მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

თეოდორე ჭანი VI .

ცნობილი სამხედრო მოღვაწე და სარდალი VI -ის ბიზანტიის საიმპერატორო კარზე.

 

 

        VI -ის ბიზანტიაში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის ჯარების სარდალი თეოდორე ჭანი. მასზე, როგორც გამოჩენილ სარდალზე, ცნობები შემოგვინახა V -ის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა. ცნობილი არ არის მისი გვარი. ვიცით, რომ ის იყო ჭანი (ლაზი) წარჩინებული დასავლეთ საქართველოდან, რომელიც არ ვიცით რამ მოახვედრა და რა მიზნით წავიდა ბიზანტიის იმპერიაში. ბიზანტიელი ისტორიკოსი აღნიშნავს მის გამჭრიახობას და სიმარჯვეს. აგათია სქოლასტიკოსის სიტყვებით, რომ ვთქვათ: `თეოდორე ჭანი იყო რაზმის უფროსებს შორის ერთი წარჩინებულთაგანი, ყოველ საქმიანობაში გამჭრიახი და მარჯვე~. სწორედ ამ თვისებების გამო იყო, რომ თეოდორე ჭანს გამორჩეული ადგილი ეჭირა ბიზანტიელთა სამხედრო მეთაურებს შორის. აგათიას სიტყვებით, თეოდორე ჭანი იყო `ჭანების თვისტომი, რომელსაც სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეჭირა~. ბიზანტიელი ისტორიკოსები ასე ადვილად არ აქებენ ვინმეს, მითუმეტეს არაბიზანტიელს. სამწუხაროდ, სხვა ცნობები თეოდორე ჭანის შესახებ არ მოგვეპოვება. აგათია სქოლასტიკოსი აღნიშნავს, რომ მან `მრავალი დავალება კარგად შეასრულა~.

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანით გამოსცა . ყაუხჩიშვილმა, . II, თბ., 1965 .

 

 

 

მოამზადა გულნარა  მჭედლიძემ