მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

გაიოზ რექტორი (1745-1821)

 

საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, განმანათლებელი, ცნობილი ორატორი.

 

 

 

XVIII საუკუნის II ნახევარი ქართული კულტურული ცხოვრების აღმავლობით ხასიათდება, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლა. ქართველი მწერლები, მეცნიერები და მოაზროვნეები ეცნობიან და ითვისებენ ამ დროისათვის მოწინავე ევროპული კულტურის მონაპოვარს; დასავლური მიღწევების გათვალისწინებითა და ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვითარდება პედაგოგიკა, ფილოსოფია და ზუსტი მეცნიერებანი.

ქართლ-კახეთის ცენტრალური ხელისუფლება საგანგებო ყურადღებას უთმობს სწვლა-განათლებას. იხსნება სემინარიები თბილისსა და თელავში, იქმნება ორიგინალური სახელმძღვანელოები. იზრდება ინტერესი წიგნის მიმართ, რაც განსაკუთრებით ააქტიურებს ხელნაწერთა გადამწერების საქმიანობას. განახლდა სტამბა, გაიხსნა ახალი წიგნსაცავები. გაიზარდა საზოგადოების ინტერესი მეცნიერული მიღწევების მიმართ; მეცნიერება გათავისუფლდა სქოლასტიკისაგან  და მას პრაქტიკული გამოყენება მიეცა.

ამ საერთო კულტურული აღმავლობის ხანაში გაიოზ რექტორს სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

გაიოზ რექტორი დაიბადა სფელ მაღაროსკარში, სიღნაღის რაიონში. 1765 წელს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1778 წელს კი მოსკოვის სასულიერო აკადემია, სადაც შეისწავლა რუსული, ლათინური, ბერძნული ენებიშემდეგ იგი დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1772 და 1780-82 წლებში მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში მოსკოვში. 1782 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა სასულიერო აკადემია თელავში, რომლის რექტორიც იყო რუსეთში გამგზავრებამდე. 1783 წელს გაიოზ რექტორი მონაწილეობდა რუსეთ - საქართველოს ტრაქტატის დადებაშიც. ამავე წლიდან იგი რუსეთში მოღვაწეობს და იმპერატორის სამეფო კარზე იცავს საქართველოს ინტერესებს და ახორციელებს ერეკლე II-ის პოლიტიკას. იგი იმ ამალის წევრი იყო, რომელიც ანტონ კათალიკოსს გაჰყვა რუსეთში.

იმდროინდელი საქარტველოს კულტურულმა გავლენამ კავკასიონის უშორეს ხეობაშიც შეაღწია. რუსეთში მცხოვრებ ქართველ სასულიერო პირთა ინიციატივით 1745 წელს შეიქმნაოსეთის სასულიერო აკადემია”, რომლის წევრი 1783-1793 წლებში იყო გაიოზ რექტორი. მან საფუძველი ჩაუყარა ოსურ ანბანს.

 1793-1799 წლებში  გაიოზი მის მიერვე დაარსებული მოზდოკის ეპარქიის ეპისკოპოსია, 1799-1808 წლებში კი სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი. 1808 წლიდან გარდაცვალებამდე გაიოზ რექტორი ასტრახანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსია.

გაიოზ რექტორი მრავალმხრივი მოღვაწეა. მას ეკუთვნის როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი შრომები, რომლებიც სასულიერო და საერო მწერლობის სხვადასხვა დარგს განეკუთვენება. ამავე დროს იგი სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო თხზულებების ავტორიცაა (ნათარგმნისა და ორიგინალურის).

XVIII საუკუნის II ნახევარში ქართული წიგნები საქართველოს ფარგლებს გარეთაც იბეჭდებოდა. გაიოზ რექტორს დიდი დამსახურება მიუძღვის ამ მხრივ. მან თავისი სახსრებით ჩამოაყალიბა სტამბა მოზდოკში, სადაც სხვა წიგნებთან ერთად მისი შრომებიც იბეჭდებოდა. (ქრ. შარაშიძე).

გაიოზ რექტორის ორიგინალურ შრომათაგან აღსანიშნავიასაქრთველოს ისტორია”, სადაც შევიდა ჩვენი ქვეყნის მეზობელ მხარეთა აღწერილობაც, რომელიც მეტად საყურადღებო მასალას იძლევა XVIII .- II ნახევრის კავკასიის ისტორიისათვის (. მელიქსეთბეგი).

1789 წელს გაიოზმა ანტონ I-ის გრამატიკის საფუძველზე შექმნაღრამატიკა”, რომელიც წარმოადგენს პირველ ნაბეჭდ გრამატიკის სახალმძღვანელოს ქართულ ენაზე. მასვე ეკუთვნის ანტონ I-ისწყობილსიტყვაობისადამარტირიკისწინათქმანი და მისივეღვთისმეტყველებისსაძიებელი. გაიოზ რექტორის ორიგინალური შრომააქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა”.

გაიოზის მრავალმხრივი ინტერესები და ფართო თვალსაწიერი მის ნათარგმნ შრომებშიცაა ასახული. მან რუსულიდან თარგმნა შარლ როლენისძველი ისტორია”; 1798 წელს ყიზლარში ყოფნისას - თალესის, პითაგორეს, დემოკრიტეს, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელესა და სხვათა ბიოგრაფიები . (ხელნ. აღწ. H ფონდი, III, გვ.348). ამ პერიოდში რუსულიდან ითარგმნებოდა სამხედროტიპიკონები” (წესდებები). ერეკლე მეორის ბრძანებით გაიოზ რექტორმა თარგმნა ერთი კრებული, რომელშიც  არტილერიის საკითხებია განხილული.

გაიოზ რექტორი ცნობილი ორატორი იყო. მისი გამოსვლები და ქადაგებანი ორატორული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებადაა მიჩნეული.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1      ქართული ღრამმატიკა. ელენე ნიკოლაიშვილის გამოცემა, თბ. 1970

2.     მამია დარჩია, გაიოზ რექტორი, თბ. 1972

3.     საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . IV, თბ. 1973

4.     . შარაშიძე, ქართული ნაბეჭდი სახელმძღვანელოები მეთვრამეტე საუკუნეში, კრებულში: სწავლა-აღზრდის  ისტორია საქართველოში, მასალების კრებული, I, ტფილისი, 1937

5.     . მენაბდე, აღმოსავლეთ საქართველო ვახტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, წიგნში; ქარტული ლიტერატურის ისტორია, II, რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, თბ., 1966

6.     . მიქაძე, ქართული მწერლობის კერები რუსეთსა და უკრაინაში, იქვე

 

 

მოამზადა თამარ აბულაძემ