მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ორბელიანი, 1672-1735 წწ.
          საეკლესიო მოღვაწე, მროველი ეპისკოპოსი

 

 


           ნიკოლოზ მროველი დაიბადა ორბელიანების სამემკვიდრო მამულში – დმანისის ახლოს, სოფელ ტანძიაში. იგი იყო ახლო ნათესავი ვახტანგ VI–სა და უმცროსი ძმა სულხან-საბა ორბელიანისა.
           ნიკოლოზს, საბას მსგავსად, კარგი განათლება მიუღია; ერის-კაცობაში მოსამართლეთუხუცესი ყოფილა. 1705 წელს 33 წელს მიტანებული ნიკოლოზი ბერად აღკვეცილა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. იქ იმ პერიოდში ძლიერი ლიტერატურული სკოლა არსებობდა. ბერად შედგომისთანავე ნიკოლოზი აქტიურად ჩაბმულა გარეჯის ლიტერატურული სკოლის საქმიანობაში. ბერობაში დაუწერია მას ქართველი წმინდანების “ტროპარნი”, “კონდაკი” და სხვა საეკლესიო წიგნები. 1715 წელს ნიკოლოზს მროველობა მიუღია. მას ღვთისმსახურებაში იმდენად გამოუჩენია თავი, რომ მალე თბილისის მიტროპოლიტად დაუწინაურებიათ. ვახტანგ VI-ს იგი იმხანად ახლად დაარსებულ თბილისის სტამბაში მიუწვევია სამუშაოდ. პირველი წიგნი, რომელიც ნიკოლოზის რედაქტორობით დაიბეჭდა, იყო “სახარება”. ვახტანგ VI-ის სტამბამ სულ 13 წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში აქ 24 დასახელების წიგნი დაიბეჭდა. აქედან 8 წიგნის რედაქტორი ნიკოლოზ ორბელიანი იყო.
        ნიკოლოზ ორბელიანს სტამბაში მუშაობისას თავისი ინიციატივით შე-უდგენია და წიგნებისათვის დაურთავს სამეცნიერო აპარატი _ საძიებლები. მის დაწერილად ითვლება რუმინელი მესტამბის მიხაი იშტვანოვიჩის წინასიტყვაობანი, რადგან ამ პერიოდში მის გარდა სხვა რედაქტორ-ლიტერატორს თბილისის სტამბაში არ უმუშავია. ნიკოლოზ ორბელიანის კალამს ეკუთვნის ასევე აბო თბილელის, ევსტატი მცხეთელის, არჩილისა და ლუარსაბისადმი მიძღვნილი საგალობლები, ასევე მოკლე იამბიკოები _ “დიდება ნინოსი” და სხვა ქართველი წმინდანებისა.
           ქართლში ოსმალთა შემოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ორბელიანი, თავის ძმებთან, საბასთან და ზოსიმესთან ერთად ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. 1724 წელს 15 ივლისს სამშობლოდან დევნილები რაჭაზე გავლით გაუდგნენ მოსკოვის გზას. სულხან-საბა ორბელიანი, მისი ძმა ზოსიმე და არქიმანდრიტი არსენი ვახტანგ VI-მ პეტრე I-თან წინასწარი მოლაპარაკების მიზნით გაგზავნა პეტერბურგში. ვახტანგ VI და მისი ამალა, მათ შორის ნიკოლოზ ორბელიანი, ასტრახანში მოგვიანებით ჩავიდნენ. აქ ემიგრანტმა ქართველებმა, პეტერბურგიდან ჩასვლის ნებართვის მოლოდინში, ვახუშტი ბატონიშვილისა და ნიკოლოზ ორბელიანის თაოსნობით, ლიტერატურული მუშაობა გააჩაღეს. ნიკოლოზის ინიციატივით, აქ გადაუწერიათ “იოანე დამასკელი”. 1726 წელს ნიკოლოზს უკვე მოსკოვში ვხედავთ. მან აქ წელიწადნახევარი უმუშევრად გაატარა იმ ულუფაზე, რომელსაც რუსეთის მთავრობა აძლევდა რუსეთში გადასულ ქართველ მღვდელმთავრებს. 1727 წელს სინოდმა მას მისცა წირვის ნება მოსკოვში. ამ ხნის მანილზე მას არ შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა. ნიკოლოზ ორბელიანს 1728 წელს გადაუწერია სულხან-საბას ნაშრომი “საქრისტიანო მოძღვრება პირველად სასწავლო ყრმათათვის, ანუ დიალექტიკა”. ამავე წელს გიორგი ებიტაშვილს გადააწერინა “მარხვანი”.
            ღრმა მოხუცებულობისა და მძიმე პირობების მიუხედავად, ნიკოლოზ ორბელიანი ერთ პატარა სენაკში გამოკეტილი იჯდა და სანთლის შუქზე თავაუღებლივ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. უკანასკნელი წიგნი მას ავდმყოფობისას გადაუწერია: “ავად ვიყავი და ვერ ვჯდებოდი, წოლით დამიწერია, ვეშურებოდი, სიკვდილს მოველოდი.”
ნიკოლოზ ორბელიანი გარდაიცვალა 1735 წელს 22 აგვისტოს მოსკოვ-ში. მისი ქონება და ჯამაგირი 191 მანეთი და 11 კაპიკი, მეფე ვახტანგის შუამდგომლობით, მისცეს განსვენებულის ძმას, დიმიტრი ორბელიანს, რომელსაც იმხანად თვალსაჩინო ადგილი ეჭირა რუსეთის სამხედრო სამსახურში.

 

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1.    Fh[bd cd8Cbyjlf7 ltkj192, u.1725. ltkj 156, u.1727. ltkj 300, u.1734.

2.    saqarTvelos muzeumis xelnaweri, saeklesio fondi #342, #348.

3.   k.kekeliZis saxelobis xelnawerTa instituti fondi  HH #1035,  S #1091,  A #1153,  SD       #2474,  SD #1767,  HD #90,  A #849,  A #853,  A #866.

1.        gaz. “iveria”, saistorio da sabibliografio werilebi, m. janaSvili. 1898weli #127.

2.       T. Jordania, mokle istoriuli gamokvleva, “iveria”, 1885 w. #10.

3.       T. Jordania, qronikebi, t III,  Tb. 1967.

4.    m. sabinini, “saqrTvelos samoTxe” peterburgi, 1882.

5.    qarTuli wigni, 1941.

6.    e. TayaiSvili, arqeologiuri mogzauroba da SeniSvnebi. t I, Tb. 1907.

7.    l. menabde, Zveli qarTuli mwerlobis kerebi, tI. Tb. 1962.

 

 

 

moamzada ana baqraZem