მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მირიან მეფე IV .–ის I ნახევარი

ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 1(14) სექტემბერი.

 

 

 

მირიან მეფეს ცხოვრება მოუხდა უაღრესად რთულ ეპოქაში, როდესაც კავკასიის რეგიონში ბატონობისათვის ორი პოლიტიკური ძალა სასანური ირანი და რომი ერთმანეთს დაუპირისპირდა არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ძალით, არამედ რელიგიური ნიშნითაც. ამრიგად, მირიანისაგან პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანი სარწმუნოებრივ არჩევანსაც მოითხოვდა, რასაც მომავალში ქვეყნის განვითარების ბედი უნდა გადაეწყვიტა.

მირიანის წარმომავლობის შესახებ ერთმანეთისაგან  განსხვავებულ ცნობებს გვაწვდისმეფეთა ცხოვრებადამოქცევაÁ ქართლისაÁ”. პირველის მიხედვით, ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, მეფე ასფაგურის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ ქართლის დიდებულებს ირანის შაჰ ქასრე ანუშირვან სასანიანისათვის უთხოვიათ ქართლის მეფედ დაესვა თავისი ვაჟი. შაჰმა თითქოს შვიდი წლის ირანელი უფლისწული მიჰრანი (მირიანი) გამოგზავნა, იგი დააქორწინეს ასფაგურის ქალზე და ქართლის სამეფო ტახტზე დასვეს. მისთვის ჩაუბარებიათ ეგრისი, სომხეთი, რანი, მოვაკანი, და ჰერეთი. მირიანს დაუვიწყნია სპარსული, უსწავლია ქართული ენა და მტკიცედ შეუთვისებია ქართული ზნე-ჩვეულებანი. (ქართლის ცხოვრება, I, გვ.) “მოქცევაÁ ქართლისაÁმიხედვით მირიანი იყო ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი, ძე ქართლის მეფის ლევისა.

დანამდვილებით სეიძლება ითქვასრომ მირიანი იყო კონსტანტინე დიდის (306-337) და თრდატ III- (287/298-330) თანამედროვე.

არსებობს მოსაზრება, რომმეფეთა ცხოვრებისცნობა მირიანის სპარსული წარმომავლობის შესახებ ნაკარნახევია წყაროს ავტორის სურვილით, მირიანისათვის დიდი და სახელოვანი წინაპრები მოეძებნა. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს მომდევნო ცნობა, რომ ირანელმა უფლისწულმა დაივიწყა მშობლიური სპარსული, შეითვისა ქარტული, დაუკავშირდა რომაელებს ირანის წინააღმდეგ და მიიღო ქრისტიანობა (ლაშა ჯანაშია).

ამიტომმოქცევაÁ ქართლისაÁცნობას უფრო სარწმუნოდ არის მიჩნეული, რის ერთ-ერთ საბუთად მიჩნეულია მირიანის მამის და უფროსი ვაჟის სახელების _ რევი//ლევიიგივეობა.

ზუსტად ცნობილი არ არის მირიანის გარდაცვალების წელიც. ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25- წელს. თუ ქართლის მოქცევის თარიღად მივიჩნევთ ამჟამად ყველაზე დასაბუთებულ თარიღს _ 326 წელს, მაშინ მირიანი გარდაცვლილა 351 წელს. მოსე ხორენაცის მიხედვით, მირიან მეფე 338 წელს უნდა მოეკლათ.

მირიანს აიგივებენ რომაელი ავტორის, ამიანე მარცელინესთან ( IV . მიწურული, XXI,6,7) 361 წელს მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენიებულ მერიბანთან, რომელსაც რომაელები სომხეთის მეფე არშაკთან ერთად თავიანთ მოკავშირედ თვლიდნენ და უხვ საჩუქრებს უგზავნიდნენ, რათა ირანელებს არ მიმხრობოდა. ამიტომ მკვლევართა ნაწილი მირიან მეფის ცხოვრების ზედა ზღვრად 361 წელს მიიჩნევს.

მირიანის მეფობაში პირობითად ორი პერიოდი გამოიყოფა: წარმართული და ქრისტიანული. პირველ პერიოდში, რომელიც დაახლოებით III საუკუნის 90-იანი წლებიდან ნიზიბინის ზავამდე გრძელდება (298 .), მირიანი ირანის მოკავშირედ გამოდის. ამ დროს იგი ხშირად ლაშრობდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრები ტომების დასამორჩილებლად. ულაშქრია კავკასიონის გადაღმაც, დარუბანდის დასაცავად. 296-297 წლებში მირიანს ომი ჰქონდა სომეხ უფლისწულ თრდატთან, რომელიც სომხეთის დაბრუნებას ცდილობდა. ამ პერიოდში სომხეთი რომაელთა ბანაკში იყო. თრდატსა და მირიანს შორის მრავალწლიანი ომი  იმპერატორ კონსტანტინეს ჩარევით დასრულდა, რომელმაც მხარეები დააზავა. თრდატის ასული ცოლად შერთეს მირიანის ვაჟს რევს. სომხეთსა და ქართლს შორის საზღვარად მდინარეთა წყალგამყოფი ზოლი დაადგინეს.

298 . რომსა და სპარსეთს შორის დაიდო ნიზიბინის ორმოცწლიანი ზავი, რომლითაც სპარსეთმა ცნო რომის უპირატესობა სომხეთსა და იბერიაზე. ზავის პირობების თანახმად, სამეფო ნიშნები ქართლის მეფეებს რომაელებისაგან უნდა მიეღოთ (ნარკვ. .. 59). ამრიგად, მირიანი ძალაუნებურად ჩართული იქნებოდა იმ სამხედრო დაპირისპირებაშირომელიც IV საუკუნის პირველ მეოთხედში რომის იმპერატორ კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის არსებობდა. ევსევი კესარიელი მიუთითებს, რომ ლიცინიუსის მხარეზე ბარბაროსი ხელმწიფეებიც იბრძოდნენ. ბუნებრივია, ამ ხელმწიფეთა შორის მირიანიც ვიგულისხმოთ. აღმოსავლეთ რომის მმართველის, ლიცინიუსის მოკავშირე იქნებოდა. 324 წელს კონსტანტინეს  გაიმარჯვებას ლიცინიუსზე მირიანის პოზიციაზე ზეგავლენა უნდა მოეხდინა. 324-325 წლებში მეფე და დედოფალი ქრისტიანობას აღიარებენ, რითაც კონსტანტინეს გარანტირებული მხარდაჭერა მოიპოვესუთუოდ ამ მოვლენას ეხმიანებამეფეთა ცხოვრებისცნობა, რომ კონსტანტინემ ქრისტისნობსზე მოქცეულ მირიანს დაუბრუნა მანამადე მძევლად წაყვანილი ვაჟი ბაქარი, რადგან

მირიანის მეფობის დროს იერუსალიმიდან ქართლში ჩამოვიდა კაპადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც მცხეთის შემოგარენში დასახლდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. დროთა განმავლობაში ნინომ განითქვა სახელი, როგორც სასწაულებრივმა მკურნალმა. მრავალთა შორის მან განკურნა სპარსი მთავარი და დედოფალი ნანა. ამის შემდეგ ნინომ მიიპყრო მეფის ყურადღება, მაგრამ ქრისტიანობის აღიარებას იგი ჯერ არ აპირებდა. მირიანის მიერ ქრისტეს აღიარების ამბავი წყაროებში მოთხრობილია მითოსის .. კულტურული გმირებისათვისდამახასიათებელი სქემით: თხოთის მთაზე ნადირობის დროს მეფეს მზე დაუბნელდა. სინათლე გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმედგადაწურულმა მეფემ ნინოს ღმერთს მოუხმო საშველად. ამის შემდეგ მირიანმა ნინოს ღმერთის ძალა ირწმუნა, გააგზავნა მოციქულები Hრომს, (საბერძნეთს) კონსტანტინე იმპერატორთან, იქიდან გამოითხოვა მღვდლები, რომელთაც მონათლეს სამეფო ოჯახი და ერი. ამავე დროს მცხეთაში, სამეფო ბაღში ააშენაზემოთა ეკლესია”. მეორე ეკლესია ააშენა მაყვლოვანთან, იქ, სადაც ნინო ქადაგებდა.

ქართლის გაქრისტიანება მეფისაგან მოითხოვდა ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ქრისტიანობის დამკვიდრებისათვის ხელსაყრელ საზოგადოებრივ ფონს შექმნიდა. ქართლის სოციალური სტრუქტურა დაფუძნებული იყო ქართულ წარმართობაზე, რაც თავისთავად მეფის ხელისუფლების ცენტრალიზაციას ხელს უშლიდა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ადგილობრივ კულტებთან მიჯაჭვულობა მთის რეგიონებში, რის გამოც შეფერხებული იყო მთის კულტურული ინტეგრაცია ბართან. ამავე დროს ქალაქებში არსებობდნენ არმაზ-ზადენის  (მცხეთაში) და სხვა წარმართული ღვთაებების მსახურნი, აგრეთვე ეთნო-რელიგიური ჯგუფები საკმაოდ მაღალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსით. ქრისტიანობა, რომელსაც საზოგადოების კონსოლიდაციის მეტი შესაძლებლობა გააჩნდა, მოითხოვდა ამ განსხვავებულობების მოსპობას. ამიტომ მირიან მეფე ღრმა ცვლილებებს ატარებს ქვეყნის შიგნით. ამ ცვლილებათა რიგს განეკუთვნება მთეულთა მოქცევა ძალის გამოყენებით, მცხეთაში დამკვიდრებული ებრაელების  შევიწროება, ქრისტიანული ეკლესიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

მოქცევა ქართლისაშიშემონახულია პასაჟი, რომელიც მირიან მეფის ანდერძის სახელით არის ცნობილი. ტექსტი გამსჭვალულია ქრისტიანი მორწმუნის სულისკვეთებით.

 

 

 

      წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრება, I , . ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955.

2.     .ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანემოქცევაი ქართლისაI და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია/ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე XI- 1941.317, შენ.13.

3.     .მელიქიშვილი, ქართლის(იბერიის)სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის/ ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები,1958, .4. ნაკვ.1; მისივე, ქართლის (იბერიის)მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ/მაცნე, ისტორიის სერია, 1978, 3;

4.     ლაშა ჯანაშია, ქართლი IV . პირველ ნახევარში, ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო სარწმუნოებად/ნარკვევები II1973, 57-76.

5.     .გოილაძე, ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში/მაცნე, ისტორიის სერია,1982,4.

6.     . გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან/ მოამბე, 1905. საქართველოს მეფეები, ნეკერი, 2000.31-32.

7.     .პატარიძე, მირიანის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ქართლის მოქცევა, ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, 2000 წლის 11-17 ოქტომბერი, გამომცემლობა მემატიანე, 2000, გვ. 68-69.

 

 

 

მირიან მეფე, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ კურაპალატი XX ს.–ის მხატვრობა

მოამზადა მზია სურგულაძემ