მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ონოფრე მაჭუტაძე (გარდ. 1732 )

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი

 

 

ონოფრე მაჭუტაძე XVII_XVIII საუკუნეების გარეჯელ მოღვაწეთა შორის გამორჩეული ფიგურაა. მას გარეჯის მეორედ აღმშენებელს უწოდებენ.

სამწუხაროდ, ამ გამოჩენილი მამულიშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზე მცირეაუცნობია მისი მშობლების ვინაობა, ონოფრეს  დაბადების თარიღი. ვიცით მხოლოდრომ მღვდელმონაზონი მაქსიმე და მისი ძმა ოთარი მზითვში მოჰყვნენ გურიელის ასულ თუთას, რომელიც  1670-იანი წლების დასაწყისში ცოლად შეირთო მუხრანის ბატონიშვილმა ლევანმა. მაქსიმეს უბოძეს ბოლნისის ეპარქია, ხოლო ოთარი 1683-1690 წლებში ბერად ეკურთხა შედგა ონოფრეს სახელით და მალე  დავითგარეჯის წინამძღვარი გახდა. ცნობილია ასევე, რომ გარეჯაში იგი ზრდიდა თავის ძმისწულსრომელსაც მაჰმადიანური სახელი უსუფბეგი რქმევია.

ონოფრეს მოღვაწეობის ხასიათი განსაზღვრა შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. იმდროინდელი ოსმალობა-ყიზილბაშობა საფრთხეს უქმნიდა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესია მონასტრებს. Aსწორედ ამ პირობებში შეუდგა ონოფრე დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრების აღორძინების საქმეს.

ონოფრემ დაიწყო მონასტრის ეკონომიკური საფუძვლების გამაგრება. ქართლ-კახეთის მმართველთ განაახლებინა და ხელახლა დაამტკიცებინა ყველა ის პრივილეგიები, რომლითაც ადრე სარგებლობდა დავითგარეჯის მონასტერი. შემდგომ იგი შეუდგა სამონასტრო მიწების დაბრუნებას და მათზე სამონასტრო ყმების დასახლებას. ონოფრეს მზრუნველი ხელი დაეტყო მონასტრის შინა ცხოვრების ორგამიზაციულ მხარესაც. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ონოფრეს მეცადინეობით  გარეჯაში იმდენად გაიზარდა ბერმონაზვნების რიცხვი, რომ საჭირო გახდა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მონასტრის ოფიციალური გაფორმება. გადიდებულ და გაზრდილ მონასტერს ასევე ესაჭიროებოდა როგორც ძმათა სენაკები, ისე ახალი დაცვითი ნაგებობების აგება და ძველის გამაგრება, სამეურნეო ინვენტარის შეძენადაგროვილი დოვლათისათვის შესაფერისი შენობების აშენება. მშენებლობათა მთელი ეს კომპლექსი მოითხოვდა დიდ ენერგიას, ორგანიზატორულ ნიჭსა და ეკონომიკურ სახსრებს. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ონოფრე მაჭუტაძე. მან პირევლ რიგში მონასტერს შემოავლო გალავანი, რომლის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ონოფრე დიდი გულისყურით ეკიდებოდა მონასტრის ბიბლიოთეკას. მისი უშუალო მონაწილეობით საკუთრივ გარეჯაში ხელნაწერი და სტამბურად გამოცემული სხვადსხვა დასახელების 76 ტომი იყო თავმოყრილი. თითოეული ტომი კი თავის მხრივ რამდენიმე წიგნისაგან შედგებოდა. ეს წიგნები გახდა საფუძველი გარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმატებული საქმიანობისა.

ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში გარდა ყოველდღიურად სახმარი  საღვთისმსახურო წიგნებისა, თავმოყრილი იყო აგიოგრაფია, საღვთისმეტყველო და ეგზეგეტიკური ლიტერატურა. მონასტრის ბერებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავისუფლად გაეტანათ ბიბლიოთეკიდან სენაკებში წიგნები. Cონოფრეს სახელს იკავშირდება ასევე  ჰაგიოგრაფიული კრებულის შედგენა (A-160), რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი. მართალია, თავად ონოფრე მაჭუტაძე ლიტერატურულ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ, ფაქტობრივად მან შეამზადა ნიადაგი დავითგარეჯაში ლიტერატურული საქმიანობის ასაღორძინებლად და ამიტომ სამართლიანად ითვლება გარეჯის ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლად.

ონოფრე მაჭუტაძე ქართლ-კახეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩაბმული. იმ დროის ყველაზე პროგრესულ ქართველთა გვერდით იგი დაუღალავად იბრძოდა ტყვის სყიდვის წინააღმდეგ. იგი ხშირად საკუთარი სახსრებით იხსნდა ტყვეებს და ასახლებდა მონასტრის მიწაზე. Cონოფრეს დავალებით დავით გარეჯის ბერი ბესარიონ ორბელიშვილი, მომავალი ქართლის კათალიკოსი, პირადად  გაიგზავნა გურიელთან ტყვეთა გაუსყიდველობაზე პირობის მისაღებად

ონოფრე მაჭუტაძე ქართლის და კახეთის  ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ისა და დავით იმამყული-ხანის ლეკთა წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო კამპანიის შემზადებაში. ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდში ქართლ-კახეთის მეფეთა შორის უთანხმოება გაჩნდა. ნდობის აღსადგენად იმამყული-ხანმა კახეთის ეპისკოპოსებს სთხოვა დახმარება, რომლებმაც, თავის მხრივ, ონოფრე მაჭუტაძე აირჩიეს მეფეებს შორის შუამავლად და ერთობის ფიცის თავდებად. ეს ფაქტი, რასაკვირველიაონოფრეს მაღალ ავტორიტეტსა და გავლენაზე მეტყველებს.

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1.        xelnawerebi da istoriuli sabuTebi: xec _ A-1350, A-1163, Q-99, A-1028, A-220, AD-349, HD-349, AD-557, A-298,AD-866, AD-481,AD-866,AD-310, AD-421, AD-486 A-160, A-1367. sae _ 1448-1245.

2.       m. sabinini ,,saqarTvelos samoTxe” peterburRi, 1882.

3.       T. Jordania, qarTl-kaxeTis saeklesio sabuTebi,  foTi, 1903.

4.       p. karbelaSvili, ierarqia saqarTvelos eklesiisa, Tb. 1900.

5.       k. kekeliZe, Zv. qarTuli mwerlobis istoria, I, 1951 .

6.       iv. lolaSvili, sulxan-saba orbelianis moRmaweobidan, Tb. 1959.

7.       l. menabde, Zv. qarTuli mwerlobis kerebi, LI, nakveTi I.

8.       m. qavTaria, besarion orbeliSvilis cxovreba da Semoqmedeba, xelnawerTa institutes moambe #I, 1959.

9.       m. qavTaria, daviT garejis literaturuli skola, Tb. 1965.

 

 

moamzada ana baqraZem