მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ზოსიმე კუმურდოელი, XI .შუა ხანები

საეკლესიო მოღვაწე, კუმურდოელი ეპისკოპოსი

 

ცნობები   ზოსიმე კუმურდოელის შესახებ დაუცავს მხოლოდ კუმურდოს ტაძრის (ჯავახეთი, ახალქალაქიდან 14 კმ. დაშორებით)  964 წლის ორ წარწერას. პირველი ამოკვეთილია ერთ გრძელ სტრიქონად ტაძრის დასვლეთის მონაშენის (XI საუკუნის მეორე მეოთხედი - . ჩუბინაშვილი; III-IV ათეული -. ბერძენიშვილი) სამხრეთ კედელზე, მაღლა, კარნიზის გასწვრივ. წარწერა თავბოლონაკლულია, თუმცა, დასწყისის აღდგენა ადვილად შეიძლება: ”ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მეფე და დედაი მათი მარიამ დედოფალი. აღეშენა შტოი ესე მეფობასა მათსა, მრვდელმთავრობასა ზოსიმე კუმურდოელისასა...” წარწერაში დასახელებულია მეფე ბაგრატ IV (1027-1072) და დედამისი მარიამ დედოფალი. როგორც ჩანს, ტაძრის დასავლეთი მინაშენის აგებაში ზოსიმე კუმურდოელსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი, ამიტომ მოიხსენიეს წარწერაში ისიც. მისი ღვაწლი კუმურდოს ტაძრის წინაშე უფრო კონკრეტულადაა გამოკვეთილი ტაძრის მეორე წარწერაში, რომელიც 9 სტრიქონად და ულამაზესი ასომთავრული დამწერლობითაა ამოკვეთილი ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარჯვნივ ჩასმულ ქვის ფილებზე. წარწერის მიხედვით, ზოსიმე კუმურდოელს შეუმკია ტაძრის საკურთხეველი - ბარძიმ-ფეშხუმი, ჯვარი და ღმრთაების ხატი (.. ხატი მაცხოვრისა; კუმურდოს ტაძარი სწორედ მისი სახლელობისაა) დაუმზადებია ოქრომჭედელ დავითის ხელით. სამაგიეროდ დავითის აღაპად დაუდგენია ბზობის მეხუთე დღე, ანუ პარასკევი, ”კჳრიელეისონითა”.

 

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

  1. v.beriZe, Zveli qarTuli xuroTmoZRvreba, Tbilisi, 1974.
  2. ვ. სილოგავა, კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ. 1994 წ. (იქვe vrceli ბიბლიოგრაფია)  

4.U8 Xe,byfidbkb7Revehlj b Ybrjhwvbylf rfr ghbvth  hfpys[ ‘nfgjd hfpdbnbz ,fhjrrfkmyjuj cnbkz d uhepbycrjv bcreccndt/Djghjcs bcnjhbb bcreccndf7!7 N,bkbcb7!)*_8

 

 

 moamzada aleri  სილოგავაm