მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

თეიმურაზ II  (1700_1762 წწ.)

კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, კახეთის მეფე 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში.

 

 

 

      XVIII საუკუნის  მეორე მეოთხედში კასპიისპირეთის აბრეშუმით მდიდარი რეგიონის და აზია-ევროპის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზის ხელში ჩასაგდებად  ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახებამ აღმოსავლეთი საქართველო უკიდურესად  მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამ უთანასწორო დაპირისპირებაში ქართლში ჯერ ოსმალთა ხელისუფლება (1723 .) დამყარდა, შემდეგ (1735 .) ყიზილბაშობა.

      კახეთის მეფის ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანი) და ანა ჩოლოყაშვილის უმცროსი ვაჟითეიმურაზ II, კახეთის გამგებლად გამოცხადდა 1711 წელს, მისი უფროსი ძმის, კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის სპარსეთში გაწვევასთან დაკავშირებლითამ დროს თეიმურაზი 11-12 წლის ყმაწვილი იყო, რის გამოც კახეთს ფაქტობრივად ანა დედოფალი განაგებდათეიმურაზს დანიშნული ჰყოლია ბაინდურ ერისთავის ასული, მაგრამ დავით იმამყული-ხანისა და ვახტანგ VI-ის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით თეიმურაზი დააქორწინეს ვახტანგ VI-ის ასულ თამარზე. ამ ქორწინებამ შემდგომში დიდად შეუწყო ხელი თეიმურაზის ლეგიტიმაციას ქართლის სამეფო ტახტზე.    

      1735  წლის განჯის ტრაქტატით რუსეთმა უკვე მომძლავრებულ ირანს ბაქო-დარუბანდი დაუთმო. რუსეთის უკანდახევამ ქართველებს უბიძგა  ისევ ირანი გამოეყენებინათ ოსმალთა განსადევნად. როგორც კი ირანის სარდლობამ ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ამიერკავკასიაში გადმოიტანა, ქართველები ოსმალებს აუჯანყდნენ. ამ დროიდან იწყებს თეიმურაზი აქტიურ მოქმედებას. ირანის სარდალი ნადირი (მომავალი ნადირ-შაჰი) შემახას გარს ადგა, როცა თეიმურაზი თავს დაესხა თბილისიდან შემახისაკენ მიმავალ ოსმალთა დამხმარე ჯარს და მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა. თეიმურაზის ამ გამარჯვების შემდეგ ქართლიც აუჯანყდა ოსმალებს

      თავის მხრივ, ნადირიც იყენებდა ქართველებს _ მათ ყიზილბაშთა რაზმებს ახმარდა ოსმალთა და მათი მოკავშირე ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც კი ოსმალებმა დატოვეს აღმოსავლეთი საქართველო, ნადირმა უკვე ქართლ-კახეთის თავკაცებს დაუწყო დევნა, რადგან არც ერთ მათგანს არ ენდობოდა. მისთვის ცნობილი იყო ქართველების ფარული მიმოწერა მოსკოვს მყოფ ვახტანგ VI-სთან, რომელსაც ქართლში მეფედ იწვევდნენ. ნადირმა კარგად იცოდა, რომ ქართველებისერთგულებამათი მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყო და ქართველები თავისუფლებისათვის ბრძოლას არ შეწყვეტდნენ. ამიტომ ირანის სარდალმა შაჰ-აბასის ძველი გეგმა გაიხსენა _ ქართლ-კახეთის აყრა და აქ ყიზილბაშთა ტომების ჩასახლება განიზრახა. ნადირი არც თეიმურაზს ენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი სამსახური გაუწია ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომაც ერევნის ციხესთან მიტყუებული თეიმურაზი და ქართლ-კახეთის თავადები ერთიანად დააპატიმრაქართლ-კახეთთის მმართველად კი დავით იმამყულის ძე ალექსანდრე დანიშნაიმავე 1735 წელს ნადირი ერევნიდან თბილისისაკენ წამოვიდა. პატიმრები  გზიდან გაიქცნენ. თეიმურაზი ფშავში გამაგრდანადირი თბილისში შემოვიდა, ყიზილბაშთა რაზმები გაუსია სოფლებს და მოსახლეობა სასტიკად დაარბია. უამრავი ტყვედ წაასხა. ასე დაიწყო საქართველოშიყიზილბაშობა”.

      1736 წელს ნადირმა, ახლა უკვე  ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს ხარკი დაუმძიმა. ამან ქართლსა და კახეთში აჯანყება გამოიწვია. ქართლში აჯანყებას გივი ამილახვარი ხელმძღვანელობდაკახეთში _ თეიმურაზი. ქართლის ყიზილბაშმა სარდალმა სეფი-ხანმა  აჯანყებულთა წინამძღოლები დაიბარა, ფიცით აღუთქვა შაჰის წინაშე შუამდგომლობა, მაგრამ გატეხა ფიცი, ყველა შეიპყრო და ისპაჰანის გზას გაუყენა. პატიმართა შორის იყო თეიმურაზიც. იგი ნადირმა აღმოსავლეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა.       ყანდაარის დაპყრობის შემდეგ შაჰი ინდოეთში სალაშქროდ ემზადებოდა. აქ მან თეიმურაზს ქალ-ვაჟი დააბარებინათეიმურაზის ასული თავის ძმისწულს მისცა ცოლად, ხოლო ვაჟი _ ერეკლე  ინდოეთში წაიყვანა საომრად. შაჰი დარწმუნდა თეიმურაზის ერთგულებაში და უკან  გამოისტუმრა.

    XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში  გაძლიერებული ირანის მოწინააღმდეგე ძალა კავკასიაში არ ჩანდა. თეიმურაზმა სწორად შეაფასა მდგომარეობა და ნადირ-შაჰის მახარე დაიჭირა. მისი საშუალებით ფიქრობდა ქვეყანაში სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენას. 1739 წელს ერეკლეც დაბრუნდა ინდოეთის ლაშქრობიდან. მამა-შვილი ერთად შეუდგა ქვეყნის აღდგენას და დაცვას შინა და გარე მტრისაგან.

      1741-1742 წლებში შაჰს ომი ჰქონდა დაღესტანში. ომის სიმძიმე ქართლსა და კახეთს აუტანელ ტვირთად დააწვა. შაჰის ბრძანებით საქართველო აღწერეს. დათვალეს ყველაფერი: ადამიანები, ნაგებობები, პირუტყვი, ნარგავი _ ყვლაფერზე გადასახდი დააწესეს. ამასთანავე შაჰი განუწყვეტლივ მოითხოვდა პურს და გამწევ ძალას. ქართლი, გივი ამილახვრის მეთაურობით, კვლავ აჯანყდა. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და აჯანყებულებს ფულისა და იარაღის მიწოდება დაუწყო. შაჰი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო, ქართლს გადასახადები შეუმცირა, ხოლო კახეთი საერთოდ გაათავისუფლა გადასახადთაგან. ამან კახეთში ცხოვრება უფრო მომზიდველი გახადა. ამილახვარს მომხრეები შეუმცირა, ხოლო თეიმურაზს _ გაუმრავლდა. ქართლის დამშვიდებას შაჰი თავისი ერთგული და ქართველებისათვისაც მისაღები კანდიდატით ცდილობდა. ასეთი კი თეიმურაზ II იყო. ქართლის სამეფო ტახტთან ნათესაობა თეიმურაზის პრეტენზიებს ქართლის ტახტზე ლეგიტიმურ საფუძველს აძლევდა. შაჰი ყოველნაირად ცდილობდა ქართლ-კახეთში თეიმურაზის პოზიციები განმტკიცებულიყო. 1743 წელს თეიმურაზმა არაგვის საერისთავო დაიჭირა, შემდეგ  მამა-შვილმა ქსნის საერისთავო დაიმორჩილეს. გივი ამილახვრის სამოქმედო სივრცე თანდათან შემცირდა. 1744 წელს ქართლში, ვითომცდა გივი ამილახვრის დასახმარებლად, ოსმალთა დიდი ჯარი შემოდის. ამილახვარს თავის მხრივ, დაქირავებულ ლეკთა 7 ათასიანი ჯარი ედგა. თეიმურაზმა და ერეკლემ ყიზილბაშთა და კახეთის გაერთიანებული ძალებით მოახერხეს ოსმალებისა და ლეკების განდევნა ქართლიდან. ამ გამარჯვების სანაცვლოდ 1744 წლის ივლისში შაჰმა თეიმურაზს ქართლის, ხოლო ერეკლეს კახეთის მეფობა დაუმტკიცა. ამასთანრამაც მოსახლეობას გამრჯვების რწმენა ჩაუნერგა, შაჰმა თეიმურაზს ქრისტიანული წესით კურთხევის უფლება მისცა. 1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თეიმურაზ II დიდი ზარზეიმით ქრისტიანული წესით ქართლის მეფედ აკურთხეს.      ამრიგად, ნადირ-შაჰმა არსებითად შეცვალა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. უარყოფილ იქნა ქართველთა გამაჰმადიანების პოლიტიკა (ბერძენიშვილი), ქართლი ძველ საზღვრებში აღდგა. ასეთი შედეგი, ერთი მხრივ, გივი ამილახვრის აჯანყების, მეორე მხრივთეიმურაზის პოლიტიკის დამსახურება იყო. “ქართველობა შეიქნა”, _ ასე აფასებს ამ მოვლენას იმდროინდელი მემატიანე, ისე ოსეს ძე. “იყო სიხარული ქართლსა და კახეთს სიხარული უზომო” (პაპუნა ორბელიანი). ყიზილბაშთა ჯარები კიდევ რამდენიმე წელიწადს იდგნენ ქართლსა და კახეთში, მაგრამ ისინი თეიმურაზისა და ერეკლეს მეთაურობით ებრძოდნენ ოსმალთა რაზმებს მოთარეშე ლეკებს.

1745 წელს დედოფალ თამარის შუამავლობით გივი ამილახვარი თეიმურაზს ჩაბარდა. თეიმურაზმა შაჰს ამილახორის სიცოცხლე გამოსთხოვა და  ირანში წარგზავნილს თავისი კაცი გააყოლა.

       თეიმურაზი და  ერეკლე შეთანხმებულად შეუდგნენ ქართლ-კახეთის მართვას. 1747 წელს ნადირ-შაჰმა ომებისაგან გაჩანაგებული ხაზინის შესავსებად კვლავ უზარმაზარი გადასახადები შემოიღო, რამაც ირანისადმი დაქვემდებარებულ ქვეყნებში აჯანყებების ტალღა გამოიწვია. აჯანყდა ქართლ-კახეთიც. თეიმურაზი და ერეკლე ანანურს დადგნენ. მოსახლეობა, მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, ციხეებსა და მიუვალ ხეობებში დაიხიზნა. შაჰს აჯანყებათა ჩასახშობად ძალა აღარ შესწევდა და საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა. იგი ქართლ-კახეთის მეფეებს შეღავათებს შეჰპირდა და ერეკლე თავისთან დაიბარა. თეიმურაზმა შვილი არ გაუშვა და თავად წავიდა ირანში. სანამ თეიმურაზი ირანში ჩავიდა, შეთქმულებმა ნადირ-შაჰი მოკლეს. ირანი ანარქიამ მოიცვა _ ორ წელიწადში სამი ტახტისმაძიებელი გამოიცვალა. თეიმურაზი მხოლოდ 1749 წელს დაბრუნდა ქართლში

      სანამ თეიმურაზი ირანში იმყოფებოდა, ერეკლემ რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა ქართლის ტახტის მაძიებელ აბდულა-ბეგის წინააღმდეგ. თეიმურაზის დაბრუნების შემდეგ მამა-შვილმა დაამარცხა  საქართველოზე გაბატონების მოსურნე მეზობელი მაჰმადიანი ხანები და მთელ კავკასიაში მაღალი  პოლიტიკური ავტორიტეტი შეიძინეს. ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები საქართველოს მოხარკეები გახდნენ. თეიმურაზმა და ერეკლემ დიდი ენერგიით შეუტიეს ლეკებს და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვესრის შედეგად ლეკების თავდასხმები ერთხანს შემცირდა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, საქართველოს მაინც მტრულ გარემოცვაში უხდებოდა ცხოვრება, იყო რამდენიმე სამხედრო მარცხიც. ქვეყანა მაინც მუდმივი დაძაბულობის პირობებში ცხოვრობდა და გმირული ბრძოლით იგერიებდა მტერს. XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში ქართლ-კახეთის მდგომარეობა შესამჩნევად განმტკიცდა. ქვეყანაში შედარებითი მშვიდობიანობა დამყარდა. მშობლიური კუთხეებიდან გაქცეულმა გლეხობამ დაბრუნება დაიწყო. გამოცოცხლდა საქალაქო ცხოვრებაც. ეს კი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობა იყო.

      ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ქართლ-კახეთი ფაქტიურად განთავისულდა ირანისაგან, მაგრამ მამა-შვილს არ უჩქარია დამოუკუდებლობის გამოცხადება. ის მრავალრიცხოვანი ომი, რომელთა გადახდა მათ მოუხდათ, მათი სრულიად შეგნებული მცდელობით  არ გადაზრდილა ქრისტიანთა და მაჰმადიანთა დაპირისპირბაში. ტყვედ ჩავარდნილ ყიზილბაშებს ისინი ათავისუფლებდნენ და სამშობლოში აბრუნებდნენ.       

      ერეკლე დიდად ზრუნავდ ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციული მოწესრიგების, ეკონომიკური მომძლავრების და დიციპლინარული განმტკიცებისათვის. საეკლესიო საქმეების გასაძღოლად თეიმურაზ-ერეკლემ გვერდში ამოიყენეს დიდად ნიჭიერი და ენერგიული კათალიკოსი ანტონ I ბაგრატიონი (1744-1755, 1764-1788). მისი ზეობის დროს ბევრი დიდი ხნის წინ გამაჰმადიანებული ქართველი დაუბრუნდა მამაპაპურ რჯულს. ანტონ კათალიკოსის ხელმძღვანელობით ქართველი მისიონერები ჩრდილო კავკასიაშიც ავრცელებენ ქრისტეს მოძღვრებას და ქართული სახელმწიფოს სასარგებლო პროპაგანდას ეწეოდნენ

      XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან ირანის დასუსტების და მაჰმადიანური სახანოების გააქტიურების ფონზე თეიმურაზის პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთისაკენ იხრება.  1752 წელს მან ელჩობა გაგზევნა პეტერბურგს ათანასე თბილელის და სვიმონ მაყაშვილის მეთაურობით, მაგრამ ამ ელჩობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ქართლ-კახეთის პოლიტიკოსები ირანში შექმნილი ანარქიული ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას აპირებდნენ. მათ შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის სამხედრო ან ფინანსური დახმარებით ელაშქრათ ირანში და იქ რუსეთისათვის სასურველი კანდიდატურა დაესვათ ტახტზე. ამ გეგმის განსახილველად 1760 წელს თეიმურაზ II რუსეთში თავად გაემგზავრა

    თეიმურაზი დიდი პატივით მიიღეს იმპერატორის კარზე. მიუხედავად ამისა, მისმა ელჩობამ შედგი ვერ გამოიღო. რუსეთს იმ პერიოდში კავკასიის საქმეებისათვის ეცალა. ამ მოგზაურობიდან თეიმურაზი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. იგი 1762 წელს 8 იანვარს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ასტრახანში წაასვენეს და მიძინების საკათედრო ტაძარში დაკრძალეს ვახტანგ VI-ის გვერდით.

    აღსნიშნავია თეიმურაზ II-ის მოღვაწეობა სალიტერატურო ასპარეზზე. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან გამორჩეულია პოემადღისა და ღამის გაბაასებაანუსარკე თქმულთა”, რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. მასში საუბარია ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა საკითხებზე, გალექსილია ბიბლიის ეპიზოდები. მეორე ნაწილი კი ეხება ქართველთა ზნეობასა და ყოფა-ცხოვრებას. არანაკლებ საინტერესოა თეიმურა II-ისსასახლის ქება”, სადაც აღწერილია როსტომ მეფისა და ერეკლე I-ის სასახლეები. მის კალამს ეკუთვნის ასევე ბიოგრაფიული ხასიათის ლექსი  “თავგადასავალი”, “გაბაასება რუსთაველთან”, “ხილთა ქება’, “ანბანთ ქებადა სხვა. თარგამანებიდან აღსანიშნავია სპარსულიდან ნათარგმნი იგავ-არაკების კრებულითიმსრამიანი”.

 

 

 

      წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1913.

2.     პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, . ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1982.

3.     . მაჭარაძე, მასალები XVIII. II ნახ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი II, თბილისი, 1968.

4.     . დუმბაძე, ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის XVIII საუკუნის 40-80-იან წლებში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1973, გვ. 600-636. 

5.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI,თბილისი, 1973.

6.     . პაიჭაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII. I მეოთხედი), თბილისი, 1960.

7.     . პაიჭაძე, ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან XVIII . 50-60-იან წლებში. წიგნში: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან. II, თბილისი, 1973.

8.     . ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში 1752-1754. საისტორიო მოამბე, VI, თბილისი, 1952.

9.     თეიმურაზ II-ის თხზულებათა სრული კრებული, . ჯაკობიას რედ. თბილისი, 1939.

10.    . ბარამიძენარკვევები ქართული ლიტ-ის ისტორიიდან, II, თბილისი, 1940.

11.    . კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1958.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ