მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სერაპიონ ზარზმელი, IX .

სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე – 29 ოქტომბერი

       

 

 

      სერაპიონი წარმოშობით იყო კლარჯეთიდან, ღირსეული და მორწმუნე მშობლების შვილი, რომლებიც მიწათმოქმედებით ირჩენდენ თავს. მის მამას ერქვა კვიპრიანე, ხოლო დედის სახელი არ არის მოღწეული. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა, ერთი უმცროსი, იოანე, ხოლო მეორე უფროსი (მისი სახელი არ არის აღნიშნული `ცხოვრების~ ტექსტში). სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა, ხოლო რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და დარჩენ სამნი ძმანი ობლად.

      იმ ხანად ოპიზის მონასტრის წმ. მამა მიქაელ პარეხელი, განთქმული სასწაულთამოქმედი, ოპიზიდან მისულა პარეხს, კლდოვან და მიუდგომელ ადგილას, სადაც აუშენებია მცირე სამლოცველო, შესაკრებელი ძმათათვის და დაყუდებულა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.

      სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, ხოლო როდესაცჟამი მოიწია”, მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა. უფროსი ძმა კი დარჩა სოფელში და ოჯახს მოეკიდა.

      მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. “ცხოვრებაში საინტერესოდაა მოთხრობილი სამცხეში ჩასული ბერებსა და ადგილობრივ მკვიდრთა შორის მიწის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ.

      იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, რომელიც აღემატებოდა ყველას სიმდიდრით, ძალაუფლებით და ღვთისმოსაობით, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა ბერებს. მან მონასტრისათვის მათ უწყალობა მიწა, “რამდენის შემოვლასაც ერთ დღეში მოასწრებდნენდა  საშენი მასალა. სამ წელიწადში განსრულდა მშენებლობა. გიორგი ჩორჩანელმა მისცა მონასტერს ჯორ-სახედრები, შესწირა სოფლები. სერაპიონმა კი მონასტერს წესნი და კანონნი განუჩინა.

      მცირე ხნის შემდეგ მიქაელ პარეხელმა მოუწიდა თავისთან სერაპიონს, რადგან ეუწყა თავისი გარდაცვალების ჟამი და სურდა მანამდე ენახა მოწაფე. სერაპიონი და იოანე სწრაფადვე ეწვიენ მიქაელს, უამბეს მას მონასტრის ამბები და რამდენიმე ხანს დარჩნენ კიდეც მოძღვართან. ერთხელ, ხილვის შემდეგ მიქაელმა სერაპიონს უბრძანა უკან დაბრუნება, რადგან სამცხეში შფოთი და არეულობა იყო მოსალოდნელი, ხოლო იოანეს _ სხვა ადგილას წასვლა და ახალი მონასტრის შენება.

      სერაპიონი და იოანე უკანა გზაზე ცოტა ხანს ოპიზაში შეჩერდენ, შემდეგ კი ჩავიდნენ ყველის ხევში, სადაც ადგილობრივმა მკვიდრებმა მათ დახმარება სთხოვეს მონასტრის აშენებაში. სწორედ ეს იყო ის ადგილი, რომელზეც იოანეს მიუთითა მიქაელ პარახელმა იოანე აქ დარჩა და ააგო მონასტერი იოვანე-წმინდა.

      სერაპიონი კი დაბრუნდა ზარზმაში და შეიტყო მონასტრის დიდი მოამაგის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების ამბავი. დამწუხრებული სერაპიონი მეორე დღეს მივიდა გიორგის საფლავზე, ზანავის მონასტერში და დაიტირა მთავარი.

      ზარზმის მონასტერში ძმები მშვიდობიანად აგრძელებდნენ ცხოვრებას ღვთის სამსახურში. როდესაც მოახლოვდა სერაპიონის გადაცვალების ჟამი, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და დაუდგინა წინამძღვრად გიორგი. რამდენიმე დღეში სერაპიონი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით.

      სერაპიონის შემდეგ ზარზმის მესამე წინამძღვრის, პავლეს დროს (რომლის დროსაც დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა), ზარზმაში მოვიდა ბასილი, სერაპიონის უფროსი ძმის შვილი. ბასილმა შეამზადა ახალი ქვის ლარნაკი, რომელშიც ჩაასვენა თავისი ბიძის ნეშტი და დაასვენა ახალი ეკლესიის `საჩინოსა შტოსა~, ლარნაკზე აღმართა ჯვარი და კრებულის გადაწყვეტილებით დააწესა წმ. სერაპიონის ყოველწლიური ხსენების დღე - 29 ოქტომბერი.

      ცნობები სერაპიონ ზარზმელის შესახებ დაცულია მისი  ძმისწულის, ბასილ ზარზმელისსერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”. `ცხოვრების~ ტექსტმა მოაღწია ერთადერთი XVI -ის ხელნაწერით (A-69), რომელიც მოსე ჯანაშვილმა აღმოაჩინა და 1909 წელს გამოაქვეყნა სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს ცხოვრება ჩვენამდე არ შენახულა იმ სახით, რა სახითაც გამოვიდა მისი ავტორის, ბასილის ხელიდან. მოაღწია ტექსტის გადაკეთებულმა მეტაფრასულმა რედაქციამ, რომლის ავტორი უცნობია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზება, რომ მეტაფრასული რედაქცია XI -ზე ადრინდელი ვერ იქნება და რომ მეტაფრასს ძველი ცხოვრების ფაქტობრივი მხარე არსებითად არ შეუცვლია. ბასილ ზარზმელის მიერ დაწერილი ცხოვრების თარიღისა და, შესაბამისად, სერაპიონის ცხოვრების და მოღვაწეობის თარიღის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დათარიღების საფუძველია ტექსტში მოხსენიებული პირების და ფაქტების ქრონოლოგიური ლოკალიზაცია.

სასწაულები:

`სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში~ აღწერილია სასწაულები, რომლებიც სერაპიონმა აღასრულა როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ:

1. სამცხისა დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი შეჰპირდა სერაპიონს მონასტრისათვის ებოძებინა ის მიწა, რომლის შემოვლასაც სერაპიონი და მისი თანმხლებნი მოასწრებდნენ განთიადიდან მზის ჩასვლამდე. მეორე დღეს სერაპიონი, მისი ძმა იოანე და კიდევ ერთი ბერი, გიორგი ჩორჩანელის მიერ მიჩენილი მეგზურის თანხლებით გაემართენ ტერიტორიის შემოსავლელად. გზაში ორი მდინარის შესაყართან აგებულ წისქვილს გადაეყარენ (რომელსაც `საძმო~ ეწოდებოდა), საიდანაც გამოვიდენ უკეთური და ველური ადამიანები. ისინი აკავებდნენ სერაპიონს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენ. სერაპიონმა უწინასწარმეტყველა მათ, რომ მალე აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ეს ადგილი თავისი მკვიდრებითურთ. იმავე დღეს, შემოვლისას, სერაპიონი და მისი თანამგზავრნი სათაÃუეს ტბას მიადგნენ, რომელიც, მათი თანმხლები ადგილობრივი მკვიდრის სიტყვით, ყოფილა შფოთისა და დაპირისპირების ადგილი, რადგანაც მრავალი ნადირი მკვიდრობდა ამ ტბის გარშემო და ხშირად იკრიბებოდენ იქ მონადირენი, რომელნიც შფოთს ტეხდნენ. ამ ტბასთან მისულებს შემოხვდათ რამდენიმე კაცი, რომლებიც არ აძლევდენ სერაპიონს და მის თანმხლებთ გზის გაგრძელების უფლებას, რათა მათ არ დაეფრთხოთ ტბისაკენ მომავალი ნადირი, რომელსაც უკვე ელოდენ სანადიროდ გამზადებული მონადირეები. სერაპიონს და მის თანმხლებთ მოუწიათ უკან გამობრუნება და სხვა გზით წასვლა. მეორე დღეს კი, როდესაც სერაპიონს დასრულებული ჰქონდა შემოვლა და დაბრუნებული იყო თავდაპირველ ადგილას, შეიტყვეს ადგილობრივ მკვიდრთაგან, რომ ყოფილა ძლიერი მიწისძვრა, და განიპო კლდე ტბის დასავლეთით, დაიცალა ტბა წყლისაგან და წალეკა წყალმა წისქვილი, რომელიც მდინარეთა შესაყართან იყო, ხოლო ტბის ადგილას ლოდიანი ველი დარჩა. მაშინ ყველა მიხვდა, რომ ასე მიეგოთ საზღაური უკეთურ ადამიანებს, რომლებიც აფერხებდნენ სერაპიონს და მის მეგზურებს.

2. როდესაც დასრულდა ზარზმის ეკლესიის მშენებლობა, მიქაელ პარეხელმა თავისთან მოუწოდა სერაპიონს, რათა გამოეკითხა Mმისთვის მონასტრის ამბები. პარეხში მისულ სერაპიონს მიქაელმა მისცა გამხმარი ბაიას ტოტი და უბრძანა ეკლესიის მახლობლად მისი დარგვა. თუ ეს გამხმარი ტოტი გაიხარებდა (`განედლდებოდა~), ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ `ნაყოფიერებაÁ არს ადგილისა მის~ და სერაპიონს გულმოდგინედ უნდა გაეგრძელებინა მონასტრის მშენებლობა. მართლაც, დარგო სერაპიონმა ეს რტო ეკლესიის მახლობლად, მცირე დროის შემდეგ კი ამწვანდა ტოტი და ფოთლებით შეიმოსა. ამგვარად აღესრულა ღვთის სასწაული.

3. მიქაელის მონახულების შემდეგ პარეხიდან გამობრუნებულმა სერაპიონმა და მისმა თანმხლებმა ბერებმა შეიარეს ოპიზაში და იქ დაჰყვეს გარკვეული ხანი. ერთ დღეს იდგა სერაპიონი ეკლესიაში დურგლებთან ერთად მშვიდად და მორჩილად. დაინახა იგი ერთმა ამპარტავანმა კაცმა, ასე უხმოდ და თავმდაბლად მდგომარე, დაიწყო მისი გაკიცხვა და ამბობდა: `აი დიდი და განთქმული სერაპიონი, როგორ უსიტყვოდ და უხმოდ დგას და სრულიად არ იმსახურებს პატივისცემას~. უეცრად ყველას თვალწინ დაეცა ეს კაცი, გაუსივდა და გადმოუვარდა ენა, გადმოსდიოდა დუჟი და გორავდა მიწაზე. ვინც გაიგონა, თუU როგორ გმობდა იგი სერაპიონს, თქვა, რომ ღვთის სასჯელმა უწია. ხოლო კაცი გონს მოეგო და თუმცა ენით ვერ მეტყველებდა, შეუვარდა ფეხებში იქ მდგომ ბერებს და აღიარა თავისი შეცდომა. მაშინ ყველანი ერთად შეევედრენ სერაპიონს, რომ მიეტევებინა ცოდვა ამ კაცისათვის. სერაპიონმა უპასუხა, რომ შეუძლებელია მის გამო მომხდარიყო ეს ყოველივე, არამედ ეს ღვთის განგება იყო. ხოლო ბერები უფრო გულმოდგინედ სთხოვდენ. მაშინ სერაპიონმა დაიჩოქა და შესთხოვა ღმერთს იმ კაცის განკურნება, რომელიც ეშმაკმა აცთუნა. მაშინათვე დაუცხრა სნეულს ენა და განიკურნა.

4. სერაპიონი სასწაულებს აღასრულებდა არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც. მრავალი ადამიანი განიკურნა სენთაგან მისი დაკრძალვის ჟამს. როდესაც სერაპიონის ცხედარი დასვენებული იყო ეკლესიაში, მოვიდა ერთი სნეული კაცი, რომელსაც სისხლი სდიოდა სარცხვენელიდან და მძაფრი ტკივილით იკრუნჩხებოდა. მოეხვია ეს კაცი ტახტს, რომელზეც სერაპიონის იყო დასვენებული, და დაეცა როგორც მკვდარი. ხოლო ცოტა ხანში ყველას დასანახად წარსცვივდა ორი დიდი ქვა სარცხვენელიდან და სრულიად განიკურნა.

5. სერაპიონს დაემოწაფა ერთი კაცი, სოფელ ძარღუადან. ყოველდღე მოდიოდა ეს კაცი სერაპიონთან, სთხოვდა აღეკვეცა  იგი ბერად და მიეღო მისგან ევლოგია მონასტრისთვის. ხოლო სერაპიონი აჩერებდა მას და ეუბნებოდა, რომ ცოტა დაეცადა, რადგან ჯერ დრო არ იყო მოსული. სერაპიონის გარდაცვალებიდან მესამე დღეს მოვიდა ეს კაცი, დაიტირა სერაპიონი და როგორც ცოცხალს, საყვედურობდა, რომ მისი ხელით ვერ აღიკვეცა ბერად მაშინ ეკლესიის მნეთა მამასახლისის ბრძანებით აღკვეცეს იგი ბერად და დაბრუნდა ეს კაცი თავის სოფელში. როდესაც დაინახეს იგი თანასოფლელებმა ბერის სამოსით, შეცბნენ და მოისურვეს, რომ უარი ეთქვა ბერობაზე და კვლავ ერისკაცი გამხდარიყო, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მაშინ შეატყობინეს მის ბატონს ეს ამბავი, რადგანაც იყო კაცი მალემსრბოლი და ემსახურებოდა თავის ბატონს. როდესაც მიხვდა კაცი, რომ არ დაანებებდნენ თავის ნებაზე ყოფნას, შეკრიბა სახლში რაც კი შეეძლო მონასტრისათვის შესაწირად და უჩუმრად გაიპარა. დაადევნეს მას მდევრები, მაგრამ ვერ დაეწიენ. ხოლო როდესაც მონასტერში შევიდა, შეჰყვნენ მას მდევრები, სურდათ მისი შეპყრობა და შესაწირავის წართმევა. მაშინ კაცმა მიირბინა ეკლესიასთან და ხელსახოცში გამოკრული თავისი შესაწირავი შეაგდო სარკმელში, ხოლო მისი მდევრები დარჩენ გაწბილებულნი. შეევედრენ მდევრები გიორგი წინამძღვარს, რომ გაეღო მათთვის ეკლესიის კარი და შეეშვა შიგნით, რადგანაც სურდათ სერაპიონის წმ. ნაწილების თაყვანისცემა და ნახვა, თუ რა შესწირა ამ კაცმა მონასტერს. გაუღეს მათ კარი, მაგრამ როდესაც ეკლესიაში შევიდენ, ვერ იპოვეს ვერაფერი, თუმცა ეს შესაწირავი ყველას დასანახად შეაგდო კაცმა სარკმლიდან. განცვიფრდა ყველა და მიხვდენ, რომ ეს წმ. სერაპიონის მიერ აღსრულებული სასწაული იყო.

      6. ხოლო გიორგის გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვრად იკურთხა მიქაელი. სიკვდილის წინ უამბო მას მამა გიორგიმ, რომ ხილვით ეჩვენა წმ. სერაპიონი, რომელმაც უბრძანა ახალი ეკლესიის მშენებლობის დაწყება იმ კაცის შემოწირული სახსრებით და აუწყა, რომ შემოწირულობა დამარხულია მისი საფლავის ახლოს, ჯვარის ქვეშ. მართლაც დაიწყო მამა მიქაელმა ელესიის მშენებლობა და იპოვეს იმ კაცის  შემოწირული განძი, კვლავაც  მანდილში გამოკრული, იმ ადგილას, რომელიც ჩვენებით მიუთითა სერაპიონმა მამა გიორგის, ჯვრის ქვეშ. დაადგინეს ეს კაცი კალატოზთა გამგებლად და ძმათა იკონომისად. ხოლო როდესაც დაიხარჯა მის მიერ შემოწირული სახსრები, ეკლესია ნახევრად იყო აგებული, და იმ ადგილას ეკლესიის კედელში გამოაქანდაკეს წარწერა  `აქა დაილია საფასე ჩემი, სადა ესერა მდგომარე ვარ და მიტვირთავს ჯუარი ქრისტესი~. ხოლო სხვებიც გაიღებდენ შემოწირულობას და დასრულდა ეკლესიის მშენებლობა მამა მიქაელის შემდგომი წინამძღვრის, პავლეს დროს. და დაასვენეს იქ ფერისცვალების ხატი. ასე ახდა წმ. სერაპიონის წინასწამეტყველება იოანესათვის, რომ ბორცვზე აღეშენებოდა ეკლესია.

      7. როდესაც ბასილ ზარზმლის მცდელობით სერაპიონის წმ. ნაწილები ახალ ქვის ლარნაკში გადასვენეს, სოფლიდან, რომელსაც ეწოდებოდა ბობღა, მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წართმეული ჰქონდა თვალის ჩინი მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალი სტკიოდა და ამ თვალშიც ნელ-ნელა ჰკარგავდა მხედველობას. შეუვრდა ეს კაცი წმინდა ლარნაკს და მაშინათვე განიკურნა.

      “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბასილი ზარზმელს სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X -ის I ნახევარში (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ექ. თაყაიშვლი, . გაბიძაშვილი, . ცაიშვილი, . ვაჩნაძე, . ჭელიძე). შესაბამისად, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანად IX საუკუნე მიიჩნევა (ამგვარი დათარიღების ერთ-ერთ ძირითად არგუმენტს წარმოადგენს გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის `ცხოვრებებში~ მოხსენიებულ პირთა _ მიქაელ პარეხელის, გიორგი მაწყვერელის _ გაიგივება). თუმცა, არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ სერაპიონის ცხოვრებაში მოთხრობილია არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII სს-ების ამბები, შესაბამისად, სერაპიონს უნდა ეცხოვრა VI -ის ბოლოს ან VII -ის დასაწყისში, ხოლო ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს VII -ში (. ინგოროყვა, . კაკაბაძე, . ბოგვერაძე, . ჩხარტიშვილი, . პეეტერსი, . ჩუბინაშვილი, . ბერიძე). ამ დათარიღების საფუძველს წარმოადგენს ტექსტში დაცული მითითება, რომ სერაპიონის მოძღვარი მიქაელ პარეხელი იყო შიო მღვმელის მოწაფე. თუმცა, მკველვართა დიდ ნაწილს ეს ცნობა ანაქრონიზმად მიაჩნია. (ადრეული დათარიღების მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტია ტექსტში ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ხსენებისა და გრიგოლ ხანძთელის მოუხსენებლობა. განსხვავებულ დათარიღებას საფუძვლად უდევს აგრეთვე `ცხოვრების~ ტექსტში ნახსენები ოპიზის მონასტრის დაარსებისა თუ აღდგენა-განახლების თარიღის ხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მკვლევართა მიერ, ასევე ზარზმის ფერისცვალების ხატის წარწერის განსხვავებული დათარიღება და შესაბამისად, მასში მოხსენიებულ პირთა სხვადასხვაგვარი ქრონოლოგიური ლოკალიზაცია).

            . ჯანაშვილს ბასილ ზარზმელი VIII -ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი, ხოლო სერაპიონი VII-VIII საუკუნეების მიჯნისად. . ჯანაშია და . მელიქიშვილი მიიჩნევენ, რომ თხზულება VIII-IX სს-ების ვითარებას ასახავს.

            როგორც `ცხოვრების~ ტექსტიდან ირკვევა, ბასილი ზარზმაში მოსულა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ. ცნობები თავისი თხზულების დასაწერად აუღია სხვადასხვა წყაროდან: თვითმხილვეების და ოჯახის წევრთა მონათხრობებიდან; ბევრი მასალა მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს; ასევე უსარგებლია მიქაელ პარეხელის ცხოვრებით, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს ცნობები მიქაელის შესახებ და სერაპიონის ზარზმაში წარგზავნის შესახებ (`მიქაელ პარეხელის ცხოვრება~ ამჟამად დაკარგულია, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ `სერაპიონის ცხორება~ გვატყობინებს).

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. basilis zarzmeli, cxorebaÁ da moqalaqobaÁ RmerT-Semosilisa netarisa mamisa Cuenisa serapionisi, i. imnaiSvili, qarTuli enis istoriuli qrestomaTia, t. I, leqsikoniT, enis mimoxilviT da tabulebiT, nawili I, teqstebi da leqsikoni, Tbilisi, 1970, gv. 189-202 (SemoklebiT);

  2. cxorebaÁ da moqalaqobaÁ RmerT-Semosilisa netarisa mamisa Cuenisa serapionisi, Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, 1963, gv. 319-347;

  3. vaCnaZe, n., serapion zarzmelis cxovreba rogorc saistorio wyaro, Tbilisi, 1975, gv. 150-186 (imeorebs teqstis gamocemas wignSi: Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, 1963);

  4. Peeters, P., Histoires monastiques georgiennes. Octobris (die) XXIX. Vita et mores (viri) theophori beati patris nostri Serapionis, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1917-1919, p. 168-207 (laTinurad)

  5. Кекелидзе, К., Житие и деяния богоносного отца нашего Серапиона. Памятники древнегрузинской агиографической литературы, Тбилиси, 1956, стр. 76-100 (=etiudebi Zveli qarTuli literaturis istoriidan, XII, gv. 139-163); (rusulad).

  6. abulaZe i., ori geografiuli saxelis mniSvnelobisaTvis, saqarTvelos ssr mecnierebaTa akademiis moambe, t. IV, #8, Tblisi, 1943;

  7. beriZe, v., samcxis xuroTmoZRvreba (XIII-XV ss-ebSi), Tbilisi, 1955, gv. 91-137;

  8. bogveraZe anri, serapon zarzmelis “cxovrebis” TariRisaTvis, macne, els #3  , 1964, gv. 50-69;

  9. bogveraZe a.   isev "serapion zarzmelis cxovrebis" TariRis gamo.  saq-os feodaluri xanis istoriis sakiTxebi.  Tbilisi.  1986.

  10. goguaZe n. "serapion zarzmelis cxovrebis" teqstisa da enis sakiTxebi. filologiuri Ziebani.  I.  Tbilisi.  1964. (gavakeTe, enobrivi mimoxolvaa mxo lod)

  11. TayaiSvili, e., SeniSvnebi zarzmis eklesiisa da mis siZveleTa Sesaxeb, tfilisis universitetis moambe, I, tfilisi, 1919, gv. 105-124;

  12. ingoroyva p., giorgi merCule, 1954;

  13. kakabaZe, s., saistorio Ziebani, tf., 1924, gv. 54-55;

  14. kekeliZe korneli, adrindeli fodaluri qarTuli literatura  Tbilisi, 1935, gv. 99-143. igive:  etiudebi, t. XIV,  Tbilisi. 1986, gv. 48-91

  15. kekeliZe korneli, cxovreba Rirsisa miqel parexelisa (montaJi grigol   xanZTelisa da serapion zarzmelisa cxovrebaTa monacemebisa).  etiudebi.  Tbilisi.  13.  1974.  gv. 6-10

  16. kekeliZe k. Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980, gv. 539.

  17. CxartiSvili m.   "martviloba da moTmineba wmidis evstaTi mcxeTelisa". "cxovreba da moqalaqoba wmidisa serapion zarzmelisa" (wyaroTmcodneobiTi gamokvleva).  Tbilisi.  1994, gv. 54-83;

  18. WeliZe e. rodis daiwera `serapion zarzmelis cxovreba~? saRvTismetyvelo krebuli, I, 1991, gv. 188-214.

  19. javaxiSvili iv., Txzulebani 12 tomad, t. VIII (Zveli qarTuli saistorio mwerloba), Tbilisi, 1977, gv. 132-141,

  20. Чубинашвили Г., Грузинское чеканное искусство, 28-31;

 

 

 

moamzada lela xoferiam