მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

    გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811)

ქართლ-კახეთის სამეფოს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში.

 

გარსევან ჭავჭავაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქვეყნისათვის უაღრესად რთულ და გარდამტეხ პერიოდშიირან-ოსმალეთის აგრესიისაგან თავის დასაღწევად და შემდგომი განვითარებისათვის სრულიად აუცილებელი მშვიდობის მისაღწევად ერეკლე II- 1783 წელს რუსეთის სახელმწიფოსთან დადო ტრაქტატი, რომლის დიდი იმედიც ჰქონდათ საქართველოში რუსეთის ორიენტაციის მომხრეებს, თუმცა ამ დოკუმენტის პირობები უხეშად დაირღვა და 1801 წელს საქართველო რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. ამ დრამატულ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა გარსევან ჭავჭავაძე, როგორც ერეკლეს ერთგული მოკავშირე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში.

 გარსევან ჭავჭავაძე ცნობილი დიდგვაროვანი ოჯახის, სამოხელეო არისტკრატიის შთამომავალია. მის მამას რევაზს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ერეკლეს ბრძანებით ებოძა წინანდლის ზვარი (1750 წლის სიგელი). გარსევანის ბიძა და მამა ყაზახის მოურავები იყვნენ.

ბავშვობაში გარსევანს მძიმე ავადმყოფობა გადაუტანია. მას მამა ადრე გარდაცვლია და ერეკლე II-ის მუდმივი მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი მეფის ეშიკაღასბაში ხდება. მან ბევრი მამული და ყმა შეიძინა, მამულებს მეფისგანაც იღებდა წყალობად.

გარსევანს კარგი განათლება მიუღია; იგი შესანიშნავად იცნობდა ქართულ მწერლობასა და ლიტერატურას, წერდა ლექსებს.

     გარსევან ჭავჭავაძეს, როგორც ერეკლეს მომხრეთა მთელ დასს, კარგად ესმოდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის საჭიროება. ამას ემსახურებოდა ერეკლეს საშინაო პოლიტიკა, რამაც გარკვეული წინაპირობები შექმნა ქვეყნის განვითარებისათვის, მაგრამ გარეშე მტრული ძალებისაგან თავის დაღწევა შეუძლებელი ჩანდა ერთმორწმუნე რუსეთის დახმარების გარეშე, რომელსაც თავის მხრივ საკუთარი ინტერესები ჰქონდა კავკასიაში.

1783 წელს მომზადდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რაშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ იოანე კომსტანტინეს ძე მუხრანბატონი და გარსევან ჭავჭავაძე, რუსეთის მხრიდან კი გენერალი პავლე სერგის ძე პოტიომკინი. ამავე წლის მაისში ერეკლეს უკვე ხელთ ჰქონდა ტრაქტატის პროექტი. რუსეთში ელჩებად დაინიშნენ იოანე მუხრანბატონი და გარსევან ჭავჭავაძე. 19 ივლისს მათ უკვე პირველი აუდიენცია ჰქონდათ პოტიომკინთან. ტრაქტატს ხელი მოეწერა 24 ივლისს. გარსევანმა გამოსათხოვარ სიტყვაში ასე მიმარტა პოტიომკინს: “ დაე, გააგრძელოს აღურაცხელი წლები ყოვლად უავღუსტესი თვითმპყრობელისა, რომელმაც აღამაღლა ქართველთა მეფისა და სამეფოს დიდება” (. ცქიტიშვილი).

ტრაქტატის რატიფიკაციის წინ გარსევან ჭავჭავაძე საიმპერატორო კარზე  ქართლ-კახეთის მინისტრად აღიარეს (ტრაქტატის პირობების თანახმად). პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდში გარსევანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს _ ორივე მხარეს დაეცვა ტრაქტატის პირობები, ყოველმხრივ დაეახლოვებინა ეს ორი ქვეყანა. იგი თავდაპირველად ამიერკავკასიის საკითხების ინფორმატორი იყო იმპერატორის კარზე. 1785 წლიდან უკვე Aაშკარად ჩანდა, რომ რუსეთი არ ასრულებდა მიცემულ პირობას საქართველოს წინაშე. დაეჭვებული გარსევანი არქიმანდრიტ გაიოზს წერდა ამ პერიოდში: “ასე მგონია, აქაური და მადაური რჩევაც სხვადასხვა იყოს. მად რო ვიყავ, სხვა რიგად ვხედავდი და ახლა სხვა რიგად ვხედავ” (საქ. ცსსა, . 1449)

გარსევანი საქართველოს ინტერესებს შეძლებისდაგვარად იცავდა იმპერატორის კარზე, მას შეეძლო თავისი საკუთარი შეხედულებები გამოეტქვა და რჩევებიც მიეცა მეფისათვის. იგი 1785 წელს ერეკლეს აფრთხილებდა რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი ომის შესახებ, აგრეთვე რუსეთის ჯარების დამატებითი პოლკების შეყვანის შესახებ საქართველოში და სხვ.

გარსევანის პოლიტიკური ორიენტაციის და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების მისეული ხედვის შესახებ საინტერესო მასალას შეიცავს ელჩის საიდუმლო წერილები ერეკლესადმი.

1788 წელს გარსევან ჭავჭავაძე სამშობლოში დაბრუნდა. მის მაგივრად რუსეთში ელჩად დაინიშნა სულხან თუმანიშვილი. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის ინიციატივით ივერიელ მეფე-მთავართა სამხედრო კავშირის გაფორმების შემდეგ გარსევანი ფაქტიურად უკვე იმერეთ-ამერეთის წარმომადგენლად იგზავნება ეკატერინე II-ის კარზე. მას უნდა დაერწმუნებინა რუსეთის მთავრობა, რომ საქართველოში ჯარი გამოეგზავნა აღამაჰმად-ხანის მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად. ამ მიმართულებით ერეკლეს და მის ერთგულ ემისარს მცდელობა არ დაუკლიათ, მაგრამ განსაცდელში ჩავარდნილ მოკავშირეს დიდმა ქვეყანამ ხელი არ გაუწოდა.  1795 წელს აღამაჰმად-ხანმა თბილისი მაინც აიღო.

გარსევანის მესამე ელჩობა რუსეთში 1797-1799 წლებს მოიცავს. ამ დროს ტახზე პავლე I-ია. ქართლ-კახეთის ელჩი ისევ ცდილობს 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე დაითანხმოს იმპერატორი. ამჯერად იმპერატორი დათანხმდა რუსთა ჯარების თბილისში დატოვებაზე.

რუსეთის პასიურობამ საქართველოს მიმართ დიდი განსაცდელის  დროს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართლ-კახეთის პოლიტიკურ წრეებში. ქართველი დილომატები საგარეო კურსის გადასინჯვას ითხოვდნენ.

1798 წელს გარდაიცვალა ერეკლე და გიორგი XII– განუახლა რწმუნების სიგელი გარსევან ჭავჭავაძეს. გიორგიმ განაახლა ქართველ მეფეთა მცდელობა, შეენარჩუნებინა სამეფო ტახტი. ამასთან მოითხოვდა საქართველოში მუდმივად 3000 ჯარისკაცის დარჩენას, ერეკლესათვის ეკატერინე II-ის მიერ ნაწყალობევი არტილერიის გადმოცემას, წმინდა ნინოს ჯვრის საქართველოში დაბრუნებას, სომხებისა და ასირიელებისათვის საქართველოში დასახლების უფლებას და სხვ. გიორგიმ სამხედრო დახმარების მიღების შემდეგაც ვერ გაართვა თავი ქვეყანაში შინაურ წინაარმდეგობებს და 1800 წელს საგანგებო ელჩობა გააგზავნა რუსეთში, რათა ეს უკანასკნელი ქართლ-კახეთს შინაგან მმართველობაშიც Uუშუალოდ დახმარებოდა. გარსევანი ამ ელჩობაშიც შედიოდა.

გარსევან ჭავჭავაძე იმ დასს ეკუთვნოდა, რომელიც კარგად ხედავდა ქვეყნის უძლურებას და ამის მიზეზებს,; ის რუსესთთან მტკიცე კავშირის მომხრე იყო და ეს ორიენტაცია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ეგულებოდა.

1802 წელს გარსევანი თბილისში დაბრუნდა. მას ზარზეიმით დახვდნენ ყაზახის აღალარები. 1803 წელს იგი დაამტკიცეს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად. იგი ამ დროისათვის უკვე რუსეთის მმართველობის ფარული ზედამხედველობის ქვეშაა. საქართველოს ყოფილი მმართებელი კოვალენსკი 1803 წელს აცხადებდა, რომ გარსევანი მოქმედებდა ხალხის ასაღელვებლად და დიდი გავლენა ჰქონდა აჯანყებულებზე.

1804 წელს გარსევანის ვაჟის ალექსანდრეს მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობამ კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. 1805 წელს ალექსანდრე, გენერალ ციციანოვის დიდი მცდელობითგადაასახლესგარსევანი გაჰყვა ტამბოვში თავის შვილს. 1806 წლიდან იგი ისევ პეტერბურგშია, ხოლო 1811 წლის 7 აპრილს გარსევანი გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

 

 

wyaroebi da samecniero literatura: 

  1. ioane batoniSvili, kalmasoba, t.I, k. kekeliZis da al. baramiZis redaqciiT, Tbilisi, 1936;

  2. al.j. orbeliani, irakli II SviliSvilis T. al-. jambakur-orbelianis dRiuridan/kvali, 1985, #39;gv.3;

  3. misive, aRamahmad-xanis Semoseva q. tfilisSi/ moambe, 1985, #8, gany.II;

  4. s. maRlakeliZe, masalebi al. wavWavaZis biografiisaTvis, saistorio moambe, 2, Tbilisi, 1949;

  5. z. cqitiSvili, garsevan wavWavaZis saxelmwifo moRvaweoba, Tbilisi, 1982;

  6. s. kakabaZe, garsevan WavWavaZis moxseneba erekle mefisadmi/ saistorio moambe, w.I, Tbilisi, 1925;

  7. misive, qalaq tfilisis aRwera 1803 wlisa/ saistorio moambe, w.II,  Tbilisi, 1925;

  8. i. cincaZe, 1783 wlis mfarvelobiTi traqtati, Tbilisi, 1960;

  9. i. cincaZe, aRamahmad-xanis Tavdasxma saqarTveloze, Tbilisi, 1963;

  10. p. ioseliani, cxovreba giorgi mecametisa, ak. gawerelias redaqciiT, Tbilisi, 1936;

  11. moambe 1894, #1; gany. II.

  12. masalebi saqarTvelos istoriisaTvis, Sekrebili batoniSvilis daviT giorgis-Zisa dam is Zmebisa m. janaSvilis gamocema, Tbilisi, 1905.

  13. Н. Дубровин, История войны и владычества русских на Кавказе, т2.СП-б,1886.

  14. О. Маркова, присоединение Грузии к России в 1801 гв Журн, Историк-Марксист, 1940 №3.

  15. Н. Павлов-Сильванский, Г.Чавчавадзе, Русский биографический словарь, СПб, 1905.

  16. Берже, Присоедтнение Грузии к России 1799-1831. историческое исследование, Журн, Русская старина, 1880, т.28,№№5-7.

  17. Акты, собнанные Кавказской археографической коммисией, т.1,2.

  18. П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803, ч.1-3, СПб, 1869.

  19. З.Авалов, Присоединение Грузии к России, СПб, 1906.

 

 

 

moamzada Tamar abulaZem