მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

                  სუმბატ დავითის ძე, XI .

ბაგრატიონთა საგვარეულო ქრონიკის ავტორი 

 

 

 

სუმბატ დავითის-ძე ავტორია თხზულებისაცხორებაი და უწყებაი ბაგრატიონთა”, რომელიც შესულიაქართლის ცხოვრებისკრებულში.

სუმბატ დავითის-ძე ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარის მემატიანეა; ითვლება, რომ თვითონაც ამ გვარის წარმომადგენელია. კერძოდ, . თაყაიშვილი მას მიიჩნევდა ბაგრატიონთა ტაოს შტოს წევრად. იგი წერს: “ეტყობა, ავტორი მომსწრეა ბგრატ III-ის მეფობის ბოლო ხანისა და გიორგი I-ის და ბაგრატ IV-ის მეფობისა 1032 წლამდე, როდესაც მისი ქრონიკა წყდება”; მართლაც, სუმბატის ქრონიკა მოულოდნელად წყდება საბერძნეთში ბაგრატ IV-ის დედის მარიამ დედოფლის 1032 წელს გამგზავრების ამბავზე.   ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, “ავტორი ამ დროს უეცრად გარდაცვლილა და მისი ქრონიკაც შემწყდარა”. მკვლევარი იზიარებს დავით კარიჭაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ  სუმბატი არის ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლის, დავით IV მცირის ძე, რომლის გარდაცვალება მას თავის ქრონიკაში აღნიშნული არა აქვს, რადგან მამამისი მისი გარდაცვალების დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

სუმბატის ქრონიკა სანდო და მნიშვნელოვან საისტორიო წყაროდაა მიჩნეული. ნაწარმოების, ყოველ შემთხვევაშიმისი დასაწყისი ნაწილის, ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთაებრივი წარმომავლობის დასაბუთება. ამ მიზნით ქრონიკას უძღვის ბიბლიური სქემა, რომელიც მთავრდება სიტყვებით: “სოლომონ შვა შვიდი ძმანი, რომელნი იგი მოსცნა ღმერთმან ტყვეობასა შინა”, რომელსაც ცალკე პარაგრაფად მოსდევს სიტყვები: ”და ოთხნი ძმანი  მოვიდეს ქართლს, ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისანი” (სუმბატ დავითის ძის ქრონიკა).

თავისი თხზულების წერის დროს სუმბატს სხვადასხვა საისტორიო წყარო გამოუყენებია: ბიბლია, რომლის სქემა მას თავისებურად გადაუკეთებია და ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად გამოუყვანია. სუმბატი არ არის ერთადერთი, ვინც ბაგრატიონთა ბიბლიური წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობას აღიარებს. ეს გადმოცემა სხვადასხვა ვარიანტით შემოუნახავს: “ჯუანშერს”, “მატიანე ქართლისას”, “გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებას”, კონსტანტინე  პორფიროგენეტის (913-959) თხზულებას – “იმპერიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ”. სუმბატ დავითის ძესთან ლეგენდის მთლიანი გაბმული ტექსტი თითქოს გაწყვეტილია და ვარიანტული განსხვავებებით ორ ადგილას არის გადანაწილებული, რაც იმის მაუწყებელია, რომ სუმბატი არსებითად იდენტური, მაგრამ ორი სხვადასხვა წყაროთი სარგებლობდა.

სუმბატის ქრონიკის მიხედვით, ქართველი და სომეხი ბაგრატიონები საერთო მეფური წარმომავლობისანი არიან, მათი მეფობა ღვთისაგნ არის ნაკურთხი; სომეხ და ქართველ ბაგრატიონთა წინაპრები წამოსულები არიან პალესტინიდან, მათ ნათელიღეს რაქელ დედოფლისაგან (ამ დედოფლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება); ამ ნათლობის შემდეგ მკვიდრდებიან მათი შთამომავლები სომხეთში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში; პირველი ქართველი ბაგრატიონი ერისმთავარი არის გუარამი (VI .), ქართლის ბაგრატიონთა  სამეფო დინასტიის ფუძემდებელი და მცხეთის ჯვრის მშენებლობის დამწყები.

ნაკლებად სარწმუნოა სუმბატის ვერსიის დამოკიდებულება კონსტანტინე პორფიროგენეტის ვერსიაზე, რადგან სხვაობა მათ შორის არსებითია. ექვთიმე თაყაიშვილი ფიქრობს, რომსუმბატი საზოგადოდ გვერდს უვლის კონსტანტინე პორფიროგენეტის ლეგენდას და მხოლოდ გაკვრით, ყრუდ აღნიშნავს ქართველ ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობას და მალავს, რომ ისინი მომდინარეობენ დავითის უკანონო ცოლის, საყვარლის, ური დედაკაცისაგან: ჩანს, მას ამის აღიარება ეთაკილება”.

სხვაგვარად ხსნიან ამ განსხვავებას მომდევნო თაობის მკვლევარები. როგორც ჩანს, ორივე ვერსიის წყარო ზეპირგადმოცემებია, რის გამოც მათი ჩაწერისას ორი განსხვავებული ტრადიციის (ქართული, ბერძნული) აქცენტები ისტორიოგრაფიულ ნაშრომში განსხვავებულად გადანაწილდასამეცნიერო ლიტერატურაში ბაგრატიონთა წარმომავლობის ლეგენდაბიბლიურ გენეალოგიასთან სამეფო საგვარეულოს  დაკავშირება _ ახსნილია შუასაუკუნოვანი ისტორიზმის საფუძველზე, რომელიც საინტერესოა არა თავად ფაქტების სისწორის, არამედ შუა საუკუნეების სააზროვნო სისტემის თვალსაზრისით.

სუმბატის ქრონიკის მეორე წყაროა  ქართული საისტორიო თხზულებამოქცევაÁ ქართლისაÁ”. სუმბატს იგი გამოუყენებია ქართველთა ერისმთავართა სიის შესადგენად გუარამ კურაპალატიდან აშოტ კურაპალატამდე (IX.). ეს სია მას თავისებურად გადაუკეთებია და, განსხვავებითმოქცევაი ქართლისაისსიისაგან, მასთან ყოველი მომდევნო ერისთავი წინამორბედის შვილადაა გამოცხადებული. თუმცა, ითვლება, რომ ეს სია ნაწილობრივ ტენდენციურია და გენეალოგიური მონაცემები ყოველთვის ზუსტი არ არის.

სუმბატის თხზულებაქართლის ცხოვრებაშიშესული სხვა ნაწარმოებებისაგან გამოირჩევა ქრონოლოგიური ცნობების სიუხვით. როგორც ჩანს, ისინი სუმბატს მოპოვებული აქვს მოკლე ისტორიული საგვარეულო ქრონიკებიდან, რომლებიც ინახებოდა ყველა წარჩინებულ ძველ ქართულ ოჯახში და რომლებშიც აღნიშნული იყო, თუ ვინ როდის გარდაიცვალა, რამდენი შვილი დატოვა, ვისთან ჰქონდა ომი თუ ზავი, რომელი ეკლესია თუ მონასტერი აღაშენა, რა ქართულსა თუ ბიზანტიურ პატივს ატარებდა სხვა” (. თაყაიშვილი).

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თავისი ქრონიკის შედგენის დროს სუმბატს გამოყენებული უნდა ჰქოდეს, როგორც . თაყაიშვილი აღნიშნავს, “მრავალრიცხოვანი წარწერები ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებისა, რომლებიც მოგვითხრობენ ამა თუ იმ ბაგრატიონის ღვაწლს, მოქმედებასა თუ გარდაცვალებას”.

მისივე დასკვნით, “მატიანეთა შესადგენად ქრონიკებისა და სხვა ისტორიული მასალების შეკრების იდეა უნდა აღძრულიყო ბაგრატ III-ის (978-1014) დროს, როდესაც გაერთიანდა ცალკეული ქართული სამეფონი და სამთავრონი. ასეთი მისწრაფება ბაგრატმა ცხადყო მაშინ, როდესაც აფხაზეთში გახელმწიფდა და გამოსცა დიდი სიგელი, რომელშიც ჩამოწერა აფხაზთა მთავრებისა და მეფეების სია და აღნიშნა თითოეულის ზეობის ხანგრძლივობა. სუმბატ დავითის ძემ ბაგრატ III-ის დროს და შემდეგ მის მიერვე შეკრებილი მასალა ჯეროვნად, ქრონოლოგიურ რიგზე დაალაგა და შექმნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ქრონიკა, რომელმაც ჩვენამდის მოაღწია”, თუმცა ნაწილობრივ ნაკლული სახით.

 

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა

  1. sumbat daviTis Ze, cxovreba da uwyeba bagratonianTta,wgn-Si sami istoriuli xronika, e. TayaiSvilis gamoc. Tbilisi, 1920.

  2. sumbat davitis Zis qronika tao-klarjeTis bagrationTa Sesaxeb, e. Tayaisvilis gamoc. masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv. 27, Tbilisi, 1949.

  3. Сумбат Давитис-дзе, Жизнь и известия о Багратидах, Три хроники. изд. Е.Такайшвили, СМОМПК, вып.XVIII, Тиф. 1900.

  4. sumbat daviTis Ze, cxoreba da uwyeba bagratonianTa, g. araxamias gamocema, Tbilisi, 1990;

  5. d. kariWaSvili, vin unda iyos “sombatis qronikis” avtori , kr. Zveli saqarTvelo, I, gany. II, 1909.

  6. g.gelaSvili, sumbat daviTis-Ze da “matiane qarTlisa”Tsu sromebi, #87, 1960.

  7. v.guCua, sumbat daviTis Ze bagrationi, qse, #9, 1985.

  8. g. mamulia, sumbat daviTis-Zis erTi wyaros sakiTxisaTvis, “qarTuli wyaroTmcodneoba”, III, Tbilisi, 1971.

  9. g. buaCiZe, sumbat daviTis Zis Txzulebisa da “matiane qarTlisas” erTi adgilis gagebisaTvis, krebuli: saqarTvelos eklesiis, qarTuli sasuliero mwerlobis da qristianuli xelovnebis istoriis sakiTxebi, Tbilisi, 1998.

  10. m. sanaZe, “qarTlis cxovreba” da saqarTvelos istoriis uZvelesi periodi (qarTlosidan mirianamde), Tbilisi, 2001, gv.159-179.

  11. z. aleqsiZe, qarTlSi bagrationTa dinastiis pirveli gamoCena, kr. bagrationebi, Tbilisi, 2003.

  12. m. surgulaZe, bagrationTa warmoSobis bibliuri legenda, saistorio almanaxi kilo, Tbilisi, 2004.

 

 

 

 

moamzada elene cagareiSvilma