მანუჩარ II, ათაბაგი
სამცხის ათაბაგი 1550_1607 წლებში
ათაბაგი მანუჩარი (1550_1607) ათაბაგ ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის მესამე ვაჟი, მუსტაფას სახელით პირველი ქართველი ფაშა; უფლებისა და პატივის მოყვარე, მტრისა და მოყვრის მიმართ თანაბრად დაუნდობელი, გამჭრიახი პოლი¬ტიკოსი, მტრის ძალების სწორად შემფასებელი, პოლიტიკური ორიენტაციების სწრაფად და ხშირად შემცვლელი. უფროსი ძმის ყვარყვარე ათაბაგის სრული ანტიპოდი.
ქაიხოსრო II-ის გარდაცვალების (1581) შემდეგ სამცხის კანონიერი ათაბაგი გახდა ყვარყვარე IV, მაგრამ რეალურად ათაბაგობდა დედამისი დედისიმედი და მომდევნო ძმა მანუჩარი. ხელისუფლისთვის შეუფერებელი რბილი ხასიათით ყვარყვარე არასოდეს დაპირისპირებია მანუჩარს, მაშინაც კი, როცა მის გვერდით იდგა პოლიტიკური პროცესების მხურვალე მონაწილე და ხშირად წარმმართველი _ დედისიმედი. მანუჩარის უფლებამოყვარეობა და ზნეობრივი სახე, ჩანს, ლალა-მუსტაფა ფაშასთვისაც ცნობილი ყოფილა. იგი სამცხის საზღვრების გადმო¬ლახვამდე ერზერუმიდან უგზავნის წერილებს მანუჩარს და არა ყვარყვარეს, კანონიერ ათაბაგს.
სამცხის დიდგვაროვანთა შეთქმულება ჯაყელ-ციხისჯვარელების წინააღმდეგ ცუდ დროს დაატყდა თავს ათაბაგთა სახლს და, რაც მთავარია, ქვეყანას. 1576 წლის ივნისში დაწყებული შეთქმულთა მოქმედება 1578 წლის თებერვალშიც გრძელდებოდა. გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ განახლდა სამხრეთ კავკასიი¬სათვის ოსმალებისა და ყიზილბაშების ბრძოლა. შიდაფეოდალურმა ბრძოლამ, რომელიც პოლიტიკური აზრის სრული დაკნინება იყო, გზა გაუხსნა ოსმალებს. ლალა-ფაშამ, წარმატებული ლაშქრობისათვის ნიადაგის შესამზადებლად, მანუჩარს წერილი გამოუგზავნა დამორჩილების წინადადებით. მანუჩარმა შექმნილი მდგომარეობა სწორად შეაფასა და ბრძოლით წინააღმდეგობას მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ გაჭიანურება არჩია. მუსტაფა ალის `ნუსრეთ-ნამეს~ მიხედვით მიწერ-მოწერა გახანგრძლივებულა. ლალა-ფაშა მანუჩარისაგან მოითხოვდა ოსმალების მომარაგებას საომარი იარაღითა და სურსათ-სანოვაგით, ბრძოლაში ოსმალებთან ერთად ჩაბმას და მეგზურობის გაწევას. სამაგიეროდ, მანუჩარს ჰპირდებოდა დიდ პატივისცემას. მას კი მოუთხოვია როგორც მის მფლობელობაში არსებული მამულების შენარჩუნება, ისე მისი წინაპრების ოსმალთაგან ადრე დაპყრობილი ციხეებისა და მამულების დაბრუნება.
მომდევნო წერილით მანუჩარს სარდლისაგან მოუთხოვია ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდის დაცვა და ქრისტიანობის შენარჩუნება. თავის მხრივ, ჰპირდებოდა განსაზღვრული რაოდენობის ხარკის გადახდას, ე.ი. ოსმალეთ-საქართველოს (=სამცხეს) პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმად მოხარკეობას სთავაზობდა. პასუხად ლალა-ფაშას თანხმობის `მშვიდობიანი~ წერილი გაუგზავნია (ნუსრეთნამე). მაგრამ ფაშა ქრისტიანობის წიაღში დატოვებას ჰპირდებოდა მოსახლეობას და არა ათაბაგის სახლის წევრებს.
ლალა-ფაშასა და მანუჩარს შორის მიმოწერა ისევ გრძელდებოდა, როცა ოსმალები საქართველოს საძღვრებს მოადგნენ და იერიში მგელციხეზე მიიტანეს. როგორც `მესხური მატიანე~ გვამცნობს, მეციხოვნეთა ხუთდღიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქაჯის ციხე და თეთრიციხე “წაგუართუეს თათართა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულად შემოეÃოცნეს”. მანუჩარი ზღუდემორღვეული სამცხის დამცველთა შორის არ გამოჩენილა _ `ბატონი მანუჩარი ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებას ვერ მიესწრო~. იგი ფეოდალ არფაქსადის თანხლებით სწვევია ლალა ფაშას. ამ შეხვედრის დროს `უძღვნიათ ექვსი ციხე ლალა ფაშასათვის~.
მანუჩარი ირან-ოსმალეთს შორის ჩილდირის ველზე მიმდინარე ომსაც გარე¬შეს თვალით შესცქეროდა და ომის დასასრულს ელოდა. ოსმალური წყაროების მიხედვით (იბრაჰიმ ფეჩევი, მუსტაფა სელიანიქი, მუსტაფა ალი, აბუბექრი) 10 აგვისტოს ეახლა გამარჯვებულ ლალა-ფაშას: `6 ათასი შეიარაღებული აზნაურით მოვიდა და მთის კალთებიდან გამარჯვებულს და დამარცხებულს თვალყურს ადევნებდა, ელოდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა. როდესაც ისლამის თუღის ფუნჯებზე გამარჯვების ნიავმა გადაიქროლა, მთელი თავისი ქვეშევრდომებით მორჩილებით მოვიდა და თავისი ქვეყნის ციხეების (ალთუნყალასა და მის ახლო-მახლო მდებარე 32 ციხის. ც.ა.) გასაღებები მთავარსარდალს ჩააბარა~.
ლალა-ფაშამ მანუჩარი დიდი პატივისცემითა და სიხარულით მიიღო, მაგრამ უსაყვედურა, მის მოწოდებას იმთავითვე რომ არ გამოეხმაურა. გამარჯვებულ სარდალს მანუჩარი თავდახრილი მორჩილებით კი ეახლა, მაგრამ `მორჩილების~ პოლიტიკური ფორმა მანუჩარისათვის სამცხის ათაბაგობა და ოსმალეთთან მოხარ¬კეობით დაკავშირება იყო (მიუხედავად იმისა, რომ ათაბაგად ყვარყვარე იჯდა), ოსმალეთს კი ქვეყნის სრული ინკორპორაცია და საფაშოდ გადაქცევა ჰქონდა მიზნად. ლალა-ფაშამ მანუჩარს აწყური მისცა სანჯაყის სახით, ყვარყვარეს ოლთისი (მისი დაბადების ადგილი, მაგრამ ოსმალთაგან ადრე დაპყრობილი), დედისიმედს კი სახასო მამულად 3 სოფელი, დანარჩენ ძმებს დიდი ზეამეთები. ამრიგად, ათაბაგის სახლის წევრებს თავ-თავიანთი მიწები `უბოძეს~ ოსმალური მიწათმფლობელობის რეჟიმის კვალობაზე, მაგრამ დიდი დათმობით _ ისინი ქრისტიანებად რჩებოდნენ. მანუჩარმა საჩუქრებიც უხვად მიიღო: ოქროს უნაგირი, ვერცხლის რახტი, მდიდრული ხალათი და კარავი სრული მოწყობილობით.
მანუჩარის მორჩილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთისათვის. გამარჯვებულ ლაშქარს სამცხიდან გზა ეხსნებოდა ქართლისა და შირვანისაკენ. ამ ლაშქრობაში ლალა-ფაშას მეგზურობას უწევდა მანუჩარი. თუმცა წერილობითი წყაროებიდან არ ჩანს მანუჩარის აქტიური გარჯა ოსმალების სამხედრო ოპერაციებში, `მესხური მატიანის~ მკვლევარი და გამომცემელი ქრ. შარაშიძე მაინც ვერ მალავს აღშფოთებას: `ლალა-ფაშას ლაშქრობაში თან ახლავს და არბევს ქართლსა და საათაბაგოს~.
აღმოსავლეთ საქართველოსა და შირვანში ჩატარებული წარმატებული ომის შემდეგ ოსმალთა ლაშქარი აწყურში მოვიდა. სარდალმა პატრონი მანუჩარი ორშაბათს წინასწარ ალთუნყალას გაგზავნა, სადაც დედისიმედი და ყვარყვარე იდგნენ. მოგვიანებით ალთუნყალასთან ლალა-ფაშა მივიდა. აქ სარდალმა თავაზიანად მიიღო ყვარყვარე და დედისიმედი, მაგრამ დედისიმედს მოსთხოვა ყვარყვარესა და მანუჩარის გამაჰმადიანება.
მანუჩარის გამაჰმადიანების თარიღად აბუბექრი, ქათიბ ჩელები, მუნეჯიმ ბაში, ყარა ჩელებიზადე 1578 წლის 10 აგვისტოს უთითებენ, ხოლო `მესხური მატიანე~, სულთან მურად III-ის მანუჩარისადმი გაგზავნილი ჰუქმი, იმხანად სტამბოლში მყოფი საფრანგეთის ელჩისა და ავსტრიის საელჩოს თანამშრომლის სოლომონ შვეიგერის ცნობით, მანუჩარი გამაჰმადიანდა 1579 წლის 8 ივნისს. ალბათ, 1578 წლის 10 აგვისტოს ლალა ფაშამ მისცა მაჰმადის სჯულის აღიარების წინადადება, სტამბოლში მანუჩარის გამაჰმადიანების ოფიციალური ცერემონიალი შედგა.
ძმები ერზერუმიდან 1579 წლის აპრილს გავიდნენ და კონსტანტი¬ნოპოლში 3 ივნისს ჩავიდნენ 150 აზნაურის თანხლებით. სულთნის კარს ისინი განსაკუთრებული პატივისცემით მიუღია. მათ შესახვედრად სკუტარში (სტამბოლის აზიურ ნაწილშია) ორი გალერა გაუგზავნიათ, იქვე მისულან საბერძნეთის ბეგლარბეგი, რაგუზის, ვლახეთისა და მოლდავეთის ელჩები. ძმებს მდიდარი საჩუქრებიც უხვად წაუღიათ [მუსტაფა ალის ნუსრეთნამეში არის მინიატურა, რომელიც მანუჩარის სულთნის კარზე საჩუქრებით მისვლას ეძღვნება. ყვარყვარეს ავსტრიის ელჩისთვის 60 დუკატის ღირებულების ოქროს ნივთი უჩუქებია. ყვარყვარეს გარეგნობით მიხიბლულ ელჩს მისი პორტრეტი ჩაუხატავს, საათი და ბერძნულ ენაზე დაბეჭდილი `აუგსბურგის სახარება~ უჩუქებია).
მანუჩარის გამაჰმადიანება წინადაცვეთის დიდი სარიტუალო ზეიმით აღნიშ¬ნულა (საფრანგეთის ელჩი). მას ოსმალური წესის თანახმად ლალა ფაშას სახელი მუსტაფა უწოდეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს 900000 ახჩა შემოსავლიანი სახასო მამულით. ასე იქცა მანუჩარი სამცხის პირველ ქართველ ფაშად. `ფაშობა ებოძა ხუანთქარსა და სრულად მისი მამული~, რომელიც მოიცავდა მდ. მტკვრის სათავესა და მდ. ჭოროხის აუზში მდებარე ათაბაგების ძველ სამფლობელოსაც. ე.ი. არა მარტო ის ტერიტორია, რომელიც მანუჩარისა იყო აღმოსავლეთ სამცხეში 1578 წლისათვის, არამედ თურქთაგან ადრე დაპყრობილი დასავლეთი სამცხეც. სულთანმა ასე გააერთიანა სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორია და სამცხე-ჯავახეთში შექმნა ოსმალური საგამგებლო ადმინისტრაციული ერთეული _ ჩილდირის ეიალეთი, იგივე გურჯისტანის ვილაიეთი. მაგრამ ძალიან მალე, 1579 წლის ბოლოსათვის მურად III-მ გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომლითაც მანუჩარ-მუსტაფას საგამგებლო ტერიტორია შემცირდა, იგი შემოიფარგლა 17 ციხითა და 141 სოფლით. მანუჩან-მუსტაფას უარი უნდა ეთქვა ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისის, აწყურისა და ასპინძის ლივებზე ანუ იმ ციხე-სიმაგრეებზე, რომლებიც ეკუთვნოდა `მესხი ბატონების~ წინააღმდეგ 1576 წლის ივნისიდან აჯანყებულ დიდგვაროვნებს: თმოგვი და ჩილდირი შალიკაშვილებისა იყო, ხერთვისი _ ამატკისშვილებისა, აწყური და ასპინძა _ დიასამიძეებისა.
სულთნის ფირმანი ადასტურებს ვახუშტის ცნობას იმის თაობაზე, რომ `ვარაზას ძემან კოკოლამ და ვიეთთამე მესხთა უწყეს ზრახვა ხონთქარს~, რასაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ვახუშტის შეცდომად მიიჩნევენ. 1588 წელს ეს ვითარება შეცვლილა, მურად III-ის მიერ ათაბაგის მამულებზე გაცემული ბერათის მიხედვით ხერთვისის ლივაში მდებარე 3 სოფელი ზეამეთის სახით ებოძა ათაბაგის სახლის უმცროს თაობას (თურდ 55).
1578_81 წლებში მანუჩარყოფილმა მუსტაფა ფაშამ ბევრჯერ იგემა თურქების სამსახურში ფაშად ყოფნის `სიტკბოება~. იგი იძულებული იყო მეგზურობა გაეწია და მონაწილეობა მიეღო ოსმალთაგან ქართლის დალაშქვრაში, გარკვეულწილად ხელი შეეწყო სამცხეში ოსმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეჟიმის დამყარები¬სათვის. მაგრამ `ქართველობის~ მინავლებული გრძნობა გაუღვივა სვიმონ მეფის ირანიდან ქართლში დაბრუნებამ და ოსმალების წინააღმდეგ მისმა `სიგიჟედ~ მონათლულმა თავგანწირულმა ბრძოლამ. 1581 წლის თებერვალში მანუჩარი დაქორწინდა სვიმონ მეფის ასულ ელენეზე. ეს დამოყვრება მანუჩარ-მუსტაფას პოლიტიკური ორიენტაციის კარდინალურად შეცვლის დასაწყისი იყო, რაც რეალურად დადასტურდა 1582 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა მეჰმედ ფაშას სარდლობით ყარსიდან წამოსულ ოსმალთა ლაშქარს ახალქალაქში შეუერთდა და თბილისისაკენ ბორჯომის ხეობით ერთად წამოვიდნენ. ოსმალთა საომარი გეგმა მანუჩარმა წინასწარ გაანდო სვიმონ მეფეს. შედეგად ოსმალებისათვის მოულოდნე¬ლად გაიმართა ბრძოლა მუხრანის ველზე. აქ ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თურქები. მეჰმედ ფაშამ ეს სამარცხვინო მარცხი მანუჩარს დააბრალა, მაგრამ აშკარა დაპირისპირებას მისი მოტყუებით მოკვლა ამჯობინა. მანუჩარი მოიწვია სამხედრო დივანზე, თითქოსდა საომარი მოქმედების ახალი გეგმის შესამუშა¬ვებლად. მანუჩარმა თადარიგი დაიჭირა, დივანზე 50 თანმხლებით მივიდა, მაგრამ კარავში მარტო შევიდა. თათბირი მორჩილად მოისმინა და სარდალს ბრძანების ასრულება აღუთქვა. როცა კარვიდან გამოდიოდა, ერთმა ოსმალომ სახელოზე წაავლო ხელი და დაკავება დაუპირა. მანუჩარმა ხმალი გამოსტაცა და დაჭრა მეჰმედ ფაშაცა და მიდი ქეთხუდა _ დიარბექირის ბეგლარბეგი. ასე დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ მანუჩარის აჯანყება. ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ აქტს `მესხური მატიანე~ მოკლედ გადმოსცემს: ქორონიკონმა სÁო პატრონსა მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს და თემი ჩუენვე დაგურჩა”.
ჩილდირის ბეგლარბეგად იმერეთის სამეფო გვარის გამაჰმადიანებული შთამომავალი იუსუფი დანიშნეს. მას მანუჩარის დამარცხება და ქართველებისაგან ალყაშემორტყმული თბილისის (იმხანად ოსმალთა ხელში მყოფი) დახმარება დაევალა. იუსუფ ფაშამ ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. იგი სამცხიდან ყარსში გადაიყვანეს. მანუჩარი ქრისტიანული სარწმუნოების წიაღში დაბრუნდა და 1582 წელს სამცხეში ათაბაგობა აღადგინა.
1583 წელს მანუჩარს სტამბოლში თავისი კაცი გაუგზავნია მობოდიშების წერილით, იგი ირწმუნებოდა, რომ მას ცილი დასწამეს, თორემ თვითონ მას გულში ღალატი არასოდეს გაუვლია. სტამბოლში სიამოვნებით დაიჯერეს მანუ¬ჩარის ფიცი და მასთან ძველი ურთიერთობა აღუდგენიათ. სულთნის კარზე შეგნებულად არ ირწმუნეს მანუჩარის ღალატი. აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარ¬სარდალს ფერჰად ფაშას პირდაპირ უბრძანეს, თუ მანუჩარი წინააღმდეგობას არ გაუწევდა, უყურადღებოდ დაეტოვებინა მისი ბოლო მოქმედებანი. ასეთ ვითარებაში ცოტა უცნაურია, რომ მანუჩარი სვიმონ მეფეს კვლავ გვერდით ედგა და აგრძელებდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს კი მანუჩარს ირანის პოტენციურ მოკავშირედ ხდიდა. ყაენი განჯას მოვიდა და ბატონს მანუჩარს ჩალაბუთი მისცა, პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი (`მესხური ქრონიკა~).
მალე ფერჰად ფაშამ ისე მოახერხა, რომ მანუჩარის დასახმარებლად წასული სვიმონ მეფე იძულებული გახადა გორისაკენ გამობრუნებულიყო, მოღალატე თავადებით გარშემორტყმული, მოკავშირის გარეშე დარჩენილი მანუჩარი დამარცხდა. ახალციხე 1587 წლის აგვისტოში კვლავ ოსმალების ხელში გადავიდა. სვიმონ მეფეც იძულებული გახდა ოსმალებს დაზავებოდა. მანუჩარსაც სხვა გზა არ ჰქონდა, სამცხე დატოვა და ცოლთან ერთად ახალდაბას მიაშურა.
მანუჩარისა და ათაბაგის სახლის სხვა წევრების სამკვიდრო მამული ოსმალო მოხელეებისა და გამაჰმადიანებული რენეგატების მფლობელობაში გადავიდა.
მანუჩარი ვერ ასცდა ჩვენი ქვეყნისათვის მარადიულად თანმდევ `უმცირესი ბოროტების~ არჩევანს. ოსმალების წინააღმდეგ საიმედო მოკავშირის ძებნაში ახლა იგი ირანელთა პარტნიორი აღმოჩნდა.
1603 წელს შაჰ-აბასმა ომი განაახლა ოსმალეთთან და მანუჩართან და ათაბაგის სახლის სხვა წევრებთან პატრონყმური ურთიერთობა დაამყარა. (მანუჩარი ირანს მოხარკეობით დაექვემდებარა. ახალციხე ოსმალებმა 1607 წლის 23 ივლისს აიღეს ქართველების დახმარებით. ვფიქრობ, სწორედ ამ ომს შეეწირა მანუჩარის სიცოცხლე. 1607 წელს მანუჩარის ქვრივად მოიხსენიებს ელენეს შაჰ-აბასის ისტორიკოსი ბელანი. ამავე წელს მანუჩარის მეუღლე ელენე შაჰ-აბასს თხოვს მისი 16 წლის ვაჟი მანუჩარი სამცხის ააბაგად სცნოს მოხარკეობის საფუძველზე. როგორც ჩანს, მანუჩარ II ცოცხალი აღარ არის. 1609 წლის ამბების გადმოცემისას ისქანდერ მუნში დიდი პატივისცემით ახასიათებს `ენერგიულ მანდილოსანს~, მანუჩარის მეუღლეს ელენეს. თავად მანუჩარზე კი წერს, რომ `სანამ მანუჩარ-ხანი ცოცხალი იყო, ის ცდილობდა დახმარებოდა სიმონ-ხანს~.
მანუჩარი თავგამოდებით ცდილობდა სამცხის შენარჩუნებას საათაბაგოს სახელით, და მაინც ისტორიას პირველ ქართველ ფაშად შემორჩა. 1579 წლიდან სამცხეს ჩილდირის ბეგლარბეგები _ ფაშები მართავენ.
1608 წელს ახალციხე კვლავ ოსმალებმა დაიპყრეს. მანუჩარის ქვრივი _ ელენე და მისი ვაჟი ქართლში გადავიდნენ.
wyaroebi da samecniero literatura:
1. `mesxuri matiane~ qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.
2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi, 1973.
3. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, t.II, Tbilisi, 1959.
4. T. Jordania, qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwerlobisa, t.II, Tbilisi, 1912.
5. j. odiSeli, mcire qronikebi, Tbilisi, 1968.
6. gurjistanis vilaÁeTis didi davTari, wigni II, gamosca sergi jiqiam, Tbilisi, 1941.
7. ali `nusreT-name~, wyaros Targmani s. jiqiasi.
8. `Tarixi selianiqi~, stamboli, 1889. g. fuTuriZe, mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, t.91, Tbilisi, 1960.
9. ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.
10. n. Sengelia, osmalo istorikosis munejim baSis cnobebi lala-mustafa faSas amierkavkasiis qveynebSi laSqrobis Sesaxeb, qarTuli wyaroTmcodneoba, t.II, Tbilisi, 1968.
11. Thomaso Minadoi, Histori della Guerra fra Turchi et Persiani, venecia, 1588, vsargeblob m. svaniZis SromiT, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, Tbilisi, 1971.
12. abubeqr bin abdulahi, gamarjvebaTa wigni, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, SesavliTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada m. iluriZem. Tbilisi, 2006.
13. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.
14. qr. SaraSiZe, dasaxelebuli naSromi.
15. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.
16. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.
17. S. lomsaZe, samcxe-javaxeTi (XVIII saukunis Suawlebidan XIX saukunis Suawlebamde), Tbilisi, 1975.
18. c. abulaZe, samcxe-saaTabagos istoriidan (XVI s. 80-iani wlebi), mravalTavi, t.XV, Tbilisi, 1989.
19. TurqeT-sparseTis omi da qristiani qarTvelebi 1577_1581, italiuridan Targmna, Sesavali, SeniSvnebi da saZieblebi daurTo eldar mamisTvaliSvilma, Tbilisi, 1987.
20. Bekir Kütükoğlu, Osmanli – Iran Siyasi Münasebet leri 1578–1590, stamboli, 1962.
21. M.F. Kirzioğlu, Osmanlilar’in Kafkas–Ellerini Fethi (1451–1590), ankara, 1976.
22. Habit Özdemir, Artvin Tarihi, 2002.
moamzada cisana abulaZem