მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                  

 

 

 

ბაგრატ V

გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილი, ძე დავით VII-ისა, ერთიანი საქართველოს მეფე 1360-1393 წლებში.

 

ბაგრატ V-ის  შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემონახული. ბიზანტიელი ავტორი  მიქელ პანარეტოსი და ანონიმი სომეხი მემატიანე განსაკუთრებით აქებენ მის სამხედრო ნიჭსა და ღვაწლს, თუმცა, კონკრეტულად, რომელი ბრძოლა გადაიხადა ბაგრატმა თემურ-ლენგის შემოსევებამდეცნობილი არ არის

ბაგრატ V-  პირველ მეუღლესთან, ელენე დედოფალთან, ორი ძე ჰყავდა: გიორგი და კონსტანტინე. 1366 წელს ელენე დედოფალი შავ ჭირს ემსხვერპლა. 1367 წელს ბაგრატმა იქორწინა ტრაპიზონის კეისრის ასულ ანაზე. მისგან შეეძინა ვაჟი დავითი და ერთი ასული

XIV საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება კავკასიის ქვეყნებს ახალი რისხვა მოევლინა თემურ-ლენგის სახით. თემურ-ლენგი (1336-1405), ბარლასთა გათურქებული მონღოლური ტომის წარმომადგენელი, მონღოლთა იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა და სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც ამ გზაზე წინ გადაეღობებოდა. თემური თავის მთავარ მეტოქედ თვლიდა ჩრდილოეთის ურდოს ყაენს თოღთამიშს, რომელთან ბრძოლასაც მან თითქმის 15 წელი შეალია. თემურთან განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ თოღთამიში კავკასიონის უღელტეხილებისა და დარუბანდის  გადმოვლით ჩრდილოეთ ირანს შეესია, რომელსაც თემური თავის სამფლობელოდ თვლიდა. თოღთამიშის დევნამ თემური 1386 წელს საქართველოში მოიყვანა. მის მიზანს, როგორც ჩანს, კავკასიონის უღელტეხილების ხელში ჩაგდება და მათი მფლობელების დამორჩილება შეადგენდა.

ამ დროს საქართველოს საზღვრებში აღარ შემოდიოდა ნახჭევანი, გარნისი და კარი. თემურმა სწორედ ეს გამაგრებული პუნქტები აიღო და საქართველოში შემოსასვლელად საუკეთესო პლაცდარმები დაიჭირა. 1386 წლის გვიანი შემოდგომით, უჩვეულო ყინვების დროს, თემური ჯავახეთის გავლით თბილისს მოადგა. თბილისი კარგად იყო გამაგრებული და დაცული, ამიტომ თემური საგულდაგულოდ მოემზადა მის ასაღებადქალაქისაკენ მიმავალი გზები შეკრა, ირგვლივ საბრძოლო მანქანები, მათ შორის ცეცხლმსროლელი რანდანდაზები განალაგა და პირადად ჩაუდგა სათავეში შეტევას. ამ დროს ბაგრატ მეფე თბილისის ციხეში იყო გამაგრებულითბილისის ალყის დროსსანამდის ქალაქის გალავანი არ  აეღოთდღეში ორჯერ-სამჯერ ქართველნი გამოვიდიან და წაუშენდიან თურქთა. შეიქნებოდა ომი და ცემა. მრავალს ნავნებს უზემდეს თურქთა და ისრევე ქალაქში შევიდიან” (ფარსადან გორგიჯანიძე). თბილისისათვის ბრძოლას დიდი მსხვერპლი ახლდა, განსაკუთრებით მომხდურთა მხრიდან. “და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროსად მოსწყდეს სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისა” (ქართლის ცხოვრება). საბოლოოდ მტრის სიმრავლემ და საბრძოლო ტექნიკამ თავისი ქნა _ თემურის რკინისჩელტებაფარებული მეომრები ქალაქის გალავანზე გადავიდნენ. ქალაქი დაეცა.  1386 წლის 21 ნოემბერს თემურ-ლენგი თბილისში შევიდა, მეფე-დედოფალი და მათი ვაჟი დავითი ტყვედ აიყვანეს. მოსახლეობა _ ზოგი დახოცეს, ზოგი ტყვედ წაასხეს.   ქალაქი პირწმინდად გაძარცვეს _ მრავალ ძვირფასეულობასთან ერთად თემურ-ლენგს თბილისიდან წაუღია სამეფო ბიბლიოთეკაც.

ამ გამარჯვების აღსანიშნად თემურ-ლენგს და მის სარდლობას ყარაიას ველზე დიდი ნადირობა გაუმართავს.

ამის შემდეგ თემური აგრძელებს სვლას კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და გზადაგზა მუსრს ავლებს მოსახლეობას. აქაური ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადაურჩა მტრის რისხვას. მისი მმართველი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი წინ მიეგება თემურს ძვირფასი ძღვენით და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. ბაგრატ მეფე თავისი ცოლ-შვილით თემურს თან მიჰყავდა.

გამოსაზამთრებლად თემური ყარაბაღში დაბანაკდა. აქ მან ბაგრატ მეფე იხმო და გამაჰმადიანება მოსთხოვა. თემურ-ლენგის მეხოტბე მემატიანის, შერეფ ად-დინის გადმოცემით, ბაგრატ მეფეს თანხმობა განუცხადებია და თემურისათვის ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნია. თემური ბაგრატის მიმართ ნდობით განმსჭვალულა და მეფე საქართველოში დაუბრუნებია. ამ ამბის გაგრძელებას  მოგვითხრობს XIV-XV საუკუნეების სომეხი მემატიანე თომა მეწოფელი, რომელსაცახალი ქართლის ცხოვრებაც იმეორებს”:  “ეშმაკის სიბოროტით აღსავსეთემურმა აიძულა ქართველთა მეფე გამდგარიყო, მაგრამ ქართველთა მეფემ, აღივსო რა სულიწმიდის სიბრძნით, მოატყუა იგი (თემური) და სთქვა: მომეც მე დიდი ჯარი, რათა წავიდე ქართლში, დავიჭირო მთელი ის ქვეყანა და თქვენს რჯულზე მოვაქციოო”.

თემურმა მართლაც გაატანა ბაგრატს 12 ათასიანი ჯარი ქართველების გასამაჰმადიანებლად. ხოლო ბაგრატმა ეს ამბავი ფარულად თავის ვაჟებს შეატყობინა, რომლებიც ვიწრო ხეობაში ჩაუსაფრდნენ მტერს და ერთიანად ამოწყვიტესამ  ამბავს, რასაკვირველია, თემურ-ლენგის მრისხანე შურისძიება მოჰყვა. 1387 წლის გაზაფხულზე თემურ-ლენგი მეორედ შემოიჭრა საქართველოში. საქართველოს სამეფო კარი ამას მოელოდა და მომზადებული დახვდა მტერს. მოსახლეობა მთებში იყო დახიზნული. ქართული ჯარი ბაგრატისა და გიორგის წინამძღოლობით მტერს მტკიცედ დაუხვდა, თუმცა, რიცხოვნობამ თავისი გაიტანა _ “სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნიდა ქართველები მიუვალ მთებში გაიხიზნენ. სწორედ ამ დროს კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთში თოღთამიში გამოჩნდა თავისი ჯარით. თემურს უკვე საქართველოსათვის აღარ ეცალა და აქაურობას რამდენიმე წლით გაეცალა. ბაგრატ მეფე 1393 წელს გარდაიცვალა. საქართველოს ტახტზე ავიდა მისი ძე გიორგი VII.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. qarTlis cxovrebis gagrZeleba/qarTlis cxovreba, II, teqsti daadgina yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilma, Tbilisi, 1959; 
  2. Toma mewofeli, somxuri teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali werili da komentari daurTo prof. l. meliqseT-begma, tfilisi, 1937.
  3. miqel panaretosi, ambavi trapizonis mefeebis didi komnenosebisa, TiToeulma rogor, rodis da ramden xans imefa, georgika, t. VII, teqstebi qarTuli TargmaniTurT gamosca da ganmartebebi daurTo simon yauxCiSvilma, Tbilisi, 1967.
  4. s. kakabaZe, farsadan gorgijaniZis istoria, saistorio moambe, Tbilisi, 1925, naw.II;
  5. The Zafarnamah by Maulana Sharafuddin Ali of yazd, edited by Maulawi Muhammad Ilahdad, vol.I, Calcutta, 1887.
  6. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t. III, Tbilisi, 1982.
  7. k. tabataZe, qarTveli xalxis brZola ucxoel dampyrobTa winaaRmdeg XIV-XV saukuneTa mijnaze/ saqarTvelos istoriis narkvevebi, t.III.

 

moamzada mzia surgulaZem