მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ონანა მდივანი (ქობულაშვილი)  (1657/8 - 1728.)

ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი 

 

 

ონანა კახეთის მდივნის ძე იყო. მდივნობა, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით ხვდებოდათ ამ თავადთა ოჯახის შთამომავლებს. მდივანი იყო მისი მამა, აგრეთვე სვიმონი და დავითი. მათი შვილებიც ამავე საქმიანობით არიან ცნობილი: სვიმონ მდივნის შვილი თამაზ ქობულაშვილი და დავით მდივნის შვილი ოთარი ლექსებს წერდნენ. თავად ონანა ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე მოღვაწეობდა.

1724 - ონანა მოსკოვში გაჰყვა ვახტანგ VI- და აქტიურად მონაწილეობდა მის მიერ წარმართულ კულტურულ საქმიანობაში. მას ვახტანგი თავისიკარის მონასუწოდებს. საინტერესოა, რომ ამ პერიოდის ერთ-ერთ საისტორიო დოკუმენტში ვახტანგის ამალის სიაში ონანა მოხსენიებულია, როგორც კნიაზი ონანა თანგულოვი. ცენტრალურ არქივში დაცულ ერთ ხელნაწერშიც ამ გვარითაა იგი ნახსენები : ”კახის მდივნის ონანასაგან არის ნათქვამი, გვარად ვინმე თაგულაშვილისა”. როგორც ჩანს, თაგულაშვილი ონანას ზედწოდება უნდა ყოფილიყო (. ბრეგაძე)

ონანა აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. მის ორიგინალურ შემოქმედებაში აისახებავეფხისტყაოსნის’, თეიმურაზ I-ის თხზულებათა აშკარა კვალი როგორც სიუჟეტურ-ფაბულურ, ისე მხატვრულ-სახეობრივი და ვერსიფიკაციული თვალსაზრისით.

ონანა მდივანი არის ავტორი ქართული სატრფიალო-სამიჯნური ჟანრის თხზულებისა, რომელიცბარამგულიჯანიანისსახელითაა ცნობილი. იგი ასახელებს თხზულების წყაროს – “ჩუბინ ბრძენი, თემისაგან ქირმანელთასა”. იუსტ. აბულაძის აზრით, ეს ცნობილი სპარსელი პოეტი ხაჯო ქირმანელია, პოემისჰომაÁ-ჰომაÁუნის” ( პოეტისხუთეულის” (“ხამსეს”) ნაწილი) ავტორი. ქართულიბარამგულიჯანიანი” “ვეფხისტყაოსნისუშუალო, ფაქტიურად, ფორმალური გავლენითაა დაწერილი. ვხვდებით სიუჟეტურ ანალოგიებს, პოეტურ ფიგურებს და სხვ. ავტორი თეიმურაზისვარდბულბულიანსაცბაძავს და შეაქვს პოემაში ეპიზოდები თეიმურაზის თხზულებიდან

პოემას ონანა ურთავსანბანთქებას”, რომელიც შეტანილია დავით თურქესტანიშვილის მიერ 1705-6 წლებში გადაწერილარჩილიანში”. მას 18 ანბანთქება დაუწერია, სადაც წარმოდგენილია სარწმუნოებრივი მოტივები, სატრფიალო-სამიჯნურო თემატიკა და აგრეთვე ბიბლიოგრაფიული ცნობები. იგი აღორძინების ხანის ტიპიური წარმომადგენელია და თემატიკითა და ჟანრობრივი თავისებურებებით მთლიანად ამ პერიოდის მხატვრული გემოვნების ფარგლებში რჩება. იგი თეიმურაზის მსგავსად, “სპარსულ სიბრძნესფასდაუდებლად მიიჩნევს და ქებით მოიხსენიებს სპარსული ძეგლების ქართულად მთარგმნელ-გარდამთქმელებს.

რთული და ხანგრძლივი ისტორია აქვს მთელ აღმოსავლეთში ცნობილი კრებულისქილილა და დამანასქართული ვერსიების შექმნის ისტორიას. არსებობს სამი ქართული ვერსიადავით კახთა მეფისა და ანონიმი მთარგმნელების, ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის. ქართული ვერსიები ქაშეფის სპარსულ ენაზე შესრულებულანვარე სოჰაილისლექსნარევი პროზით დაწერილ თხზულებას უკავშირდება.

ონანას უშუალო მონაწილეობა მიუღია ვახტანგისეული ვერსიის შექმნაში. ვახტანგმა ქირმანში (1714-1716წწ.) ყოფნისას მთლიანად თარგმნა ქაშეფის თხზულება. ეს უაღრესად ზუსტი თარგმანია, სადაც ორიგინალის ლექსები პროზით იყო გადმოღებული. ეს პწკარედი ლექსად გააწყო ონანამ, რითაც დასრულდაქილილა და დამანასმეორე ქრთული ვერსიის შექმნავახტანგს ქართლში გადმოუგზავნია მისთვის თავისი თარგმანი. მეფის მდივანმა დიდი სამუშაო შეასრულა. ვახტანგისეულ ვერსიაში ტექსტის დასაწყისში გვხვდება მის მიერვე გალექსილი ტაეპები (სულ 41 ლექსი), დანარჩენი კი ონანას ეკუთვნის – 366 ლექსი, რომელთაგან ზოგი შაირითაა დაწერილი, ზოგიც ექვსმუხლედი, შვიდი-, რვა-, ცხრა- და ათმუხლედია. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად დიდი სიზუსტისა, რასაც ონანა იჩენს ვახტანგისეული პწკარედისადმი, მის ლექსებს აქვთ ერთგვარი მიმზიდველობა. ონანას ნუსხაში ვახტანგი და თავად ონანაც ვახტანგის მიერ თარგმანისდაუსრულებლობასმოუცლელობით ხსნის – “დროთა და ჟამთა იწროებისაგან უცალოდ იქმნა ... და ჩვენ გვიბრძანა ეს ძნიად მისახდომი სამსახური”, წერს ონანა.

შემდგომში  ვახტანგმა ტექსტიგასაჩალხავადგაუგზავნა სულხან-საბა ორბელიანს, რომელმაც შექმნა მაღალმხატვრული ქართული კანონიკური ვერსია

მიუხედავად იმისა, რომ ონანას მთელი შემოქმედება საერო ხასიათისაა, იგი აღორძინების ხანაში განმტკიცებული შეხედულებისამებრ მიჯნავს სასულიერო და საერო მწერლობას და სასულიერო მწერლობას უფრო მაღლა აყენებს: “ ვითარცა იაგუნდთა შორის კენჭნი, ... ნათელსა შორის ბნელი და ვარდთა თანა ასკილნი, ესრეთ შორს არიან საერონი საღმრთოთა წერითა მიერ” – წერს იგიბარამგულიჯანიანისბოლოსიტყვაში. საერო მწერლობის ნიმუშებს  ონანა მიიჩნევს ერისკაცთა განათლებისა და ერთგვარი გართობის საშუალებად: “... ერისკაცნი უსწავლელნი და ცოდნადაკლებულნი არ დარჩნენ და ამაზედ იხალისებდენ და საჭაბუკოსა საქმესა ყურს მიუპყრობდენო”.

ონანა კარგი კალიგრაფიც ყოფილა. მას გადაუნუსხავს თეიმურაზ I-ის თხზულებათა ხელნაწერი -403, რომელიც საფუძვლად დაედო პოეტის სრული კრებულის გამოცემას.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . ბრეგაძე, ქართველი მწერლები რუსეთში, I, თბილისი 1958

2.     . კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი 1981

3.     . ჯაკობია, ონანა მდივნისათვის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, X, თბილისი 1940

4.     ალ. ბარამიძე, ნარკვევები, II, თბილისი, 1940

5.     . მიქაძე, ონანა ქობულაშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, II, თბილისი, 1966

6.     . აბულაძე, ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბილისი, 1990

7.     . თოდუა, ქილილა და დამანას საბასეული ვერსია, თბილისი, 1967

 

 

 

მოამზადა თამარ აბულაძემ