მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მეჰმედ ფაშა I, XVII .-ის პირველი ნახევარი

ქართული წარმომავლობის დიდვეზირი ოსმალეთის სულთნის კარზე

 

 

      ოსმალეთის იმპერიაში მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის დასაკავებლად მნიშვნელობა არ ჰქონდა პერსონის წარმომავლობას. მაღალი რანგის მოხელედ ინიშნებოდა საკუთარი ნიჭისა და უნარის მიხედვით და არა გვარის სიძველით. ყოფილი სამხედრო ტყვე და სტამბოლის ბაზარზე ნაყიდი ქრისტიანი, რომელსაც მაჰმადის სჯულს აღიარებინებდნენ, შეიძლებოდა გამხდარიყო ვეზირი, იანიჩარ-აღა, კაიმაკამი, შეიხ ულ-ისლამიც კი და .. ამის შედეგია, რომ მაღალ პორტას ქართული წარმომავლობის 10-ზე მეტი დიდვეზირი ჰყავდა. მათ მუსლიმურ სახელს, როგორც წესი, უძღვის ფესვების მიმანიშნებელი ნისბა _ “გურჯი”.

      XVII -ის პირველ ნახევარში სულთნის კარს ემსახურებოდა ქართული წარმომავლობის მაღალი თანამდებობის ორი პირი გურჯი- მეჰმედის სახელით. რამდენიმე ხანს მათი მოღვაწეობის თანადროულობა, შემდეგ ქრონოლოგიურად უწყვეტი თანამიმდევრობა ართულებს მათ იდენტიფიკაციას. მით უფრო, რომ ამ მხრივ დიდად სცოდავს ოსმალური წერილობითი წყაროები; პირველ ნაწილში ისინი ერთ პიროვნებად, მეორეში კი ორ სხვადასხვა მოღვაწედ ჩანან. ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ Mმუსტაფა ნაიმასისტორია”, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, “ვეზირთა ბაღნარი”, ანუვეზირების ისტორია”, მეჰმედ სურეÁასსიჯილი ოსმანიÁდა სხვა. შესაბამისად ასახულია ორის მოღვაწეობა მკვლევართა მიერაც. შორს რომ არ წავიდე, ქართული სინამდვილიდან დავასახელებ პროფ. გიორგი ფუთურიძის ევლია ჩელებისმოგზაურობის წიგნისმეორე ნაკვეთის გამოკვლევა, კომენტარებით, (თბილისი 1973), სადაც ერზრუმში 1646 . ვალიდ დანიშნული გურჯი მეჰმედ ფაშა მიჩნეულია 1626 წელს გარდაცვლილ გურჯი მეჰმედად. პროფ. . სვანიძის ოსმალეთის ისტორიაში, (თბილისი 2007 .) კი მხოლოდ ერთ გურჯი მეჰმედ ფაშის შესახებ არის საუბარი.

      ერზერუმში დგას გურჯი მეჰმედ ფაშას მეჩეთი, რომელიც მას აუგია ჰიჯრით 1058 წელს (1648 .). ამან გამაბედვინა ამ ორი გურჯი მეჰმედის მოღვაწეობის შესახებ ცალ-ცალკე მსჯელობა. მით უფრო, რომ ისლამის ენციკლოპედიაში ისინი ფიქსირებულნი არიან გურჯი მეჰმედ ფაშა I და გურჯი მეჰმედ ფაშა II-ის სახით.

      გურჯი მეჰმედ ფაშა I- ოსმალეთის დიდვეზირი, მოქნილი დიპლომატიური ნიჭისა და ალღოს მქონე, “არაჩვეულებრივი ჭკუისა და მტკიცე ნების ადამიანი”, მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე ოთხი სულთნის აჰმედ I (1603-1617), მუსტაფა I (1617-18), ოსმან II (1617-1622), და მურად IV (1633-40) გვერდით იღვწოდა ოსმალეთის იმპერიის გავრცობისა და გაძლიერებისათვის.

       გურჯი მეჰმედ ფაშას აღზევება 1604 წლიდან დაიწყო. იგი დაინიშნა სასახლის ხასოდაბაშად (=მსახურთუხუცესი). თანამდებობამ იგი სულთნის უახლოეს პირად აქცია. იმავე წელს სულთნის მესამე ვეზირად დაინიშნა, სულ მალე სასახლის კაიმაკამი და მეორე ვეზირი გახდა, რაც დიდვეზირის მოადგილეობას ნიშნავდა. 1622 წელს კი სრული დიდვეზირია. წლების მანძილზე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობამ მას ქვეყნის მართვის ცოდნა და გამოცდილება შესძინა. იგი შორმსმჭვრეტელი პოლიტიკოსის უნარით წყვეტდა ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს. მოშლილი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების აღსადგენად გადამჭრელი ზომები მიიღო. უპირველესად შეკრიბა მაღალი თანამდებობის პირები და ულემები, მკაცრად განსაჯა ისინი. დაადგინა სულთან ოსმან II-ის მკვლელობის სიმართლე, რაშიც ბრალს სდებდნენ მუსტაფა I-. სასულთნოს მძიმე ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად ფულის კურსიც განამტკიცა.

      გურჯი მეჰმედ ფაშას სახელს უკავშირდება დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმების შეჩერება შავ ზღვაში სავაჭრო გემებსა და ოსმალეთის ზღვისპირა ქალაქებზე. მან ორჯერ იხსნა სტამბოლი კაზაკთა რბევისაგან.

      მისი სრული დიდვეზირობის დროს გახშირდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების სტუმრობა სტამბოლში _ ირანიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და .. შეხვედრებს საოცარი დიპლომატიური ხერხებით წარმართავდა და ხელშეკრულებებსაც ოსმალეთის სასარგებლოდ დებდა. პოლონელი ელჩი ზბარჟევსკი წერდა: “საერთო აზრით, იგი არის არაჩვეულებრივი ნიჭის კაცი”.

      გურჯი მეჰმედ ფაშას, ქვეყნისათვის თავდადებამ, სულთნის ერთგულებამ, დიდმა ავტორიტეტმა და სახელმა, სხვა დიდმოხელეთა შორის მოშურნეები გაუჩინა. მათი შეგონებით სულთანმა, ბაღდადზე ლაშქრობაში მონაწილეობის არ მიღების მიზეზით, სიკვდილით დასაჯა (ჩამოახრჩო) 1626 წელს. ნაიმას მიხედვით იგი დასაფლავებულია ეიუბში, თავის მიერვე აგებულ თურბეში (მავზოლეუმი). სხვა წყაროებით კი იგი გადაასახლეს კუნძულ როდოსზე. მაგრამ 11 წლის მურად IV-ის ტახტზე ასვლისთანავე, სტამბოლში დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. ქვეყანას იგი ვალიდე სულთან ქორემისთან ერთად მართავდა. გურჯი მეჰმედ ფაშა დიდვეზირად დარჩა 1626 წლის 13 ივლისამდე, ანუ გარდაცვალებამდე. ამ მონაცემებს ეყრდნობა თურქი ისტორიკოსი დანიშმენდი და ქართველი თურქოლოგი მიხეილ სვანიძე.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. Sijili osmanie, t. IV. stambuli.

  2. vezirTa baRnari-vezirTa istoria.

  3. evlia Celebis mogzaurobis wigni. Turqulidan Targmna, komentarebi da gamokvleva daurTo g. fuTuriZe, nakv. 1 qarTuli Targmani. Tb 1971 w. nakv. II, gamokvleva, komentarebi. Tb. 1973 w.

  4. osmaleTis vrceli istoria. t. IV,

  5. m. svaniZe, TurqeTis istoria, Tbilisi 2007 w.

  6. c. abulaZe, qristianTa gamahmadianebis osmaluri wesi, qarTuli wyaroTmcodneoba, VIII. Tb. 1993 w.

 

 

 

moamzada cisana abulaZem