მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით IV კათალიკოსი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1443/47-1459 წლებში

 

            XV საუკუნის მეორე ნახევიდან შეუნელებელი სისწრაფით მიმდინარეობდა  ერთიანი საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესი. ეს პროცესი, დაწყებული ჯერ კიდევ მონღოლთა ბატონობის ხანაში, .. ძლიერ მეფეთა ენერგიული ჩარევებით და ეკლესიის მონოლითურობის წყალობით დროდადრო უკუიქცეოდა  ხოლმე (უფრო დაწვრილებითდაშლისპროცესების გამომწვევ მიზებსა და ხასიათზე იხ. სტატიები: ბაგრატ II იმერთა, იგივე ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI, აგრეთვე იოვაკიმე ცაიშელ-ბედიელი. იქვე წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა).    

            საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნებისათვის ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად რჩებოდა ეკლესია, რომლის წიაღში ხედებოდა სწავლა-განათლების შეძენა, ეროვნული საეკლესო მწერლობის განვითარება, ცოცხალი სიტყვით მრევლთან ურთიერთობა, დაბოლოს, წყევა-შეჩვენება. ეკლესია ყველა ამ საშუალებას იყენებდა, რასაც ხანგრძლივმოქმედი შედეგი ჰქონდა მაშინაც კი, თუ გარეშე თუ შინაური პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ საქართველოს ცალკეული კუთხეების ერთმანეთისაგან მოწყვეტას.

            ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგენი ერთინი საქართველოს მეფეს სამცხე-საათაბაგოს ათაბაგების, ჯაყელების სახით ჰყავდა. XIV საუკუნიდან იწყებენ ათაბაგები სამთავროს ეკლესიის გამოყენებას პოლიტიკურ იარაღად. მათ თვითნებურად, განუზომლად გაზარდეს აწყურის ეპისკოპოსის უფლებები _ მას, მცხეთის კათალიკოსის გვერდის ავლით, აკურთხევინებდნენ ანტიოქიის პატრიარქებს, ხოლო მაწყვერელი, თავის მხრივ, უკვე სამთავროს დანარჩენ ეპისკოპოსებს მცხეთაში აღარ უშვებდა და თვითონ აკურთხებდა. საქართველოს კათალიკოსები ასეთი მოვლენის აღმოსაფხვრელად ურჩ მღვდელმთავრებს წყევა-შეჩვენებით ემუქრებოდნენ და ასეთი შემთხვევებისათვის საგანგებოდ შემუშავებულ იურიდიულ დოცუმენტს, “ფიცის წიგნებსადებინებდნენ.

            კათალიკოს დავით IV-ის დროს ამავე გზას დაადგა ათაბაგი ყვარყვარე დიდი (1451-1498) (ეს ის ყვარყვარეა, რომელმაც დიდი ენერგია შეალია გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლას და ამით საკუთარიწვლილიშეიტანა სართველოს დაშლაში). მან კათალიკოსის დაუკითხავად ჩამოართვა მცხეთის ტახტს მის დაქვემდებარებაში მყოფი ვარძიის მონასტერი მისი კუთვნილი ტერიტორიით. დავით კათალიკოსის კურთხევის გარეშე, მაწყვერლის ხელდასხმით, მწყსიდნენ კუმურდოს და ანჩის ეპისკოპოსები. ადგილობრივ ეკლესიებში წირვა-ლოცვის დროს აღარ მოიხსენიებოდა საქართველოს მეფე და პატრიარქი. დავითი თვითონ ჩასულა სამცხეში დასაფარისა თავსაშეუჩვენებია განდგომილი სამღვდელოება.  “შეჩვენებაძალიან მკაცრი სასჯელი იყო, შეჩვენებულ მღვდელმთავრებს ერთმეოდათ მღვდელმსახურების უფლება და უზიარებლობაც ემუქრებოდათ. საინტერესოა ისიც, რომ შეჩვენების ცერემონიალი დავითს ჩაუტარებია ღია ცის ქვეშ, როგორც ჩანს იმის გამო, რომ სამცხის მოსახლეობაში ამ მოვლენას ცხოველი ინტერესი გამოუწვევია (შარაშიძე).

            დავითის ამ ღონისძიების შედეგად სამცხის მაღალმა სამღვდელოებამ იწყო მცხეთაში ჩასვლა და კათალიკოს დავითისათვის ფიცის წიგნების დადებაასეთწიგნებშიჩამოთვლილი იყო კონკრეტული მღვდელმთავრის ვალდებულებანი: არ დამორჩილებოდა ყვარყვარეს (ან სხვა მთავარს), სამთავროში არ შემოეშვამცბიერიბერძენი მღვდლები დაცრუ წინასწარმეტყველნი”, მცხეთის კათალიკოსის გარდა არავისგან არ მიეღო კურთხევა, იქნებოდა მეფისა და საქართველოს კათალიკოსის მლოცველი და რომ არ შეიწყნარებდა კათალიკოსიისაგან შეუწყნარებელ მღვდელს.

            დავითი კათალიკოსოსობის დროინდელი საბუთების მიხედვით მცხეთის საკათალიკოსო საყდარს შეწირულებათა გზით შემატებია სოფლები: გომნი, ქვეში, ქრცხინვალში და ერგნეთში მოსახლე ყმები დასხვ.

 

 

 

 

 

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II, გამოსაცემად მოამზადეს . კლდიაშვილმა და .სურგულაძემ, თბილისი, 1993, გვ. 13.

2.         . ლომინაძე, XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966.

3.         ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970

4.         . შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.), თბილისი, 1961.

5.         . ლომინაძე, საქართველო XV . მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, 1979, გვ. 733-753.

6.         . აბაშიძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, “ნეკერი”, 2000, გვ.72.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ