მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

მანუჩარ I, ათაბაგი

XV-XVI . მიჯნა, სამცხის  ათაბაგი

 

      მანუჩარ ათაბაგი ყვარყვარე დიდისა და დედისიმედის მეექვსე ვაჟი, ისტორიას შემორჩა, როგორც აგარიანთაგან აწყურის ღვთისმშობლის ხატის დამხსნელი, სამცხის სამწყოს, მამულებისა და ეკლესია-მონასტრების დედასაყდართან დაბრუნების ინიციატორი.

      ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ სამცხის ათაბაგი გახდა ყვარყვარე III, რომელსაც აუჯანყდა ათაბაგობის მოსურნე მისივე ბიძა, მანუჩარი, და დაამარცხა კიდეც. 1515 წლის დეკემბერში სტამბულს აცნობეს: “სერასქესი მანუჩარი გახდა საქართველოს (=სამცხეს) ფადიშაჰიო”. მანუჩარის ათაბაგობას ადასტურებს ქართული საბუთებიცხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შლ 549, კათალიკოს ბასილისადმი პირობის წიგნი 1515 წლისა და მცხეთის საკათედრო ეკლესიისადმი დაქვემდებარებული სამცხის თავადებისა და მამულების სია. 1516 წლისა AAd 91. დამარცხებული ყვარყვარე შაჰ ისმაილთან გარბის დასახმარებლად, მანუჩარი კი იმედის თვალით ოსმალეთს შეჰყურებს. ასე დაუპირისპირა და ერთურთს შეახვედრა ირანი და ოსმალეთი სამცხის ტერიტორიაზე ათაბაგის ტახტისათვის ჯაყელების ოჯახის წევრებს შორის ატეხილმა ბრძოლამ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ირანისა და ოსმალეთის აქტიური ბრძოლის ხანა ამიერკავკასიაში. ორთავე სამცხის შინაურ საქმეებში ჩარევით და მისიმოწესრიგებითკმაყოფილდებოდა.

      ყვარყვარე III-ის დასახმარებლად შაჰი აგზავნის თავის სარდალს დივსულთან რუმლუს. მანუჩარს ზავი სურს, მაგრამ დივსულთანი არ თანხმდება და ათაბაგად ყვარყვარეს სვამს. დამარცხებული მანუჩარი ოსმალეთში გარბის. დახმარების თხოვნით ბაიბერდიდან შიკრიკს აგზავნის. თვითონ კი, სხვა ქართველ წარჩინებულებთან ერთად, დამასკოში ჩადის სულტან სელიმ I-თან. სელიმ I-მა 1516 წლის 10 დეკემბერს დივანი შეკრიბა და მანუჩარი საქართველოს (=სამცხე) ათაბაგად აღიარეს, (ფერიდუნ ბეგი). 1516-17 წლებშირაყიფებისამცხეში არიან და თადარიგს იჭერენ მოსალოდნელი ბრძოლისათვის. დახმარებას ერთი კვლავ ოსმალთაგან ელის, მეორე კი შაჰისაგან. საქართველოშიც თავიანთი მომხრეები ჰყავთ. ქართლის მეფე დავითი მანუჩარის მხარეზეა, იმერეთისა კი  _ ყვარყვარეს მხარეზე. ხოლო ათაბაგის სახლის ქვეშევრდომი აზნაურები გამარჯვების სასწორის გადახრის შესაბამისად იცვლიან პოზიციას. ოსმალური დოკუმენტების მიხედვით ბრძოლა ბიძა-ძმისშვილს შორის დიდ არტაანში მომხდარა 1517 წელს და ყვარყვარეს გაუმარჯვნია დივ სულთან რუმლუს დახმარებით. მაგრამ საპრსული წყაროების მიხედვით მანუჩარი შემდეგ წლებშიც პოლიტიკურ არენაზეა. იგი მეფე დავით X-სთან, ლევან კახთა მეფესთან და ყვარყვარესთან ერთად დივ სულთან რუმლუს ეახლა მორჩილება გამოუცხადა. ჩანს, ორივე _ მანუჩარიც და ყვარყვარეც ცდილობდნენ შაჰის გულის მოგებას. ასეა თუ ისე, 1516-1520 წლებში ორხელისუფლებიანობის ნიშნები არის, ეს კია, შერიფ ხან ბითლისი, ყაზვინი და ზეინალაბადი სეფევიდების კარზე მანუჩარსა და ყვარყვარეს არ ასახელებენ. მოგვიანებით ათაბაგის ტახტის ძიებაში ხელმოცარული მანუჩარი ბერად შემდგარა.

      “სჯულის საქმეებშიიგი მუდამ აქტიურად იყო ჩაბმული და ცდილობდა ზნეობრივ-სარწმუნოებრივი ძალის განმტკიცებას, მზეჭაბუკის მიერ მცხეთის საკათალიკოსო საყდრისაგან დროებით ჩამოშორებული სამცხის სამწყოს დედაეკლესიასთან დაბრუნებას. მის სახელს უკავშირდება 1516 წლით დათარიღებული პირობის წიგნი—AAd 519. სწორედ მანუჩართან შეთანხმების შემდეგ დაუსვამს კათალიკოსსშენდობისადაახსნილობისბეჭედი; ხოლო შეჩვენების ბეჭედი _ 1516 წელს (იხ. AAd 91.) მანუჩარმა მცხეთის საპატრიარქოსსაგონებლადდასამწყსოდსცნო მესხეთის 25 თავადი თავისი ადგილ-მამულებით. ასე გამოასწორა მან მზეჭაბუკისუგუნური საქციელი”.

      XV-XVI სს-ის მინაწერებში მანუჩარი არაერთხელ მოიხსენიება ლოცვით, როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატის დამხსნელიაგარიანთა ხელიდან”.

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, . IV, თბილისი, 1973.

2.     ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი /ქართლის ცხოვრება, II, თბილისი, 1959.

3.     ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო . კიკნაძემ, თბილისი, 1966.

4.     იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები კავკასიისა და საქართველოს შესახებ; თურქული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ, თბილისი, 1964.

5.     საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .IV, თბილისი, 1973.

6.     . აბულაძე, თურქული წყაროები XVI .-ის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თბილისი, 1993.

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ