მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე მანგლელი (იოსებ სააკაძე) 1666–1751 წწ.

საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 28 მარტი

 

 

                        წმ. იოანე მანგლელი, ერობაში იოსებ სააკაძე, დაიბადა 1666 წელსთავად გიორგი სააკაძის ოჯახში. წმ. მამა დავითგარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღიზარდა და ახალგაზრდობაშივე შეუდგა ბერულ ცხოვრებას. ძალიან მალე იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. წმ. იოანე ყოფილა გამორჩეულად სათნო, კეთილგონიერი და გულმოდგინე ბერი. იგი შემწეობას უწევდა ქვრივ-ობოლთ, უძლურთ და ღატაკთ. მოსავდა შიშველთ, კვებავდა მშივრებს, სნეულებს პატრონობდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა გაჭირვებულთ და გზას აცდენილთ.

                        წმ. მამა თავისი საღვთო ცხოვრებით ავრცელებდა ერში მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, იღვწოდა ხალხის ზნეობრივი და მორალური სრულ-ყოფილებისათვის. რითაც გახდა კიდეც ქრისტიანთათვის საყოველთაო მისაბაძ მაგალითად.

                        1717-1719 წელს, ქართლში ბაქარის გამგებლობის პერიოდში, წმ. იოანე ეპისკოპოსად აკურთხეს. Mმან თურქებისაგან განადგურებული მანგლისის ეპარქიის ეპისკოპოსობა მიიღო, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან ოსმალთაგან მანგლისის კათედრის დანგრევისა და ეპარქიაში ატეხილი დავის გამო იძულებული გამხდარა განმარტოებულიყო კახეთში ხირსის მონასტრის წინამძღვრად. ეს მონასტერი განთქმული იყო  სამისიონერო საქმიანობით. აქ მოღვაწე სასულიერო პირები თავდაუ-ზოგავად იბრძოდნენ ლეკთა შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად. ამ საქმეში  განსაკუთრებული წვლილი წმ. იოანესაც მიუძღვის.

                        1724 წელს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, რუსეთის გზას დაადგა მეფე ვახტანგ VI და მისი ამალა. ამ წელსვე საქართველო დატოვა წმ. იოანე მანგლელმაც თერთმეტი პირის თანხლებით და სამისიონერო მოღვაწეობა კავკასიის მთიანეთში გააგრძელა. პირველად იგი დარუბანდში ჩასულა. აქ მან თავისი ხელით ააგო და აკურთხა საყდარი. მოკლე ხანში წმ. იოანეს კრებული საგძნობლად გაიზარდა. წმ. იოანემ თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით ლეკთა ყურადღებაც მიიპყრო და ჩქარა მთელ ჩრდილო კავკასიაში მოეფინა ხმა ახალი მოღვაწის სიწმინდის შესახებ.

                        წმ. მამას ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის დიდი ნივთიერ შემწეობას უწევდნენ ვახტანგ VI და პეტრე დიდი.

                        იოანე მანგლელის მოციქულებრივი საქმიანობა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. სინოდის კურთხევითა და გენერალ-ფედმარშალ თავად დოლგორუკის დახმარებით წმ. იოანემ 1729 წელს ხის ეკლესიის ადგილზე ღვთისმშობლის სახელობის ქვის ეკლესია ააშენა. მანვე ააგო ტაძარი წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე.

                        1737 წელს წმ. იოანე მანგლელი ასტრახანში გადავიდა და სამების მონასტერში დადგა. მალე მან ასტრახანსაც დაამჩნია თავისი მოღვაწეობის კვალი და აქ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგო, რომელიც შემდგომ მონასტრად?? გადაკეთდა და  არქიმანდრიტად წმ. იოანეს მოწაფე დაინიშნა.

                        წმ. მამა ასტრახანიდან ყიზლარს გადავიდა. საქართველოდან გადასახლებული მართლმადიდებლებისთვის მან ყიზლარში ააგო ჯვართამაღლების ეკლესია და მასთან 1738 წელს, მქადაგებელთა მოსამზადებლად, არქიმანდრიტ დანიელის ხელშეწყობით სასწავლებელი დააარსა.

                        1743 წელს წმ. მამა მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი 1744 წლამდე დარჩა. აქ იგი დაუახლოვდა ქართველ სასულიერო მოღვაწეს იოსებ სამებელს. გარდაცვალებამდე მასთან მტკიცე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

                        წმ. იოანემ და იოსებ სამებელმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ სპეციალური მუდმივმოქმედი მისია კავკასიელ მთიელებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისათვის. მათ შეადგინეს პროექტი, რომელიც  იოსებ სამებელის ხელმოწერით წარუდგინეს წმ. სყნოდს. 1746 წელს წმ. სინოდმა დაამტკიცა ეს პროექტი. ამრიგად დაარსდა .. “ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია”, რომელსაც დაენიშნა ჯამაგირი და მიეცა საშუალება არსებობისა და მოქმედებისათვის. მისიაში გაერთიანებული იყო ქართული სამღვდელოება _ ზოგიერთი იოანე მანგლელის კრებულიდან, რომელთაც კარგად იცოდნენ ოსური ენა, ხალხის ზნე-ჩვეულება და მთის ქვეყნის თავისებურებანი. მისიის საქმეს განაგებდა და ხელს უწყობდა წმ. იოანე, მისიის არქიმანდრიტად ითვლებოდა პახომი, მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი იღუმენი და რამდენიმე მთავარდიაკონი.

ამ დროისათვის წმ. იოანე მანგლელს ყიზლარში, სადაც იგი მოღვაწეობდა, აუგია სახლი, გაუშენებია ბაღი, გაუჩენია სათევზო და სათიბავი მინდვრები.

                        წმ. იოანე და მისი მოწაფეები დაუცხრომლად და დაუღალავად ქადაგებდნენ, ასწავლიდნენ და ავრცელებდნენ ჩრდილო კავკასიის ხალხებში ქრისტიანობასმათ მრავალი ადამიანი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე, განსაკუთრებით ოსები.ამიტომ  წმ. იოანე სამართლიანად ითვლება ოსეთის ახალ განმანათლებლად.

                        მისმა დაუღალავმა მოღვაწეობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. წმ. იოანე მანგლელმა არქიეპისკოპოს იოსებ სამებელთან და არქიმანდრიტ ნიკოლოზ ქართველთან ერთად რუსეთის მთავრობას წარუდგინეს მოხსენებით ბარათი ოსებს შორის ქრისტიანობის აღდგენის შესახებ.

                        1751 წლის 28 მარტს ყიზლარში, 85 წლის ასაკში, წმ. იოანე მანგლელი მის მიერვე აგებულ ჯვართამაღლების მონასტერში გარდაიცვალა. მან ანდერძად დაიბარა, რომ დაესაფლავებინათ წმ. იოანე დავითგარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოში, მაგრამ საქაქართველოში გზის სიძნელისა და ნათლისმცემლის უდაბნოს დაცარიელების გამო, მისი თხოვნა ვერ იქნა შესრულებული. იგი ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს.

ერთი წლის შემდეგ, 1752 წელს, წმ. იოანეს ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს, თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს წმ. იოანე მანგლელის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევით და თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმინდანის ნეშტი სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს.

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1.        saqarTvelos centraluri saxelmwifo saistorio arqivi #1461 f42, f54, f55.

2.      Fh[bd cd8 Cbyjlf7 1725 u8 #192-193; 1745 u8  #289; 1749 u8  #247.

3.       L8Gehwtkflpt7 Uhepbycrbt wthrjdyst uel;fhs7 Nbakbc7 1881.

4.       s. barnaveli, saba tusiSvilis- “anderZisebri Ruwani”. qarTuli xelovneba, Tb. 1950.   

5.       eq. TayaiSvili, saqarTvelos siZveleni, II,  Tbilisi, 1909.

6.       p. ioseliani,  cxovreba giorgi XIII-sa, Aakaki gawerelias Sesavali werilebiTurT, redaqciiT da SeniSvnebiT, Tbilisi, 1936.

7.       p. karbelaSvili, Zv, anCisxatis taZari q. tfilisSi, Tbilisi, 1902.

8.       k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria, I, Tbilisi, 1960.

9.       k. kekeliZe, Zv, qarTuli literaturis istoria, II, Tbilisi, 1982.

10.    o. kasraZe, qarTuli sabeWdi wigni, Tbilisi, 1973.

11.     T, Jordania, mTavarepiskoposi ioseb samebeli da qarTuli stambis saqme XVIII s. “iveria”, 1884, #2-3.

12.    T. Jordania, qronikebi, III, 1967.

13.    r. fircxalaiSvili, ioseb tfileli da misi “ did mouraviani”, Tbilisi, 1978.

14.    m. qavTaria, daviT garejis literaturuli skola, Tbilisi,  1965.

15.    qarTuli wigni, I, Tbilisi, 1941.

16.    m. SaorSaZe, wm. ioane mangleli (saakaZe) Tbilisi,  2000.

17.  G8<enrjd,R, Butkob, Vfnthbfks lkz yjdjq bcnjhbb Rfdrfpf7 CG,7 1869.

18.  G8 Bjctkbfyb8 Jgbcfybt lhtdyjcntq Nbakbcf7 Nbakbc7 1846.

19.  G8 BjctkbfybRhfnrfz bcnjhbz Uhepbycrjq wthrdb7  1843.

20.  Gentdst pfgbcrb Lfutcnfyf71861- 1862.

 

 

 

 

 

 

moamzada ana baqraZe