada, gamokvleva, komentarebi da leqsikoni daurTo ivane lolaSvilma, Tbilisi, 1980.

  3. papuna orbeliani, ambavni qarTlisani, teqsti gamosca, gamokvleva, SeniSvnebi da saZieblebi daurTo e. cagareiSvilma, Tbilisi, 1981.

  4. anton pirveli, spekali, teqsti gamosacemad moamzada, gamokvleva da leqsikoni daurTo g. dedabriSvilma, Tbilisi, “mecniereba”, 1991.

  5. k. kekeliZe, anton bagrationi/qarTuli literaturis istoria, I, Tbilisi, 1960.

  6. m. dumbaZe, qarTl-kaxeTis saxelmwifos politikuri viTareba 70-80-iani wlebis mijnaze/saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, gv.676-686.

  7. l. menabde, anton pirveli ruseTSi, sveticxovlisadmi miZRvnili pirveli samecniero konferenciis masalebi, 11-13 oqtomberi, 1995, gv. 282-299.

  8. e. babunaSvili, anton pirveli da qarTuli gramatikis sakiTxebi, Tbilisi, 1970.

  9. e. babunaSvili, T. uTurgaisZe, anton pirvelis “qarTuli garamatika” da misi erovnul-istoriuli mniSvneloba, mecniereba, Tbilisi, 1991.

  10. m. qavTaria, XVII saukunis qarTuli sazogadoebrivi azrovnebis istoriidan, Tbilisi, 1977.

  11. m. buleiSvili, qarTveli eklesiis msaxurebi ruseT-saqarTvelos diplomatiur urTierTobaSi, mecniereba, Tbilisi, 1991.

 

moamzada mzia surgulaZem