მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

იოანე ათონელი / მთაწმიდელი / ქართველი  († 1005 .)

 

 

 

X-XI  საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე; ათონის (=მთაწმიდის) ქართველთა მონასტრის _ ივირონის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი; შესანიშნავი ქართველი მთარგმნელისა და მწიგნობრის, ეფთვიმე ათონელის მამა; საქართველის ეკლესიის წმინდანი. იოანე ათონელის ხსენებას  საქართველოს ეკლესია აღნიშნავს 12/ 25 ივლისს.

მოღვაწეობის ადგილი: სამხრეთ საქართველო, საბერძნეთი, მცირე აზია.

იოანე ათონელი ჩორდვანელთა სახლს _ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ და გავლენიან არისტოკრატიულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. იგი ათონელი დავით კურაპალატის ეპოქის ერთ-ერთი უპირველესი და უწარჩინებულესი ერისმთავარი იყო. სახელოვანი წინაპრებისა და დიდებული მშობლების შთამომ,ავალი. ჩინებული მეომარი სიბრძნითაც იყო შემკული, რის გამოც იოანეს გამორჩეულად აფასებდა დავით კურაპალატი. შემდეგში იოანემ დატოვა ცოლ-შვილი და ბერად აღიკვეცა ოთხთა ეკლესიის ლავრაში (ტაო-კლარჯეთში, ამჟამად თურქეთში). მისი ცოლ-შვილი კი სიმარმა, აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს თავისთან.

გარკვეული ხნის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა მეფე დავით კურაპალატს მძევლები მოსთხოვა. სხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მძევლებად გააგზავნეს იმპერატორის კარზე, ეფთვიმეც აღმოჩნდა. ამის გაგებისთანავე იოანემ გაამხილა თავისი ვინაობა და კონსტანტინოპოლში მდებარე მეფის სასახლისაკენ გაემართა. სამეფო კარზე ყველანი იცნობდნენ აბუჰარბს, იოანეს სიმამრს, ამიტომ ბერძნები დიდი პატივით შეხვდნენ იოანეს. აქვე იყო აბუჰარბიც, რომელსაც იოანემ მწარედ უსაყვედურა: განა თქვენ საკუთარი შვილები არ გყავდათ, რომ მძევლად გამოგეგზავნათ იმპერატორის კარზე? ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ საკუთარი შვილები ვერ გაიმეტეთ და ჩემი ძე, როგორც ობოლი, გაწირეთ მძევლად~. მეფეთა თანხმობით იოანემ თავისი შვილი მძევლობისგან დაიხსნა და ისევ უკან, ულუმბოს მთაზე დაბრუნდა.

ულუმბოს მთაზე მალე გაითქვა იოანეს სახელი. იგი შეწუხდა იმ დიდი პატივის გამო, რასაც მის მიმართ იჩენდნენ ბერძნები და ქართველები, ამიტომ ისევ უცხოებაში წავიდა _ ეფთვიმესთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე და ათანასეს დიდ ლავრაში დამკვიდრდა. იოანეს არც აქ გაუმჟღავნების თავისი ვინაობა და სიმდაბლით იტვირთა მზარეულის მოვალეობა, რასაც ორი წლის განმავლობაში ასრულებდა.

ულუმბოს მთაზე, იოანესთან ჩავიდა მონაზვნად აღკვეცილი დიდი თორნიკეც, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ იოანე ათონზე იყო გადასული, თვითონაც იქითკენ გაეშურა და იოანეს ხელიდან მიიღო მონაზნად კურთხევამათი ვინაობის დამალვა უკვე აღარ შეიძლებოდა, ყველამ გაიგო მათი ვინაობის შესახებ. დიდი ათანასეს გაგებული ჰქონდა თორნიკეს საგმირო საქმეების შესახებ და დიდ პატივს მიაგებდა ქართველ ბერებს. იოანესა და თორნიკეს ათონზე ყოფნის გამო უამრავმა ქარველმა ბერმა მიაშურა მთაწმინდას და როდესაც ძალზე განმრავლდა ათანასეს ლავრაში მცხოვრები ქართველი ბერები რიცხვი, იოანემ და თორნიკე, ათანასეს კურთხევით, ერთ მშვენიერ ადგილზე ააშენეს იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები ბერებისათვის. ეს უნდა მომხდარიყო 969 წლამდე.

ამ დროს ბიზანტიელი დიდებული, ბარდა სკლიაროსი, აუჯანყდა ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორებს. ბიზანტიელებმა ათონის მთიოდან დაიბარე სთორნიკე, საქართველოში გააგზავნეს და მისი პირით ითხოვეს დახმარება. ქართველთა 12.000-იან ლაშქარს სათავეში თორნიკე ერისთავის ჩაუდგა და ბიზანტიელებთან ერთად შეებრძოლა აჯანყებულ სარდალს. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 979 წელსსკლიაროსი დამარცხდა, დავით კურაპალატმა კი გაწეული დახამრებისათვის ბიზანტიელებისაგან `ზემონი ქუეყანანი~ მიიღო სამფლობელოდ, თორნიკე კი უამრავი ძვირფასეულობითა და განძეულობით დაასაჩუქრეს.

გამარჯვების შემდეგ თორნიკე ისევ ათონს დაუბრუნდა. იოანეს და თორნიკემ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, აეშენებინათ საკუთარი მონასტერი. იოანეს ეძნელებოდა ეს საქმე, მაგრამ ქართველებისა და თორნიკეს განსასვენებლად თავიდვა ეს საქმე. მოძებნეს მშვენიერი ადგილი, ააშენეს ორი ეკლესია ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე, მონატრისათვის იყიდეს მრავალი მიწა და ადგილები დაყუდებულთა საცხოვრისთათვის. მეფეებმა ქართველებს ოქრობეჭდით დაუმტკიცეს თავინთი საკუთრება და უფლებები. მონასტრის მშენებლობა ქარველებმა დაიწყეს 980 წელს და სამი წლის თავზე, 983 წელს დაასრულეს.

აღმოსავლეთიდან ჩამოსულ თორნიკეს მრავალი სახელგანთქმული მონაზონი ჩამოჰყვა ათონზე, ასე რომ ქართველი ბერების რიცხვი ძალზე გაიზარდა. თავდაპირველად ქართველ მამებს სურდათ, რომ მონატერში მხოლოდ ქარველები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა _ ქართველთაგან არავის ჰქონდა ზღვაოსნობის გამოცდილება, ათონის ნახევარკუნძულზე კი ყველაფერი ზღვით შემოჰქონდათ. ამას გარდა, ივირონის მსგავსი ვრცელი ლავრის შესანახად საჭირო იყო აგრეთვე კალატოზის, ხუროს, მჭედლის და სხვა ხელოსნების გამოცდილებაც.

იოანემ თავის შვილს, ეფთვიმეს ადრიდანვე შეამჩნია მწიგნობრული ნიჭი და შვილს სთხოვა, ხელი მიეყო ბერძნულიდან თარგმნისათვის, რადგანაც ქართულ ენაზე იმ დროს არ მოიპოვებოდა მრავალი წიგნი. ეფთვიმე დამორჩილდა მამის ნებას, შეუდგა საეკლესიო წიგნების გადმოთარგმნას ქართულად და ყველანი განაცვიფრა თავისი ნიჭიერებით. ეფთვიმეს ბიოგრაფის სიტყვებით, ეფთვიმესნაირი მთარგმნელი არასოდეს ყოფილა ქარველებს შორის და საეჭვო იყო, რომ მომავალში გამოჩენილიყო ვინმე. ჩვენამდე მოაღწია იოანე ათონელი ანდერძმა. იგი დაცულია რომელიც დაცულია იოანე ოქროპირის ერთ-ერთ თხზულებაში `მათეს თავის სახარების თარგმანებაში~, რომელიც ეფთვიმეს მიერ არის თარგმნილი. თავის ანდრეძში იოანე მოგვითხრობს, თუ რიგორ  წუხდა იმის გამო, რომ ქართყლად საკმარისი რაოდენობით არ იყო თარგმნილი ქრისტიანული წიგნები; თუ როგორ განსწავლა ეფთვიმე ბერძნული სწავლებით და დაავალა, აღმოეფხვრა ეს ნაკლი. ანდერძსი იოანე ჩამოთვლის აგრეთვე თავისი შვილის მიერ თარგმნილ თხზულებებს. ფაქტობრივად, იოანე სათონელის ანდერძის სახით ჩვენ საქმე გვაქვს პირველ ქართულ ბიბლიოგრაფიულ შრომასთან.

ათონის მონასტერს მამა იოანე განაგებდა. თავად თორნიკემაც სრულიად უარყო თავისი ნება და თავი იოანეს დაუმორჩილა. თუკი შესაძლებელი იყო, იოანეს ბრძანების გარეშე წყალს არ დალევდა, სიტყვასაც კი არ იტყოდა. მამა იოანე დიდი მორიდებით ეპყრობოდა თორნიკეს და პატივს სცემდა მის სიბერეს.

თორნიკე დაახლ 985 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ იოანემ შვილითა და რამდენიმე მოწაფით მოისურვა გამგზავრება ესპანეთში, რადგან სმენოდა, რომ მრავლად ცხოვრონებ ქართველები [აქ უნდა იგულისხმებოდნენ იბერებიიბერიის ნახევარკუნძულის მცხოვრებნი], მაგრამ განზრახვის შესრულება ვერ შეძლომალე იოანე მძიმედ დაავადდა ნეკრესის ქარებით. იგი მრავალი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი და საშინელი ტკივილები ტანჯავდა. თავისი უძლურების გამო იოანე ვეღარ უძღვებოდა მონასტერს და მონასეტრზე ეფთვიმე ზრუნავდა. როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დიდი ვედრებით დაითანხმა თავისი შვილი, ეფთვიმე, იგი გაძღოლოდა ივირონს. ისიც დაუბარა ეფთვიმეს, რომ მის მომდევნო წინამძღვრად გიორგი დაედგინა, სახელგანთქმული კაცი, კარგი მოღვაწე და მათი ნათესავი. გიორგისაც დაუბარა, თავის შემდგომ თვითონვე შეერჩია წინამძღვარი. შემდეგ დამოძღვრა თავისი ძმები და სული ეფთვიმეს ხელში დალია. ეს მოხდა 1005 წლის 14 ივნისს.

ეფთვიმემ მამის ცხდარი ჯეროვანი პატივით დაკრძალა და ის სამარხზე წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.

ეფთვიმე ათონელისა და მამამისის, იოანე ათონელის ხსოვნის უკდავსაყოფად დაიწერა იოანე და ეფთვიმე ათონელების `ცხოვრება~, რომლის ავტორიცაა ცნობილი ქართველი მწერალი და მწიგნობარი გიორგი ათონელი. (1009-1065 წწ.) იოანე და ეფთვიმე ათონელების უდიდეს ავტორიტეტზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ეფთვიმე ათონელი საბერძნეთის ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული. გიორგი ათონელის თხზულება ადრევე თარგმნეს ბერძნულ ენაზე. ჩვენამდე მოღწეულია ორი ბერძნული თხზულება: `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამის ჩვენისა ეფთვიმე ბერისა~ და `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მასენებელთა~. 

 

 

 

wyaroebi da samecniero liteeratura:

  1. `ioanesa da efTvimes cxovreba~ (`cxorebaÁ netarisa mamisa Cuenisa iovanesi da efTÂmesi~), aRwerili giorgi aTonelis mier.

  2. saqarTvelos samoTxe, sruli aRweraÁ RuawlTa da vnebaTa saqarTvelos wmidaTa, Sekrebili qronologiourad da gamocemuli m. sabininis mier, sankt-peterburgi, 1882, 401-432.

  3. janaSvili, m., aTonis iveriis monastris 1074 w. xelnaweri aRapebiT, tfilisi, 1901.

  4. giorgi mTawmindeli, cxorebaÁ netarisa mamisa Cuenisa iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada iv. javaxiSvilma, Tb., 1964.

5.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 38-1000.

6.       Сабинин, М., Житие славных преподобных отцев наших Иоанна и Евфимия, Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, СПб, 1872, 127-160.

7.      Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes. Vita beati patris nostri Iohannis atques Euthymii, conscripts a paupercolo Georgio presbytera et monacho, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1917-1919, 13-68.

  1. giorgi mTawmidlis `cxovreba~ iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada m. kaxaZem, Tb., 1946 w., 56-61.

  2. berZeniSvili, n., `aTonis krebulis~ redaqcia, saq. sax. muzeumis moambe, XI-B, 1941, 25-40.

  3. georgika, gamoc. s. yauxCiSvilis mier, t. VIII, Tb., 1970/

  4. kekeliZe, k., qarTuli literaturis istoria, I, Tb., 1980, 184-213.

  5. kekeliZe, k., aTonis literaturuli skolis istoriidan, etiudebi, II, Tb., 1945, 218-236.

  6. lolaSvili, iv., aTonur qarTul xelnawerTa siaxleni, Tb., 1975.

  7. maCxaneli, m., ioane, efTvime da giorgi aTonelebis berZnuli `cxovreba~, Tb., 1982.

  8. menabde, l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, Tb., II, 1980.

  9. metreveli, e., iovane da efTvime aTonelebisadmi miZRvnili `samaxsovro~ wignebi, filologiuri Ziebani, Tb., II, 1995.

  10. metreveli, e., aTonis qarTvelTa monastris (ivironis) winamZRvris dadgenis wesi, mravalTavi, XVI, 1991.

  11. metreveli, e., narkvevebi aTonis kulturul-saganmanaTl;eblo keris istoriidan, Tb., 1996.

  12. metreveli, e., aTonis qarTvelTa monastris saaRape wigni, Tb., 1998.

  13. SaniZe, a., giorgi mTawmidlis ena iovanesa da eqvTimes cxovrebis mixedviT, wignSi: g. mTawmideli, cxorebaÁ iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada i. javaxiSvilma, Tb., 1946.

  14. javaxiSvili, i., Zveli saistorio mwerloba, Tb., 1945, 237-268.

  15. Metreveli, H., Le rôle de l”Athos dans l”histoire de la culture géorgienne, JurnalSi: Bedi Kartlisa, XLI, 1988, 17-26.

  16. Metreveli, H., Iviron Ktitors of the House of Chordvaneli, Acts of XVIIIth International Congress of Byzantine Studies, Moscow, 1991, I, 438-444.

  17. Метревели, Е., О ктиторах Ивирона, Jurn. macne, els, @ 2, 1992, 49-53.

 

 

 

moamzada Tina ceraZem