მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 ქაიხოსრო II, ათაბაგი (1522_1573)

 

 

 სამცხის ათაბაგი `ღვთივგÂრგÂნოსან~ ანნას უმცროსი ვაჟი _ სამცხის ათაბაგი (1545_1573), `საღთოთ სამÃედროდ აღზრდილი~, `სიბრძნის გამომეძიებელი~, `დაუცხრომლად ღთის მადიდებელი~. იცოდა სპარსული წიგნი და წერა და ენა თათრული, სპარსული, არაბული~. ათაბაგის ტიტულისა და საათაბაგოს ტერიტორიის დასაბრუნებლად თუ შესანარჩუნებლად `Âთისმადიდებელმა~ უღვთოდ ანგრევინა ოსმალებსა და ყიზილბაშებს ტაო და შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი და ჯავახეთი. 11_12 წლის ქაიხოსრო, ოთარ შალიკაშვილის ინიციატივითა და თანადგომით, სულთნის კარზე იდგა და სულეიმან კანუნის სთხოვდა თანამოძმეთა ხელყოფისაგან დაცვას. 50 წელს გადაცილებული კი (ყაზვინში მყოფი) ოსმალებისა და ურჩი თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვდა შაჰ-თამაზისაგან.

ანტითურქული კოალიციის 80 წლისთავზე სამხრეთ საქართვე¬ლოს `პატრონების~ პოლიტიკური სიბეცე იმდენად დიდი იყო, რომ თავიანთი სამფლობელოს შესანარჩუნებლად ოსმალებს უხმობდნენ, რითაც თურქთაგან საქართველოს დაპყრობას აჩქარებდნენ და აახლოვებდენ.

მურჯახეთის ომის (1535 .), ქრისტეანეთა წარÃდენის მიზეზი~ რომ გახდა, შემდეგ საათაბეგო იმერეთს შეუერთდა. იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ტყვეობაში გარდაცვლილი ათაბაგ ყვარყვარე III-ის შვილი ქაიხოსრო იმერეთისა და ქართლის მეფეების და მოქიშპე მესხი ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლველად `ღონედ უძლურებისად თავისა~ დახმარებას სთხოვს ხონთქარს. ათაბაგის `მიწვევას~ სულთანი დიდი სიამოვნებით იღებს. ეს ის ხანაა, როცა ზი--კადირლი მეჰმედ ფაშამ ჭოროხის ხეობაში დაიპყრო ათაბაგთა კუთვნილი სამფლობელოს ნაწილი, ხოლო ცოტა გვიან არზრუმის ვალიებმა და ყარს-ბასიანის სანჯაყბეგებმა დაიპყრეს იუსუფელი, ართვინი, თორთუმი, ოლთისი. ახლა დააარსეს სანჯაყები ოლთისსა, ართვინსა და შირვანში. ქაიხოსროს თხოვნის პასუხად ტაოს შეესია ლაშქარი მუსა ფაშას სარდლობით, მაგრამ ბაგრატ III მხედართმთავრობით ქართველებმა სძლიეს ოსმალებს. ბრძოლა გაიმართა ოლთისის ახლოს ქარაღაქთან 1543 წელს. ქაიხოსრო და შალიკაშვილი კვლავ სულთნის კარს ეახლნენ დახმარების თხოვნით. დამარცხებით ბრაზმორეულმა სულთანმა ამჯერად უფრო ძლიერი ექსპედიცია გაგზავნა. ბრძოლა გაიმართა ბასიანთან სოხოისტას. არზრუმისა და დიარბექირის ვალიების ლაშქარს ქართლის, იმერეთისა და მესხეთის ვიწრო კუთხური ინტერესებით მოქმედი ძალები ვერ გაუმკლავდა. 1545 წელს ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა აიღეს სამცხის ბევრი ციხე და საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში დაიდეს ბინა. `ოსმალთ დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი და იქმნა ათაბაგი~. 10 წლის შემდეგ `ეღირსა~ ათაბაგობას.

ოსმალთაგან გაათაბაგებული ქაიხოსრო II-თვის მალე გახდა აშკარა ოსმალთა `დახმარების~ რეალური სახე. საათაბაგო სულთნის მოხარკე ქვეყნად `ეწერა~, მაგრამ ოსმალებმა მისი ინკორპორირება დაიწყეს. დაიპყრეს ტაო, არტანუჯი არსიანამდის, ფარნაკანი და მთლიანად არტაანი. ჯავახეთი და მისი სამხრეთი ნაწილი კვლავ ქართლის მეფეს ლუარსაბს ეპყრა. ამ პირობებში ქაიხოსროს ახალი ძლიერი მოკავშირე უნდა მოეძებნა. ასეთი კი ირანი გახლდათ, რომელსაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებში თურქების წარმატება დიდად აფიქრებდა. ქაიხოსრომ საშველად სწორედ ირანს მიმართა. 1547 წელს შაჰ-თამაზი ქაიხოსროს დასახმარებლად და შირვანიდან წამოვიდა და ახალქალაქს დადგა. 1551 წელს კი ლუარსაბის, მისი მიმდევარი ურჩი თავადების `გონზე მოსაყვანად~ ათაბაგმა შაჰ-თამაზი შაქიდან მოიწვია პირდაპირ `მოსვრად სამცხისად~. მაშინ `მოითხარა~ სამცხე, გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები, გაიჟლიტა ერი და ბერი. ყიზილბაშებმა დაარბიეს ჯავახეთი, აიღეს აწყური, თმოგვი, ვანის ქვაბები. პირწმინდად გაძარცვეს ვარძიის მონასტერი. ასე დაამარცხა ქაიხოსრომ თავისი მოწინააღმდეგენი, მაგრამ მისი `წარმატება~ პიროსის გამარჯვებას ჰგავდა და არა ქვეყნის სასიკეთოდ პატრონის შორს გამიზნული პოლიტიკის შედეგს. შაჰ-თამაზის ამ შემოსევის შემდეგ ქვეყანა წელში ვეღარ გაიმართა. სამცხისათვის ირანისა და ოსმალეთის ბალანსირების პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა.

1555 წლის ამასიის ზავით სამცხის აღმოსავლეთი ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთი კი ოსმალეთს. ქაიხოსროს სამფლობელო ირანის `კუთვნილ~ ნაწილში აღმოჩნდა. ამასიის ზავი ხელს უშლიდა ქართველ მეფე-მთავრებს ირან-ოსმალეთის დაპირისპირება თავის მიზნებისათვის გამოეყენებიათ. ოსმალები, რომელთა ხელში იყო ტაო, კლარჯეთი, ჭანეთი, აჭარა, ზავის პირობების მიუხედავად, თავს ესხმოდნენ ქაიხოსროს ტერიტორიას. ქაიხოსრო II დახმარებისათვის კვლავ ირანს მიმართავდა, მაგრამ შაჰ-თამაზი აქტიურ სამხედრო ოპერაციებს თავს არიდებდა. მიზეზად ამასიის ზავის პირობების დაცვას დებდა. ქაიხოსროს პირი მაინც ირანისკენ ჰქონდა მიბრუნებული. მის იმედს ქვეშეცნეულად, ალბათ, ისიც ამაგრებდა, რომ შაჰ-თამაზის საყვარელი მეუღლე იყო ოთარ შალიკაშვილის ასული.

1570 წელს ქაიხოსრო II ყაზვინს ეახლა შაჰს და დახმარების მიღების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა 1573 წელს. ქაიხოსროს დარჩა ენერგიული მეუღლე დედისიმედი და შვიდი შვილი, დამცრობილი და ილაჯგაწყვეტილი ქვეყანა, ათაბაგის სახლის ურჩი ფეოდალები, ცბიერი და ძლიერი, მისგან დროდადრო მოყვრად შერიცხული მტერი. მან საძრახი გზებით მოინდომა ძალაუფლების შენარჩუნება, რეგულარულად შემოყავდა ოსმალები და ყიზილბაშები, რომელთა შემდეგ ქვეყანას სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ რჩებოდა. მისმა დამღუპველმა პოლიტიკამ დააჩქარა ქვეყნის გაოსმალება. ოსმალურ წერილობით ძეგლებში იგი შეფასებულია ზოგადი ფრაზებით _ `საქართველოს ცნობილი და დიდხელისუ¬ფალთაგან ერთერთი~.

ისლამურ სახელმწიფოთა აშკარა თუ შენიღბულ აგრესიას ქართველები `ერთÃორც~ და `ერთსულ შეკრული~ კი არა, სეპარატისტული სულისკვეთებით გათითოკაცებული ხვდებოდნენ. შედეგიც არ აყოვნებდა.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. qarTlis cxovreba, beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, t.II, Tbilisi, 1959.

  2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, `qarTlis cxovreba~, t.IV, Tbilisi, 1973.

  3. T. Jordania, qronikebi, t.II, Tbilisi, 1897.

  4. j. odiSeli, mcire qronikebi.

  5. f. gorgijaniZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi, Tbilisi, 1961.

  6. qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.

  7. d. baqraZe, arqeologiuri mogzauroba guriasa da aWaraSi, baTumi, 1987.

  8. hasan rumlus cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliT gamosca vl. fuTuriZem, SeniSvnebi daurTo r. kiknaZem, Tbilisi, 1966.

  9. ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.

  10. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.

  1. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.IV, Tbilisi, 1948.

  2. n. berZeniSvili, Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (ХІІІХVІ вв), saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.II, Tbilisi, 1965.

  3. n. berZeniSvili, saqarTvelo XVI saukuneSi, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.VI, 1973.

  4. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.

  5. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

  6. Gümüş XVI. Asir Osmanli-Gürcistan. Iliskileri.

  7. H. Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

 

 

 

 

moamzada cisana abulaZem