მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

თეოდორე თაფლაისძე

X საუკუნის ხუროთმოძღვარი, ერედვის  წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მაშენებელი

 

 

 

შიდა ქართლში, ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან 7 კმ-ით დაშორებით მდებარე სოფელ ერედვში ხუროთმოძღვარმა თეოდორე თაფლაისძემ X საუკუნის დასაწყისში ააგო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეს სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება.

ერედვის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანმა ბაზილიკამ ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის არ შეუცვლია გარეგნული იერსახე.

ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია თარიღიანი სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით, 906 წელს, ქართლში ივანე ტბელის უფლობის (`ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა~) დროს, ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანესგანზრახვით, და მოყვასთა შეწევნით”, ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია (`დავდე სარძირკველი) ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და, სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.

ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არა აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.

თეოდორე თაფლაისძის მიერ აშენებული ტაძარი X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია.

 

 

 

         წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         . მეფისაშვილი, ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერა, სმამ. V, №10, 1944.

2.         . მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, ქხ, 4. 1955.

3.         . ბერიძე, ძველი ქართველი ხუროთმოძღვრები, თბილისი, 1956.

4.  H8 Vtgbcfidbkb7D8Wbywflpt7 Fh[bntrnehf yfujhyjq Xfcnb bcnjhbxtcrjq ghjdbywbb Uhepbb – Iblf Rfhnkb7 !)*%8

5.         ლაპიდარული წარწერები, I,(V-X სს), შეადგინ და გამოსაცემად მოამზადა . შოშიაშვილმა, თბილისი, 1980.

 

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ