მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მზეჭაბუკ  ათაბაგი  (1500-1515 წლებში)

 

 

მზეჭაბუკიყვარყვარე დიდისა და დედისიმედის ძესამცხე საათაბაგოს მეთორმეტე ათაბაგი,  “Ãნე მხედარი, ფალავნობით მოწინააღმდეგის დამძლევი, Ãელმწიფური პატივისა და დიდების მოყვარული”, სამეფო ტახტზე ოცნებობდა. მან ოსმალების წინაშე თავისდადრეკით თავისი ქვეყანა უვნებელჰყო. სანაცვლოთ განადგურდა ლიხთ-იმერეთი, დაინგრა ქუთაისი, გელათი, ბაგრატის ტაძარი. პატივმოყვარე ათაბაგი მიზანმიმართულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქო ეკლესიიდან სამცხის ეკლესიის გამოყოფას, მაგრამ დამარცხდა და იაკობის სახელით ბერდ აღიკვეცა.      

სამცხის ათაბაგები, XV საუკუნიდან მოყოლებული, თავგამოდებით ცდილობდნენ საქართველოს მეფის ქვეშევრდომობისგან განთავისუფლებას. ცენტრალური ხელისუფლების მომხრე, როგორც საერო, ისე სასულიერო ფეოდალებს თავიდან იშორებდნენ.

სამცხეს ორი დიდი მაჰმადიანური სახელმწიფო გაუმეზობლდა. მათი მოგერიებანიკოფსიიდან დარუბანდამდემტკიცედ შეკრულ საქართველოს გაუჭირდებოდა, არამც თუ საკუთარი სამფლობელოების გაზრდის, უფრო ხშირად შენარჩუნების, ვიწრო სეპარატისტული ინტერესებით მოქმედ მეფე-მთავრებს. სამცხის ათაბაგი მოსულ მტერს მორჩილად ხვდებოდა, რითაც მშვიდობასყიდულობდა”. “ბეცი პოლიტიკისკარნახით მეტწილად ერთ მტერს იწვევდნენ საკუთარ ქვეყანაში მეორე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც ქვეყანას დასაღუპად სწირავდნენ. ყველაფერი ესსაქართველოს არღვევდა და მას ადვილად ჩასანთქავ ლუკმად აქცევდა” (.ბერძენიშვილი).

მზეჭაბუკმა 1500 წელს ათაბაგობაგამოსტაცათავის ძმისწულს, ათაბაგობის კანონიერ პრეტენდენტს, ყვარყვარე ქაიხოსროს ძეს. მან საათაბაგოს მეფის ქვეშევრდომობიდან გამოყვანა მოინდომა. ოსმალებსდაეზავა მორჩილების პირსა ზედადააღუთქვა მსახურება”. 1500 წელს (თარიღი სხვადასხვაგვარადაა მითითებული წყაროებში და შესაბამისია აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერთა შორის) სამცხის საზღვართან უფლისწულ სელიმს მდიდარი ძღვენით მიეგება და მესხეთზე გავლით იმერეთის დასარბევად წაუძღვა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს მთელი იმერეთი, აიკლეს ქუთაისი, დაანგრიეს ბაგრატი და გელათი. ზამთრის მოახლოვების გამო სწრაფად დატივეს იმერეთი, მაგრამ წაასხეს უამრავი ტყვე, წაიღეს განძი. ათაბაგმა ასე მოუპოვა სამცხეს მშვიდობა.

მზეჭაბუკს არც შემდგომ შეუწყვეტია ოსმალთა სამსახურში დგომა. 1514 წელს, როცა სულთანი სელიმ პირველი, შაჰ-ისმაილის წინააღმდეგ საბრძოლველად, სოღმენში შეჩერდა, მზეჭაბუკმა ელჩის ხელით სპარსულ ენაზე დაწერილი ერთგულების წერილი გაუგზავნა, ლაშქრისათვის კი სანოვაგეთაფლი, ერბო, და 2000 სული ცხვარი, თან აახლა. მასთან იმყოფებოდნენ შაჰ-ისმაილის ძმისშვილები, რომლებიც შაჰს გამოექცნენ და ათაბაგს შეაფარეს თავი. მზეჭაბუკის ერთგულებით დიდად კმაყოფილმა სულთანმა ათაბაგს საპატიო ხალათი უბოძა და მეფური საჩუქარი გაუგზავნა. მოგვიანებით მზეჭაბუკმა სულთანს სპერის ციხის გასაღებიც გადასცა. ოსმალებმა სპერს ისპირი უწოდეს და სანჯაყად აქციეს.

ოსმალურ წერილობით წყაროებში არცერთი ათაბაგი ისეთი სითბოთი და პატივისცემით არ მოიხსენიება, როგორც მზეჭაბუკი. იგი მირზა ჭაბუკადაა სახელდებული. (იხ. შუქრი ბითლისელისსელიმნამე”, ქეშფის, ქემალ ფაშაზადესა და სხვათა თხზულებები)..

ჩანს, მზეჭაბუკმა სამცხის ტერიტორიის გაზრდა ოსმალებთან დაზავებამდე შეძლო, მან გაილაშქრა გურიელის წინააღმდეგ, დაიპყრო აჭარა და ჭანეთი, მიისაკუთრა გურიის დასავლეთი ნაწილიც.                

ათაბაგგობის პირველ წლებში მზეჭაბუკს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მეფე კონსტანტინესა და საქართველოს პატრიარქთან. ამის დასტურია მის მიერ კუმურდოს მთავარეპისკოპოსად შერჩეული გერასიმეს მცხეთაში კურთხევა და იქ დადებულიფიცის წიგნი”. მაგრამ მალე მზეჭაბუკმა გეზი იცვალაათაბაგი და მეფეშემდურდეს”, მზეჭაბუკმა სამცხის საეპისკოპოსოებიუკუიჭირნა”. მეფის სახელს ტაბუ დაადო და ურჩი ფეოდალები საათაბაგოს მამულებიდან გააძევა, მოინდომა ქართლის სამეფოს უბრძოლველად შემოერთება დადიდი მეფისსახელის ტარება. საათაბაგოს საეპისკოპოსოც მცხეთის კათალიკოს-პატრიარქის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და ანტიოქიის ბერძნულ საპატრიარქოს დაუახლოვა. საათაბაგოს მღვდელმთავრად ტრაპიზონელი ბერძენი სვიმონ მაწყვერელი დაადგინა. ეს მაშინ, როცა მაჰმადიანური სამყაროს პირისპირ დარჩენილი საქართველოს ეროვნული მთლიანობის მთავარ საყრდენად ეკლესია რჩებოდა. ბუნებრივია, ქართლის მღვდელმთავარი და ჭეშმარიტი ერისკაცები ეკლესიის დაყოფასა და მრევლის გახლეჩას მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ. კათალიკოსმა შეაჩვენა ოსმალებთან საერთო ენის გამოძებნითგაამპარტავნებულიმზეჭაბუკის ხელდასხმული ეპისკოპოსები და მათი ბრმადმორჩილი სამწყსო.

საქართველოს საპატრიარქოსგან სამცხის ეკლესიის გამოყოფისათვის ბრძოლაში მზეჭაბუკი ისევე დამარცხდა, როგორც მისი წინაპარი - ყვარყვარე დიდი. 1515 წელს იგი იძულებული გახდა გასცლოდა პოლიტიკურ ასპარეზს, სადაცმზისა და მთვარისებრ დიდი მეფისსახელს ეძებდა. შეიმოსა სამონაზვნო ჩოხით და მონასტერს შეაფარა თავი. მზეჭაბუ-ყოფილი 1516 წელს ამ ქვეყნიდან წავიდა იაკობ ბერის სახელით. მესხეთის საეპისკოპოსო კი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დედა ეკლესიას. ამასიის ზავის შემდეგაც სამცხის ეპისკოპოსებს მცხეთაში აკურთხებდნენ, ისინი კურთხევის ცერემონიალზე წარმოთქვამდნენ რჯულის სიმაგრის დაცვისსაერთგულო ფიცს”.

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ქართლის ცხოვრება, ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959.

2.         ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, თბილისი. 1973 .

3.         . ჟორდანია, ქრონიკები, ტომი II, თბილისი, 1897.

4.         ქრ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI .), თბილისი, 1961.

5.         ქრ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, მსკი, ნაკვ. 30, თბილისი, 1954.

6.         . ოდიშელი, მცირე ქრონიკები, თბილისი, 1968.

7.         ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით  გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო . კიკნაძემ, თბილისი, 1966.

8.         პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII .. –ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბილისი, 1991.

9.         ივ. ჯავახიშვლი, თხზულებანი 12 ტომად, ტომი III, თბილისი, 1982.

10.       . ბერძენიშვილი, სამხე საატაბაგო XVI საუკუნეში, საქართველოს ისტოიის საკითხები, ტომი IV, თბილისი, 1973.

11.       საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, თბილისი, 1973.

12.       . სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII .., თბილისი, 1971.

13.       ელ. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, ჯვრის მონასტრის აღაპები, თბილისი, 1962.

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ