მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ქრისტეფორე (ქაიხოსრო) გურამიშვილი (1697_1750 /1753)

ძმა დავით გურამიშვილისა, მოსკოვის ქართული ახალშენის თვალსაჩინო მოღვაწე, მესტამბემისიონერი.

     

 

 

        ქრისტეფორე გურამიშვილი დაიბადა გურამიშვილების სამკვიდრო მამულში, საგურამოში. იგი იყო უფროსი ძმა პოეტ დავით გურამიშვილისა. ქრისტეფორეს საქართველოში ცხოვრების პერიოდზე თითქმის არაფერია ცნობილი.

        XVII Kსაუკუნის 20-30-იან წლებში ქართლი და კახეთი თურქეთ-ირანისა და მომთაბარე ლეკების გამუდმებული თავდასხმების ობიექტად იყო ქცეული. ადამიანის გატაცება, ტყვეობა, ყოველდღიურ მოვლენად იყო ქცეული. ამ მოვლენის მსხვერპლი გახდა ქრისტეფორეს Uუმცროსი ძმა დავითი.

        აღნიშნულ პერიოდში საგურამო-მუხრანის მიდამოებში, იმ სოფლის ეკლესიაში, რომელიც წილკნის ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა, უნდა ემსახურა მღვდლად ქრისტეფორე გურამიშვილს. იმდროინდელი არეულობის გამო 1731 წელს იოსებ სამებელმა დატოვა წილკნის ეპარქია და რუსეთს გაემგზავრა. მას თან გაჰყოლია ქრისტეფორე გურამიშვილიც. მან იქ ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტერის იღუმენობა მიიღო. 1734 წელს სინოდმა სამებელი პეტერბურგს მიიწვია. ქრისტეფორეც თან ახლდა. რუსეთში დამკვიდრებული ქართველების კულტურულ პროგრამაში მთავარი ამოცანა ქართული სტამბის მოწყობა იყო. ამ გზით ცდილობდნენ იქაური მოღვაწენი საქართველოს დახმარებას. მოსკოვში ქართული ახალშენის მოღვაწეებმა _ ბაქარ ბატონიშვილმა და იოსებ სამებელმა 1737 წელს ეს საქმე ქრისტეფორეს მიანდვეს. ქრისტეფორემ მიაღწია იმას, რომ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში დაამზადეს ქართული შრიფტი და მოწყობილობა სტამბისათვის; მანვე მოამზადა კალიგრაფიული ქართული ანბანი რიცხვითი მნიშვნელობებით. სტამბის  საქმეთა შესასწავლად პეტერბურგის აკადემიაში მიაღებინა ახალგაზრდებირუსი, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი შრომით იქვე დაიბეჭდაანბანი” (ქართული, რუსული და გერმანული ) საკითხავი მასალებითურთ (ტირაჟი 500).  ქრისტეფორე იყო ამ გამოცემის ქართული ნაწილის რედაქტორი.

       1736 წელს ბაქარ ბატონიშვილის  და იოსებ სამებელის დავალებით ქრისტეფორე ვსესვიატსკოეში იწყებს სტამბის მშენებლობას  და აწყობას. ამ სტამბაში გამოცემული ყველა წიგნი გურამიშვილის ხელითაა დაბეჭდილი.

        აღსანიშნავია, რომ ქრისტეფორე გურამიშვილი მარტო მესტამბე არ ყოფილა. იგი კარგად დაუფლებია ასოთამწყობის საქმიანობას. ამავე დროს მონაწილეობდა წიგნების რედაქტირებასა და დედნების ლიტერატურულ დამუშავებაში.

      1744 წელსბიბლიისგამოცემის თაობაზე ამტყდარი უსიამოვნების გამო ვსესვიატსკოეს სტამბა დაიხურა, ამის შემდეგ ქრისტეფორე იძულებული ხდება თავის საყვარელ საქმეს თავი დაანებოს. იმავე წელს იგი ქართველ სასულიერო პირებთან: არქიმანდრიტ პახომთან, იღუმენ ნიკოლოზთან და იერომონახ ეფრემთან ერთად ჩრდილო კავკასიაში მიემგზავრება ოსებს შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ქრისტეფორე გურამიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი წლები  ჩრდილო კავკასიას უკავშირდება. იგი იქ გარდაიცვალა 1753  წლის 4 მარტს. მისი სარჩო-საბადებელი გადაუციათ დავით გურამიშვილისათვის. ქრისტეფორე დაკრძალული უნდა იყოს ასტრახანის უსპენსკის მონასტერში.

 

 

    wyaroebi da samecniero literatura:

1.        o. kasraZe, Zveli qarTuli nabeWdi wigni, Tbilisi, 1973w.

2.       qarTuli wigni, t1.1941w.

3.      Tedo Jordania, mTavarepiskoposi ioseb samebeli,qarTuli stambis saqme XVIIIsaukuneSi/iveria, 1884w #2-3.

4.    d. kariWaSvili,qarTuli wignis beWdvis istoria XVII-XVIIIs, Tbilisi,1929w.

5.    gazeTi, “literatura da xelovneba” 1949w.#23

6.       q. SaraSiZe, qarTuli anbani XIXs-mde. wgn: qarTuli saanbano wignis bibliografia (1629-1955) Tb. 1957w.

7.      F,hfvbidbkb F8Bp bcnjhbb uhepbycrjuj rybujgtxfnfybz pf ghtltkfvb Uhepbb7 c,8cn8 Rybuf7 Bccktljdfybz b  vfnthbfks7 1960.

 

 

moamzada ana baqraZem