მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იონა გედევანიშვილი (1737-1821 წწ).

XVIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მოგზაური.

 

 

      იონა გედევანიშვილი (ერისკაცობაში ივანე) კათალიკოს ანტონ I-ის მოწაფე და თანამოაზრე იყო. 1753 წელს 16 წლის იონა ანტონ I-მა იეროდიაკვნად აკურთხა. 1756 წელს იონა რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ანტონმა იონა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა, 1785 წლიდან კი იონა რუისის მიტროპოლიტი გახდა.

1780 წელს ერეკლე II-ის განჩინებით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელმაც იონას რაღაც დანაშაულისათვის ეპარქია ჩამოართვა, მღვდელმსახურება აუკრძალა და იძულებით გააწესა დავითგარეჯის უდაბნოში.. აქედან იონა იმერეთში გაიპარა, მაგრამ იგი იქაც არ შეიწყნარეს და თბილისში დააბრუნეს, სადაც ქაშუეთის ეკლესიის გალავანში მიუჩინეს საცხოვრებელი ბინა

თბილისიდან იონა გედევანიშვილი ახალციხეში გაიქცა, აქიდან სტამბულში (კონსტანტინოპოლში) ჩავიდა და შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შემოიარააღმოსავლეთის ქვეყნების პატრიარქებმა იონას მღველმთავრობის ხარისხი აღუდგინეს. ამის შემდეგ გედევანიშვილმა ევროპაში იმოგზაურა; გარკვეული ხნით დარჩა მოლდავეთში, სადაც თავად პოტიომკინის კარზე შეხვდა დიპლომატიური მისიით ჩასულ არქიმანდრიტ გაიოზს, ერეკლე II-ის ელჩს.

იონა გედევანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II- იონას რაღაც განსაკუთღებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა.

1792 წლიდან იონა კიევში ცხოვრობდა, 1795 წელს კი, სინოდის ნებართვით, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და ბინა დაიდო ჩუდოვის მონასტერში. იონა გარდაიცვალა 1821 წელს, ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში.  

თავისი ხუთწლიანი მოგზაურობა (1805-1810 წწ.) იონას აღწერილი აქვს თხზულებაში, რომლის სახელწოდებაცაა `მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა~. თხზულება სამოგზაურო ჟანრის წესების შესაბამისად არის აგებული. თავის ნაწარმოებში იონას არწერილი აქვს კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმი, ალექსანდრია, სინას მთა, ვენა, პოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები; ამ ქვეყნების მცხოვრებთა ზნე-ჩვეულებანი, ყოფა, ვაჭრობა. თავისი ერუდიციითა და სამეცნიერო ინტერესებით იონას შრომას გამორჩული ადგილი უკავია ამ ჟანრის ქართულ თხზულებათა შორის.

 

 

           წყარო და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, გამოც. პლ. იოსელიანის მიერ, თბილისი, 1852.

2.     . კეკელიძე, ქაღთული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1980, გვ. 385-386.

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ