მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი VII

ბაგრატ V-ის ძე, ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში.

 

გიორგი VII-ის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ-ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ V-ის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა.

გიორგის გამეფებიდან მეორე წელს (1394) თემურ-ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში, ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსო შერეფ ად-დინი თავისი მბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიაობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს.

თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მანშემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგიერთი ადგილი ააოხრაო. ცხადია, თოღთამიში საქართველოსა და დაღესტნის მმართველებთან შეუთანხმებლად ასეთ ლაშქრობას ვერ მოაწყობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ თემურ-ლენგმა   დარიალის ხეობის ჩაკეტვა და თოღთამიშისათვის გზის შეკვრა მოინდომა.

1398 წელს თემურ-ლენგი ინდოეთისაკენ დაიძრა. კავკასიის ხალხებმა დრო იხელთეს და თათრების ბატონობისაგან გათავისუფლება სცადეს. ამ ბრძოლის მეთაური იყო საქართველოს მეფე გიორგი VII. კავკასიაში ლაშქრობების დროს ნახჩევანში ერთადერთი ციხე _ ალინჯადარჩა, რომელიც თემურმა ვერ აიღო. ამ ციხეში იყო გამოკეტილი ჯალაირიანთა დინასტიის უფლისწული თაჰერი, საიდანაც იგი განაგრძობდა მედგარ წინააღმდეგობას. თემურმა ინდოეთში წასვლის წინ ალინჯის ციხის ალყა თავის ძეს მირანშაჰს გადააბარამირანშაჰის სარდალმა ციხეს მაღალი კედელი შემოავლო და დარაჯად დაუდგა, რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო და ვერც ვერავინ შესულიყო ციხეშიდა აი, გიორგი VII- და მისმა მოკავშირეებმა მიზნად დაისახეს ციხეში შეღწევა და იქ მყოფთა სურსათით და იარაღით მომარაგება. გიორგის ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ იყო გათვლილი. ჯალაიარიანები საქართველოს საიმედო მოკავშირეები უნდა გამხდარიყვნენ თემურის მემკვიდრეების წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგიმ თავი მოუყარა ქართულ ჯარს, ჩამოიყვანა მეომრები ჩრდილოეთი კავკასიიდან  და ნახჩევანისკენ დაიძრა. ქართველებმა და მისმა მოკავშირეებმა მოალყე თათრები სასტიკად დაამარცხეს და განდევნეს ნახჩევანიდან. უფლისწული თაჰერი გიორგიმ გამოიყვანა ციხიდან და საქართველოსკენ გამობრუნდა. “გიორგი მეფემ განილაშქრა ალინჯას ყოვლითა სპითა: ქართლ-კახელთა, ლიხთ-იმერელთა, მესხთა და შირვანელთაშეერთებული ჯარითო. “...მივიდა ალინჯას და დახოცა ლაშქარი და გამოიყუანა ძე სულტანისა, შეყენებული ციხესა ალინჯასსა... აღხოცნა მხედარნი თემურ ყაანისა და მოვიდა გამარჯვებული”(ძეგლი ერისთავთა).  ეს ამბავი თავრიზში შეატყობინეს თემურ-ლენგის ძეს, მირანშაჰს. იმან დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა ალინჯისაკენ. ქართველები უკვე შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც თავრიზიდან წამოსულ მონღოლთა ლაშქარს გადააწყდნენ. ქართველებმა მონღოლები ამჯერადაც სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს.

ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულ თემურ-ლენგს კავკასიის საქმეები არეული დახვდა. თემური ამ ამბავს ვერ შეურიგდებოდა და საგულდაგულოდ მოემზადა საქართველოზე სალაშქროდ.  1399 წელს თემურ-ლენგის ურდოები შეესივნენ ჰერეთ-კახეთს. დიდთოვლობის მიუხედავად, ბრძოლა მთელ თვეს გაგრძელდა. ქართველები თავგანწირულად იცავდნენ თავს, მაგრამ მტრის მრავალრიხოვნება თავისას შვრებოდა. ჰერეთის მმართველი ხიმშია ჯარითა და აყრილი მოსახლეობით ტყეს შეეხიზნა, მათი სახლ-კარი და მეურნეობა კი მტერმა გაძარცვცა და გადაწვათემურ-ლენგის ბრძანებით ჭრიდნენ თუთისა და ნიგვზის ხეებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს, ბოსტნებს, ანგრევდნენ სალოცავებს სასახლეებს, ციხეებს, ერეკებოდნენ  საქონელს. ამასობაში დიდთოვლობამ მოუსწრო ლაშქარს, ცხენების საკვები გამოელიათ და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო წლის გაზაფხულზე თემური კვლავ მოუბრუნდა საქართველოს. თემური უზარმაზარი ლაშქრით ბარდავის გზით საქართველოში შეიჭრა. გიორგი მეფეს ელჩის პირით და მორჩილება სულთან აჰმედ ჯალაირის შვილის თაჰერის გადაცემა მოსთხოვა. გიორგი მეფეს ორივე მოთხოვნაზე გამომწვევი პასუხი შეუთვლია. ხოლო თაჰერის, შესახებ უთქვამს: “არ არის ჩვენი ნათესავთ წესი, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე მივსცეთო”. სპარსული წყაროს მოწმობით, თემურ-ლენგისმძვინვარების ალი უფრო აბრიალდა ურწმუნო გიორგის უგუნური გულადობის გამო”(ნიზამ ად-დინი). ამის შემდეგ თემურმა თავის ლაშქარს უბრძანასაღვთო ომად მკლავი აღემართათ ბოროტსა და ცთომილ ხალხზე, მათი სადგომ-საცხოვრებელი გაენადგურებინათ, ხოლო ხეები და ყანები ძირიანად ამოეთხარათ მოსული ნაყოფითა და მოწეულ თავთავიანად” (ნიზამ ად-დინი). 1400 წელს ასეთი მოწოდებით შემოესია თემურის ლაშქარი საქართველოს. გიორგი მეფემ გოგჩის ტბის მიდამოებში გაუმართა ბრძოლა. ქარიან ამინდში გიორგის ისე განულაგებია ჯარი, რომაყრიდა მტუერსაა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა”. ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს, ურიცხვიმოსრეს პირითა მახვილისათა”, მაგრამ მათ სიმრავლეს არაფერი აკლდებოდაო, - მოგვითხრობსახალი ქართლის ცხოვრების ავტორი”. საღამოჟამს, როდესაც მეომრები დაიღალნენ, თემური ახალ რაზმებს თავად  წარუძღვა და იერიში მიიტანა დამაშვრალ ქართველებზე. ქართველებმა ვღარ გაუძლეს შემოტევას და უკუიქცეს. თემურის ლაშქარი ქვემო ქართლს მოედო, შემდეგ თბილისისკენ წამოვიდა. თემურმა აიღო თბილისი და ახლო მდებარე ციხეები, შემდეგ მუხრანის ველზე დაბანაკდა. აქედან ქსნის ხეობას. შიდა ქართლში მარბიელი რაზმები დაგზავნა. თემურმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა გიორგი მეფეზე. გიორგი მეფე გორში იყო. თემურის ლაშქარი გორშიც მივიდა და მიწასთან გაასწორა გორის ციხე. გიორგი მეფეს ძამის ციხეში  მოუსწრია გამაგრება. თემური აქაც დაედევნა მეფეს და ძამის ციხეს ალყა შემოარტყა. შვიდდღიანი ალყის შემდეგ ციხე დაანგრიეს. ციხეში მყოფებმა გიორგის მეთაურობით ხმალდახმალ გააპეს ალყა და გაქცევა მოახერხეს. ამის შემდეგ გიორგი სავანეთის ციხეში გამაგრებულა. მტერი ფეხდაფეხ მისდევდა გიორგის. ამ ციხესაც იგივე ბედი ეწია. გიორგიმ ისევ გაარღვია ალყა და თანმხლები პირებითურთ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ქართლში დარჩენილმა თემურის ლაშქარმა ააოხრა თეძმისა და არაგვის ხეობები, გზაზე დაანგრიეს ციხეები და გადაწვეს ეკლესიები. შემდეგ თემური სამხრეთისაკენ იხევს კოლას საძოვრებისაკენ, სადაც ბანაკად იდგა. აქედან ტაოში, ფანასკერტის მიდამოებში გაგზავნა სარდლები იქაური ქრისტიანი მოსახლეობის დასასჯელად.

თემურის ქართლიდან წასვლის შემდეგ გიორგი დასავლეთ საქართველოდან ბრუნდება და იწყებს სახელმწიფო საქმეების მოგვარებას. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო დვალეთში ლაშქრობა, რადგან დვალები ვირშელ ერისთავს იმ დროს აუჯანყდნენ, როცა მტერი ქართლში იყო შემოსულითემურ-ლენგმა ამ დროს სომხეთში სივასის ციხე აიღო და არნახული სისასტიკით გაუსწორდა ციხის მცველებს, შემდეგ ეგვიპტისაკენ დაიძრა, იქიდან ბაღდადისაკენ. სწორედ ამ დროს ჯარი ორად გაჰყო და ერთი ნაწილი კვლავ საქართველოსკენ გამოგზავნა. გიორგი მეფემ ამჯერად მტერს მოციქულები შეაგება და ზავი შესთავაზასაქართველოს ელჩობას კონსტანტინე ბატონიშვილი (კონსტანტინე I) ხელმძღვანელობდა.  1401 წლის სექტემბერში კონსტანტინე პირადად შეხვდა შამქორში დაბანაკებულ თემურ-ლენგს. ზავის პირობები შემდეგი იყო: 1. საქართველო კისრულობდა ყოველწლიურად ხარკის გადახდას; 2.გამოიყვანდა გარკვეული რაოდენობის ჯარს თემურის ომებში საბრძოლველად; 3.საქართველოს არ უნდა ჩაეკეტა გზები; 4. ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმები; 5.ქართველებს თავიანთი ქრისტიანული წესები მუსლიმთა ქვეყნებში არ უნდა შეესრულებინათ; 6. თემურ-ლენგს სამხედრო ძალა აღარ უნდა გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ;

მიუხედავად ზავის, მომდევნო წელს თემურ-ლენგმა 25 ათასიანი ჯარი შეუსია თორთუმის ციხეს, რომელშიც 200 “ურჩიქართველი ყოფილა გამაგრებული და უარს აცხადებდა ხარკის გადახდაზე.

1402 წელს, შემოდგომის პირზე, ოსმალეთთან წარმატებული ომის შემდეგ თემური უკვე მერვედ შემოიჭრა საქართველოში. სპარსული წყაროები ამ ლაშქრობის მიზეზად ასახელებენ გიორგი მეფის მიერ ზავის პირობების შეუსრულებლობას. გიორგი მეფემ დამპყრობელს კვლავ თავისი ძმა კონსტანტინე შეაგება საჩუქრებით და ხელახლა დაზავება შესთავაზათემურმა არ შეისმინა გიორგის თხოვნა და ლაშქარი შეუსია ქვეყანას. ამ ლაშქრობის დროს აიღეს მიუვალი ბირთვისის ციხე. ამის შემდეგ თემურმა დასავლეთ საქართველოშიც ილაშქრა. ამ მხარეში დაახლოებით 700 სოფელი ააოხრეს თათრებმა. ხშირი ტყეები და ჭაობიანი  ნიადაგი აბრკოლებდა ჯარის გადაადგილებას. ზამთარი ახლოვდებოდა და გზების შეკვრის საშიშროება ექმნებოდა უზარმაზარ ჯარს. თემურის სარდლობა გრძნობდა გახანგრძლივებული ლაშქრობის უაზრობას და ურჩევდნენ თავიანთ მბრძანებელს დაზავებოდა გიორგი მეფეს. ამჯერად თემური იძულებული გახდა თვითონ ეთხოვა ზავი. ადრე მიღებულ საზავო დადგენილებებს შეემატა პუნქტი, რომელშიც თემური ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს.

1405 წელს თემურ-ლენგი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა ძალაუფლებისათვის. ჰულაგუნიანთა ირანის მემკვიდრეობაზე ერთმანეთს ეცილებოდნენ თემურის შვილიშვილებიკავკასიის ხალხებმა ამ ვითარებით ისარგებლეს და იწყეს ბრძოლა თემურიდთაგან განთავისუფლებიათვის.

იმერეთიდან დაბრუნებული გიორგი მეფე დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას შეუდგა. ჯერ ქვეყნიდან გარეკა თათრები, შემდეგ შეტევაზე გადავიდა და მოსაზღვრე მხარეებიდანაც დაიწყო მათი განდევნა. ამას მოწმობს 1405 წელს გიორგის წარმატებული ლაშქრობები ნახჩევანსა და განჯაში. არსებობს ცნობა, რომ გიორგის თათრები შეუვიწროებია ანისსა და არზრუმში, და თავრიზამდეც ჩასულა. თემურის შვილიშვილმა ომარმა, ირანის მმართველმაჯარი შეკრიბა და კავკასიაში, ალატაღში, დაბანაკდაგიორგი მოულოდნელად დაესხაAთავს და თავრიზისაკენ გადარეკა მტერი. ამასობაში თემურის მემკვიდრეებს კავკასიაში ბატონობაზე შავბატკნიანი თურქმანები ეცილებიან. საქართველო ახალი საფრთხის წინაშე დადგა.

გიორგი მეფე გარდაიცვალა 1407 წელს, ვახუშტის ცნობით, იგი დაიღუპა ნახიდურთან შემოსეულ თურქმანებთან ბრძოლაში, თუმცა წყაროთა შეჯერება ჰბადებს ეჭვს, რომ იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა (თავაძე). 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრების გაგრძელება/ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დაადგინა ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1959;

2.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973.

3.     თომა მეწოფელი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარი დაურთო პროფ. . მელიქსეთ-ბეგმა, ტფილისი, 1937.

4.     მიქელ პანარეტოსი, ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა, თითოეულმა როგორ, როდის და რამდენ ხანს იმეფა, გეორგიკა, . VII, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1967.

5.     . კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, საისტორიო მოამბე, თბილისი, 1925, ნაწ.II;

6.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, . III, თბილისი, 1982.

7.     . ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბილისი, 1974.

8.     . კაციტაძე, საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1975.

9.     .თავაძე, გიორგი VII-ის გარდაცვალების თარიღის შესახებ, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები,”უნივერსალი”,თბილისი, 2008.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ