მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
               

 

 

 

ბასილ ზარზმელი

ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, ზარზმის მონასტრის მეხუთე წინამღვარი, სერაპიონ ზარზმელის ძმისწული.

 

ბასილის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია შემონახული. ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ დაწერილი ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება `ცხოვრებაÁ და მოქალაქობაÁ ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისა სერაპიონისი~. თხზულებაში გადმოცემულია ცნობები არა მხოლოდ სერაპიონის დროისა, არამედ მისი სიკვდილის შემდეგაც, თვით ბასილის დრომდე. ნაწარმოები ძვირფას ისტორიულ წყაროს წარმოადგენს აგრეთვე ზარზმის მონასტრის ისტორიისათვის და, ზოგადად, სამხრეთ საქართველოს (სამცხის) ისტორიული და კულტურული ვითარების შესასწავლად.

ბასილის თხზულება ხელუხლებლივ არ არის შენახული. მან მოაღწია უცნობი ავტორის მიერ XI -ში გადამეტაფრასებული რედაქციით, რომელიც XVI -ის ერთადერთ ხელნაწერშია დაცული (A-69; ამ ხელნაწერს XX -ის დასაწყოსში მიაკვლია და გამოსცა . ჯანაშვილმა). სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მეტაფრასული რედაქცია საკმაოდ ზუსტად უნდა ასახავდეს თავდაპირველი ტექსტის ფაქტობრივ მხარეს.

ბასილი ზარზმელის თხზულების დათარიღებისა და, შესაბამისად, სერაპიონისა და ბასილის მოღვაწეობის ხანის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ცხოვრებაში არ მოიპოვება თარიღის პიდაპირი მაჩვენებელი, სხვადასხვა მკვლევართა მიერ თხზულების დათარიღების მცდელობები ეფუძნება ტესტში დაცულ ისტრიულ რეალიებს. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით თხზულება მე-10 . პირველ ნახევარში არის დაწერილი (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ექ. თაყაიშვლი, . გაბიძაშვილი, . ცაიშვილი, . ვაჩნაძე, . ჭელიძე). არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის თანახმად სერაპიონის ცხოვრება VI-VII სს-ების ვითარებას ასახავს და დაწერილი უნდა იყოს VII -ში (. ინგოროყვა, . კაკაბაძე, . ბოგვერაძე, . ჩხარტიშვილი, . პეეტერსი, . ჩუბინაშვილი, . ბერიძე). თუმცა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეხედულება თვით თხზულებაში გადმოცემულ ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს. . ჯანაშვილს ბასილ ზარზმელი VIII -ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი, ხოლო . ჯანაშია მიიჩნევდა, რომ თხზულება VIII-IX სს-ების ვითარებას ასახავს (იხ. ასევე სერაპიონ ზარზმელი).

თხზულების დასაწერად ბასილს უსარგებლია სხვადასხვა წყაროებით სერაპიონის თანაგზავრთა და სხვა თვითმხილველთა გადმოცემებით (`ცხოვრების~ თანახმად, ბევრი მასალა მიუწოდებია მისთვის გიორგი მაწყვერელს); იმ ცნობებით, რომლებიც ავტორმა, ვითარცა თანამედროვემ, თავად იცოდა; მისი თანამედროვე წერილობითი წყაროებით, კერძოდ კი დღეისათვის დაკარგული `მიქაელ პარეხელის ცხოვრებით~.  

`სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების~ თანახმად ბასილი ყოფილა შვილი სერაპიონის უფროსი ძმისა, რომელიც სერაპიონისა და იოანეს მონასტერში წასვლის შემდეგ სოფელში დარჩა და ოჯახს მოეკიდა. ბასილი ზარზმაში ბერად მოსულა, როგორც თვითონ ამბობს, სერაპიონის გადაცვალების შემდეგ, მონასტრის მეოთხე წინამძღვრის, პავლეს დროს (სერაპიონის შემდეგ მონასტრის მეორე წინამძღვარი იყო გიორგი, ხოლო მესამე მიქაელი).

მონასტერში დამკვიდრების შემდეგ ის შესდგომია თავისი ბიძის საფლავის გამშვენებას და მისი ხსენების უკვდავყოფას. იმ ხანად სერაპიონის წმ. ნაწილები, რომელთანაც მრავალი მორწმუნე მოდიოდა კურნების მისაღებად და თაყვანის საცემად, დასვენებული იყო ზარზმის ძველ ეკელსიაში, რომელიც ჯერ კიდევ სერაპიონის დროს ააგეს. ბასილმა შეამზადა ახალი ქვის ლარნაკი, რომელშიც გალობითა და ლიტანიით გადაასვენეს სერაპიონის წმინდა ნაწილები და დაასვენეს ახალ ეკლესიაში, რომლის მშენებლობა მიქაელის წინამძღვრობის დროს დაიწყო და პავლეს წინამძღვრობაში დასრულდა. ლარნაკზე ბასილმა აღმართა ჯვარი და მონასტრის კრებულის გადაწყვეტილებით განაწესა სერაპიონის ყოველწლიური ხსენებისთვის 29 ოქტომბერი.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქმულია მოსაზრება, რომ `სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება~ ბასილს ჯერ კიდევ წინამძღვრობამდე დაუწერია.

პავლეს შემდეგ ბასილს მიუღია ზარზმის მონასტრის წინამძღვრობა (თუმცა, . ბოგვერაძეს, რომელიც ბასილის მოღვაწეობას VII საკუნით ათარიღებს, ეჭვი შეაქვს იმ ფაქტში, რომ ბასილი ზარზმის მონასტრის წინამძრვარი იყო).

მიიჩნევა, რომ ბასილია მოხსენიებული ზარზმის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის წარწერაში: `[]ნამძღუარი [][]ლი~.

  

   წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.  თუმანიშვილი დიმიტრი, ბასილ ზარზმელი ტაძარმშენებლობის შესახებ. ლიტ-რა და ხელოვნება. 1-6.  1996.  გვ. 65-76.

2.  კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, . I, თბილისი, 1980, გვ. 146-152.

3.  ცაიშვილი, ., ბასილ ზარზმელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 2, თბლისი, 1977

4.  ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი 12 ტომად, . VIII (ძველი ქართული საისტორიო მწერლობა), თბილისი, 1977, გვ. 132-141, ბასილი ზარზმელი.

იხ. ასევე სერაპიონ ზარზმელის ბიბლიოგრაფია.

 

 

მოამზადა ლელა ხოფერიამ