მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ვარაზ-ბაკური (VII-VIII სს. მიჯნის მოღვაწე)

ქართლის ერისმთავარი, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე II- (685-695; 705-711 წწ.) დიდმოხელე, ოფსიკიონის თემის სტრატეგოსი.

 

საქართველოში ვარაზ-ბაკურის მოღვაწეობის შესახებ ძალზე ძუნწი ცნობებია შემონახული. “მოქცევაი ქართლისაისცნობით ვარაზ-ბაკური ატარებსაპაი-პატრიკიოსისბიზანტიურ ტიტულს (“ქართლის ცხოვრებისჩანართის მიხედვით, “ანთიპატრიკიოსი”). ეს იყო  უმაღლესი სამოხელეო პატივის აღმნიშვნელი ტიტული  ბიზანტიაში, შემოღებული ჯერ კიდევ კონსტანტინე I “დიდის” (306-337 წწ.) დროს. VII -დან ამ ტიტულ იმპერატორის ოჯახის წევრებს და უცხოელ ხელისუფალთაც ანიჭებდნენ.

მასმოუქცევია” (ქალკედონურ მრწამსზე გადაუყვანია) გარდაბნელნი (ალბანეთის მკვიდრნი). ამ უკანასკნელ ცნობას იმეორებს სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეში, იმ განსხვავებით, რომ სუმბატ დავითის ძე ვარაზ-ბაკურს სტეფანოზ II-ის შვილიშვილად და გუარამ II კურაპალატის ძედ მიიჩნევს, ანუ ბაგრატიონთა შტოს აკუთვნებს. “მოქცევაÁ ქართლისაÁცნობაში საყურადღებოა ისიც, რომ ვარაზ-ბაკური მოიხსენიება არშუშა კურაპალატის შემდეგ, რის საფუძველზე უფრო სარწმუნო ჩანს მოსაზრება, რომ ვარაზ-ბაკური სამშვილდის პიტიახშთა _ ფეროზიან-ფარნავაზინთა შტოს წარმომადგენელია (სანაძე). შესაძლოა, არშუშა და ვარაზ-ბაკური ძმებიც კი იყვნენ. აშკარაა, რომ ვარაზ-ბაკური ბიზანტიის ქვეშევრდომია, ამასთან არის დაკავშირებული წყაროს ცნობა მის მიერ გარდაბნელთა მოქცევის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 700-703 წლებში.

ბიზანტიურ წყაროებში დასახელებულ იმპერატორ იუსტინიანესთან დაახლოებულ ქართული წარმოშობის, პატრიკიოსის ტიტულის მქონე ვარაზ-ბაკურს მკვლევარები აიგივებენ აბასთუმანის კვარცხლბეკის წარწერაში მოხსენიებულ, ქრიზოპოლის ციხის პატრონ, ქართლის ერისმთავარ ვარაზ-ბაკურთან (გოილაძე). ერისმთავრობის დროს დაუწყია ვარაზ-ბაკურს სამშვილდის სიონის მშენებლობა.

როდის და რა გარემოებაში მოხვდა ვარაზ-ბაკური ბიზანტიაში, ქართულ წყაროებში არ ჩანს. სამაგიეროდ მას კარგად იცნობენ და ქებითაც იხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები: თეოფანე ჟამთააღმწერელი, ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი და სხვები. როგორც ჩანს, ვარაზ-ბაკურის ბიზანტიაში წასვლა დაკავშირებულია VII საუკუნის ბოლოს საიმპერატორო კარზე დატრიალებულ მოვლენებთან.  

  685 წელს, იმპერატორ კონსტანტინე IV პოგონატის (წვეროსანი) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი 16 წლსი ვაჟიიუსტინიანე II-ის სახელწოდებით. ის საკმაოდ მკაცრი ხასიათის მმართველი გამოდგა და ბევრი მტერიც შეიძინა. 696 წელს იმპერატორი იუსტინიანე ტახტიდან გადააყენა ცნობილმა ბიზანტიელმა სარდალმა ლეონტიმ, რომელმაც აღმოსავლეთში წარმატებული ლაშქრობებით გაითქვა სახელი. მან იმპერატორს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ოღონდ უბრძანა მისთვის ცხვირი მოეჭრათ (ამ დროიდან მიიღო იუსტინიანემ მეტსახელისინოტმეტი”- ცხვირმოჭრილი) და ხერსონესში გადაასახლა.

იმპერიის კრიზისიდან გამოყვანა ვერც უზურპატორმა იმპერატორმა ლეონტიმ შეძლო და ვერც მის შემდეგ ტახტზე ასულმა ტიბერიუს III-. იმპერიაში დატრიალებულ მოვლენებს ფხიზლად ადევნებდა თვალს იუსტინიანე, რომელმაც  იქორწინა ხაზართა ხანის დაზე, წამოვიდა ხერსონესიდან და ძველ ქალაქ ფანაგორიაში დაიდო ბინა. ტიბერიუს III იუისტინიანეს დასასჯელად გაემზადა, მაგრამ იუსტინიანე თავისი მომხრეებით გაიქცა და ნავებით მიაღწია სიმოვალს (სევასტოპოლთან ახლოს), სადაც მას დამხმარე ძალა ელოდა, მათ შორის, ვარაზ ბაკური და მისი ძმა. მათ ნავებით მიაღწიეს ბულგარეთის სამეფოს. იუსტინიანემ მოლაპარაკება გამართა ბულგარეთის მეფესთან  დახმარების თაობაზებულგარეთის მეფემ მას ცხენოსანი ჯარი გამოატანა. იუსტინიანე მომხრეთა რაზმებით და ბულგარული ჯარით კონსტანტინოპოლს მიადგა. ჩქარა ქალაქი მის ხელში გადავიდა. აი, ამ ამბებში მონაწილეობდა ვარაზ ბაკური, რომელსაც  იმპერატორ იუსტინიანეს იმდენად მაღალი ნდობა დაუმსახურებია, რომ  მისგან  პირადი დაცვის უფროსობა და ოფსიკიონის სტრატეგოსობა მიუღია. ოფსიკიონი ერქვა იმპერატორის გვარდიასაც  და მარმარილოს ზღვის სამხრეთით მდებარე კუნძულებსაც, რომლებიც გასამხედროებულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა და  ოფსიკიონის თემის სტრატეგოსს ემორჩილებოდა.

ამდენად, ვარაზ-ბაკური ოფსიკიონის თემის სტრატეგოსი იყო და საიმპერატორო გვარდიის მეთაურიც. ამ თანამდებობაზე ყოფნა ვარაზ-ბაკურს ავალებდა ლაშქრობისას იმპერატორის ხლებას, მისი ჯარისათვის გზების გაწმენდას და ღამის გასათევი ადგილის მომზადებას.

ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იმპერატორი იუსტინიანე, რა თქმა უნდა, სამხედრო ნიჭით გამორჩეულსა და სანდო ადამიანს დანიშნავდა, როგორიც აღმოჩნდა ვარაზ ბაკური.

ვარაზ ბაკურმა, “ღმრთისგან განდიდებულმა”, როგორც მას ბიზანტიური წყაროები  უწოდებენ, 705 წელსვე იუსტინიანესგან მიიღო ოფსიკიონის თემში ზღვისპირას მდებარე ქრიზოპოლის ციხე. ამ ციხის სახელია მოხსენიებული აბასთუმნის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაშიც, რომელშიც მოხსენიებულია არშუშა და იუსტინიანე. ვარაუდობენ, რომ ამ სახელთა გვერდით დაუწერელი ადგილი დატოვებული უნდა ყოფილიყოვარაზ ბაკურისჩასაწერად (გოილაძე).

ტახტის დაბრუნების შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ მკაცრი რეპრესიები გაატარა _ სიკვდილით დასაჯა უზურპატორი იმპერატორები: ლეონტი და ტიბერიუს III, ხოლო სამხედრო მოხელე ვარდანი ხერსონესში გადაასახლა. მალე ვარდანმა, რომელმაც გაიგო, რომ იუსტინიანეს ბევრი მტერი ჰყავადა, დაიწყო მზადება აჯანყებისათვის. როგორც ჩანს, იმპერატორმა იუსტინიანემაც სიფხიზლე მოადუნა, ამან შეაძლებინა  ვარდანს კონსტანტინოპოლის აღება და იუსტინიანეს ხელისუფლების დამხობა. 711 წლის  დეკემბერში იუსტინიანე II და მისი  მომხრეები, მათ შორის ვარაზ ბაკურიც, სიკვდილით დასაჯეს.

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     .აბრამიშვილი, ატენის სიონის სამი გრაფიტი/მნათობი, თბილისი, 1984,N4;

2.     .აბრამიშვილი,სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბილისი,1977;

3.     ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს სესახებ, გეორგიკა,.IV, ნაკვ.II,ბერძნული  ტექსტის ტაგმანინდა კომენტარები . ყაუხჩიშვილისა, თბილისი, 1952;

4.     ლაპიდარული წარწერები  I, აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო (V-X სს.)შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა . შოშიაშვილმა, თბილისი, 1980;

5.     მატიანე ქართლისა/ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ .ყაუხჩიშვილის მიერ, .I, თბილისი, 1955;

6.     მოქცევაÁ ქართლისაÁ/შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს .გიგინეიშვილმა და .გიუნაშვილმა, თბილისი, 1979;

7.     სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა/ქართლის ცხოვრება I, თბილისი, 1955;

8.     . ალექსიძე, ვინ არისსრულიად აღმშენებელისამშვილდის სიონისა, მრავალთავი, XVI, 1991, გვ. 229-235.

9.     . სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე (პოლიტიკური ისტორიიდან), მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, 2000, გვ. 21-23.

10.    Летопись Византийца Феофана от Диоклетиана до царей Михаила и сына его Феофилакта, перевод с гречкского В.И.Оболенского и Ф.А.Геровского, Москва,1887.

11.    Никифора патриарха константинопольского краткая история со времени после царствования Маврикия.Византийский временник, т.3,1950.

12.    . გოილაძე, იმპერატორ იუსტინიანე II-ის დიდმოხელე ვარაზ-ბაკური იყო ქართლის ერისმტავარი?/მოსე ჯანაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, თბილისი, 2005;

13.    . გოილაძევის სახელზეა ამოკვეთილი აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა?

14.    საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები VIII, თბილისი, 2005;

15.    Ю.Кулаковский, История Византии, Киев, 1910.

16.    .ბახტაძე, ერისმთავრობის ინსტიტუტი საქართველოში, თბილისი, 2003;

17.    .ბოგვერაძე, ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (V-VIII სს.) თბილისი, 1979;.სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII სს. მიჯნაზე/მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, 2000.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ