მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

არსენ ნინოწმინდელი

X საუკუნის მეორე ნახევარი - XI საუკუნის პირველი ნახევარი,

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ნწმინდანი, ხსენების დრე 3 მაისი.

 

 

 

          არსენ ნინოწმინდელის შესახებ სულ რამდენიმე ცნობაა  შემორჩენილი გიორგი მთაწმინდელისიოანესა და ეფთვიმის ცხოვრებაშიდა გიორგი მცირეს  “გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაშიასევე რამდენიმე ხელნაწრის მინაწერში, მაგრამ ეს მცირეოდენიც საკმარისია არსენ ნინოწმინდელის სულიერი პორტრეტის წარმოსადდგენად.  “კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათა”,_ ასე მოიხსენიებს მას გიორგი მთაწმინდელი. არსენი ქართველ სასულიერო მოღვაწეთა იმ საუკეთესო თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ბერული ცხოვრების იდეალი წიგნიერებას შეუფარდა და მრავალი საუკუნით განსაზღვრა ქართული კულტურის განვითარების ხაზი.

            არსენი თავდაპირველად ნინოწმინდის ეპარქიას მწყემსავდა კახეთში, მაგრამ საღმრთო სიყვარულმა უბიძგა სამწყსო მიატოვებინა და ტაოში წასულიყო, სადაც მრავალისაღმრთო შურით შეპყრობილი მხურვალე სული პოულობდა ნავთსაყუდელს. ტაოში არსენი წარუდგა დავით კურაპალატს, ეკლესიათა მფარველსა და ქართულ მწიგნობრობაზე მზრუნველ განათლებულ ხელმწიფეს. დავითმა იგიოთხთა ეკლესიათა (ჭოროხის ხეობა) წარგზავნა”. აქ არსენი დაყუდებით ცხოვრობდა თავის მოძღვართან ერთად. ამავე ეკლესიაში მონაზონევრივ ღვაწლს ეწეოდა მეორე წმინდა მამა, იოვანე გრძელისძე, რომელიც, აგიოგრაფის სიტყვით, “ცხოვნდებოდა, ვითარცა უხორცო”. ოთხთა ეკლესიაში მყუდროებით ცხოვრება წმინდა მამებს ვერ მოუხერხებიათ, რადგან მრავალი ადამიანი, მონასტრის ძმები თუ საერო პირები, ცდილობდნენ მათთან ურთიერთობას, თვით დავით კურაპალატიც კი ითხოვდა მათგან ევლოგიის მიღებას. ამიტომ არსენი იოვანე გრძელიძესთან ერთად წასულა პონტოს ქვეყანაში და ერთ უდაბნო ადგილას აშენებულ მონასტერში დამკვიდრებულან. ერთი იერუსალიმური ხელნაწერის მიხედვით (Jer. 24-25), არსენი მიქაელ ულუმბოელთან ერთად ულუმბოს მონასტრის ერ-ერთი დამაარსებელია.          

             რამდენიმე ხნის შემდეგ იოანე და ეფთვიმე მთაწმიდელებს შეუტყვიათ მათი იქ ყოფნის ამბავი და ათონის ივერთა მონასტერში მიიწვიეს. ისინიც დათანხმებულან და ერთი წლის თავზე ათონზე ჩასულან. აქ ისინი სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილან, სადაც მონასტრის გარეთ, ანუ განმარტოებით ცხოვრობდნენ, როგორც შეეფერებოდა ჭეშმარიტ ანაქორეტებს. “სანატრელი არსენი ნინოწმიდელი და წმიდაÁ ბერი იოვანე გრძელისძე  და სულითა შემოსილი იოვანე ბერი მარტოდმყოფი და სხუანი მობაძავნი მათნი, კაცნი ზეგარდამოÁთა მადლითა განათლებულნი და ანგელოსთა მობაძავნი ცხორებითა”. გიორგი მთაწმინდელი იუწყება, რომ ეფთვიმეს მოუცლელობის ჟამს არსენ ნინოწმინდელი და იოვანეთანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა ეფთვიმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა... და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თვისითა ხელითა აღწერნეს”. არსენის თარგმანები ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ ცნობილია მის მიერ გადაწერილი ხელნაწერები  (A 1103, Ath. 66, Ath. 67 ). არსენი გარდაიცვალა 1018 წელს. იგი დაუკრძალავთ მონასტრის ტრეიტორიაზე, “გარეგან მონასტრისა”, წმ. სვიმეონ მოხუცებულის სოხასტერში. შემდგომში, გიორგი მთაწმინდელმა თავისი  წინამძღვრობის დროს იგი ეფთვიმესთან ერთად დიდ ეკლესიიაში   აგებულ სამარტვილეში გადაასვენა. “უკუანაÁსკნელთა ამათ ჟამთა არღარა გამოჩინებად  არიან ესევითარნი სრულნი და მაღალნი სათნოებითა”, - ასე უთქვამს არსენისა და იოვანეს შესახებ თავად ეფთვიმეს. არსენის იხსენიებს ეფთვიმესადმი მიძღვნილ საგალობელში ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფი ბასილი ბაგრატის ძე: “მოგვიხსენენ ჩუენ, ცოდვილნი ესე, გვითხოვე შენდობა პირად-პირადთა ცოდვათა ჩუენთა იოვანეს ღირსისა თანა, არსენის და იოვანეს და სხუათა მათ შვილთა შენთა, განათლებულთა სწავლითა შენითა სულიერითა...”

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. giorgi mTawmideli, cxorebaÁ iovanesi da efTvimesi,  Zveli qarTuli agiografiuli  literaturis Zeglebi, Zeglebi, i. abulaZis red. II, Tbilisi, 1967, gv.85.

  2. giorgi mcire, cxorebaÁ giorgi mTawmidelisaÁ, Zveli qarTuli agiografiuli  literaturis Zeglebi, i. abulaZis red. II, Tbilisi, 1967,Zeglebi, II, gv.133.

  3. xelnawerTa anderZebi: Jer.24-25;  A 1103; Ath. 66; Ath. 67.

  4. e. metreveli, aTonis qarTvelTA monastris saaRape wigniTbilisi, 1998

  5. .l. menabde, Zveli qarTuli mwerlobis kerebi, Tbilisi, 1980, t.2.

  6. e. gabiZaSvili, saqarTvelos marTlmadidebeli eklesiis enciklopediuri leqsikoni, Tbilisi, 2007.

 

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა