მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი IX

ქართლის მეფე 1525-1527 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე.

 

      1525 წელს დავით X- ტახტი მიატოვა დაიქმნა მონაზონ”, მეფობა თავის ძმას გიორგის გადასცა. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ეს არჩევანი დავითმა ნებაყოფლობით გააკეთა, თუმცა, მთლად ნათელი არ არის, რატომ მიატოვა დავითმა მეფობა არა თავისი ძის, არამედ ძმის სასარგებლოდგიორგიმ სულ ორი წელი იმეფა და თვითონაც ნებაყოფლობით დაუტევა მეფობა და ტახტი თავის ძმისწულს, კანონიერ მემკვიდრეს, ლუარსაბს (ლუარსაბ I) გადასცა.

      ვახუშტის გიორგის მშვიდობისმოყვარეს  უწოდებს, რომელმაც  მოახერხა კეთილი ურთიერთობების დამყარება იმერთა და კახთ მეფეებთან, ათაბაგთანგორგის მეფობას დროს უკავშირდება ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომლის შესახებ ცნობა დაცულიაახალ ქართლის ცხოვრებაში” (პირველი ტექსტი) და ვახუშტი ბაგრატიონთან. საქმე ეხება სამი ქართველი მეფის: გიორგი IX-ის, ბაგრატ III იმერთა მეფის და ლევან კახთა მეფის ერთობლივ ლაშქრობას იერუსალიმშიხონთქრისმოწოდებით. როგორც ცნობილია, 1517 წელს ოსმალებმა თავად დაიპყრეს იერუსალიმი, ამდენად გაუგებარია, ვის წინააღმდეგ აამხედრა სულთანმა ქართველი მეფეები. ამ ფრიად უცნაურ ფაქტს ვახუშტი შემდეგნაირად გადმოგვცემს: “... წარმოევლინა სულტანს სულეიმანს სამთA ამათ მეფეთა დესპანი: გიორგის ქართველთა, ბაგრატ იმერთა და ლევან კახთასა: “რამეთუ ადგილი სჯულისა თქუენისა იერუსალიმი დაიპყრეს უსჯულოთა, აწ მიმინიჭებიეს თქუენდა, მოვედით და განასხენით იგინი და დაიპყრენით თქუენდა” (ვახუშტი,400). ქართველი მეფეები სიხარულით დათანხმებულან, მათ ყვარყვარე ათაბაგიც შეერთებია და ქართველთა მხედრობა იერუსალიმში ჩასულაქალაქის მისადგომებთან ქართველებმა სძლიეს დამხდურს, რომლის ვინაობას მემატიანე არ ასასახელებს, შევიდნენ ქალაქში და განდევნეს მოწინააღმდეგე. ამის შემდეგმადლიერმა ხონთქარმაქართველებს დაუბრუნა წმინდა ადგილები: “საფლავი ქრისტესი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვრის მონასტერი და სხუანი მონასტერნი”.

      ვახუშტი ბაგრატიონი ცდილობს ახსნა მოუძებნოს ქართველი მეფეებისადმი ოსმალო სულნის კეთილგანწყობას: “ესე ჰყო ხონთქარმან, რამეთუ ბრძოდა დასავლით; მეორედ, ვინაÁთგან შიხის ძე ყეენი და იგი მტერობდნენ; რათა ამით დაიპყრას მან ყოველი საქართველო და არა მიერთნენ შიხსა” (ვახუშტი, 400). ამრიგად, ეს ლაშქრობა, თუ იგი მართლაც სიმართლეს შეესაბამება, ოსმალთა ხელისუფლებამ თავისი მოწინააღმდეგე პარტიის დასამარცხებლად გამოიყენა

      1627 წელს გიორგი გადადგა ტახტიდან და მეფობა ლუარსაბს დაუთმო. 1540-იანი წლებიდან იგი ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და ბერად აღიკვეცა გერასიმეს სახელით.

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ახალი ქართლის ცხოვრება/ ქართლის ცხოვრება, II,. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1959.

2.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება, IV,. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973.

3.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, 1973,

4.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორის IV,

5.     . გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე, .IV, 1973.

 

მოამზადა მზია სურგულაძემ