იოსებ
სამებელი
(ქობულაშვილი)(1676–1750)
ქართველი
სასულიერო
მოღვაწე,
მესტამბე.
იოსებ
სამებელი
კახეთის
განათლებულ
თავადურ
გარემოში
აღიზარდა.
მისი
მამა,
კახეთის
მდივანმწიგნობართუხუცესი
თავადი
თამაზ
ქვაბულისძე
პოეტიც
იყო.
იოსების
პაპას,
სვიმონ
ქვაბულისძესაც,
მდივანმწიგნობართუხუცესის
თანამდებობა
ეპყრა.
იოსების
ბიძაშვილი
ფილიპე
მღვდელი
მესტამბე
იყო,
და
–
იღუმენია
თინათინი.
მისი
ძმისწული
–
ავთანდილ
(ათანასე)
ქობულოვი,
მოსკოვის
ქართული
კოლონიის
წევრი
იყო
და
შემდგომში
ქართველ
ჰუსართა
პოლკში
ჩაირიცხა,
სადაც
სეკუნდ-მაიორად
მსახურობდა.
იოსებმა
მოღვაწეობა
დაიწყო
შიომღვიმის
მონასტერში.
XVII
საუკუნის
დასასრულს
იგი
მონასტრის
წინამძღვარი
იყო.
1705
წელს
პატრიარქმა
დომენტიმ
იგი
ეპისკოპოსად
აკურთხა,
ხოლო
1709
წელს
მიიღო
სამების
ეპარქია,
რომელსაც
განაგებდა
1723
წლამდე.
Cოსმალების
შემოსევის
დროს
სამების
ტაძარი
და
ეპარქია
ოსმალება
აიკლეს.
იოსებმა
დატოვა
თავისი
საწმყსო,
ამავე
წლებში
წილკნის
ეპარქია
და
მთავარეპისკოპოსის
ხარისხი
მიიღო.
წილკნის
ეპარ-ქიას
იგი
1729-1730
წლებამდე
განაგებდა,
ამ
დროს
კვლავ
დაიძაბა
მდგომარეობა
საქართველოში,
ოსმალებმა
მოკლეს
კახეთის
მეფე
კონსტანტინე
(მამადყულიხანი)
და
ააოხრეს
ქართლ-კახეთი.
ამ
არეულობის
დროს
წილკნის
ეპარქიას
დიდი
ზარალი
მიადგა.
იოსებმა
კვლავ
დატოვა
თავისი
სამწყსო
და
1731
წელს
რუსეთს
გაემგზავრა
რათა
მოწყალება
შეეგროვებიმა
დაზარალებული
ქართული
ეკლესია-მონასტრების
აღსადგენად.
რუსეთში
იოსები
33
კაციანი
ამალით
გამგზავრებულა.
დარიალის
ხეობაში
თავს
დასხმიან
ჩეჩენ-ლეკები,
მგზავრები
გაუძარცვავთ,
ზოგი
მათგანი
დაატყვევეს,
ზოგიც
მოკლეს.
სამებელს
მოუკლეს
ძმისწული
კონდრატი,
თვითონ
იგი
დაატყვევეს.
17 დღის
განმავლობაში
ლეკებს
ჯაჭვით
ჰყოლიათ
დაბმული.
ამ
ამბავმა
როგორღაც
მოსკოვსა
და
პეტერბურგში
მყოფ
ქართველებამდე
მიაღწია.
ვახტანგ
VI-მ
და
იქ
მყოფმა
ქართველობამ
იშუამდგომლეს
მთავრობის
წინაშე
და
გაათავისუფლეს
იოსები.
ტყვეობიდან
გამოხსნილი
სამებელი
მისულა
ჯვარის
ციხეს,
იქ
დაუსაფლავებია
თავისი
ძმისწული
და
გამგზავრებულა
მოსკოვს,
სადაც
1732
წელს
ჩააღწია.
Mმცირე
ხანს
დაბინავდა
ვორონეჟის
მონასტერში,
ვახტანგის
შუამდგომლობით
სინოდმა
მას
ჯამაგირიც
დაუნიშნა.
1733წელს
სამებელი
მიიწვიეს
ნევსკის
ლავრაში
გარდაცვლილ
ჰერცოგ
მეკლენბურგ
შვერინის
საფლავზე
მლოცველ-მწირველად.
1734
წლის
22 მაისს
იმპერატრიცა
ანნა
იოანეს
ასულის
ბრძანებით,
იოსებ
სამებელი
ნოვგოროდის
მიტროპოლიტის
თეოფანე
პროკოპოვიჩის
თანაშემწედ
დააწინაურეს
და
ამავე
დროს
პირველი
ხარისხის
იურიევის
ანუ
წმინდა
გიორგის
მონასტრის
წინამძღვრობა
უბოძეს.
ამ
დროიდან
შეუდგა
იოსებ
სამებელი
საქართველოს
ეკლესიისათვის
სასარგებლო
საქმეთა
კეთებას.
პირველ
რიგში
იგი,
როგორც
იმდროინდელი
მრავალი
მოღვაწე,
პირველი
რიგის
ამოცანად
მიიჩნევდა
ქართული
სტამბის
გამართვას.
იოსები
ცდილობდა
ქართული
სტამბა
მოეწყო
მოსკოვში,
მით
უფრო
რომ
ვახტანგის
ჲშემდეგ
თბილისში
სტამბის
მუშაობა
შეწყდა.
ასეთივე
სურვილი
ჰქონდა
ბაქარ
ბატონიშვილსაც,
მაგრამ
სტამბის
დაარსებასა
და
წიგნების
ბეჭდვის
საქმეს
თანხის
უქონლობა
აბრკოლებდა.
დარეჯანის
სტამბა
პატარა
იყო
და
სრულებით
არ
კმაროდა
მათი
სურვილის
განხორციალებისათვის.
იოსებ
სამებელმა
3-4 წლის
განმავლობაში
თავისი
სამსახურით
მოახერხა
საკმაო
თანხის
მოგროვება
სტამბის
დასაარსებლად
და
წიგნების
ბეჭდვის
დასაწყებად.
ამ
საქმის
შესრულება
იოსებმა
მიანდო
თავის
ახლო
ნაცნობსა
და
სანდო
პირს,
მღვდელმონაზონ
ქრისტეფორე
გურამიშვილს.
მანაც
1737
წელს
სამებელის
ხარჯით
შეიძინა
დარეჯან
ბატონიშვილის
სტამბა,
ტექნიკურად
გააუმჯობესა
და
საკმაოდ
კარგად
მოწყობილი
სტამბა
გამართა.
სტამბის
ზედამხედველობა
ებარა
ქრისტეფორე
გურამიშვილს.
იოსებს
უნდოდა
მოსკოვს
გადასვლა,
რათა
სტამბისათვის
ეხელმძღვანელა,
მაგრამ
სინოდმა
არ
გაათავისუფლა
იმ
მიზეზით,
რომ
ნოვგოროდის
კათედრაზე
ყოფილი
მიტროპოლიტის
(თეოფანე
პროკოპოვიჩის)
გარდაცვალების
შემდეგ
ახალი
მიტროპოლიტის
დანიშვნამდე
მისი
მოვალეობა
იოსებს
უნდა
შეესრულებინა.
სამებელის
სტამბის
გამართულ
მუშაობაზე
ზრუნავდნენ
მოსკოვში
დამკვიდრებული
ქართველები
ბაქარ
ბატონიშვილის
თაოსნობით.
ამ
დროისათვის
დღის
წესრიგში
იდგა
ქართული
ბიბლიის
ბეჭდვის
საქმე
(რომლის
რედაქტირება
არჩილმა
დაიწყო).
ასევე
სურდათ
დაებეჭდათ
სახარება,
სამოციქულო,
დავითნი,
ჟამნი,
ლოცვანი,
კონდაკი,
კურთხევანი,
ტიპიკონი,
სვინანქარი,
თვენი,
პარაკლიტონი,
მარხვანი,
ზატიკი.
1739-1740
წელს
ბაქარმა
შეკრიბა
რუსეთში
მყოფი
ქართველი
სამღვდელოება
და
ერთად
იმსჯელეს
ქართული
წიგნების
ბეჭდვის
საკითხებზე.
ბაქარმა
სამღვდელო
პირებს
შესთავაზა
დასაბეჭდად
განზრახული
წიგნების
რედაქტირება,
ხოლო
საგამომცემლო
საქმე
მთლიანად
უნდა
ჩაებარებინათ
მთავარეპისკოპოს
იოსებისათვის.
1740
წელს
ბაქარმა
სინოდს
აცნობა
ქართველ
სამღვდელოთა
კრების
გადაწყვეტილება
და
ითხოვა
სამებელის
მოსკოვში
გადმოყვანა.
1740
წელსვე,
სინოდის
ბრძანებით,
იგი
მართლაც
გადაიყვანეს
მოსკოვის
ზნამენის
მონასტერში,
რომლის
არქიმანდრიტადაც
იგი
დარჩა
გარდაცვალებამდე
(1750).
მას
შემდეგ,
რაც
სამებელი
მოსკოვს
გადმოვიდა,
უპირველეს
საქმედ
ქართული
დაბადების
დაბეჭდვა
იქცა.
აღსანიშნავია,
რომ
ამ
წიგნის
დასაბეჭდად
სტამბა
დროებით
გადატანილი
იქნა
ბაქარის
ბინაზე
დაბა
ვსეხსვიატსკოეში
ანუ,
როგორც
თვით
წიგნშია
მოხსენიებული,
@”დაბასა
სესვენწკისასა,
მოსკოვის
ახლოს”.
იმჯამად
სტამბის
ოსტატები
იყვნენ:
ქრისტეფორე
გურამიშვილი,
ბაქარის
კარის
მღვდლები
ფილიპე
და
დავითი.
სტამბის
ზედამხედველად
და
მეურნედ
დაინიშნა
ვახტანგ
მეფის
ყოფილი
მდივანმწიგნობარი
მელქისედეკ
კავკასიძე.
“დაბადების”
ბეჭდვაში
მონაწილეობას
იღებდნენ
ბაქარი
და
ვახუშტი
ბატონიშვილი.
თუმცა
ამ
წიგნის
დაბეჭდვამდე
მისი
სერიოზული
სწორება
მოუწია
იოსებ
სამებელს
_ მან
ქართული
ტექსტი
შეუდარა
ებრაულ,
სირიულ,
ბერძნულ
და
სლავურ
ტექსტებს.
“დაბადების”
რედაქტირება
დასრულდა
1742
წლის
დამლევს,
მაგრამ
მისი
ბეჭდვა
ნაწილ-ნაწილ
დაიწყო
და
1743წლის
1 მაისს
უკვე
სრულად
იყო
დაბეჭდილი.
ცნიბილია,
რომ
სამებელმა
კიდევ
მრავალი
საეკლესიო
წიგნი
დაბეჭდა,
მაგრამ
მისი
სხვა
გამოცემები
არ
შემორჩენილა.
1744
წელს
სინოდის
ნებართვით
იოსებმა
დაბეჭდა
იოანე
დამასკელის
‘მიუწევნელობისათვის
ღვთისა”.
1744
წელს
იგი
დაახლოვებია
ქართველ
მისიონერს
იოანე
მანგლელ
ეპისკოპოსს.
მათი
დიდი
მეცადინეობით
დაფუძნდა
მუდმივი,
განუწყვეტელი
მისია
ქრისტიანობის
აღსადგენად
კავკასიელ
ხალხთა
შორის.
მოსკოვში
მათ
ამ
დიდი
საქმისათვის
პროექტი
შეადგინეს,
ეს
პროექტი
სამებელმა
საკუთარი
ხელმოწერით
წარადგინა
წმინდა
სინოდის
წინაშე.
1746
წელს
სინოდმა
ეს
პროექტი
მოიწონა.
ამის
შედეგად
დაარსდა
ე.წ.
ოსეთის
ქრისტიანობის
აღმდგენელი
კომისია,
რომლსაც
ჯამაგირს
უხდიდნენ.
კომისიაში
შეიყვანეს
ქართველი
სამღვდელოებაც.
მისიის
უფროსი
იყო
იოანე
მანგლელი.
ყიზლარში,
სადაც
იოანე
უკანასკნელ
დროს
დამკვიდრდა,
აშენდა
სახლი
მისიისათვის,
გაშენდა
ბაღები,
გაჩნდა
სათევზაო
და
სათიბავი
ადგილები.
იოსებ
სამებელი
ამ
დროს
საკმაოდ
მოხუცებული
იყო.
1749
წელს
მან
საქართველოში
დაბრუნება
გადაწყვიტა,
რათა
აქ
გაეტარებინა
უკანასკნელი
წლები.
Aამის
თაობაზე
1749
წლის
ივნისში
თხოვნით
მიმართა
სინოდს,
გაეთავისუფლებიათ
იგი
და
ნება
მიეცათ
ყიზლარში
წასვლისა
და
იოანე
მანგლელთან
დარჩენისა
“მიზეზისათვის
ღრმა
სიბერისა”.
სინოდმა
ნება
დართო,
მაგრამ
სამებელმა
1750
წლის
3
ივლისამდე
გამგზავრება
ვერ
მოახერხა.
თან
იახლა
თავისი
ბიძაშვილები
არქიმანდრიტი
ეფთიმე
და
მესტამბე
მღვდელი
ფილიპე,
და
_
თინათინი
(იღუმენიად
ყოფილი
ქართველ
მეფეთა
მიერ
მოს-კოვში
დაარსებულ
ნოვინის
დედათა
მონასტერში
) და
ძმისწული
_
ავთანდილ
ქობულოვი.
იოსებმა
საქართველოში
ვერ
ჩააღწია,
1750
წელს
1
სექტემბერს
იგი
სარატოვში
გარდაიცვალა.
თანახმად
მისი
ანდერძისა,
დაკრძალეს
ასტრახანის
საკათედრო
ტაძარში.
მისი
ქონება
_
მოსკოვიდან
წამოღებული
ქართული
სტამბა
და
სახარება
შესწირეს
დავით
გარეჯის
იოანე
ნათლისმცემლის
მონასტერს,
ერთი
ვერცხლის
საცეცხლური
_
ალავერდის
ტაძარს,
პირადი
წიგნები
კი
თავისი
დი,
თინათინისათვის
დაუტოვებია.
wyaroebi da samecniero literatura:
xenawerTa institutis dokumenti Ad-1344;
Fh[bd cd8 Cbyjlf7 l. 256,1732 u. l. 302, u.1734. l.301, u.1734. l. 303, u.1734. l. 283, u.1745. l. 247, u.1749.
1. oTar kasraZe, Zveli qarTuli nabeWdi wigni, Tbilisi, 1973w.
2. k. kekeliZe, Zveli qarTuli literaturis istoria,t 1-2. Tbilisi, 1980-1981 ww.
3. z. WiWinaZe, vaxtang VI da sxvaTa Sroma qarTuli stambis winaSe, Tbilisi, 1916w.
4. qarTuli wigni, t1.1941w.
5. Tedo Jordania, mTavarepiskoposi ioseb samebeli,qarTuli stambis saqme XVIIIsaukuneSi/iveria, 1884w #2-3.
6. Tedo Jordania, mokle istoriuli gamokvleva/ iveria, 1885w #10.
7. d. kariWaSvili, qarTuli wignis beWdvis istoria XVII-XVIIIs, Tbilisi,1929w.
8. G8 Bjctkbfyb7Jgbcfybt lhtdyjcntq Uhepbb7 Nbakbc, 1845.
9. G8<enrjd, vfnthbfks lkz yjdjq bcnjhbb Rfdrfpf7c1722 gj1803 ujl8 x8 Cg, 1869.
moamzada ana baqraZem