მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ლეონტი მროველი XI.

ქართველი ისტორიკოსი, ავტორი, შემდგენელ-რედაქტორიქართლის ცხოვრებისდასაწყისი ციკლისა

 

 

  ლეონტი მროველი ითვლებაქართლის ცხოვრებაშიშესული სამი ისტორიული თხზულების ავტორად. ესენია: “ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანცა მამათა და ნათესავთა”, “წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევადაწამებაი წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელ იყო მეფე ქართლისა”.  ზოგი მოსაზრებით (პირველად ეს თვალსაზრისი . ინგოროყვამ გამოთქვა გასული საუკუნის 30-იან წლებში) ლეონტი მროველი უფრო ადრეული ხანის ავტორია და მისი მოღვაწეობის დრო VIII-ით განისაზღვრება.

ლეონტი მროველის შესახებ შემონახულია სხვადასხვა წყარო: 1. “ქართლის ცხოვრებისხელნაწერებში დაცული ბიბლიოგრაფიული ცნობა; 2. კასპის -ნის სოფ. თრეხვის მიდამოებში გამოქვაბულში მიკვლეული 1066 წლის წარწერა; 3. ათონის ქართველთა მონასტრის წიგნსაცავში დაცული 26 ხელნაწერების მინაწერები.

ქართლის ცხოვრებისხელნაწერებში, იქ სადაც მთავრდება მეორე ავტორისჯუანშერის თხზულებაცხოვრება ვახტანგ გორგასალისა”, მოიპოვება შემდეგი ჩანაწერი: “ ესე არჩილის წამება და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან არწერა” (ქც., I). სწორედ ამ ცნობაზე დაყრდნობითაა აღიარებული ლეონტი მროველი დასახელებული თხზულებების ავტორად.

1957 წელს კასპის სოფ. თრეხვის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩნდა სწორკუთხად გათლილი მომწვანო ფერის ქვის მოგრძო სტელა. მასზე რელიეფურად გამოყვანილია ჯვარი, ხოლო ჯვრის მკლავებს შორის 19 სტრიქონად ამოკვეთილი 1066 წლის თარიღიანი წარწერა, შესრულებული  ნუსხა-ხუცურით: “მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქვაბი ხატისათვის ღმრთაებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისის საყდრისა შვილთათვის, ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისათა. ქორონიკონსა სპვ”. (“საზ. მეცნ. განყ. მოამბე” 1, 1961). ეს წარწერა და მისი თარიღი ერთ-ერთი მტკიცე საფუძველია ლეონტი მროველის მოღვაწეობის XI -ით დათარიღებისათვის.

ათონის მთის ქართველთა მონასტრის (ივირონი) წიგნსაცავში დაცულია XI -ის ხელნაწერი იოანე ოქროპირის თხზულებისათარგმანებაი იოანეს სახარებისაი”, რომელიც X-ის ბოლოს ბერძნულიდან თარგმნა ეფთვიმე მთაწმიდელმა. ხელნაწერის სხვადასხვა ფურცლებზე მოიპოვება შვიდი მოსახსენებელი ლეონტი მროველისა, რომელსაც მკვლევარები მიიჩნევენ იგივე XI -ის ქართველ ისტორიკოსად ლეონტი მროველად.

ყველა ზემოდასახელებული ცნობის მიხედვით, ისტორიკოსი ლეონტი მროველი რუისის მთავარეპისკოპოსი და, მაშასადამე, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის სასულიერო იერარქი ყოფილა.

როგორც ისტორიკოსი, ლეონტი მროველი მკვლევართა მაღალ შეფასებას იმსახურებს. დადგენილია, რომ ლეონტი იყენებდა როგორც ქართული (“მოქცევაი ქართლისაი”), ისე სხვადასხვაენოვან (ბერძნულ, სომხურ) უცხოურ წყაროებს. იგი ავტორია ისტორიული კონცეფციისა, რომლის თნახმად კავკასიის ხალხები  ერთი საერთო წარმოშობის მოძმე ერებია და მათი მამამთავარია ბიბლიური თარგამოსი. ლეონტი მროველის ეს კონცეფცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ძირითადი იდეოლოგიური საფუძველი იყო, ყველა დროისათვის აქტუალურია.

ლეონტი მროველი ეყრდნობა ადრეულ შუა საუკუნეებში გავრცელებულ ხალხთა წარმომავლობის ბიბლიურ სქემას, რაც მას საშუალებას აძლევს ქართველთა თავგადასავალი ჩართოს მსოფლიო ისტორიაში. ამ სქემით აღწერს იგი კავკასიის ეთნო-პოლიტიკურ და ისტორიულ-გეოგრაფიულ რეალობას, რომელიც VII-VIII საუკუნის პირველ ნახევარში თავსდება. ამრიგად, ლეონტი მროველის წყარო კავკასიური ტომების განსახლებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრების გათვალისწინებით, VIII საუუნის პირველ ნახევარს ვერ გადმოსცილდებალეონტი მროველი უხვად სარგებლობს ხალხური თქმულებებით, ირანული მითოლოგიური სიუჟეტებით და ქრისტიანული აპოკრიფებით.

XX საუკუნის 20-იან წლებში ივ. ჯავახიშვილმა ეჭვი გამოთქვა  ლეონტი მროველის ცნობების სანდოობასთან დაკავშირებით. ეს ეჭვი დიდხანს გაზიარებული იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. შემდგომში არქეოლოგიურმა, წყაროთმცოდნეობითმა, ისტორიულ-გეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა და სხვ. კვლევებმა დაადასტურეს ლეონტი მროველის თხზულებათა სანდოობა და მათი მაღალი წყაროთმცოდნეობითი და ლიტერატურული ღირებულება.

  ლეონტი მროველის თხზულებები თარგმნილი და გამოცემულია სომხურ, ფრანგულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. ისინი, როგორც საქართველოს და კავკასიის ხალხების შესწავლის წყარო, მუდმივი კვლევის საგანია.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი, დადგენილი ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, I,  თბილისი, 1955.

2.      ქართლის ცხოვრება,მთავარი რედ. . მეტრეველი, თბილისი, “მერიდიან”, არტანუჯი”, თბილისი, 2008. იქვე სრული ბიბლიოგრაფია.

3. ლეონტი მროველი, სერია: “ქართული მწერლობა”,I, თბილისი, 1987.

4.      გაფრინდაშვილი, ლეონტი მროველის 1066 წლის სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან, საქართველოს სსსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1961, 1.

5. ივ. ჯავახიშვილი, ლეონტი მროველი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თხზულებანი 12 ტომად, VIII, თბილისი, 1977.

6.      .ინგოროყვა, ლეონტი მროველი, ქართველი ისტორიკოსი, “ჰამბავთა მწერალიმე-8 საუკუნისა, ენიმკის მოამბე, 1941, .1.

7.      . კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, . II, თბილისი, 1980. მისივე: ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, III, 1923.

8. .გრიგოლია, ისევ ლეონტი მროველის ავტორობის შესახებ,საზ. მეცნ. განყ. მოამბე, 5(14), 1963; მისიველეონტი მროველი XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და მისი შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა, თსუ შრომები, .87, 1960.

9.      .დონდუა, ლეონტი მროველისმიერი პროტოისტორიის ზოგი საკითი, იხ. მისი, საისტორიო ძიებანი, I, თბილისი, 1967.

10.     . მელიქიშვილი, ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970; მისივე: ლეონტი მროველი, ქსე, 6, 1983, (194-195).

11.      .მამულია, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის წყაროევი, (ფალაური ეპოსი), მაცნე,4, 1964. მისივე: “აფრასიაბის გამოქვაბულისლეგენდა და ლეონტი მროველის წყარო, საქ. მეცნ. აკად. მოამბე, .49,1. 1965.

12.     . ახვლედიანი, ლეონტი მროველისმეფეთა ცხოვრებისფოლკლორული წყაროები, მაცნე, ისტ. სერია, 4, 1974.

13.      . ბადრიძე, ლეონტი მროველის ავტორობის საკითხისათვის, მნათობი, &, 1962.

14.     .ბარამიძე, ისევ ლეონტი მროველის თხზულების ერთი ადგილის განმარტებისათვის, ქართული ისტორიოგრაფია, I, თბილისი, 1968;

15.      .ბოგვერაძე, ლეონტი მროველის ერთი-ისტორიულ-პოლიტიკური კონცეპციის სესახებ, მაცნე, ისტ. სერია, 4, 1987.

16.     .ანთელავა, ლეონტი მროველი ქუჯი ერისთავის შესახებ, XI-XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები, თბილისი, 1988; მისივე: ლეონტი მროველიქართლოსიანთაწარმოშობის  შესახებ, საქართველოს საისტორიო წყაროთმცოდნეობითიი ძიებანი, თბილისი, 2002;

17.     . გოგოლაძე, ლეონტი მროველის ქართველი ხალხის ეთნოგენეტიკური და გლოტოლოგიური კონცეპცია, მნათობი, 9-10, 2000;

18.      . გოილაძე, არის ლეონტი მროველი ქართველთა ჰეროდოტე? კრიტიკა, 4, 1989.

19.     .თარხნიშვილი, მთვარის ღმერთი არმაზი და ლეონტი მროველის თხზულება, “ბედი ქართლისა”, 19, 1951; აგრეთვე მისი: წერილები, თბილისი, 1994.

20.     . მუსხელიშვილი, “ქართლის ცხოვრების შედგენილობისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987; მისივე, “ქართლის ცხოვრებისუძველესი ნაწილის შედგენილობა და ჯუანშერის თარიღი, კრსაქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, თბილისი, 1999. მისივე, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.

21.     . ხოშტარია-ბროსე, ლეონტი მროველი და ქართლის ცხოვრება, თბილისი, 1996.

22.     . სანაძე, “ქართლის ცხოვრებადა საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდ (ქართლოსიდან მირიანამდე), “საქართველოს მაცნე”, თბილისი, 2001.

 

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ