მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე ქსიფილინოსი (პაპუწისშვილი)  XVIII.

ქართველი მწიგნობარი, წარმოშობით ბერძენი, მთარგმნელი, ერეკლე II-ის და ანტონ I-ის თანამედროვე

 

 

იოანე ქსიფილინოსი გაქართველებული ბერძენი მოღვაწეა, რომელმაც  თბილისის სიონის დეკანოზისა და სემინარიის რექტორის, იოანე ოსეს ძის (ოსეშვილის) დახმარებით შეისწავლა ქართული ენა, თარგმნა და გააქართულა ბერძნული ჰომილეტიკური და ლიტურგიკული ძეგლები. ქსიფილინოსი მას თავის მოძღვრად და თანაშემწედ მოიხსენიებს. ერეკლე II და ანტონ I მფარველობდნენ იოანეს (ქსიფილინოსს) და დიდად აფასებდნენ მას. ერეკლეს დროს გამოცემული ზატიკის ანდერძში ნათქვამია: “წიგნი ესე ზადიკი ბერძნულსა ზედა შევამოწმებიეთ ნათესავით ბერძენსა, სახელით იოანე ქსიფილინოსსა, რომელიცა განსწავლულ არს სსა ენასა ზედა და ქართულსაცა შინა წერილსა დახელოვნებული”. ქართული ზატიკი, როგორც ცნობილია, ანტონ I-ის დავალებით იოანემ შეუდარა ბერძნულს (გამოიცა 1788 წელს). მან ასევე შეაჯერა პირველწყაროსთან გაიოზ რექტორის მიერ რუსულიდან ნათარგმნიდაუჯდომელი” (ხელნაწერი A-813). უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ხელნაწერებში საკუთარ თავს უფრო ხშირად პაპუწისშვილად და არა ქსიფილინოსად მოიხსენიებს.

იოანე ქსიფილინოსს 1785 .- იოანე ოსეს ძის დახმარებით ბერძნულიდანგადმოუღია” “აღსარება კეთილთა საქმეთა, წინააღმდგომთა ცოდვისათა” (ხელნაწერი A-711). ეს ლიტურგიკული ხასიათის თხზულება, რომელიც 7 თავისაგან შედგება, წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს, სადაც მითითებულია მოსანანიებელი ცოდვები, “აღსარებად საჭირონი”.

იოანეს უთარგმნია კანონიკური თხზულებაც, კონსტანტინოპოლის იეროდიაკონის მანუელ ქსანთინოსის შრომაქორწინებისა თავთათვისასევე ანტონ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით. ეს თარგმანი იოანეს ერეკლესთვის მიურთმევია და დაპირებია, რომ თარგმნიდა სხვა ძეგლებსაც უმაღლესი ბრძანებულების შესაბამისად. ქორწინებითი სამართლის ეს თხზულება შედგება ორი ნაწილისაგანნათესაობის სახეები და დიაგრამები, ცხრილები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რომელ ნათესაობაში რა ხარისხამდეა შესაძლებელი ქორწინება.

განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის  იოანე ქსიფილინოსს ბერძნული ჰომოლეტიკური ძეგლების თარგმნასა და გაქართულებაში. სასულიერო მწერლობის ეს უძველესი დარგი, რომელიც საეკლესიო ქადაგებებს, საეკლესიო მჭევრმეტყველების ნიმუშებს აერთიანებს, ზოგჯერ არ იფარგლება ერთი რომელიმე დარგის თხზულებებით, რაც ართულებს მის ჟანრობრივ განსაზღვრას. მეცნიერული შესწავლის საგანს წარმოადგენს წერილობითი სახით არსებული ქადაგებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კრებულების სახითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთ ასეთ კრებულს წარმოადგენს საეკლესიო ღვთისმსახურებასა და სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილიმარგალიტი”, რომელიც შეიცავდა იოანე ოქროპირის (V., კონსტანტინოპოლის პატრიარქი) ქადაგებებს. დროთა განმავლობაში კრებული ივსებოდა სხვა მამების ქადაგებებით, საკითხავებით, დამატებითი მასალით. გვიანი ხანის კრებულმარგალიტშიშესულია ქსიფილინოს-პაპუწისშვილის მიერ ბერძნულიდან ნათარგმნი თხზულებები: გრიგოლ ნოსელის (IV .) “ეკლესიაში მისვლისა და ლოცვისათვის”, მაქსიმე აღმსარებლის (VII.) “სწავლანი”, იაკობ მონაზონის გოდება – “გოდება იაკობ მონაზონისა, რომელი წინასწარმეტყველებით თქუა”.

იოანე ქსიფილინოსმა თარგმნა აგრეთვე ცნობილი საეკლესიო მამების ცალკეული ჰომილეტიკური თხზულებები: იოანე ოქროპირის  “სწავლანი”, რომელიც შეიცავს 10 სატატიას და იოანე დამასკელისაღდგომისათვის მიცვალებულთა” (”აღდგომისათვის მკუდართასა თქმული”).

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

xelnawerebi: A-813, A-711, H-1296, S-951, H-377, S-1382, A-1076 …

1.        k.kekeliZe, Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980.

2.       e. gabiZaSvili, qarTuli naTargmni homiletika, Zveli qrTuli mwerlobis naTargmni Zeglebi B(bibliografia), wigni 3, Tbilisi, 2009

3.       qarTuli marTlmadidebluri eklesiis enciklopediuri leqsikoni, avtor-Semdgenelni: enriko gabiZaSvili, maia mamacaSvili, ana RambaSiZe, Tbilisi, 2007

 

 

 

moamzada Tamar abulaZem