მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

მარტვირი ქართველი VI-VII სს.

VI -ის II ნახევრის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, საბა განწმედილის ლავრის წინამძღვარი.

 

 

 

 

მარტვირი ქართველს, როგორც საეკლესიო მოღვაწეს, პირველად ყურადღება მიაქცია . კეკელიძემ. იგი პალესტინელ საეკლესიო მოღვაწეთა შორის გამორჩეული მონაზონი და ასკეტიკურ-მისტიკური თხზულების ავტორი იყო. მას თანამედროვენი `საბაწმინდელი მარტვირი მონაზონის~ სახელით იცნობდნენ.

საბა განწმენდილის ლავრა დაარსდა 483 წელს, პალესტინაში. ამ ლავრამ, საბა განწმენდილის გარდაცვალების შემდეგ, მიიღო მისი სახელი. საბა კი 532 წელს გარდაიცვალა. . კეკელიძის აზრით, `საბაწმინდელი~ ეწოდებოდა, არა საბა განწმენდილის მონასტრის მონაზვნებს, არამედ მის წინამძღვარს, ანდა მამასახლისს. როგორც ჩანს, მარტვირი ქართველი ამ მონასტრის წინამძღვარი იყო. იგი ავტორია ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის თხზულებისა, რომელსაც ჰქვია: `სინანულისა და სიმდაბლისათვის~. ეს თხზულება შემონახულა XIII -ის გადაწერილ ხელნაწერში (A 625), რომლის მინაწერში ნათქვამია, რომ ეს თხზულება ეკუთვნის მარპტვირი საბაწმინდელს, რომელიც `ქართველი იყო~. ერთ-ერთ ნუსხაში მარტვირის თხზულებას აწერია: `საკითხავი, თქმული ნეტარისა მარტვირი მონაზონისაБ სხუათა მონაზონთა მიმართ~. . კეკელიძის აზრით, ეს თხზულება  მონაზონთა სახელმძღვანელოდ და სამოძღვროდ არის დაწერილი. ეს ფუნქცია კი, მონაზვნების დამოძღვრა და ხელმძღვანელობა, სწორედ მონასტრის წინამძღვრის ფუნქცია იყო, რომელიც პასუხს აგებდა მონაზვნების საქციელზე. მაშასადამე, მისი ავტორი, მარტვირი ქართველი საბა განწმენდილის ლავრის წინამძღვარი იყო. მონასტრის მამასახლისს კი უფრო სამეურნეო ფუნქცია ჰქონდა მინდობილი. წინამძღვრის ფუნქცია კი სწორედ მონაზვნების აღზრდა იყო, მათი სულიერი სრულყოფა.   VI საუკუნე კი სწორედ მონასტრული ცხოვრების აღმავლობის ხანა იყომთელ ქრისტიანულ სამყაროში. სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა მარტვირი ქართველის მიერ ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის თხზულების დაწერა, რომელიც მონაზვნების მოქმედების სახელმძღვანელო იყო. ამიტომ ერქვა ამ ნაწარმოებს `სინანულისა და სიმდაბლისათვის~.

ამრიგად, მარტვირი ქართველი იყო VI -ის II ნახევრის და VII -ის დასაწყისის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, საბა განწმენდილის ლავრის წინამძღვარი და ჩვენამდე მოღწეული პირველი ასკეტიკურ-მისტიკური თხზლების ავტორი. მას, შესაძლოასხვა თხზულებებიც ექნებოდა დაწერილი, მაგრამ ჩვენამდე მისი სხვა ნაწარმოებები მოღწეული არ არის.

 

 

 

 წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. . კეკელიძე, მარტვირი ქართველი და მისი შრომა: `სინანულისა და სიმდაბლისათვის~, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, . XII, თბ., 1974 .

2. . კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, . I, თბ., 1960 .

 

 

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ