მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მეჰმედ ფაშა II (1575-1665 წწ.)

ქართული წარმომავლობის დიდვეზირი, ოსმალეთის სულთნის კარზე

 

 

      გურჯი მეჰმედ ფაშა- უზენაესი ზღურბლის სულთნის სასახლის რიგითი მსახური, ჯერ ჩავუშბაში გახდა შემდეგ კაფუჯიბაში და მალექებბე ვეზირი”, ანუ სულთნის კარზე სათათბირო ხმის მქონე ვეზირთა შორის აღმოჩნდა. სხვადასხვა დროს ეჭირა რუმელიის, დამასკოს, დიარბექირის, ერზერუმის, ვალის (= ბეგლარბეგის) თანამდებობები. 1650 წელს მას დიდი ვეზირის სახელი ებოძა.

      სულთნის სასახლისადმი უსაზღვრო ერთგულების გამო მასჰობ ას სალატინი” “სულთნებზე შეყვარებულიუწოდეს იგი სულთან მურად IV-ის და მეჰმედ IV ავჯის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე იყო. მას მიეწერება ერზერუმში აჯანყებული, ასევე ქართული წარმომავლობის, აბაზა ფაშას დამორჩილება და სტამბულს გაგზავნა. იგი სარდლობდა ოსმალთა ლაშქარს თავრიზის, ყარსოსა და ერევნის ციხეების აღებისას. ხაზინის შევსების მიზნით სასახლის მცველთა რიცხვი შეამცირა, ახლობლებიც არ დაინდო და ციხეში ჩასვა. გზიდან ჩამოიშორა ქოფრულუ მეჰმედ ფაშაცმისი მოსალოდნელი კონკურენტი და პრეტენდენტი დიდი ვეზირის სკამზე. დიდი ვეზირის ტიტული მან მხოლოდ 233 დღე ატარა. საქმე ის არის, რომ ბაშდევთერდარს (= ფინანსთა მინისტრს) მან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომელიც დაწერილი იყო ქართულ ენაზე, მაგრამ არაბული ასოებით, ანუ იმ დამწერლობით, რომელიც 1928 წლამდე გამოიყენებოდა თურქეთში. მსტოვრებმა ამის დადგენა მხოლოდ შემთხვევით შეძლეს ქართულის მცოდნე პირის მეშვეობით. გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა არ არსებობდა, რომ არა შეიხ[ულ]ისლამის თავგამოდებული დაცვა და მის მიერ გამოცემული ფეთვა. ჩამოაქვეითეს და ბუდონის ოლქის ბეგლარბეგად დანიშნეს, სადაც 85 წელს გადაცილებული მოხუცი გარდაიცვალა.

      გურჯი მეჰმედ ფაშა II ორჯერ იყო ერზერუმის 3 ბილაიდის ვალი. პირველად დანიშნეს 1637 წელს და მეორედ კი 1646 წელს. ამ დროს 1648 წელს აუშენებია მას დიდებული მეჩეთი (სულთან მელიქშაჰის მიერ აგებული მეჩეთის ნანგრევების ადგილზე). მეჩეთის გარდა, ერზერუმში დღესაც პოპულარულიაგურჯი მეჰმედ ფაშას წყარო”. იგი წმინდაქართულიძეგლების მიმართაც ყურადღებით ყოფილა. მისი ინიციატივით აღუდგენიათახალციხის ციხესიმაგრე.

      ცნობილია, რომ კამათში მოწინააღმდეგე პირებს არ აყვებოდა. ჩვეულებრივ, თეთრ წვერზე გადაისვავდა ხელს და ამბობდა, “შვილო ეს წვერი მაღალი პორტის სამსახურში გამითეთრდა”. ერთხელ ფადიშაჰის თანდასწრებით მოპაექრე პირებს კვლავ თავის თეთრ წვერზე რომ მიუთითა, ვალიდე სულთანმა (ალბათ თურჰან სულთანმა) გაბრაზებით უთხრათეთრი და შავი წვერი ჭკუისა და გამჭრიახე გონების მანიშნებელი როდია, ყაზი ასქერის ბრძანებებს წინააღმდეგობას ნუ უწევ, დაემორჩილეო”. ამ შემთხვევას მისი ავტორიტეტი ზომაზე მეტად შეურყევია. ცხადია, გურჯი მეჰმედმა თავისი ჭკუა-გონება ოსმალეთის სამსახურს შეალია, წვერიც გაუთეთრდა და წლებიც იქ გალია. ჩვენთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პატარაობიდანვე მშობლიურ გარემოს მოწყვეტილმა დედა ენა შეინარჩუნა და ღრმა მოხუცების ჟამს გამოიყენა.

 

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

 

1.        Sijili osmanie, t. IV. stambuli.

2.       vezirTa baRnari-vezirTa istoria.

3.       evlia Celebis mogzaurobis wigni. Turqulidan Targmna, komentarebi da gamokvleva daurTo g. fuTuriZe, nakv. 1 qarTuli Targmani. Tb 1971 w. nakv. II, gamokvleva, komentarebi. Tb. 1973 w.

4.       osmaleTis vrceli istoria. t. IV,

5.       m. svaniZe, TurqeTis istoria, Tbilisi 2007 w.

6.       c. abulaZe, qristianTa gamahmadianebis osmaluri wesi, qarTuli wyaroTmcodneoba, VIII. Tb. 1993 w.

 

 

 

moamzada cisana abulaZem