მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

სტეფანოზ I, VI-VII საუკუნეთა მიჯნა

ქართლის ერისმთავარი, სახელმწიფო მოღვაწე, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის მაშენებელი.

 

 

 

      სტეფანოზ I იყო ბაგრატიონთა კლარჯული შტოს წარმომადგენელიიმავდროულად ვახტანგ გორგასლის შთამომავალი ქალიშვილის ხაზით, ძე გუარამ დიდი კურაპალატისა. სტეფანოზის ერისმთავრობა დაახლ. 593-604 წლებზე მოდის. მისი სახელი ამოკვეთილია მცხეთის ჯვრის აღმოსავლეთი ფასადის საამშენებლო წარწერაში, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით  _ “პატრიკიოსი”.

      589 წლიდან 591 წლამდე ირანში რამდენიმე საკარო გადატრიალება მოხდა. ირანის ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ ხოსრო II ფარვიზმა (591-628) მხოლოდ ბიზანტიის კეისრის, მავრიკეს დახმარებით მოახერხა ბაჰრამ ჩუბინისაგან მიტაცებული  ტახტის დაბრუნება. ამ დახმარების სანაცვლოდ ირანმა ბიზანტიას დაუთმო მცირე აზიის დასავლური პროვინციები, კავკასიაში კი სომხეთისა და ქართლის დიდი ნაწილი (მტკვრამდე), რომელთა გამო 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, მათ შორის ომი არ წყდებოდა. ამდენად, სტეფანოზის მმართველობის წლები პოლიტიკურად ძალზე ხელსაყრელი იყო

ქართლის მშვიდობიანი განვითარებისათვის. სტეფანოზ I-მა, როგორც ჩანს, კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება. ბიზანტიის ქვეშევრვრდომობა მას მხოლოდ მოკავშირეობას ავალებდა ირანის წინააღმდეგ, რაც ქართლის ხელისუფალს დიდ თავისუფლებას ანიჭებდა.

      სტეფანოზის დროინდელი ქართლის პოლიტიკურ, კულტურულ-სარწმუნოებრივ და ეკონომიკურ დაწინაურებაზე მეტყველებენ სტეფანოზის დროინდელი მატერიალური და წერილობითი წყაროები. მათ შორის უპირველესად უნდა მოვიხსენიოთ მცხეთის ჯვრის დიდი ტაზარი, რომლის აღმოსავლეთის ფასადზე სტეფანოზისა და მისი სახლის წევრების ღვაწლია უკვდავყოფილი. სტეფანოზის სახელით მოჭრილი მონეტები, რომლებზედაც ნაცვლად მაზდეანური ირანის სიმბოლოსი _ მოგიზგიზე ცეცხლისა _ კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული, ქართული ეროვნული პოლიტიკის დიდი გამარჯვებას მოასწავებს (ბიზანტიის მფარველობის ქვეშ).

სტეფანოზის ერისმთავრობის დროს, ქართლის ეკლესია, როგორცეპისტოლეთა წიგნიდან ჩანს”, ჩანს, სარწმუნოებრივი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს, რაც ქართლის მოსახლეობის რელიგიური სიჭრელით იყო გაპირობებული, თუმცა, თავად სტეფანოზი, მონოფიზიტობის მხარდამჭერი ჩანს.

ქვეყნის საერთო აღმავლობამ განაპირობა  ალბათ სტეფანოზისსამეფოპრეტენზიებიც. “მეფეთა საყდართა ზედა ვზიო”, _ასე ათქმევინებს მას შიოს ცხოვრების ცხოვრების ავტორი, მაგრამქართლის ცხოვრებისცნობით, სტეფანოზმამეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგანო” (ჯუანშერი).        

მაგრამ ქართლის ერისმთავართა პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი პოზიცია, რასაკვირველია, საერთაშორისო ვითარებების ცვალებადობაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ეპოქა, როდესაც აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების აღმსარებლობითი არჩევანი დიოფიზიტობას და მონოფიზიტობას შორის იმავდროულად მათ პოლიტიკურ ორიენტაციას გამოხატავდა: ბიზანტია დიოფიზიტობას (ქალკედონიტობა) ნერგავდა მისდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში, ირანი მონოფიზიტობას უჭერდა მხარს. როდესაც წინააღმდეგობა ბიზანტიის იმპერიასა და ირანს შორის პიკს აღწევს, განსაკუთრებით,   მავრიკე კეისრის მკვლელობის (602 .) შემდეგ, ირანის შაჰმა ხოსრო II ფარვიზმა (591-628 წწ.) ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანმა უკუდურესად შეავიწროვა ბიზანტია მცირე აზიასა და კავკასიაში და ძველად დაკარგული პოზიციებიც აღიდგინაამ დროსსტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა”.

ამგვარად, სტეფანოზის ერისმთავრობის დასასრულს ქართლი კვლავ ირანის გავლენის ქვეშ მოექცა. ბიზანტია, რასაკვირველია, ასე ადვილად ვერ შეურიგდებოდა ქართლში პოზიციების დათმობას და თავის გავლენას ინარჩუნებდა საეკლესიოსფეროში, რაც თავისთავად ქართლის მესვეურთა ეროვნულ ინტერესებს ემთხვეოდა. დაახლოებით 604 წლიდან სტეფანოზი აღარ ჩანს ქართლის ერისმთავრად. სტეფანოზის ადგილს იკავებს მისი ძე, ადარნასე I.

 

შენიშვნა:

შემდგომი მოვლენების თხრობისასქართლის ცხოვრებისქრონიკა შეცდომით  სტეფანოზ I-ად მიიჩნევს იმ ერისმთავარსაც, რომელიც ხაზართა ლაშქრობისას ირანელთა მხარეზე იბრძვის თბილისის ციხეში ჰერაკლე კეისრის აღმოსავლურ ლაშქრობათა ბოლო ეტაპზე. სინამდვილეში სტეფანოზ I-სა და თბილისის ბრძოლაში მონაწილე სტეფანოზს ერთმანეთისაგან 24 წელი აშორებს.

 

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955.

2.     ეპისტოლეთაA წიგნი, სომხური ტექსტი ქართული Aრგმანით, გამოკვლევით და კომენტარებით . ალექსიძისა, თბილისი, 1968.

3.     . ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი,1973, გვ. 268-283.

4.     . სანაძე, “ქართლის ცხოვრებადა საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი, თბილისი, 2001, გვ.149-179; მისივე: ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, 2000.

5.     . მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ