მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ადარნასე I
ქართლის ერისმთავარი, დაახლ. 604-616, 628-650 წლები

 

 

ადარნასე I ქართლის ერისმთავარი არის ძე სტეფანოზ I ერისმთავრისა, რომლის დროსაც ქართლმა მძლავრი ნაბიჯები გადადგა წინ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. მცხეთის ჯვრის სამშენებლო წარწერაში ადარნასე და დემეტრე (სტეფანოზის ძმა) ვიპატოსის ბიზანტიური ტიტულით არიან მოხსენიებულნი. ადარნასეს სხვა ტიტულები ქართული წყაროებისათვის უცნობია, მაგრამ როგორც სომეხი ავტორი მოვსეს კალანკუატაცვი იუწყება, მას ბიზანტიელებისაგან სამმაგი ტიტული ჰქონია მინიჭებული.

ადარნასეს ერისმთავრობა ბევრად უფრო მძიმე საგარეო ვითარებაში მოუწია, ვიდრე ეს იყო სტეფანოზის დროს. მკვეთრ ცვლილებებს ბიზანტია-ირანის იმჟამინდელმშვიდობიანურთიერთობაში უბიძგა 602 წელს ფოკას ცნობილმა აჯანყებამ, რასაც იმპერატორ მავრიკეს მკვლელობა მოჰყვა. ხოსრო ფარვიზმა  თავის სიმამრზეშურისაძიებლადდასამართლიანობის აღსადგენად” 604 წელს ბიზანტიის წინააღმდეგ წამოიწყო სასტიკი და დაუნდობელი ომირომელიც ხანმოკლე წყვეტილებით 628 წლამდე გაგრძელდა. ომის პირველ ეტაპზე ბიზანტია მარცხს-მარცხზე განიცდიდა. მან ზედიზედ დაკარგა ეგვიპტე, მცირე აზიური პროვინციები, სომხეთი და ქართლი.   მიუხედავად ასეთი საგარეო პირობებისა, ადარნასეს ერისმთავრობის პერიოდში ქართლის პოლიტიკური სტაბილურობა და  ეკონომიკური წინსვლა სახეზეა, და როგორც ამისი შედეგი, ქართული საზოგადოება მწიფდება კულტურული ერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რაც აისახა კიდეც ადარნასე ერისმთავრის დიდად ნიჭიერი და გაბედული თანამოაზრის, კირიონ კათალიკოსის საეკლესიო პოლიტიკაშიკირიონ კათალიკოსმა და, წყაროების დუმილის მიუხედავად, უნდა ვიფიქროთ, რომ ადარნასე ერისმთავარმა, ქალკედონური მრწამსის ოფიციალური აღიარებით უბიძგეს ქართულ-სომხურ საეკლესიო განხეთქილებას, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა საქართველოს ადგილი კავკასიურ პოლიტიკაში. იმჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში მართლაც გაოცებას იწვევს ადარნასესა და კირიონის მტკიცე პოზიცია. ფორმალურად შაჰის ქვეშევრდომი, ადარნასე ერისმთავარი საშინაო პოლიტიკაში აშკარად გამოხატულ ეროვნულ (თუმცა მოპირდაპირე მხარისათვის პრობიზანტიურ)კურსს ატარებს. ამიტომაც გაოცებული კითხულობს სომეხი მღვდელმთავარი: “დაუჯერებლად გვეჩვენა: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთ-მეფის მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე, მართლაც რომ  ძლიერ მძიმეა” (ეპისტოლეთა წიგნი, გვ. 68).

ადარნასეს თავისუფალი მოქმედების საშუალება შეუწყდა 614 წლის შემდეგ, როცა ირანის შაჰმა ხოსროვ ფარვიზმა იერუსალიმი აიღო და თავისიშემწყნარებლურისარწმუნოებრივი პოლიტიკა გაამკაცრა. 616 წელს მან მოიწვია ქრისტიან ეპისკოპოსთა კრება, რომელზედაც შაჰის ქვეშევმრდომ ქრისტიანულ ქვეყნებში სავალდებულოდ გამოცხადდა მონოფიზიტური აღმსარებლობა. ამ დროიდან პოლიტიკური სიტუაცია ქართლში მკვეთრად იცვლება. ადარნასე და კირიონ კათალიკოსი ქართლიდან მიდიან. ქართლის ერისმთავარი ხდებ ვარსამუსე.

VII საუკუნის 20-იანი წლებიდან საგარეო ძალთა თანაფარდობა საპირისპიროდ იცვლება. ჰერაკლე კეისარი კავკასიის ქვეყნებზე გავლით და მათი სამხედრო ძალის გამოყენებით იწყებს ბრძოლას ირანის წინააღმდეგ დაკაგული პოზიციების აღსადგენად. ჰერაკლეს ეხმარებიან ეგრისელთა და იბერიელთა სამხედრო ძალებიც. ადარნასე ერისმთავრის შესახებ ამ პერიოდში არაფერია ცნობილი, მაგრამ იმის დაშვება, რომ იგი დახმარებას უწევს ჰერაკლე კეისარს, სავსებით შესაძლებელია. ეს მით უფრო ადვილი დასაშვებია, რომ 628 წელს,   ბიზანტია-ირანის ომის ბოლო ეტაპზე, როდესაც ჰერაკლეს მოკავშირე ხაზარები ირანელთაგან გამაგრებულ თბილისს აიღებენ, ქართლის ერისმთავრობა ჰერაკლემ კვლავ ადარნასეს მისცა. სომეხი ისტორიკოსის, მოსე კალანკატუაცის ცნობით, ადარნასეს ბიზანტიის იმპერატორისაგან სამმაგი ტიტული ჰქონდა მინიჭებული. ქართლის ერისმთავარი ადარნასე  ცოცხალი ჩანს VII საუკუნის 40-იანი წლების დასასრულსაც, არაბთა პირველ გამოჩენამდე.

 

      SeniSvna: “qarTlis cxovrebis” mixedviT, gaurkvevelia adarnases dinastiuri kuTvnileba. sinas mTaze axlad mikvleul qarTul xelnawerTa minawerebma es sakiTxi sabolood gaarkvia. adarnase iyo bagrationTa sagvareulos warmomadgeneli, Ze stefanoz I-isa.  mas hyavda da latavri, romelic aseve bagrationze iyo gaTxovili da sinuri xelnaweris minaweris cnobiT, yofila “deda┴ bagratunianisa┴ da kurapalatianisa┴”.

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.   ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955.

2.   მოსე კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა,  შესავალი, გაოკვლევა და შენიშვნები დაურთო . დავლიანიძემ, თბილისი, 1985.

3.   ეპისტოლეთაA წიგნი, სომხური ტექსტი ქართული Aრგმანით, გამოკვლევით და კომენტარებით . ალექსიძისა, თბილისი, 1968.  

4.   თეოფანე ჟამთააღმწერელი, გეორგიკა, . ყაუხჩიშვილის გამოც. IV, ნაკვ. I, თბილისი, 1962.

5.   ა. ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი,1973, გვ. 268-283.

6.   ზ. ალექსიძე, ქართლში ბაგრატიონთაA დინასტიის პირველი გამოჩენა, კრ. ბაგრატიონები, თბილისი, 2003.

7.   მ. სურგულაძე, ბაგრატიონთაA წარმოშობის ბიბლიური ლეგენდა, კლიო 22, საისტორიო ალმანახი,თბილისი, 2004.

8.   დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003.

 

 

 

 

 

 

 

 

 moamzada: mzia surgulaZem