პაპუნა ორბელიანი, XVIII ს.-ის ისტორიკოსი
XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი აღორძინების ხანის ქართული საისტორიო მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, ხოლო მისი თხზულება "ამბავნი ქართლისანი", რომელიც მოიცავს 1739-1758 წლების ისტორიას, ძველი ქართული საისტორიო მწერლობის საუკეთესო ნიმუშთაგანია.
აღორძინების პერიოდის (XVI-XVIII სს.) ქართული მწერლობის მიმართულება და ხასიათი განსაზღვრა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ვითარებამ.
XVI- XVII საუკუნეებში ირან-ოსმალეთის ბრძოლებში მიღებულმა მწარე გამოცდილებამ თვალნათლივ დაარწმუნა ქართველი ხალხი, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებების გარდა, ეროვნული გადაგვარების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ზრუნვა იდეური საშუალებების გამონახვაზეც. ქართველ მოღვაწეთა სახელმძღვანელო იდეად იქცა მთელი შემოქმედებითი ძალების თავმოყრა და მათი ფართოდ გაშლა სხვადასხვა დარგში, იქნებოდა ეს ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია, ლექსიკოლოგია თუ იურისპუდენცია.
პოლიტიკის და კულტურულ-იდეოლოგიურ სფეროში მომხდარი ძვრები შესაბამისად აისახა იმდროინდელ ქართულ მწერლობაში. განსაკუთრებით ფართო გასაქანი მიეცა ისტორიულ თემატიკას, გარდასული ისტორიული ფაქტების გამოვლენას, წარსულის აღდგენასა და მის ასხვას როგორც ლიტერატურულ ფორმებში, ასევე წმინდა ისტორიული ხასიათის ნაწარმოებების მეშვეობითაც, რომელთა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პაპუნა ორბელიანის თხზულება "ამბავნი ქართლისანი".
პაპუნა ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად ერთადერთ წყაროს მისივე თხზულება წარმოადგენს, თუმცა აქ მხოლოდ ორი ათეული წლის, სახელდობრ, 1739-1758 წლების ისტორიაა გადმოცემული და თან ისტორიკოსი ძუნწ ცნობებს გვაწვდის თავის შესახებ.
სრულიად უცნობია პაპუნა ორბელიანის ცხოვრების ადრინდელი, კერძოდ, 30-იან წლებამდე პერიოდი. ერთ-ერთ, XVIII ს.-ის ქართულ ისტორიულ დოკუმენტში იგი მოხსენებულია იმ ორბელიანთა შორის, რომლებიც 1727 წელს დმანისის ღვთისმშობელს უახლებენ ძველადვე შეწირულ სოფელ ჩინჩახურს. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1757 -1762 წლებს შორის მდივანბეგის (მოსამართლის) თანამდებობა მიუღია.
ყაფლანიშვილთა საგვარეულო, იგივე ორბელიშვილები//ორბელიანები, ქაჩიბასძე-ბარათაშვილების დიდი ფეოდალური სახლის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენდა. იგი ფუძე-სახლს 1536 წელს გამოეყო. ამ საგვარეულომ, რომლის წარმომადგენლები განთქმულნი იყვნენ თავისი შეძლებით, გავლენით და განსწავლულობით, მრავალი სახელმწიფო და კულტურის მოღვაწე შესძინა ქვეყანას. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა სულხან-საბა ორბელიანიც.
პაპუნა ორბელიანი თავის თხზულებაში არაერთგზის გამოხატავს საკუთარი საგვარეულოსადმი პატივისცემას და ცდილობს ორბელიანთა გამართლებას ყოველთვის, როდესაც მათი პოლიტიკური არჩევანი არაერთგვაროვან შეფასებას იწვევდა. მის თხზულებაში ერთი ასეთი საყურადღებო ფაქტია დაცული: 1742 წელს დაიწყო გივი ამილახვრის აჯანყება, რომელმაც თითქმის მთელი ზემო ქართლი მოიცვა. საყაფლანიშვილოს ძირითადმა ნაწილმა, ქაიხოსრო ორბელიანის მეთაურობით, მხარი არ დაუჭირა გივის და ირანის მორჩილება არჩია. ნაწილი კი, რომელიც უკმაყოფილო იყო ქაიხოსრო ორბელიანით, გივი ამილახვარს მიუვიდა. პაპუნა ორბელიანი ცდილობს თავისი სახლისკაცების ასეთ მოქმედებას ააცილოს “ხელმწიფის” (ე.ი. თეიმურაზ II-ის) ურჩობის ბრალდება და “სიღარიბით და ავი დროის შეწუხებით” ახსნას. ასეთივე დამცველის როლში გამოდის პაპუნა ორბელიანი ორბელიან-ყაფლანიშვილთა მიმართ სხვა შემთხვევებშიც: “ორბელიანთ სახლს მაშინ მტერნი ბევრი ჰყვანდათ, ამით რომე, დიდებული, შეუძრველი სახლი ჰქონდათ, და მერე, აროდეს არა ხელმწიფის ორგულობა და ღალატი არ შესჩნეოდათ. ის ეჯავრებოდათ და ყოველგზის ცდილობდნენ მათს დამცრობასა”.
პაპუნა ორბელიანს საქართველოსათვის ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ოსმალთა ბატონობის მძიმე წლებმა (1723-1735 წწ.) და არანაკლებ აუტანელმა "ყიზილბაშობის" (1735-1747 წწ.) პერიოდმა უცხო დამპყრობთა უღელქვეშ მოაქცია ქართლ-კახეთი.
პაპუნა ორბელიანი სრული შეგნებით ქართლ-კახეთის იმდროინდელი მმართველების, მამა-შვილის, თეიმურაზისა და ერეკლეს მხარეზე იდგა. მას თავის ნათესავებთან და მსახურ აზნაურიშვილებთან ერთად არაერთხელ მიუღია აქტიური მონაწილეობა ოსმალთა, ყიზილბაშთა თუ ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მას ხშირად ხედავდნენ თვით მეფე ერეკლეს გვერდით მებრძოლს შემოსეული მტრების წინააღმდეგ. ისტორიკოსი თავის თხზულებაში აღფრთოვანებით აღწერს ერეკლეს სიმამაცეს.
რაც შეეხება პაპუნა ორბელიანის განათლებასა და ლიტერატურულ საქმიანობას, მასზე მსჯელობა შესაძლებელია ძირითადად მის თხზულებაზე, "ამბავნი ქართლისანი", დაყრდნობით. თემატური მრავალმხრივობა, შინაარსობრივი სიმდიდრე, ისტორიული ამბების გადმოცემის წესრიგი, ისტორიული მოვლენების ახსნა, მათი წარმომშობი მიზეზებისა და გარემოებების გათვალისწინება, მას შორსმჭვრეტელ, განათლებულ და ფართო ჰორიზონტის მქონე ისტორიკოსად წარმოგვიდგენს. თავის თხზულებაში თურქების, ყიზილბაშებისა თუ ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლების დაწვრილებით და თან საკმაო მხატვრულობით გადმოცემისას პაპუნა ორბელიანი ცდილობდა მკითხველში აემაღლებინა პატრიოტული გრძნობა და გაეღვივებინა ეროვნული თვითშეგნება.
"ამბავნი ქართლისანი" საუკეთესო პირველწყაროა XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ისტორიის შესასწავლად. თხზულება კომპოზიციურად შეკრული ნაწარმოებია, რომელშიც ისტორიული ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გადმოცემული. პაპუნა ორბელიანი არის თვითმხილველი, "თანადამხუდარი" და ხშირად მონაწილეც თხზულებაში აღწერილი ამბებისა. როგორც თანამედროვე, ასევე წინარე ხანის ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, პაპუნა ორბელიანი მხოლოდ თავის თანადროულ ამბებს გადმოსცემს, რითაც გვერდს უხვევს ძველ ისტორიოგრაფიულ ტრადიციას - ქვეყნის ისტორია აღიწეროს უძველესი პერიოდიდან. პაპუნა ორბელიანის, როგორც ისტორიკოსის, დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქრონოლოგიას და დათარიღების გარეშე თითქმის არცერთი ისტორიული ფაქტი არა აქვს გადმოცემული. როგორც ირკვევა, პაპუნა ორბელიანს ისტორიოგრაფიულ ნაშრომის დაწერა დაუკვეთა და დახმარებაც გაუწია მეფე თეიმურაზმა. თვით ისტორიკოსი აღნიშნავს ამის შესახებ თავისი თხზულების დასწყისშივე:
"შევუდექ ამბავს ქართლისას პაპუნა ორბელიანი,
განმაძლიერა მეფემან, ვინ არის გვირგვინიანი;
აღვსწერე ყოვლი, ყოფილი, მრავალგზის საჩივრიანი.
ვინც წაიკითხოთ, ნუ მკიცხავთ, სიტყვა თქვით შენდობიანი".
მართალია, ძირითადად თხზულების შინაარსი იშლება პოლიტიკური ამბების ფონზე (ყიზილბაშთა ბატონობა ქართლ-კახეთში, ნადირ-შაჰის პოლიტიკა ქართლ-კახეთის მიმართ, ლეკიანობა, ქართველი ხალხის ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, თეიმურაზისა და ერეკლეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა), მაგრამ ამასთანავე აქ შემონახულია მასალები XVIII ს.-ის ქართლ-კახეთის სოციალური სტრუქტურის, სახელმწიფოებრივი და სამოხელეო წყობილების, ეკლესიის, ქართველთა წეს-ჩვეულებების შესახებ.
ისტორიკოსი საკმაოდ კარგად იცნობს თავისი თანამედროვე არა მარტო ქართლ-კახეთის, არამედ ირანისა და თურქეთის ისტორიას და სწორედ ამიტომ დაწვრილებითა და ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოგვცემს ფაქტებს.
პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანის" ტექსტი სამჯერ არის გამოქვეყნებული: პირველად დავით ჩუბინაშვილის მიერ, ხოლო მეორედ, დავით ჩუბინაშვილისეული გამოცემიდან უცვლელად გადაბეჭდილია "საქართველოს ცხოვრებაში” ზ. ჭიჭინაძის რედაქციით. აღნიშნული გამოცემები მხოლოდ ერთ ხელნაწერს ემყარებიან. პაპუნა ორბელიანის თხზულების "ამბავნი ქართლისანის” კრიტიკული ტექსტი, ექვს ხელნაწერზე დაფუძნებული, შესავლით, ლექსიკონითა და საძიებლებით გამოქვეყნდა ე. ცაგარეიშვილის მიერ 1981 წელს.
პაპუნა ორბელიანი პოეტური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ერთ ხელნაწერში შეტანილია პაპუნა ორბელიანის ლექსები შემდეგი სათაურებით:
1. "ხილთ ქება, ანბანზე თქმული პაპუნა ორბელიანისაგან";
2. "ყუავილთ ქება, ნათქუამი პაპუნა ორბელიანისაგან";
3. "ანბანთ ქება ცხრა ლექსად თქმული პაპუნა ორბელიანისაგან";
4. "ცხრა ნეტარება, ლექსად თქმული პაპუნა ორბელიანისაგან".
ზემოთ ჩამოთვლილ ლექსთა მიხედვით, პაპუნა ორბელიანი, შესაბამისად იმდროინდელი ლიტერატურული გემოვნებისა, ავითარებს ქრისტიანულ მორალისტურ იდეებს. პაპუნა ორბელიანის პოეტური მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიული პოემა, რომელსაც პირობითად, "ამბავნი ქართლისანის”' ანალოგიით, "შეჭირვებულნი ქართლისა
wyaroebi da samecniero literatura:
xelnawerebi: xec, A fondi, #1166, S fondi, #37.
qarTlis cxovreba, t.II. gamocemuli Cubinovisagan, sank-tpeterburgi, 1854.
saqarTvelos cxovreba, z.WiWinaZis redaqciiT, Tfilisi, 1913;
papuna orbeliani, ambavni qarTlisani, teqsti gamosacemad moamzada e. cagareiSvilma, Tbilisi, 1981;
Histoire de la Georgie II Traduite du georgien par M.Brosset, II partie livraison SPB, 1857.
niko dadiani, qarTvelT cxovreba, Tbilisi, 1962,
vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa/qarTliscxovreba, t.4, s. yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1973.
saqarTvelos siZveleni, t.2.e.TayaiSvilis redaqtorobiT, Tfilisi, 1906.
iv.javaxiSvili, Txzulebani, t.VIII, Tbilisi, 1977;
k.kekeliZe, qarTuli literaturis istoria,II, Tbilisi, 1958. n.berZeniSvili, XVIII s. saqarTvelos istoriidan/saqarTvelos istoriis sakiTxebi, II, Tbilisi, 1965;
v.gabaSvili, sulxan-saba orbeliani, rogorc diplomati/ sulxan saba orbeliani, saiubileo krebuli, Tbilisi, 1959;
d. gvritiSvili, narkvevebi saqarTvelos istoriiadan,t.II, Tbilisi,1968;
g.jamburia, qarTuli feodaluri urTierTobis istoriidan, Tbilisi, 1955; l.quTaTelaZe, papuna orbelianis ucnobi istoriuli poema “SeWirvebani qarTlisani”, mravaltavi I, Tbilisi, 1971;
А.С. Хаханашвили, Очерки по истории грузинской словесности, вып. 3-й, литература 13-18 вв. Москва, 1903.
moamzada elene cagareiSvilma