მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მაქსიმე აბაშიძე. კათალიკოსი

 დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი 1776-1795 წლებში, დიპლომატი

 

 

      მაქსიმე აბაშიძე დაიბადა დაახ. 1725 . 1759-1776 წლებში იგი ქუთათელი მიტროპოლიტია. მაქსიმე აბაშიძე იმ საეკლესიო მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სახელმწიფოებრივი ცნობიერების გაღვივებას ცდილობდნენ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. მაქსიმე ქუთათელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა სოლომონ პირველთან  და დავით გიორგის ძესთან.

      მაქსიმემ სასულიერო და საერო განათლება მიიღო გელათში, რომელსაც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა გვიანდელ შუა საუკუნეებშიც ჰქონდა შენარჩუნებული. სასულიერო საგნებთან ერთად აქ ასწავლიდნენ ისტორიას, უცხო ენებს _ ლათინურს, ბერძნულს, თურქულს, რუსულს, ფრანგულს.

      1759 წელს სოლომონ პირველის ინიციატივით მოწვეულმა ცნობილმა კრებამ, რომელმაც სასტიკად აკრძალა ტყვეთა სყიდვა, მაქსიმე აბაშიძე ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად აირჩია. ამ დროს ნახევრად დანგრეულ საქუთათლო ტაძარი ოსმალებს ეკავათ, ტაძრის მამული გაპარტახებულიმრევლი _ უპატრონოდ მიტოვებული. მაქსიმე დიდი მონდომებით შეუდგა საქუთათლოს აღდგენასსოფელ მაღლაკში ააშენა მცირე ეკლესია და იქ გადაასვენა ქუთაისის ღვთისმშობლის ხატი; აღადგინა ოსმალთაგან დანგრეული ეკლესიები; დაიწყო ყმების დასახლება უპატრონოდ მიტოვებულ მამულებზე; მისი თხოვნით საქუთათლო ყმებს მეფემ საგადასახადო იმუნიტეტი მიანიჭა. 1770 წლის 6 აგვისტოს სოლომონმა თურქებისაგან გაათავისუფლა  ქუთაისის ციხე, ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა ფიქრი ტაძრის აღდგენაზე. 1772 წლის 17 მაისს  მაქსიმეს ბრძანებით, ქუთაისის ციხეში დაკიდეს ზარი. ეს იყო უაღესად დიდი მნიშვნელობის სიმბოლური აქტი _ ქართველმა ხალხმა ირწმუნა ოსმალთაგან გათავისუფლების შესაძლებლობა. 1773 წელს მარტის თვეში ქუთაისის საყდრის აღდგენა დაიწყო.

      1776 წელს, იოსებ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისის ყოვლად წმიდის ტაძარში მაქსიმე კათალიკოსად აკურთხეს. ამ დროიდან მაქსიმეს ზრუნვა მთელ დასავლეთ საქართველოს ეკლესიებს წვდება. ეკლესიის მატერიალური ცხოვრების აღორძინებისათვის მაქსიმე სოლომონ I-ისაგან იღებს სრულ მხარდაჭერას. კათალიკოსის თხოვნით მეფემ სრული შეუვალობა მიანიჭა ბიჭვინტის ღვთისმშობლის (გელათში) ეკლესიის მამულებს. ამავე დროს მაქსიმემ მოახერხა ოსმალობის დროს ფეოდალთა თვითნებობით მიტაცებული საეკლესიო მამულების დაბრუნება, მოიხილა გურიიის ეკლესია-მონასტრები, ადგილზე გაეცნო სამწყსოს მდგომარეობას, აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის საეპისკოპოსოები. მოგზაურობის დროს  პირადად ეცნობა გურიელის ოჯახს და მათგან იღებს გურიის უდაბნოს ეკლესიისათვის მატერიალური დახმარების პირობას.

      სრულიად განსაკუთრებულია მაქსიმე აბაშიძის წვლილი იმ სამარცხვინო მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაცტყვის სყიდვაეწოდებოდა.

      1759 წლის საეკლესიო კრების ძირითადი დადგენილება დასავლეთ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას შეეხებოდა. ამ საქმეში სოლომონ პირველს გვერდით ედგნენ მოწინავე სამღვდელოება და თავადაზნაურობა. რასაკვირველია, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომელთაც ოსმალეთის ხელისუფლება უმაგრებდა ზურგს. ტყვეებით ვაჭრობის შეწყვეტას ოსმალეთი პირდაპირ ურჩობად აღიქვამდა და დაჟინებით მოითხოვდა მის აღდგენას.

      მაქსიმე ქუთათელი უდიდესი ენთუზიაზმით ჩაება ტყვეთა სყიდვის საწინააღმდეგო მოძრაობაში. იგი დადიოდა ყველგანსოფელ-სოფელ, დიდ და გავლენიან ოჯახებში, ხვდებოდა მრევლს, თავის შესანიშნავ ქადაგებებში ესაუბრებოდა ხალხს ტყვის სყიდვის დამღუპველ ზეგავლენაზე ქვეყნისათვის და კერძო ოჯახებისათვის; შეახსენებდა მრევლს მოძმის ქრისტიანულ სიყვარულს და შეჩვენებას უთვლიდა ურჩებს და ავის განმზრახველებსამ საქმეს მაქსიმე კათალიკოსად კურთხევის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით ემსახურებოდა. მის ქადაგებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ყველა ფენაში _ ტყვის გამტაცებელთა მიმართ ითესებოდა შეუწყნარებლობა და შერცხვენა. ცნობილია 1777 წლის 10 იანვრით დათრიღებული გიორგი გურიელის პირობის წიგნი მაქსიმე კათალიკოსისადმი: “...რომელთაც რომ ტყვის მსყიდველი კაცი თქვენგან სახელდობრ შეიჩვენოს, ის კაცი ჩვენთან არ მოუშვათ, არც ჩვენ სიალოვეს გავარონინოთ, არც ვსვათ, არც ვჭამოთ იმასთან, არამედ, ვითარცა ძაღლი განცოფებული, ეგრეთ შევრაცხოთ კაცი იგი,. ჱარამედ, რომელიც შევიძლო, მის მტრობასა და ავად მოპყრობასაც ვეცადო და უკეთუ აღთქმა ესე ვერ სრულვყო, თქვენგან და თქვენის კრებისაგან შეუნდობელი ვიყო”. ასეთივე პირობის წიგნი ჩამოართვა მაქსიმემ იმერელ თავადს მერაბ ლორთქიფანიძეს. ურჩების მიმართ მაქსიმე მართლაც დაუნდობელი იყო: 1776 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული საბუთის მიხედვით, მას შეუჩვენებია და ეკლესიიდან განუკვეთია  თავადი კაცია ჩიჩუა, რომელსაც ბიჭვინტის ეკლესიის ყმებიუსჯულო ოთმანიანებისათვისმიუყინია.

      მაქსიმე კათალიკოსი ყველა ღონეს ხმარობდა სამშობლოდან გატაცებული ტყვეების უკან დასაბრუნებლად. ცნობილია მისი განზრახვა ყირიმში წასვლისაწმინდა ადგილების მოსანახულებლად”, რათა ყირიმში მყოფ ქართველ ტყვეებს დახმარებოდა უკან დაბრუნებაში. 1799 წელს მან ყირიმში გამგზავრების ნებართვა სთხოვა ასტრახანის გუბერნატორს, მაგრამ მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო

      შემორჩენილია კათალიკოს მაქსიმეს რჩევა-დარიგება უდაბნოს მამა იობისადმი და ერკეთის წინამძღვარ ბესარიონისადმი, შედგენილი 1777 წელს. “რჩევა-დარიგებაშისაუკეთესოდ ჩანს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელი მდგომარეობა  და კათალიკოს მაქსიმეს უშეღავათო დამოკიდებულება ეკლესიისათვის შეუფერებელ ღვთისმსახურთა მიმართ.

      1781-1784 წლებში მაქსიმე კათალიკოსი აღმოსავლეთ საქართველოში იმყოფება ერეკლეს კარზე. მკვლევართა აზრით, ეს ფაქტი სოლომონ პირველსა და კათალიკოს მაქსიმეს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი უნდაყოფილიყო. მაქსიმე კათალიკოსს არ მოსწონდა სოლომონის განსაკუთრებული შემწყნარებლური დამოკიდებულება ბერი წულუკიძისადმი და სოლომონის ძის, ალექსანდრე ბატონიშვილისუჯეროდაქორწინება მის ასულზე. ამ ქორწინების გამო ალექსანდრე ბატონივილი ეკლესიამ შეაჩვენა. ამ ქორწინებიდან მალე ბატონიშვილი გარდაიცვალა. მაქსიმე კათალიკოსმა არ შეიწყნარა სოლომონის თხოვნა უფლისწულის დაკრძალვის თაობაზე გელათში. ბატონიშვილი დაუკრძალავთ გელათის მონასტრის გარეთ. სწორედ ამ ამბების შემდეგ მაქსიმე ტოვებს იმერეთს.

      1784 წლის ივნისში, სოლომონის გარდაცველების შემდეგ, მაქსიმე კვლავ დასავლეთ საქართველოში ბრუნდება კათალიკოსის პატივით.

      დიპლომატიური მოღვაწეობა.  1757-1768 წლებში სოლომონ I-ის აქტიურ მოქმედებებს  ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ოსმალთა გააფთრებული წინააღმდეგომა მოჰყვა. ხრესილის ომის შემდეგ ოსმალები ოთხჯერ შემოიჭრნენ იმერეთში. 1766 წელს მათ კვლავ მოახერხეს პოზიციების დაბრუნება, მაგრამ დროებით. სოლომონი ამ დროს ოთხი კაცის თახლებით მოდინახეს ციხეში იმალებოდა. 1768 წელს სოლომონმა დაიბრუბნა იმერეთის ტახტი. ამავე წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებითსოლომონ მეფემ  მაქსიმე ქუთათელი ერთი არქიმანდრიტისა და ორი ბერის თანხლებით პეტერბურგს გაგზავნა ეკატერინე II-სთან მოსალაპარაკებლად. ელჩს უნდა ეცნობებინა რუსეთის იმპერატორისათვის, რომ იმერეთის მეფემ ომი გამოუცხადა თურქებს _ შეუწყვიტა მათ ტყვეების მიცემა და მრავალი დამარცხებაც აგემა. იმერეთის მეფე ქვეშევრდომობაში შესვლას ჰპირდებოდა იმპერატორს, თუ კი იგი დაიხსნიდა ოსმალთაგანსთხოვდა მცირე სამხედრო ძალას, რომ შეძლებოდათ წინააღმდეგობის გაწევა;

      გარდა იმპერატორისადმი გაგზავნილი წერილისა, მაქსიმეს რუსეთში მეფის კიდევ ორი წერილი მიჰქონდა _ ერთი ყიზლარის კომენდანტ გენერალ-მაიორ ნიკოლოზ პოტაპოვთან, მეორე _ გრაფ ნიკიტა პანინთანორივე წერილში მეფე ადრესატებს საქმის გარემოებას უხსნიდა და ელჩობისადმი შეწევნას სთხოვდა.

      ყიზლარის კომენდანტი, რომელიც საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ 1767 წელს შემუშავებული რეზოლუციით ხელმძღვანელობდააფერხებდა უცხო ქვეყნის ელჩების უმაღლეს კარზე გაგზავნას. იგი შეეცადა დაერწმუნებინა მაქსიმე, რომ აჯობებდა უკან გაბრუნებულიყო და იქ დალოდებოდაუმაღლეს ნებართვას”. მაგრამ მაქსიმემ მტკიცედ მოსთხოვა კომენდანტს სასწრაფოდ ეცნობებინა პეტერბურგისათვის იმერეთის ელჩობის შესახებ და უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე პეტერბურგიდან ოფიციალური პასუხის მიღებამდე. მაქსიმეს პრინციპულობამ აიძულა ყიზლარის კომენდატი გაეგზავნა პეტერბურგში მოხსენება იმერეთის ელჩობის შესახებ და მასთან ერთად სოლომონ მეფის წერილები ეკატერინე II-ისაAA და გრაფ პანინის სახელზე. პეტერბურგიდან დაუყონებლივ მოვიდა გრაფ პანინისა და გოლიცინის ბრძანება, რომელშიც ყიზლარის კომენდატს ატყობინებდნენ, რომ რუსეთ-თურქეთის მიმდინარე ომის პირობებში ფრიად სასურველი იყო იმერეთის ელჩის სტუმრობა პეტერბურგში. ისინი უბრძანებდნენ  კომენდანტს, სასწრაფოდ გაეგზავნა იმერეთის ელჩი პეტერბურგისაკენ და უზრუნველეყო იგი ტრანსპორტითა და მგზავრობის ხარჯებით. ამავე დროს ავალებდნენ, რომ იმერეთში დაებრუნებინა მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ჩაეტანა სოლომონ მეფესთან რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობის ამბავი და საიდუმლო მრჩევლის, პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს _ სოლომონს დაუყონებლივ დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. ამასთანავე მიანიშნებდნენ სოლომონს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ერეკლესთან თბილისში ჩავიდოდა და სეეცდებოდა მის დაყოლიებას ერთობლივ მოქმედებაზე თურქთა წინააღმდეგ.

      ყიზლარიდან მაქსიმე ქუთათელი ასტრახანში ჩადის, სადაც იგი ემზადება შორეული მგზავრობისათვის და, საბოლოოდ, 1769 წლის 8 მარტს პეტერბურგამდე აღწევს.  14 მარტს მან ელჩობის მიზეზებისა და მიზნების შესახებ ვრცელი წერილი წარუდგინა რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას. წერილში აღწერილია იმერეთში ოსმალთა ბატონობის ხასიათი _ გადასახდები, ტყვეებით ვაჭრობის წაქეზება და თანადროული ვითარება _ ოსმალეთის გაღიზიანება სოლომონ მეფის ღონისძიებების, განსაკუთრებისთ ტყვეთა სყიდვის აკრძალვის  გამოსაგარეო საქმეთა კოლეგიაში მაქსიმეს მონათხრობის მიხედვით ჩაუწერიათ მეორე წერილი, რომელშიც დიპლომატი რუსეთის ხელისუფალთ აცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, მეურნეობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, აღწერს იმერეთისა და რუსეთის დამაკავშირებელ გზებსამავე წერილში ქუთათელი ახასიათებს სოლომონ მეფისა და ერეკლე მეორის მეგობრულ ურთიერთობას, ლაპარაკობს მათ მიერ  ერთმანეთისათვის გაწეულ ღია თუ ფარულ სამხედრო დახმარებაზე

      პეტერბურგში ქუთათელი სამ თვეს იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე იგი მართავს საქმიან შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის წარმომდგენლებთან, მათ შორის სამოქალაქო მრჩეველ თავად ამილახვართან. ამ შეხვედრების დროს ქუთათელი საუბრობს იმერეთის პრობლემებზე, ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზებზე, განსაკუთრებით ტყვეთა სყიდვის აკრძალვაზე, სოლომონ მეფის მცირერიცხოვანი ჯარის სამხედრო წარმატებებსა და განცდილ მარცხზე, მეფისადმი ხალხის მხარდაჭერაზე. ქუთათელი ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფალნი, თუ რა სარგებლობას მოუტანდა თავად რუსეთს  სოლომონ მეფისათვის დამხმარე ჯარის გაგზავნა

მაქსიმე მიტროპოლიტი ხელცარიელი არ დაბრუნებულა. მან ჩამოიტანა ეკატერინე II-ის წერილი, რომელშიც იგი იმერეთის მეფეს აუწყებდა, რომ იგი მხარს უჭერდა სოლომონის დაუღლელ მცდელობას, შეენარჩუნებინა ქრისტიანული მართლმადიდებლური კანონი და აღეკვეთა ქრისტიანების დატაცება, რომ აგზავნიდა სარდალს, სამხედრო შენაერთს და ფულად თანხას სამხედრო ხარჯებისათვის. მაქსიმეს პეტერბურგიდან იმერეთში სპეციალური დავალებით გამოაყოლეს ანტონ მოურავოვი _ რუსეთის სამსახურში შესული ქართველი თავადი. პირადად მაქსიმეს, იმპერატორის ბრძანების თანახმად, აჩუქეს 1000 მანეთი. მაქსიმეს თან მოჰქონდა ეკატერინე II-ის და გრაფ პანინის წერილები   სოლომონ  და ერეკლე მფეების სახელზე. მაქსიმე ქუთათელი და მოურავოვი ყიზლარში იყვნენ ჩასულნი, როდესაც მოურავოვმა მიიღო გრაფ პანინის ბრძანება, გამოერთმია იმერეთის ელჩისათვის წერილები, დასწეოდა გრაფ ტოტლებენის რაზმს და წერილები თვითონ მიერთმია იმერეთის მეფისათვის. მოურავოვმა დავალება შეასრულა და წერილებიანად დაეწია ტოტლებენს, მაგრამ საბოლოოდ მოურავოვს ტოტლებენმა ჩამოართვა წერილები და თავად წარუდგინა სოლომონ მეფეს, რომელიც მას 1769 წლის 26 სექტემბერს იმერეთის საზღვარზე შეხვდა.

      იმხანად რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოს მეფეებისადმი გამომჟღავნებული ერთგვარი კეთილგანწყობის ერთადერთი მიზანი იყო იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოების ომში ჩაბმა, რათა ოსმალეთს ისათვის კავკასიაში მეორე ფრონტი გახსნოდა და ამით რუსეთის მდგომარეობა დუნაისპირეთში შემსუბუქებულიყო. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა გენერალ ტოტლებენს, რომელმაც საქართველოში სახელი მოიხვეჭა თვითნებობით და ქართველ მეფეებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, სოლომონ მეფემ რუსული რაზმების დახმარებით იმერეთის ციხეები ოსმალთაგან გაათავისუფლა. ეს იყო მაქსიმე აბაშიძის ელჩობის პრაქტიკული შედეგი.

      1784 წელს სოლომონ  I-ის გარდაცვალების შემდეგ მწვავედ დადგა იმერეთის ტახტის მემკვიდრის საკითხი. საქმეში ერეკლე მეფე ჩაერია. იმერეთის სამეფო კანდიდატის შერჩევისას ერეკლე ხელმძღვანელობდა საქართველოს მომავალი გაერთიანების პერსპქტიული გეგმით და ამიტომ მხარს საკუთარ შვილიშვილსდავით არჩილის ძეს  (მომავალ სოლომონ მეორეს) უჭერდა, რომელიც მაშინ 11 წლისა იყო. ამიტომ ერეკლემ შესაძლებლად ჩათვალა დავით გიორგის ძის გამეფება დავით არჩილის ძის სრულწლოვანობამდეიმერელ თავადებთან ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ერეკლემ ქუთაისში გაგზავნა იმჟამად მის კარზე მყოფი მაქსიმე აბაშიძე. მასთან ერთად იმერეთში გაემგზავრა რუსეთის წარმომადგენელი  საქართველოში, ბურნაშოვი. ასე დაბრუნდა მაქსიმე კათალიკოსი იმერეთში.

      1784 წლის 21 ივნისს იმერეთის ახალმა მეფემ, დავით გიორგის ძემ  და თავადებმა, მაქსიმე კათალიკოსისა და ბურნაშოვის თანდასწრებით  ერთმანეთს ერეკლე მეფის გეგმის ერთგულებაზე ფიცი მისცეს. დავით გიორგის ძემ გამეფებისთანავე გაგზავნა პეტერბურგში მაქსიმე კათალიკოსი, ზურაბ წერეთელი და დავით კვინიხაძე. დავითი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვდა: იმერეთის მეფედ დამტკიცებას; იმერეთის სამეფოს მიღებას რუსეთის მფარველბაში იმავე პირობებით, როგორიც იყო შეთანხმებული ქართლ-კახეთის სამეფოსთან; იმერეთში 4 ათასიანი საჯარისო ნაწილის გამოგზავნას. ელჩები დაუბრკოლებლივ ჩავიდნენ პეტერბურგში და ეკატერინე მეორესთან აუდიენციასაც მიაღწიეს, მაგრამ მათ წინადადებას არავითარი შედეგი აღარ მოჰყოლია. რუსეთი არ აპირებდა ოსმალეთთან დადებული ზავის დარღვევას, ამიტომ აჭიანურებდა იმერეთის ელჩებისათვის პასუხის გაცემას. იმპერატორმა იმერეთის საკითხი გენერალ პოტიომკინს გადააბარა. ხანგრძლივი და უშედეგო ლოდინის შემდეგ, 1785 წლის 31 დეკემბერს ელჩებმა პეტერბურგი დატოვეს. 1786 წლის გაზაფხულზე კავკასიისლინიაზეკვლავ  უშედეგოდ ელოდნენ  პოტიომკინის პასუხს. წლის დამლევს ზურაბ წერეთელი და დავით კვინიხაძე საქართველოში დაბრუნდნენ, მაქსიმე კათალიკოსი კი მოზდოკში დარჩამას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სანამ რუსეთის მთავრობა იმერეთის მეფის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, იგი არ უნდა დაბრუნებულიყო.

1787 წელს დავით გიორგის ძემ კვლავ გააგზავნა რუსეთში ელჩობა ბესიკის მეთაურობით. მაქსიმე კათალიკოსი შეხვდა მოზდოკში ცასულ ბესიკს და დაეხმარა მას პეტრე პოტიომკინთან შეხვედრის ორგანიზებაში.  1787 წლის გასულს რუსეთის მთავრობამ შეიწყნარა მაქსიმეს თხოვნა რუსეთში დარჩენის შესახებ. მას ნება მიეცა ეცხოვრა მოსკოვში და მოსკოვის მიტროპოლიტის თანხმობით ჩაეტარებინა ღვთისმსახურებამოსკოვში მას საცხოვრებელი გამოუყვეს ვისოკოპეტროვსკის მონასტერშიბესიკთან გაგვნილი წერილებიდან ირკვევა, რომ მაქსიმე კათალიკოსი დიდ იმედებს ამყარებდა რუსეთზე: “თუ რომ ამათი ჯარი ჩვენის ქვეყნის შავი ზღვის პირისაკენ წარემართება, მეც ხომ მაშინვე წამოვალ. თუ ეს არ იქნა, შერიგება მოხდა, ვიცი, მოწყალე ხელმწიფე დიდი ჲკატერინა იმარეთს გამოიხსნის, რათა არღარა უფლებდეს ჩვენ ზედა უღთონი მახმადიანნი და ამ დღის მხილველი უეჭველად მეც მხიარულის სახით წამოვალ ქვეყანად ჩემდა, რათა არ გვეცინოდენ მტერნი ჩვენნი. ამ დღეს შეევესწრო, ღმერთს ამას ვთხოვ.       მოსკოვში მაქსიმეს დიდხანს არ დაუყვია. მისი თხოვნით, 1789 წელს მაქსიმე ასტრახანში გადაიყვანეს.  1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომს იმერეთისათვის არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. 1792 წელს მაქსიმე წერილს უგზავნის იმერეთის სამღვდელოებას: რადგან ვერ ვბრუნდები იმერეთში, ახალი კათალიკოსი დანიშნეთო. იმავე წლის ნოემბერში მაქსიმე ასტრახანიდან კიევში ჩადის. აქ იგი კიევ-პეჩორის მონასტერში დაბინავდა და აქედან აღარსად წასულა. გარდაიცვალა 1795 წლის 30 მაისს. დასაფლავებულია კიევის მონასტერში.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. xelnaweri xec, H -2782, xojavanaT iovanes dRiuri;

  2. s. kakabaZe, saeklesio reformebisaTvis solomon pirvelis dros, tfilisi, 1913, misive, dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, II, tfilisi, 1921;

  3. b. lominaZe, masalebi dasavleT saqarTvelos XVII-XVIII s-Ta istoriis qronologiisaTvis, masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv. 31, Tbilisi, 1954.

  4. niko dadiani, qarTvelT cxovreba, S. burjanaZis gamocema, Tbilisi, 1962.

  5. i. lorTqifaniZe, masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv. II,Tbilisi, 1940;

  6. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, II, Tbilisi, 1965;

  7. o. soselia, narkvevebi feodaluri xanis dasavleT saqarTvelos socialur-politikuri istoriidan, Tbilisi, 1973;

  8. z. cqitiSvili, saqarTvelos saxelmwifo moRvaweni XVIII s. II naxevari _ XIX s. damdegi, mecniereba, 1980.

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ